სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ''გახდა'' ნიკა გრიგოლია ლელა
როგორ ''გახდა'' ნიკა გრიგოლია ლელა

ნიკა გრი­გო­ლია ბევ­რი წე­ლია, პო­პუ­ლა­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. მის­თვის ყო­ვე­ლი ახა­ლი საქ­მე, რო­მელ­საც ეჭი­დე­ბა, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცნო­ბა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც. პო­პუ­ლა­რო­ბას იუ­მო­რის­ტი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის­თვის ორ­მა­გი დატ­ვირ­თვა აქვს, რო­გორც და­დე­ბით, ასე­ვე უარ­ყო­ფით ეფექ­ტებ­საც შე­ი­ცავს, თუმ­ცა არ ეს­მის იმ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხალ­ხის, რომ­ლე­ბიც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ და მათ მიერ ყუ­რა­დღე­ბის ყო­ველ გა­მოვ­ლე­ნას უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ.

ნი­კას­თან სა­უ­ბა­რი "ეკი-ვო­კით" და­ვი­წყეთ, რო­მელ­საც ახლა ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლის მა­გივ­რად თა­ვად უძღვე­ბა.

- "ეკი-ვო­კის" წამ­ყვა­ნო­ბას ად­ვი­ლად და­თან­ხმდი?

- დავ­თან­ხმდი იმი­ტომ, რომ მგო­ნია, ამ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბას კარ­გად შევ­ძლებ.

- ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლე.

- მგო­ნია, რომ ეს არ იყო ჩა­ნაც­ვლე­ბა. ლელა, რო­გორც ვიცი, აღარ იყო ამ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი და მე მი­თხრეს, ახლა შენ უნდა იყო ლე­ლაო და მეც გავ­ხდი ლელა (იცი­ნის). გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა, შე­საძ­ლოა, ცნო­ბილ სტუ­მარ­თან ერ­თად ნა­ხონ სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი მო­ნა­წი­ლეც, რო­მე­ლიც მისი მე­გო­ბა­რია. გარ­და ამი­სა, და­ე­მა­ტა ახა­ლი რუბ­რი­კე­ბი, მა­გა­ლი­თად, მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც აუხ­სნი­ან ერ­თმა-ნეთს სი­ტყვებს. კი­დევ შევ­მა­ტებთ ახალ-ახალ რა­ღა­ცებს. ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა მა­ინც ახა­ლი საქ­მეა. მსგავ­სი ტი­პის ფორ­მა­ტი სი­ახ­ლეა, ჩემი მხრი­დან გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ენერ­გია დას­ჭირ­და.

- ალ­ბათ, ხუმ­რო­ბე­ბის მო­ზომ­ვაც გი­წევს.

- ბუ­ნებ­რი­ვია. უნდა იყოს ისე­თი ხუმ­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მის ფორ­მატს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გა­და­ცე­მე­ბი ჩა­წე­რი­ლია და უკვე გა­ვი­და ეთერ­ში, მთე­ლი აგ­ვის­ტოს გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ კვი­რას იქ­ნე­ბა ეთერ­ში.

- დას­ვე­ნე­ბას მო­ა­ხერ­ხებ?

- ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დამ­პა­ტი­ჟეს, ძი­რი­თა­დად, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა. სწო­რედ ახლა ვა­წყობ გეგ­მებს. ცდუ­ნე­ბა დი­დია, როცა მე­გო­ბა­რი გე­პა­ტი­ჟე­ბა, ეს თა­ვის­თა­ვად ნაკ­ლებ ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა. თა­ნაც, როცა ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ის­ვე­ნებ, ესეც ძა­ლი­ან კარ­გია.

- ჩვე­ნი რუბ­რი­კის თე­მას რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ, რაში გეხ­მა­რე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­პუ­ლა­რო­ბას კარ­გად იყე­ნე­ბენ და ცხოვ­რე­ბის დო­ნეს იუმ­ჯო­ბე­სე­ბენ. ბევრ რა­მე­ში პო­პუ­ლა­რო­ბა არ და­მეხ­მა­რა. ერთხელ მო­ტო­ციკ­ლის ზე­თის სა­ყიდ­ლად დავ­დი­ო­დი, ყველ­გან 15 ლარი ღირ­და, ერ­თგან მიც­ნეს, შენ ნიკა გრი­გო­ლია არა ხარო და 25 ლარი და­მი­ფა­სეს. რომ ვკი­თხე, ფასი რა­ტომ გა­მი­ზარ­დე-მეთ­ქი, შენ ცნო­ბი­ლი კაცი ხარ და ფული რო­გორ არ გექ­ნე­ბაო. რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ რო­მე­ლი­მე უც­ნობ ადა­მი­ან­ზე მეტი ფული მაქვს, ვერ გე­ტყვი.

პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, რაც მე კომ­ფორ­ტს ნამ­დვი­ლად არ მიქ­მნის. ძა­ლი­ან მომ­წონს, როცა მას მოვ­წონ­ვარ, ვინც მიც­ნობს, მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი მათ, ვინც მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მიც­ნობს და სიმ­პა­თი­ით არის გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ზედ­მე­ტი ეტი­კე­ტია სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ ''გახდა'' ნიკა გრიგოლია ლელა

როგორ ''გახდა'' ნიკა გრიგოლია ლელა

ნიკა გრიგოლია ბევრი წელია, პოპულარობას ინარჩუნებს. მისთვის ყოველი ახალი საქმე, რომელსაც ეჭიდება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, გამოცდილების მიღებასაც უკავშირდება და, რასაკვირველია, ცნობადობის შენარჩუნებასაც. პოპულარობას იუმორისტისა და ტელეწამყვანისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ეფექტებსაც შეიცავს, თუმცა არ ესმის იმ პოპულარული ხალხის, რომლებიც თაყვანისმცემლებთან ფოტოს გადაღებაზე უარს ამბობენ და მათ მიერ ყურადღების ყოველ გამოვლენას უარყოფითად აფასებენ.

ნიკასთან საუბარი ''ეკი-ვოკით'' დავიწყეთ, რომელსაც ახლა ლელა მებურიშვილის მაგივრად თავად უძღვება.

- ''ეკი-ვოკის'' წამყვანობას ადვილად დათანხმდი?

- დავთანხმდი იმიტომ, რომ მგონია, ამ გადაცემის წამყვანობას კარგად შევძლებ.

- ლელა მებურიშვილი ჩაანაცვლე.

- მგონია, რომ ეს არ იყო ჩანაცვლება. ლელა, როგორც ვიცი, აღარ იყო ამ გადაცემის წამყვანი და მე მითხრეს, ახლა შენ უნდა იყო ლელაო და მეც გავხდი ლელა (იცინის). გადაცემის ფორმატი შეიცვალა, შესაძლოა, ცნობილ სტუმართან ერთად ნახონ სრულიად უცნობი მონაწილეც, რომელიც მისი მეგობარია. გარდა ამისა, დაემატა ახალი რუბრიკები, მაგალითად, მონაწილეებიც აუხსნიან ერთმა-ნეთს სიტყვებს. კიდევ შევმატებთ ახალ-ახალ რაღაცებს. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, თუმცა მაინც ახალი საქმეა. მსგავსი ტიპის ფორმატი სიახლეა, ჩემი მხრიდან განახლებული ენერგია დასჭირდა.

- ალბათ, ხუმრობების მოზომვაც გიწევს.

- ბუნებრივია. უნდა იყოს ისეთი ხუმრობები, რომლებიც საბავშვო გადაცემის ფორმატს შეესაბამება. გადაცემები ჩაწერილია და უკვე გავიდა ეთერში, მთელი აგვისტოს განმავლობაში ყოველ კვირას იქნება ეთერში.

- დასვენებას მოახერხებ?

- ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დამპატიჟეს, ძირითადად, ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა. სწორედ ახლა ვაწყობ გეგმებს. ცდუნება დიდია, როცა მეგობარი გეპატიჟება, ეს თავისთავად ნაკლებ ხარჯებს უკავშირდება. თანაც, როცა ახლობლების გარემოცვაში ისვენებ, ესეც ძალიან კარგია.

- ჩვენი რუბრიკის თემას რომ მივუახლოვდეთ, რაში გეხმარება პოპულარობა?

- საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც პოპულარობას კარგად იყენებენ და ცხოვრების დონეს იუმჯობესებენ. ბევრ რამეში პოპულარობა არ დამეხმარა. ერთხელ მოტოციკლის ზეთის საყიდლად დავდიოდი, ყველგან 15 ლარი ღირდა, ერთგან მიცნეს, შენ ნიკა გრიგოლია არა ხარო და 25 ლარი დამიფასეს. რომ ვკითხე, ფასი რატომ გამიზარდე-მეთქი, შენ ცნობილი კაცი ხარ და ფული როგორ არ გექნებაო. რატომ ჰგონიათ, რომ რომელიმე უცნობ ადამიანზე მეტი ფული მაქვს, ვერ გეტყვი.

პოპულარული ადამიანი სულ ყურადღების ცენტრშია, რაც მე კომფორტს ნამდვილად არ მიქმნის. ძალიან მომწონს, როცა მას მოვწონვარ, ვინც მიცნობს, მადლობას ვეუბნები მათ, ვინც მხოლოდ ტელევიზიიდან მიცნობს და სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ მათთან ურთიერთობისას ზედმეტი ეტიკეტია საჭირო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება