მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ჯაჯანიძის კატა გოგონებს ათხოვებს
გია ჯაჯანიძის კატა გოგონებს ათხოვებს

მტრე­დი, მელა, თხა, გო­ჭე­ბი, ძაღ­ლი, კატა, - ერ­თად არა, მაგ­რამ ცალ-ცალ­კე ყვე­ლა ჰყო­ლია გია ჯა­ჯა­ნი­ძეს სახ­ლში. "პა­ლიტ­რა ტვ"- ის სახე ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბებს ჰყვე­ბა. სი­ხა­რუ­ლით გარ­დაც­ვლილ პუ­დელ­ზე, კა­ტა­ზე, რო­მე­ლიც გო­გო­ნებს ათხო­ვებს, მე­ზობ­ლის კა­ტის კნუ­ტე­ბით და­წყე­ბულ ბიზ­ნეს­ზე და კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- ჭი­ა­თუ­რა­ში გა­ვი­ზარ­დე და ეზო­ში სულ გვყავ­და ძაღ­ლე­ბი, ხან მშო­ბი­ა­რე, ხან ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი, ლეკ­ვე­ბით. მაგ­რამ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის მი­მართ... ერთხელ რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში თხა ვნა­ხე და ისე მო­მინ­და მყო­ლო­და, მშობ­ლებს ცი­კა­ნი ვა­ყიდ­ვი­ნე, ოთახ­ში ცხოვ­რობ­და ჩვენ­თან. პრობ­ლე­მე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო, მაგ­რამ უარი ვერ მი­თხრეს. მიყ­ვარ­და პა­ტა­რა გო­ჭე­ბი, მაგ­რამ რომ იზ­რდე­ბოდ­ნენ, მათი სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. დღემ­დე ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ღო­რიც ისე გაწ­ვრთნა, რო­გორც ძაღ­ლებს წვრთნი­ან.

- ძაღ­ლე­ბი ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან, გია...

- ყვე­ლაფ­რის გაწ­ვრთნა შე­იძ­ლე­ბა, თუ მო­ინ­დო­მებ.

- შენ მო­ა­ხერ­ხე გო­ჭის გაწ­ვრთნა?

- ვერ მო­ვა­ხერ­ხე. გოჭი კი არა, ვერც ერთი ცხო­ვე­ლი ვერ გავ­წვრთე­ნი. ცხრა თვის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად ბუ­ლი­ო­ნი და შიგ ჩა­ხე­ხი­ლი ქათ­მის ხორ­ცი რომ მა­ჭა­მეს და ისე ცუ­დად გავ­ხდი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. ორი თვის შემ­დეგ ისევ ისე­თი რე­აქ­ცია მქონ­და ხორ­ცზე. სა­ბავ­შვო ბაღ­შიც ცუ­დად გავ­ხდი, გუფ­თა რომ მა­ჭა­მეს. მის მერე ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ. მა­შინ, რა თქმა უნდა, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, 12 წლის ასაკ­ში მივ­ხვდი, რა კარ­გია, ხორცს რომ არ ვჭამ. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მე­ცო­დე­ბა ცხო­ვე­ლი და ფრინ­ვე­ლი, ენა რომ არ აქვთ, მოკ­ვლა­ზე და დაკ­ვლა­ზე ხომ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. ყვე­ლა ღონე მიხ­მა­რია, რომ ჩემს მე­გო­ბარ მო­ნა­დი­რე­ებს ნა­დი­რო­ბის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ. ერთ-ორ შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­მო­მი­ვი­და. ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლიც გახ­და ერთი-ორი, ჩემი მი­ბაძ­ვით.

- პირ­ვე­ლად რა ცხო­ვე­ლი მო­იყ­ვა­ნე უკვე თბი­ლის­ში, სახ­ლში?

- 22 წლის ასაკ­ში მოვ­ხვდი კი­ევ­ში, ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ძაღ­ლე­ბის ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად, პუ­დე­ლე­ბით ვაჭ­რობ­დნენ. იქ გა­ვი­გე, რომ ერთ-ერთ პუ­დელს ცალ­თვა­ლა ლეკ­ვი გა­უ­ჩე­ნია. ნა­გაზს უკბე­ნია ფეხ­მძი­მე პუ­დე­ლის­თვის და ეს იმის შე­დე­გი იყო. ერთ დღეს ვე­ტე­რი­ნარს ელო­დე­ბოდ­ნენ, არ უნ­დო­დათ, ვინ­მეს გა­ე­გო ასე­თი დე­ფექ­ტი­ა­ნი ლეკ­ვის ამ­ბა­ვი და უნდა მო­ეკ­ლათ. სწო­რედ იმ დღეს, ვე­ტე­რი­ნა­რი მო­ვი­და თუ არა, ეს ლეკ­ვი გაქ­რა. ვერ­სად მი­აკ­ვლი­ეს. წა­ვი­და ვე­ტე­რი­ნა­რი უკან. ფული კი გა­და­უ­ხა­დეს. მე­ო­რე დღეს, ბევ­რი ძებ­ნის მერე, ჩემს ფე­ხებ­თან, ჩემი სკა­მის ქვეშ იპო­ვეს. ვთხო­ვე ქალ­ბა­ტონ ირას, გა­მა­ტა­ნე ეს ძაღ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში-მეთ­ქი. რო­გორ წა­იყ­ვან, ამას სა­ბუ­თე­ბი დას­ჭირ­დე­ბაო, მი­თხრა. ყო­ველ­გვა­რი სა­ბუ­თის გა­რე­შე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე.

- რო­გორ?

- გავ­რის­კე. ჩემს მე­გო­ბარ ქალ­თან ერ­თად ვმგზავ­რობ­დი, რო­მელ­საც ქურ­ქი ეცვა. სწო­რედ ამ ქურ­ქის ქვეშ მკერდთან ახ­ლოს ჩა­ის­ვა. არ და­ი­ჯე­რებთ და მთე­ლი გზა ძაღლს ხმა არ ამო­უ­ღია.

- ასე მგო­ნია, ზღა­პარს მიყ­ვე­ბი.

- შვი­ლებს ვფი­ცა­ვარ, მარ­თალს გე­უბ­ნე­ბი. ვი­ფიქ­რე, რო­გორ­მე შე­ვიყ­ვან, თვითმფრი­ნა­ვი­დან ხომ არ ჩაგ­ვაგ­დე­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ თვითმფრი­ნავ­შიც არ ამო­უ­ღია ხმა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

გია ჯაჯანიძის კატა გოგონებს ათხოვებს

გია ჯაჯანიძის კატა გოგონებს ათხოვებს

მტრედი, მელა, თხა, გოჭები, ძაღლი, კატა, - ერთად არა, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა ჰყოლია გია ჯაჯანიძეს სახლში. ''პალიტრა ტვ''- ის სახე შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით დაუჯერებელ ამბებს ჰყვება. სიხარულით გარდაცვლილ პუდელზე, კატაზე, რომელიც გოგონებს ათხოვებს, მეზობლის კატის კნუტებით დაწყებულ ბიზნესზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ჭიათურაში გავიზარდე და ეზოში სულ გვყავდა ძაღლები, ხან მშობიარე, ხან ნამშობიარევი, ლეკვებით. მაგრამ ამით არ შემოიფარგლება ჩემი სიყვარული ცხოველებისა და ფრინველების მიმართ... ერთხელ რომელიღაც სოფელში თხა ვნახე და ისე მომინდა მყოლოდა, მშობლებს ციკანი ვაყიდვინე, ოთახში ცხოვრობდა ჩვენთან. პრობლემები, რასაკვირველია, იყო, მაგრამ უარი ვერ მითხრეს. მიყვარდა პატარა გოჭები, მაგრამ რომ იზრდებოდნენ, მათი სახლში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. დღემდე ვერაფრით ვხვდები, რატომ არ შეიძლება, ღორიც ისე გაწვრთნა, როგორც ძაღლებს წვრთნიან.

- ძაღლები ჭკვიანები არიან, გია...

- ყველაფრის გაწვრთნა შეიძლება, თუ მოინდომებ.

- შენ მოახერხე გოჭის გაწვრთნა?

- ვერ მოვახერხე. გოჭი კი არა, ვერც ერთი ცხოველი ვერ გავწვრთენი. ცხრა თვის ვიყავი, პირველად ბულიონი და შიგ ჩახეხილი ქათმის ხორცი რომ მაჭამეს და ისე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში გადამიყვანეს. ორი თვის შემდეგ ისევ ისეთი რეაქცია მქონდა ხორცზე. საბავშვო ბაღშიც ცუდად გავხდი, გუფთა რომ მაჭამეს. მის მერე ვეგეტარიანელი ვარ. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებდი, 12 წლის ასაკში მივხვდი, რა კარგია, ხორცს რომ არ ვჭამ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეცოდება ცხოველი და ფრინველი, ენა რომ არ აქვთ, მოკვლაზე და დაკვლაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ყველა ღონე მიხმარია, რომ ჩემს მეგობარ მონადირეებს ნადირობისთვის თავი დაენებებინათ. ერთ-ორ შემთხვევაში ეს გამომივიდა. ვეგეტარიანელიც გახდა ერთი-ორი, ჩემი მიბაძვით.

- პირველად რა ცხოველი მოიყვანე უკვე თბილისში, სახლში?

- 22 წლის ასაკში მოვხვდი კიევში, ძალიან კარგ ოჯახში, რომელიც ძაღლების ბიზნესით იყო დაკავებული. ძირითადად, პუდელებით ვაჭრობდნენ. იქ გავიგე, რომ ერთ-ერთ პუდელს ცალთვალა ლეკვი გაუჩენია. ნაგაზს უკბენია ფეხმძიმე პუდელისთვის და ეს იმის შედეგი იყო. ერთ დღეს ვეტერინარს ელოდებოდნენ, არ უნდოდათ, ვინმეს გაეგო ასეთი დეფექტიანი ლეკვის ამბავი და უნდა მოეკლათ. სწორედ იმ დღეს, ვეტერინარი მოვიდა თუ არა, ეს ლეკვი გაქრა. ვერსად მიაკვლიეს. წავიდა ვეტერინარი უკან. ფული კი გადაუხადეს. მეორე დღეს, ბევრი ძებნის მერე, ჩემს ფეხებთან, ჩემი სკამის ქვეშ იპოვეს. ვთხოვე ქალბატონ ირას, გამატანე ეს ძაღლი საქართველოში-მეთქი. როგორ წაიყვან, ამას საბუთები დასჭირდებაო, მითხრა. ყოველგვარი საბუთის გარეშე ჩამოვიყვანე.

- როგორ?

- გავრისკე. ჩემს მეგობარ ქალთან ერთად ვმგზავრობდი, რომელსაც ქურქი ეცვა. სწორედ ამ ქურქის ქვეშ მკერდთან ახლოს ჩაისვა. არ დაიჯერებთ და მთელი გზა ძაღლს ხმა არ ამოუღია.

- ასე მგონია, ზღაპარს მიყვები.

- შვილებს ვფიცავარ, მართალს გეუბნები. ვიფიქრე, როგორმე შევიყვან, თვითმფრინავიდან ხომ არ ჩაგვაგდებენ-მეთქი, მაგრამ თვითმფრინავშიც არ ამოუღია ხმა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება