სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დუმის" მილიარდერი დეპუტატი ქართული წარსულით
"დუმის" მილიარდერი დეპუტატი ქართული წარსულით

ქარ­თვე­ლი დე­დის­გან ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­სა და თა­მა­დო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ერგო, აფხა­ზი მა­მის­გან კი აფხა­ზუ­რი დის­ციპ­ლი­ნა და თავ­შე­კა­ვე­ბა.

სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბულ­მა და ბა­თუმ­ში გაზ­რდილ­მა, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა ოთარ არ­შბამ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბის ათე­ულ­ში, 2,5 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქო­ნე­ბით, მე­ცხრე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა. რუ­სუ­ლი "ფორბსის" თა­ნახ­მად კი მისი ქო­ნე­ბა წელს 360 მი­ლი­ონ რუბლს აღე­მა­ტე­ბა.

მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ოთარ, იგი­ვე თენ­გიზ არ­შბა, რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტია. რო­გორც მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ფლობს რამ­დე­ნი­მე მი­წის ნაკ­ვეთს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში, აქვს ოთხი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლი მოს­კოვ­ში, ორი კერ­ძო სახ­ლი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჰყავს პი­რა­დი დაც­ვა, რამ­დე­ნი­მე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, არის და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ი­სა და რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის აქ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლი, მათ შო­რის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ მოს­ტის" 50%-ის.

რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2007 წლის­თვის ოთარ არ­შბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი იყო, რო­მელ­მაც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ მი­ლი­ონ რუბ­ლზე მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. მიმ­დი­ნა­რე წელს კი ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტია სვერდლოვ­სკის ოლ­ქი­დან.

59 წლის ოთარ არ­შბა სო­ხუმ­ში, აფხა­ზი მა­მი­სა და ქარ­თვე­ლი დე­დის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. კი­თხვა­ზე, ვინ ხართ ეროვ­ნე­ბით, არ­შბა პა­სუ­ხობს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

"დე­დის­გან ცეკ­ვი­სა და ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის, თა­მა­დო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მერ­გო, მა­მის­კან კი აფხა­ზუ­რი დის­ციპ­ლი­ნა და თავ­შე­კა­ვე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ამ ორი კულ­ტუ­რის შერ­წყმამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო", - აცხა­დებს არ­შბა.

ბავ­შვო­ბის წლე­ბი ბა­თუმ­ში გა­ა­ტა­რა, ზა­ფხუ­ლო­ბით კი ხში­რად სტუმ­რობ­და მშობ­ლი­ურ აფხა­ზეთს და არ­და­დე­გებს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბე­დი­ა­ში ატა­რებ­და. მკაც­რი აფხა­ზი ბე­ბია შვი­ლიშ­ვილს ყო­ველ­დღე შე­შის ჩეხ­ვა­სა და სა­ქონ­ლის მოვ­ლას ავა­ლებ­და. სწო­რედ ბე­ბი­ას უმად­ლის ოთარ არ­შბა, რომ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გა­მო­ი­მუ­შა­ვა შრო­მის სიყ­ვა­რუ­ლი.

ბა­თუ­მის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ არ­შბე­ბის ოჯა­ხი სა­ცოხვრებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ბარ­გდა, ახალ­გაზ­რდა ოთა­რი კი მა­მის კვალს გაჰ­ყვა - სწავ­ლა სსრკ-ის სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში (სუკ/КГБ) გა­აგ­რძე­ლა.

სუკ-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში "გა­ვი­და პენ­სი­ა­ზე" - 1994 წელს ოთარ არ­შბამ ახა­ლი პორო­ფე­სია აირ­ჩია და მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო-სა­ბან­კო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ბიზ­ნესს­კო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მან ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბა და­ი­წყო. 2003 წელს ოთარ არ­შბა რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტად აირ­ჩი­ეს პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თი­დან". 2007 წლი­დან მე­ხუ­თე მოწ­ვე­ვის რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, პო­ლი­ტი­კო­სის კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოთარ არ­შბა თა­ვის პირ­ვან­დელ პრო­ფე­სი­ას - ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტო­ლო­გის სპე­ცი­ა­ლო­ბას და­უბ­რუნ­და და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"დუმის" მილიარდერი დეპუტატი ქართული წარსულით

"დუმის" მილიარდერი დეპუტატი ქართული წარსულით

ქართველი დედისგან ქართული ცეკვის, დღესასწაულებისა და თამადობის სიყვარული ერგო, აფხაზი მამისგან კი აფხაზური დისციპლინა და თავშეკავება.

სოხუმში დაბადებულმა და ბათუმში გაზრდილმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ოთარ არშბამ, რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში, 2,5 მილიარდიანი ქონებით, მეცხრე პოზიცია დაიკავა. რუსული "ფორბსის" თანახმად კი მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება.

მოსკოვში მცხოვრები ოთარ, იგივე თენგიზ არშბა, რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატია. როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს საქართველოსა და რუსეთში, აქვს ოთხი ფეშენებელური სახლი მოსკოვში, ორი კერძო სახლი კი საქართველოში, ჰყავს პირადი დაცვა, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა, არის დაახლოებით 10-მდე მსხვილი კომპანიისა და რამდენიმე მედიასაშუალების აქციების მფლობელი, მათ შორის ტელეკომპანია "ტვ მოსტის" 50%-ის.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2007 წლისთვის ოთარ არშბა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, რომელმაც სამი წლის განმავლობაში, სამ მილიონ რუბლზე მეტი გამოიმუშავა. მიმდინარე წელს კი ის ყველაზე მდიდარი დეპუტატია სვერდლოვსკის ოლქიდან.

59 წლის ოთარ არშბა სოხუმში, აფხაზი მამისა და ქართველი დედის ოჯახში დაიბადა. კითხვაზე, ვინ ხართ ეროვნებით, არშბა პასუხობს, რომ რუსეთის მოქალაქეა.

"დედისგან ცეკვისა და ლამაზი დღესასწაულების, თამადობის სიყვარული მერგო, მამისკან კი აფხაზური დისციპლინა და თავშეკავება. ვფიქრობ, რომ ამ ორი კულტურის შერწყმამ სასურველი შედეგი გამოიღო", - აცხადებს არშბა.

ბავშვობის წლები ბათუმში გაატარა, ზაფხულობით კი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ აფხაზეთს და არდადეგებს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში ატარებდა. მკაცრი აფხაზი ბებია შვილიშვილს ყოველდღე შეშის ჩეხვასა და საქონლის მოვლას ავალებდა. სწორედ ბებიას უმადლის ოთარ არშბა, რომ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავა შრომის სიყვარული.

ბათუმის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ არშბების ოჯახი საცოხვრებლად მოსკოვში გადაბარგდა, ახალგაზრდა ოთარი კი მამის კვალს გაჰყვა - სწავლა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკ/КГБ) გააგრძელა.

სუკ-ის თანამშრომელი ძალიან ადრეულ ასაკში "გავიდა პენსიაზე" - 1994 წელს ოთარ არშბამ ახალი პოროფესია აირჩია და მოსკოვის საერთაშორისო საფინანსო-საბანკო სკოლა დაამთავრა. ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ, მან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალიზება დაიწყო. 2003 წელს ოთარ არშბა რუსეთის დუმის დეპუტატად აირჩიეს პარტია "ერთიანი რუსეთიდან". 2007 წლიდან მეხუთე მოწვევის რუსეთის პარლამენტის დეპუტატია.

დროთა განმავლობაში, პოლიტიკოსის კარიერის პარალელურად, ოთარ არშბა თავის პირვანდელ პროფესიას - ეთნოკონფლიქტოლოგის სპეციალობას დაუბრუნდა და ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემებზე მუშაობა დაიწყო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია