ერთი ბიჭი გზაზე მიაბიჯებდა და ნაღვლიანად ფიქრობდა თავის მძიმე ცხოვრებაზე. უცებ ხედავს – გზაზე ხურდა ფული გდია. ჭუჭყიანი, თითქმის დაჟანგული.
- ხურდაც ფულია, - გაიფიქრა, ფული ჯიბეში ჩაიდო და გზა განაგრძო. გზად წაიოცნება:
- ნეტავ ათასი მანეთი მეპოვა! საჩუქრებს ვუყიდდი ჩემს ახლობლებს, მამას და დედას გავანებივრებდი...
ამის გაფიქრება იყო და იგრძნო, რომ ჯიბე დაუმძიმდა. ხედავს – ათასი მანეთი გაჩნდა. გაოცდა, გაუხარდა და გაიფიქრა:
- უცნაურია, ათი ათასი რომ მომესურვებინა? ასრულდებოდა ჩემი სურვილი? ათი ათასით მშობლებს ძროხას და ცხენს ვუყიდდი, სახურავს შევარემონტებდი.
იგრძნო, რომ ჯიბე ისევ დაუმძიმდა. შეხედა, ახალთახალი კუპიურებია – ზუსტად ათი ათასი.
- ვა, საოცრებაა, - ისევ გაუხარდა, - ნეტავ რას ვიზამდი, უცებ, ასეთივე სასწაულით მთელი ასი ათასი რომ გამჩენოდა? სახლს ვიყიდდი, ცოლს შევირთავდი, შვილებს გამიჩენდა, ჩემს სახლში გადმოვიყვანდი დედას და მამას, იმ ძველი ქოხიდან.
იხილეთ გაგრძელება