Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ წამალი დაგჭირდათ და რეცეპტი არ გაქვთ
თუ წამალი დაგჭირდათ და რეცეპტი არ გაქვთ

რე­ცეპ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის ამოქ­მე­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყო­ველ­გვა­რი მე­დი­კა­მენ­ტის ურე­ცეპ­ტოდ შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და . 2014 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ექიმ­თან ვი­ზი­ტი მო­გი­წევთ. რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ პირ­ველ ეტაპ­ზე, თუ რე­ცეპ­ტი არ გაქვთ და შე­გა­წუ­ხათ ტკი­ვილ­მა, ყაბ­ზო­ბამ, ღე­ბი­ნე­ბამ თუ გა­ცი­ე­ბამ.

ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა - ხვე­ლის დამ­თრგუნ­ველ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად და ამო­სახ­ვე­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხვე­ლის დამ­თრგუნ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა დექ­სტრო­მე­ტორ­ფა­ნი, ხოლო ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი - გუ­ა­ი­ფე­ნე­ზი­ნი.

რო­გორ მოქ­მე­დებს

ხვე­ლის დამ­თრგუნ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ხვე­ლის რეფ­ლექსს თრგუ­ნავს, ხოლო ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი ნახ­ველს ათხე­ლებს და სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან მის ამო­ღე­ბას აად­ვი­ლებს. არ­სე­ბობს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც ორი­ვე კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს.

სა­ჭი­როა თუ არა ხვე­ლის მკურ­ნა­ლო­ბა

ხვე­ლის მკურ­ნა­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ არის სა­ჭი­რო. გა­ცი­ე­ბის თან­მხლე­ბი ხვე­ლა უმე­ტე­სად თა­ვის­თა­ვად გა­ივ­ლის. ზოგ­ჯერ კი ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია - მა­გა­ლი­თად, მა­შინ, როცა ხვე­ლა ავად­მყოფს ხში­რად აღ­ვი­ძებს ან დღი­სით მე­ტის­მე­ტად აწუ­ხებს. ხვე­ლის დამ­თრგუნ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, მა­შინ, როცა ხვე­ლით ხდე­ბა სა­სუნ­თქი გზე­ბის ნახ­ვე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამის მა­გა­ლი­თია ხვე­ლა თამ­ბა­ქოს წე­ვის, ემ­ფი­ზე­მის, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის, ას­თმის ან ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტის დროს.

გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი

ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტებს კარ­გად იტა­ნენ. იშ­ვი­ა­თად მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძი­ლი­ა­ნო­ბა, თავ­ბრუ.

რო­დის მი­ვი­დეთ ექიმ­თან

ექიმ­თან მის­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუ ხვე­ლას­თან ერ­თად აღი­ნიშ­ნე­ბა ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან თუნ­დაც ერთი სიმპტო­მი:

• ცხე­ლე­ბა;

• ქო­ში­ნი;

• ხვე­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ზე მე­ტად;

• ხი­ხი­ნი ხვე­ლი­სას ან სუნ­თქვი­სას.

სიმ­ჟა­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

ჩვე­უ­ლებ­რივ, ამ პრე­პა­რა­ტებს იყე­ნე­ბენ გულძ­მარ­ვის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბი­სას. ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე ნე­ბა­დარ­თუ­ლია სამი ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა:

• ან­ტა­ცი­დე­ბი - ანე­იტ­რა­ლებს კუ­ჭის მჟა­ვა წვენს. მათი ეფექ­ტი სწრა­ფი, მაგ­რამ ხან­მოკ­ლეა.

• H2 ბლო­კე­რე­ბი - ამ­ცი­რებს კუ­ჭის მჟა­ვა წვე­ნის გა­მო­ყო­ფას. მარ­თა­ლია, ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სიმპტო­მებს მა­შინ­ვე არ ხსნის, მაგ­რამ უფრო ხან­გრძლი­ვად მოქ­მე­დებს, ვიდ­რე ან­ტა­ცი­დე­ბი. მოქ­მე­დე­ბა მი­ღე­ბი­დან 1 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში იწყე­ბა. H2 ბლო­კე­რე­ბი­დან ურე­ცეპ­ტოდ იყი­დე­ბა რა­ნი­ტი­დი­ნი და ფა­მო­ტი­დი­ნი.

გაგ­რძე­ლე­ბა წა­ი­კი­თხეთ

თუ წამალი დაგჭირდათ და რეცეპტი არ გაქვთ

თუ წამალი დაგჭირდათ და რეცეპტი არ გაქვთ

რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებამ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია. აქამდე საქართველოში თითქმის ყოველგვარი მედიკამენტის ურეცეპტოდ შეძენა შეიძლებოდა . 2014 წლის პირველი სექტემბრიდან მედიკამენტების შესაძენად ექიმთან ვიზიტი მოგიწევთ. როგორ უნდა მოიქცეთ პირველ ეტაპზე, თუ რეცეპტი არ გაქვთ და შეგაწუხათ ტკივილმა, ყაბზობამ, ღებინებამ თუ გაციებამ.

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა - ხველის დამთრგუნველ საშუალებებად და ამოსახველებელ საშუალებებად. გავრცელებული ხველის დამთრგუნველი საშუალებაა დექსტრომეტორფანი, ხოლო ამოსახველებელი - გუაიფენეზინი.

როგორ მოქმედებს

ხველის დამთრგუნველი საშუალებები ხველის რეფლექსს თრგუნავს, ხოლო ამოსახველებელი ნახველს ათხელებს და სასუნთქი გზებიდან მის ამოღებას აადვილებს. არსებობს კომბინირებული პრეპარატებიც, რომლებიც ორივე კომპონენტს შეიცავს.

საჭიროა თუ არა ხველის მკურნალობა

ხველის მკურნალობა ყოველთვის არ არის საჭირო. გაციების თანმხლები ხველა უმეტესად თავისთავად გაივლის. ზოგჯერ კი ხველის საწინააღმდეგო საშუალებები მართლაც აუცილებელია - მაგალითად, მაშინ, როცა ხველა ავადმყოფს ხშირად აღვიძებს ან დღისით მეტისმეტად აწუხებს. ხველის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგალითად, მაშინ, როცა ხველით ხდება სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლება. ამის მაგალითია ხველა თამბაქოს წევის, ემფიზემის, ფილტვების ანთების, ასთმის ან ქრონიკული ბრონქიტის დროს.

გვერდითი ეფექტები

ჯანმრთელი ადამიანები ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს კარგად იტანენ. იშვიათად მოსალოდნელია ძილიანობა, თავბრუ.

როდის მივიდეთ ექიმთან

ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ ხველასთან ერთად აღინიშნება ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი სიმპტომი:

• ცხელება;

• ქოშინი;

• ხველის გახანგრძლივება რამდენიმე კვირაზე მეტად;

• ხიხინი ხველისას ან სუნთქვისას.

სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები

ჩვეულებრივ, ამ პრეპარატებს იყენებენ გულძმარვის შემაწუხებელი შეგრძნებისას. ამერიკელებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე ნებადართულია სამი ჯგუფის პრეპარატების მიღება:

• ანტაციდები - ანეიტრალებს კუჭის მჟავა წვენს. მათი ეფექტი სწრაფი, მაგრამ ხანმოკლეა.

• H2 ბლოკერები - ამცირებს კუჭის მჟავა წვენის გამოყოფას. მართალია, ეს საშუალებები სიმპტომებს მაშინვე არ ხსნის, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მოქმედებს, ვიდრე ანტაციდები. მოქმედება მიღებიდან 1 საათის ფარგლებში იწყება. H2 ბლოკერებიდან ურეცეპტოდ იყიდება რანიტიდინი და ფამოტიდინი.

გაგრძელება წაიკითხეთ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია