მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 გასაკვირი რამ, რაც კანს აზიანებს
10 გასაკვირი რამ, რაც კანს აზიანებს

ზედ­მე­ტი ქლო­რი

აუზ­ში ცურ­ვის შემ­დეგ კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა ჭირ­დე­ბა. შხა­პის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც, ქლო­რი კან­ზე რჩე­ბა და შე­საძ­ლოა, რე­აქ­ცი­ა­ში შე­ვი­დეს მე­დი­კა­მენ­ტებ­თან, სა­ხის გამ­წმენდთან და ლო­სი­ონ­თან. ქლო­რის ეფექ­ტუ­რად მო­სა­შო­რებ­ლად და­მა­ტე­ბით საპ­ნის ქა­ფით ჩა­მო­ი­ბა­ნეთ კანი.

მა­კი­ა­ჟით ძილი

მა­კი­ა­ჟით და­ზი­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი და ფო­რე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მა­კი­ა­ჟის ნა­წილ­მა კი, რო­მე­ლიც ბა­ლიშ­ზე რჩე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად გაგ­ხა­დოთ. ძი­ლის წინ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­შო­რეთ მა­კი­ა­ჟი.

ყავა

კო­ფე­ი­ნი მშრალ კანს არ უხ­დე­ბა და ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას უწყობს ხელს. და­ა­ტე­ნი­ა­ნეთ კანი და და­ლი­ეთ ბევ­რი წყა­ლი. ერთი ჭიქა ყავა წყლის მა­რაგს ორ­გა­ნიზ­მში საგ­რძნობ­ლად წევს დაბ­ლა.

მუ­წუ­კე­ბის ამორ­წყვა

კა­ნი­დან მუ­წუ­კის ხე­ლით ამო­ღე­ბა ჭუ­ჭყს და ბაქ­ტე­რი­ებს ღრმად, ფო­რებ­ში უშ­ვებს, რაც უფრო მეტი მუ­წუ­კის წარ­მოქ­მნას უწყობს ხელს.

საჭ­მლის მი­ღე­ბის დრო­ის გა­დაც­დე­ნა

თუ სა­უზ­მი­დან პირ­და­პირ ვახ­შამს მი­ირ­თმევთ, კანი გა­ცი­ლე­ბით მალე და­ბერ­დე­ბა და გა­მოშ­რე­ბა. ეცა­დეთ საკ­ვე­ბად ხში­რად მი­ი­ღოთ ფორ­თო­ხა­ლი, მი­წის თხი­ლი, ავო­კა­დო და კარ­ტო­ფი­ლი. ამით კა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ.

წყლის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა

ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის მი­ღე­ბა არა მხო­ლოდ და­ბე­რე­ბას­თან ბრძო­ლა­ში შე­გი­წყობთ ხელს, არა­მედ კანს ჯან­მრთელ ბზინ­ვა­რე­ბას მი­ა­ნი­ჭებს.

ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბა­რი

ტე­ლე­ფონ­ზე სა­ა­თო­ბით სა­უ­ბა­რი თვა­ლე­ბის და ლო­ყის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას უწყობს ხელს. აუ­ცი­ლებ­ლად გაწ­მინ­დეთ ტე­ლე­ფო­ნი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ა­ლუ­რი საწ­მენ­დე­ბით.

ჭუ­ჭყი­ა­ნი სათ­ვა­ლე

არ და­გა­ვი­წყდეთ სათ­ვა­ლის გა­კე­თე­ბის წინ მისი გაწ­მენ­და. ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბის სათ­ვა­ლე­ზეა, შე­იძ­ლე­ბა კა­ნის ფო­რებ­ში აღ­მოჩ­ნდეს და ცხვი­რის მი­და­მო­ებ­ში კანი გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს.

არა­საკ­მა­რი­სი ძილი

ყო­ველ­დღი­უ­რად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი რვა სა­ა­თი­ა­ნი ძილი არა მარ­ტო მხნედ გამ­ყო­ფებთ, აგ­რეთ­ვე და­ა­ტე­ნი­ა­ნებს კანს. ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა ფო­რე­ბის ჩაშ­ვე­ბას და კა­ნის ჩა­მო­წელ­ვას იწ­ვევს.

შა­ქა­რი

რო­დე­საც ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით იღებ შა­ქარს, ეს კანს ელას­ტი­უ­რო­ბას უკარ­გავს. ტკბი­ლე­უ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ებ­რძო­ლეთ ხი­ლით, მა­გა­ლი­თად მან­გო­თი ან ანა­ნა­სით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია elle.com-ს მი­ხედ­ვით.

10 გასაკვირი რამ, რაც კანს აზიანებს

10 გასაკვირი რამ, რაც კანს აზიანებს

ზედმეტი ქლორი

აუზში ცურვის შემდეგ კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. შხაპის მიღების შემდეგაც, ქლორი კანზე რჩება და შესაძლოა, რეაქციაში შევიდეს მედიკამენტებთან, სახის გამწმენდთან და ლოსიონთან. ქლორის ეფექტურად მოსაშორებლად დამატებით საპნის ქაფით ჩამოიბანეთ კანი.

მაკიაჟით ძილი

მაკიაჟით დაზინებამ შეიძლება ბაქტერიული ინფექციები და ფორების დაბინძურება გამოიწვიოს. მაკიაჟის ნაწილმა კი, რომელიც ბალიშზე რჩება, შეიძლება ცუდად გაგხადოთ. ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი.

ყავა

კოფეინი მშრალ კანს არ უხდება და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. დაატენიანეთ კანი და დალიეთ ბევრი წყალი. ერთი ჭიქა ყავა წყლის მარაგს ორგანიზმში საგრძნობლად წევს დაბლა.

მუწუკების ამორწყვა

კანიდან მუწუკის ხელით ამოღება ჭუჭყს და ბაქტერიებს ღრმად, ფორებში უშვებს, რაც უფრო მეტი მუწუკის წარმოქმნას უწყობს ხელს.

საჭმლის მიღების დროის გადაცდენა

თუ საუზმიდან პირდაპირ ვახშამს მიირთმევთ, კანი გაცილებით მალე დაბერდება და გამოშრება. ეცადეთ საკვებად ხშირად მიიღოთ ფორთოხალი, მიწის თხილი, ავოკადო და კარტოფილი. ამით კანის ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ.

წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება

ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყლის მიღება არა მხოლოდ დაბერებასთან ბრძოლაში შეგიწყობთ ხელს, არამედ კანს ჯანმრთელ ბზინვარებას მიანიჭებს.

ტელეფონზე საუბარი

ტელეფონზე საათობით საუბარი თვალების და ლოყის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. აუცილებლად გაწმინდეთ ტელეფონი ანტიბაქტერიალური საწმენდებით.

ჭუჭყიანი სათვალე

არ დაგავიწყდეთ სათვალის გაკეთების წინ მისი გაწმენდა. ბაქტერიები, რომლების სათვალეზეა, შეიძლება კანის ფორებში აღმოჩნდეს და ცხვირის მიდამოებში კანი გააღიზიანოს.

არასაკმარისი ძილი

ყოველდღიურად რეკომენდირებული რვა საათიანი ძილი არა მარტო მხნედ გამყოფებთ, აგრეთვე დაატენიანებს კანს. ძილის ნაკლებობა ფორების ჩაშვებას და კანის ჩამოწელვას იწვევს.

შაქარი

როდესაც ზედმეტი რაოდენობით იღებ შაქარს, ეს კანს ელასტიურობას უკარგავს. ტკბილეულის მოთხოვნილებას ებრძოლეთ ხილით, მაგალითად მანგოთი ან ანანასით.

მომზადებულია elle.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს