მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები
მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები

ქარ­თვე­ლე­ბის კრე­ა­ტი­ულ აზ­როვ­ნე­ბა­სა და ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი არა აქვს...

ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს "ბლატ­ნოი" ნო­მე­რი რომ აგე­ღო, ნაც­ნო­ბი უნდა მო­გე­ძებ­ნა, ვი­ღა­ცის­თვის ქრთა­მი უნდა ჩა­გე­ჯი­ბა... და სა­კუ­თარ "ამ­ბი­ცი­ას" მან­ქა­ნის "უკა­ნალ­ზე" მი­ა­მაგ­რებ­დი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ამ­ბი­ცია "გა­აპ­რა­ვა" და ქარ­თვე­ლებს მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის სა­ფა­სუ­რად "ბლატ­ნოი" ნომ­რე­ბი აე­ღოთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რად გათ­ვა­ლა, რად­გან კარ­გად იც­ნობ­და ქარ­თვე­ლი კა­ცის ხა­სი­ათს და ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის სავ­სე­ბით ლე­გა­ლუ­რი გზა გა­მო­ძებ­ნა. ასე გაჩ­ნდა ქვე­ყა­ნა­ში 10. 000-ლა­რი­ა­ნი ნომ­რე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე ავ­ტო­ე­ბი - 5, 7, 69, მა­მი­და, ლო­მა­ია, ალი­ბი, გი­ორ­გი, მაია... შე­და­რე­ბით ხელ­მოკ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის - 250, 500, თუ 1.000-ლა­რი­ა­ნი ნომ­რე­ბიც არ­სე­ბობ­და - GIO-100, ANA-100 IKA-777 და სხვ.

ა.წ. პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან შე­მო­სუ­ლი ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი კრე­ა­ტი­ვის­თვის გა­ცი­ლე­ბით მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. აქვს ამას ერთი პლუ­სი - ვი­საც ბავ­შვო­ბა­ში რე­ბუ­სე­ბის ამოხ­სნა გიყ­ვარ­დათ, მო­გე­ცათ ლხე­ნა! დად­გა დრო, გა­იხ­სე­ნოთ ძვე­ლი ჩვე­ვა და ახალ სა­ნომ­რე ნიშ­ნებ­ზე ოთხი ასო­თი და სამი ციფ­რით "და­შიფ­რუ­ლი" რე­ბუ­სი ამოხ­სნათ და სა­ცობ­ში მდგა­რი გა­ერ­თოთ. თუმ­ცა, რაღა და­შიფ­რუ­ლი! უფრო სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვით - "გა­შიფ­რუ­ლი", რად­გან ქარ­თუ­ლი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის მფლო­ბე­ლე­ბი თა­ვის ამ­ბი­ცი­ებს თვალ­ნათ­ლივ აფიქ­სი­რე­ბენ.

სა­ნომ­რე ნი­შა­ნი - LO-777-MI, BO-777-SI ან ME-777-FE რას გე­უბ­ნე­ბათ? ფრთხი­ლად! მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი არის მბრძა­ნე­ბე­ლი და მას­თან ჭი­დი­ლი ფუ­ჭია...

ახა­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი ავ­ტომფლო­ბე­ლის პრო­ფე­სი­ის, სა­მოღ­ვა­წეო სფე­როს, წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ასე, მა­გა­ლი­თად: BE-777-RI; IL-020-ET სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბის ავ­ტო­ე­ბია, AM-111-IN - ტერ­მი­ნი სა­ეკ­ლე­სი­ოა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, ტაქ­სია და მას შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი მარ­თავს.

LO-001-TI - კაი მსმე­ლი, პუ­რისმჭა­მე­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცის ნო­მე­რია; JI-111-MA - სა­ჭეს­თან მეგ­რე­ლია! SE-001-XI და SE-001-XY - სა­ჭეს­თან თვით სექსსიმ­ბო­ლოა!

მაგ­რამ ვიდ­რე ასე­თი კრე­ა­ტი­უ­ლი ნომ­რის მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბით, მა­ნამ­დე იცით, რა უნდა გა­მო­ი­ა­როთ? რა და - დი­ლით ადრე უნდა ად­გეთ, რიგი და­ი­კა­ვოთ, ოფლი იდი­ნოთ, გვერ­დე­ბი და­გი­ლურ­ჯონ, ნერ­ვე­ბი და­გა­წყვი­ტონ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­კარ­გოთ, ფეხ­ზე და­გა­ბი­ჯონ, "გუ­ჩის" ფეხ­საც­მე­ლი გა­გი­ფუ­ჭონ, უნდა იყ­ვი­როთ, სა­კუ­თა­რი რიგი და უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვათ...

ეს ყვე­ლა­ფე­რი შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძველ ნომ­რებს 2020 წლამ­დე აქვს ვადა, ახა­ლი ნომ­რის ასა­ღე­ბად მა­ინც უზარ­მა­ზა­რი რი­გია. ჰო, მარ­თლა, სა­ნამ ამ­ბი­ცი­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბის გრძელ რიგს შე­უ­ერ­თდე­ბით, მა­ნამ­დე სა­ა­გენ­ტოს სა­იტ­ზე ნო­მე­რი თუ არ და­ჯავ­შნეთ, სა­უ­კე­თე­სო გა­ყი­დუ­ლი დაგ­ხვდე­ბათ!

რუს­თავ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის და­წყე­ბამ­დე მი­ვე­დი. მან­ქა­ნის ნომ­რის­თვის არ მივ­სულ­ვარ, სი­ტუ­ა­ცი­ის დაზ­ვერ­ვა მინ­დო­და.

და­კე­ტილ კარ­თან უკვე გრძე­ლი რიგი დამ­ხვდა, რო­მე­ლიც თურ­მე, დი­ლის 6 სა­ა­თი­დან დგე­ბა.

- მან­ქა­ნას გან­ბა­ჟე­ბა უწევ­და, თო­რემ ამ­ხე­ლა რიგ­ში ჩავ­დგე­ბო­დი? - ოხვრით იწ­მენ­დს ოფლს ხნი­ე­რი მა­მა­კა­ცი.

- უკაც­რა­ვად, ფა­სი­ან ნომ­რებ­ზე ცალ­კე რი­გია? - იკი­თხა გამ­ხდარ­მა გო­გო­ნამ.

- კი, რამ­დენ­ლა­რი­ა­ნი ნო­მე­რი გინ­დათ? - ჰკი­თხა "მხვნე­შა­რემ".

- 500-ლა­რი­ა­ნი.

- ჰო, 500-ლა­რი­ა­ნებ­ში პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბით...

ყვე­ლას გა­ე­ცი­ნა...

რო­გორც იქნა, გო­გო­ნა გა­ერ­კვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და გა­ბუ­ტუ­ლი ჩად­გა სა­ერ­თო რიგ­ში. კარ­თან ახ­ლოს მდგომ­ნი შე­და­რე­ბით მშვი­დად იყ­ვნენ, კარს ჩა­ბღა­უ­ჭე­ბულ­ნი - უფრო მშვი­დად.

"წინ ნუ მი­დი­ხართ"; "ყვე­ლის რიგ­ში კი არ ვდგა­ვართ, ჩვენც ნო­მე­რი გვინ­და"; "ნო­მე­რი არ და­მი­ჯავ­შნავს და ნეტა შემ­ხვდე­ბა?"; "გა­ი­წიე, ქალ­ბა­ტო­ნო, ნუ მე­ხუ­ტე­ბი"; "ნომ­რე­ბი ყვე­ლას გვე­ყო­ფა?" - გა­ის­მო­და.

რო­გორც იქნა, გა­ი­ღო "აღ­თქმუ­ლი სა­მო­თხის" მბრუ­ნა­ვი კარი. იხუვ­ლა ხალ­ხმა... კარი იჭე­დე­ბო­და, რად­გან მბრუ­ნა­ვი კა­რის 4 გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ერ­თბა­შად 10-12 კაცი შე­ეკ­ვე­ხა. ძლივს გა­მო­ა­ცალ­კე­ვა დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა, - სა­თი­თა­ოდ შე­მო­დით, ერ­თმა­ნეთს არა­ფე­რი მოს­წი­ო­თო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ასე­ვე: "გკოც­ნი", "ილო­ცეთ", "ლომი"... - "ბლატ­ნოი" ნომ­რე­ბის ბუმი სა­ქარ­თვე­ლო­ში (+27 ფოტო)

მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები

მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები

ქართველების კრეატიულ აზროვნებასა და ფანტაზიას საზღვარი არა აქვს...

ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს "ბლატნოი" ნომერი რომ აგეღო, ნაცნობი უნდა მოგეძებნა, ვიღაცისთვის ქრთამი უნდა ჩაგეჯიბა... და საკუთარ "ამბიციას" მანქანის "უკანალზე" მიამაგრებდი. წინა ხელისუფლებამ ეს ამბიცია "გააპრავა" და ქართველებს მისცა შესაძლებლობა, ოფიციალური გადასახადის საფასურად "ბლატნოი" ნომრები აეღოთ. ხელისუფლებამ სწორად გათვალა, რადგან კარგად იცნობდა ქართველი კაცის ხასიათს და ბიუჯეტის შევსების სავსებით ლეგალური გზა გამოძებნა. ასე გაჩნდა ქვეყანაში 10. 000-ლარიანი ნომრებით მოსიარულე ავტოები - 5, 7, 69, მამიდა, ლომაია, ალიბი, გიორგი, მაია... შედარებით ხელმოკლე ადამიანებისთვის - 250, 500, თუ 1.000-ლარიანი ნომრებიც არსებობდა - GIO-100, ANA-100 IKA-777 და სხვ.

ა.წ. პირველი სექტემბრიდან შემოსული ახალი სანომრე ნიშნები კრეატივისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა. აქვს ამას ერთი პლუსი - ვისაც ბავშვობაში რებუსების ამოხსნა გიყვარდათ, მოგეცათ ლხენა! დადგა დრო, გაიხსენოთ ძველი ჩვევა და ახალ სანომრე ნიშნებზე ოთხი ასოთი და სამი ციფრით "დაშიფრული" რებუსი ამოხსნათ და საცობში მდგარი გაერთოთ. თუმცა, რაღა დაშიფრული! უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - "გაშიფრული", რადგან ქართული პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ახალი სანომრე ნიშნის მფლობელები თავის ამბიციებს თვალნათლივ აფიქსირებენ.

სანომრე ნიშანი - LO-777-MI, BO-777-SI ან ME-777-FE რას გეუბნებათ? ფრთხილად! მანქანის მფლობელი არის მბრძანებელი და მასთან ჭიდილი ფუჭია...

ახალი სანომრე ნიშანი ავტომფლობელის პროფესიის, სამოღვაწეო სფეროს, წარმომავლობისა თუ ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებაც იძლევა ინფორმაციას.

ასე, მაგალითად: BE-777-RI; IL-020-ET სავარაუდოდ, საეკლესიო პირების ავტოებია, AM-111-IN - ტერმინი საეკლესიოა, მაგრამ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ტაქსია და მას შუახნის მამაკაცი მართავს.

LO-001-TI - კაი მსმელი, პურისმჭამელი ქართველი ვაჟკაცის ნომერია; JI-111-MA - საჭესთან მეგრელია! SE-001-XI და SE-001-XY - საჭესთან თვით სექსსიმბოლოა!

მაგრამ ვიდრე ასეთი კრეატიული ნომრის მფლობელი გახდებით, მანამდე იცით, რა უნდა გამოიაროთ? რა და - დილით ადრე უნდა ადგეთ, რიგი დაიკავოთ, ოფლი იდინოთ, გვერდები დაგილურჯონ, ნერვები დაგაწყვიტონ, რამდენიმე საათი დაკარგოთ, ფეხზე დაგაბიჯონ, "გუჩის" ფეხსაცმელი გაგიფუჭონ, უნდა იყვიროთ, საკუთარი რიგი და უფლებები დაიცვათ...

ეს ყველაფერი შსს-ს მომსახურების სააგენტოში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ნომრებს 2020 წლამდე აქვს ვადა, ახალი ნომრის ასაღებად მაინც უზარმაზარი რიგია. ჰო, მართლა, სანამ ამბიციური ქართველების გრძელ რიგს შეუერთდებით, მანამდე სააგენტოს საიტზე ნომერი თუ არ დაჯავშნეთ, საუკეთესო გაყიდული დაგხვდებათ!

რუსთავში, მომსახურების სააგენტოში, სამუშაო საათების დაწყებამდე მივედი. მანქანის ნომრისთვის არ მივსულვარ, სიტუაციის დაზვერვა მინდოდა.

დაკეტილ კართან უკვე გრძელი რიგი დამხვდა, რომელიც თურმე, დილის 6 საათიდან დგება.

- მანქანას განბაჟება უწევდა, თორემ ამხელა რიგში ჩავდგებოდი? - ოხვრით იწმენდს ოფლს ხნიერი მამაკაცი.

- უკაცრავად, ფასიან ნომრებზე ცალკე რიგია? - იკითხა გამხდარმა გოგონამ.

- კი, რამდენლარიანი ნომერი გინდათ? - ჰკითხა "მხვნეშარემ".

- 500-ლარიანი.

- ჰო, 500-ლარიანებში პირველი იქნებით...

ყველას გაეცინა...

როგორც იქნა, გოგონა გაერკვა სიტუაციაში და გაბუტული ჩადგა საერთო რიგში. კართან ახლოს მდგომნი შედარებით მშვიდად იყვნენ, კარს ჩაბღაუჭებულნი - უფრო მშვიდად.

"წინ ნუ მიდიხართ"; "ყველის რიგში კი არ ვდგავართ, ჩვენც ნომერი გვინდა"; "ნომერი არ დამიჯავშნავს და ნეტა შემხვდება?"; "გაიწიე, ქალბატონო, ნუ მეხუტები"; "ნომრები ყველას გვეყოფა?" - გაისმოდა.

როგორც იქნა, გაიღო "აღთქმული სამოთხის" მბრუნავი კარი. იხუვლა ხალხმა... კარი იჭედებოდა, რადგან მბრუნავი კარის 4 განყოფილებაში ერთბაშად 10-12 კაცი შეეკვეხა. ძლივს გამოაცალკევა დაცვის თანამშრომელმა, - სათითაოდ შემოდით, ერთმანეთს არაფერი მოსწიოთო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე: "გკოცნი", "ილოცეთ", "ლომი"... - "ბლატნოი" ნომრების ბუმი საქართველოში (+27 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია