საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი შამანი - პირველი ღამის უფლებით
ვინ არის ქართველი შამანი - პირველი ღამის უფლებით

ყვე­ლა­ზე რთუ­ლად და­საძ­ლე­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბაა, მით უფრო იმ შემ­თხვე­ვა­ში როცა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა აღარ შე­გიძ­ლია. სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულ­ზე სა­სა­უბ­როდ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, თე­მუ­რი გვეს­ტუმ­რა. ის თავს გა­დახ­დე­ნილ, ერთი ღა­მის კოშ­მარ­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც ზო­გის­თვის ალ­ბათ მე­ლოდ­რა­მა იქ­ნე­ბა, სხვის­თვის კი ამო­უც­ნო­ბი ამ­ბა­ვი.

- მე და თა­მუ­ნა თით­ქმის ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. მას მამა არ ჰყავ­და. ოჯახ­ში მხო­ლოდ ორი წევ­რი იყო, თა­მუ­ნა და მისი დედა. სა­სი­დედ­რო ერთხელ მყავ­და ნა­ნა­ხი, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ქალი იყო. ისე სა­უბ­რობ­და რო­გორც პე­და­გო­გი და ისე ეცვა რო­გორც აღმსა­რე­ბელს. თა­მუ­ნა ალ­ბათ მა­მას გავ­და, გან­წყო­ბა ყო­ველ წუთს ეც­ვლე­ბო­და, თა­მა­მი იყო, სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მომ­წვე­ვი. ხში­რად ისე იქ­ცე­ო­და, მის გვედ­რით ყოფ­ნა მრცხვე­ნო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ერთ დღე­საც თა­მუ­ნამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მისი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე იყო და უნ­დო­და წვე­უ­ლე­ბა­ზე ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვით. სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ვე­წყე, ვი­ფიქ­რე მისი მე­გობ­რე­ბი მუშ­ტრის თვა­ლით და­მი­წყებ­დნენ ყუ­რე­ბას და მინ­დო­და თა­მუ­ნას ჩე­მით ეა­მა­ყა. თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ჩემი გან­ცდე­ბი ბა­ნა­ლუ­რი და ძველ­მო­დუ­რი იყო. ჩვენს შეშ­ლილ ქა­ლაქ­ში კარ­გი მა­ნე­რე­ბი ვის აინ­ტე­რე­სებს.

- ტრა­დი­ცი­უ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნის­თვის უფრო "სა­ინ­ტე­რე­სო" სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ­სე­ბობს?

- ვინც ამ წვე­უ­ლე­ბა­ზე არ ყო­ფი­ლა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ას ძნე­ლად წარ­მო­იდ­გენს. მე და თა­მუ­ნა სა­ბურ­თა­ლო­ზე, ერთ-ერთი კერ­ძო სახ­ლის ეზო­ში შე­ვე­დით და ჩემ­მა მე­წყვი­ლემ, ზარი და­რე­კა. კარი 30-32 წლის მა­მა­კაც­მა გაგ­ვი­ღო. ვერ ვი­ტყვი, რომ უსიმ­პა­ტიო იყო, მაგ­რამ უც­ნა­უ­რად ეცვა. გაგ­ვი­ღი­მა, ხელი ჩა­მო­მარ­თვა და შეგ­ვი­პა­ტი­ჟა ოთახ­ში ფეხი შევ­დგი თუ არა ვიგ­რძე­ნი, რომ თამ­ბა­ქოს ბო­ლით გა­ჯე­რე­ბულ ჰა­ერს, რა­ღაც მცე­ნა­რე­ე­ბის ნა­ხარ­შის სუ­ნიც ერე­ო­და. შუ­ა­ში მა­გი­და იდგა, სკა­მე­ბის გა­რე­შე. კუ­თხე­ში ორი შუ­ახ­ნის ქალი მიმჯდა­რი­ყო, თვა­ლე­ბი ჩა­წით­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, თმე­ბი, გაშ­ლილს ვერ ვი­ტყვი, უფრო გა­წე­წი­ლი და გუ­ლის წას­ვლამ­დე იცი­ნოდ­ნენ. მე­ო­რე მხა­რეს გო­გო­ნა შევ­ნიშ­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 16-17 წლის. ისე ხალ­ვა­თად ეცვა, შემ­რცხვა და თვა­ლი ავა­რი­დე. ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი, ოთო, მის­კენ გა­ე­მარ­თა, წელ­ზე ხელი მოხ­ვია და ცოტა არ იყოს შემ­კრთალ გო­გო­ნას შუბ­ლზე აკო­ცა. შემ­დეგ ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნა და გაგ­ვაც­ნო. ეს ცი­რაა, დღეს მისი და­ბა­დე­ბის დღეა. ცირა ამ ღა­მით ეზი­ა­რე­ბა დიდ სა­ი­დუმ­ლო, ეს იქ­ნე­ბა მის­თვის ხე­ლა­ხა­ლი შობა. ცირა ცოტა დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და, მაგ­რამ მა­ინც იღი­მე­ბო­და. კუ­თხე­ში მიმჯდარ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა სი­ცი­ლი შე­წყვი­ტეს და ჩვენ­სკენ გა­მო­ე­მარ­თნენ. არ ვიცი, რა­ტომ, პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ შე­ვამ­ჩნიე, რომ გარ­შე­მო ათო­ბით პა­რა­ფი­ნის სან­თე­ლი ენთო და ნა­თუ­რე­ბი გა­მორ­თუ­ლი იყო. - თა­მუ­ნა აქ რა ხდე­ბა, - ვი­კი­თხრე რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ჩუ­მად და ოთა­ხი მო­ვათ­ვა­ლი­ე­რე. გარ­შე­მო ისე­თი ნივ­თე­ბი ეწყო, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არა­სო­დეს მე­ნა­ხა. თა­მუ­ნამ ამა­ყად გად­მომ­ხე­და: - დღეს აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­სა და უნა­რის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, თუ და­იმ­სა­ხუ­რებ, შენც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებ - მი­თხრა და ისევ ოთოს მი­ა­ჩერ­და. მარ­თლაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ათამ­დე "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის" ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. ჩან­და ოთო მეტს აღა­რა­ვის ელო­დე­ბო­და და სა­ღა­მოს გახ­სნი­თი ნა­წი­ლიც და­ი­წყო. ყვე­ლა მა­გი­დის გარ­შე­მო შე­იკ­რი­ბა, ფეხ­ზე იდ­გნენ და თით­ქო ქარ­თუ­ლად მე­ტყვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ აზრი ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე. ნაც­ნო­ბი სი­ტყვე­ბი კი გა­ვი­გე, ვთქვათ ისე­თი რო­გო­რიც იყო: - ას­ტრა­ლი, ნირ­ვა­ნა, ზი­ა­რე­ბა, ტკბო­ბა, თრო­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბა, სამ­სხვერ­პლო, ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე პლა­ნე­ტის სა­ხე­ლიც ახ­სე­ნეს და მა­გი­დის გარ­შე­მო თხე­ბი­ვით აა­ბა­კუ­ნეს ფე­ხე­ბი, თან უც­ნა­ურ ბგე­რებს გა­მოს­ცემ­დნენ და მუშ­ტე­ბი ტუ­ჩებ­ზე ჰქონ­დათ მიბ­ჯე­ნი­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვინ არის ქართველი შამანი - პირველი ღამის უფლებით

ვინ არის ქართველი შამანი - პირველი ღამის უფლებით

ყველაზე რთულად დასაძლევი ადამიანისთვის დანაშაულის გრძნობაა, მით უფრო იმ შემთხვევაში როცა სიტუაციის გამოსწორება აღარ შეგიძლია. საკუთარ დანაშაულზე სასაუბროდ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, თემური გვესტუმრა. ის თავს გადახდენილ, ერთი ღამის კოშმარზე გვიამბობს, რომელიც ზოგისთვის ალბათ მელოდრამა იქნება, სხვისთვის კი ამოუცნობი ამბავი.

- მე და თამუნა თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. მას მამა არ ჰყავდა. ოჯახში მხოლოდ ორი წევრი იყო, თამუნა და მისი დედა. სასიდედრო ერთხელ მყავდა ნანახი, სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო. ისე საუბრობდა როგორც პედაგოგი და ისე ეცვა როგორც აღმსარებელს. თამუნა ალბათ მამას გავდა, განწყობა ყოველ წუთს ეცვლებოდა, თამამი იყო, საინტერესო და გამომწვევი. ხშირად ისე იქცეოდა, მის გვედრით ყოფნა მრცხვენოდა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა. ერთ დღესაც თამუნამ დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღე იყო და უნდოდა წვეულებაზე ერთად წავსულიყავით. საგანგებოდ გამოვეწყე, ვიფიქრე მისი მეგობრები მუშტრის თვალით დამიწყებდნენ ყურებას და მინდოდა თამუნას ჩემით ეამაყა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ჩემი განცდები ბანალური და ძველმოდური იყო. ჩვენს შეშლილ ქალაქში კარგი მანერები ვის აინტერესებს.

- ტრადიციული მენტალიტეტის ადამიანისთვის უფრო ''საინტერესო'' საზოგადოებაც არსებობს?

- ვინც ამ წვეულებაზე არ ყოფილა მსგავს სიტუაციას ძნელად წარმოიდგენს. მე და თამუნა საბურთალოზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში შევედით და ჩემმა მეწყვილემ, ზარი დარეკა. კარი 30-32 წლის მამაკაცმა გაგვიღო. ვერ ვიტყვი, რომ უსიმპატიო იყო, მაგრამ უცნაურად ეცვა. გაგვიღიმა, ხელი ჩამომართვა და შეგვიპატიჟა ოთახში ფეხი შევდგი თუ არა ვიგრძენი, რომ თამბაქოს ბოლით გაჯერებულ ჰაერს, რაღაც მცენარეების ნახარშის სუნიც ერეოდა. შუაში მაგიდა იდგა, სკამების გარეშე. კუთხეში ორი შუახნის ქალი მიმჯდარიყო, თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ, თმები, გაშლილს ვერ ვიტყვი, უფრო გაწეწილი და გულის წასვლამდე იცინოდნენ. მეორე მხარეს გოგონა შევნიშნე დაახლოებით 16-17 წლის. ისე ხალვათად ეცვა, შემრცხვა და თვალი ავარიდე. ჩვენი მასპინძელი, ოთო, მისკენ გაემართა, წელზე ხელი მოხვია და ცოტა არ იყოს შემკრთალ გოგონას შუბლზე აკოცა. შემდეგ ჩვენთან მოიყვანა და გაგვაცნო. ეს ცირაა, დღეს მისი დაბადების დღეა. ცირა ამ ღამით ეზიარება დიდ საიდუმლო, ეს იქნება მისთვის ხელახალი შობა. ცირა ცოტა დაბნეული ჩანდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა. კუთხეში მიმჯდარმა ქალბატონებმა სიცილი შეწყვიტეს და ჩვენსკენ გამოემართნენ. არ ვიცი, რატომ, პირველად სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ გარშემო ათობით პარაფინის სანთელი ენთო და ნათურები გამორთული იყო. - თამუნა აქ რა ხდება, - ვიკითხრე რამდენადაც შეიძლებოდა ჩუმად და ოთახი მოვათვალიერე. გარშემო ისეთი ნივთები ეწყო, რომლებიც მანამდე არასოდეს მენახა. თამუნამ ამაყად გადმომხედა: - დღეს აქ განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის ადამიანები შეიკრიბებიან, თუ დაიმსახურებ, შენც დიდ სიამოვნებას მიიღებ - მითხრა და ისევ ოთოს მიაჩერდა. მართლაც ნახევარი საათის განმავლობაში ათამდე ''განსაკუთრებული ნიჭის'' ადამიანი მოვიდა. ჩანდა ოთო მეტს აღარავის ელოდებოდა და საღამოს გახსნითი ნაწილიც დაიწყო. ყველა მაგიდის გარშემო შეიკრიბა, ფეხზე იდგნენ და თითქო ქართულად მეტყველებდნენ, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. ნაცნობი სიტყვები კი გავიგე, ვთქვათ ისეთი როგორიც იყო: - ასტრალი, ნირვანა, ზიარება, ტკბობა, თრობა, სიამოვნება, სამსხვერპლო, ბოლოს რამდენიმე პლანეტის სახელიც ახსენეს და მაგიდის გარშემო თხებივით ააბაკუნეს ფეხები, თან უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ და მუშტები ტუჩებზე ჰქონდათ მიბჯენილი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია