პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საავტომობილო გაზი გაძვირდა
საავტომობილო გაზი გაძვირდა

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­ზის ტა­რი­ფი გა­ი­ზარ­და. თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ა­ში გა­ზის ფასი 5 თეთ­რით გა­ი­ზარ­და და 1.10 ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო "სო­კარ­ში" ფასი 98 თეთ­რი­დან 1.09-მდე გა­ი­ზარ­და . ფა­სებ­ზე ცვლი­ლე­ბა 3-4 დღის წინ და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მძღო­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ფა­სე­ბის ზრდა ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა­ზე.

"ისე­დაც გვი­ჭირს ბენ­ზი­ნი­სა თუ გა­ზის ჩას­ხმა და მისი გაზ­რდა არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა კარ­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩვენ­თვის, ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის", - აცხა­დე­ბენ მძღო­ლე­ბი.

კომ­პა­ნი­ებ­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ფა­სე­ბის მა­ტე­ბა სა­ბაზ­რო პი­რო­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­სარ­გებ­ლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, იმე­და დვა­ლი­ძის თქმით კი, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ფა­სე­ბის ზრდა არ მოხ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და.

"ფა­სე­ბის მა­ტე­ბა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ბევ­რი კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბო­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და გა­კოტ­რდე­ბოდ­ნენ. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ებს ბაზ­რის სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აღარ ჰქონ­დათ. ის ზრდა, რო­მე­ლიც არის მი­ნი­მა­ლუ­რი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ კომ­პა­ნი­ებ­მა გა­ნაგ­რძონ არ­სე­ბო­ბა, და­ფა­რონ მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ხარ­ჯე­ბი. ეს მოქ­მე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის რაც უკავ­შირ­დე­ბა ამ გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ეს ტა­რი­ფი ან არ ტო­ვებ­და მო­გე­ბის მარ­ჟას ან ტო­ვებ­და მი­ნი­მა­ლურს, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იყო, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წი­ათ", - აღ­ნიშ­ნა დვა­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თვი­თონ "სო­კარ­მაც" და­ას­ტა­ბი­ლუ­რა ეს სი­ტუ­ა­ცია, რად­გან და­უბ­რუნ­და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს პი­რო­ბებს.

"გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მდგო­მა­რე­ო­ბა რო­დე­საც გა­ზის მთა­ვარ­მა იმ­პორ­ტი­ორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია "სო­კარ­მა" შვი­ლო­ბი­ლი კო­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა ტა­რი­ფი. ამის რე­სურ­სი მათ გა­აჩ­ნდათ. სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, რომ და­ე­წი­ათ ფასი. შე­იქ­მნა სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ოპე­რი­რე­ბას, გა­კოტ­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ, რად­გან ამ ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ძვი­რი ღირს. უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­აჩ­ნია კრე­დი­ტე­ბი", - აცხა­დებს დვა­ლი­ძე.

ამას­თან, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­მა­ვალ­ში ფა­სე­ბი შე­საძ­ლოა გა­ი­ზარ­დოს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

საავტომობილო გაზი გაძვირდა

საავტომობილო გაზი გაძვირდა

საავტომობილო გაზის ტარიფი გაიზარდა. თითქმის ყველა კომპანიაში გაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და 1.10 ლარი შეადგინა, ხოლო "სოკარში" ფასი 98 თეთრიდან 1.09-მდე გაიზარდა . ფასებზე ცვლილება 3-4 დღის წინ დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მძღოლებმა განუცხადეს, ფასების ზრდა ცუდად აისახება ყველაზე.

"ისედაც გვიჭირს ბენზინისა თუ გაზის ჩასხმა და მისი გაზრდა არავისთვის იქნება კარგი, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, ტაქსის მძღოლებისთვის", - აცხადებენ მძღოლები.

კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ფასების მატება საბაზრო პირობებმა განაპირობა.

ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, იმედა დვალიძის თქმით კი, იმ შემთხვევაში თუ ფასების ზრდა არ მოხდებოდა, ძალიან ბევრი კომპანია გაკოტრების წინაშე აღმოჩნდებოდა.

"ფასების მატება რომ არ მომხდარიყო, ბევრი კომპანია იძულებული გახდებოდა გაჩერებულიყო და გაკოტრდებოდნენ. სხვა გამოსავალი კომპანიებს ბაზრის სიტუაციიდან გამომდინარე აღარ ჰქონდათ. ის ზრდა, რომელიც არის მინიმალური, აუცილებელია იმისთვის, რომ კომპანიებმა განაგრძონ არსებობა, დაფარონ მათ წინაშე არსებული ვალდებულებები, ხარჯები. ეს მოქმედება აუცილებელია იმ მინიმალური საჭიროებებისთვის რაც უკავშირდება ამ გაზგასამართი სადგურების არსებობის შენარჩუნებას. ეს ტარიფი ან არ ტოვებდა მოგების მარჟას ან ტოვებდა მინიმალურს, რომელიც განკუთვნილი იყო, რომ ვალდებულებებისთვის მომსახურება გაეწიათ", - აღნიშნა დვალიძემ.

მისივე თქმით, თვითონ "სოკარმაც" დაასტაბილურა ეს სიტუაცია, რადგან დაუბრუნდა კონკურენტული გარემოს პირობებს.

"გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მდგომარეობა როდესაც გაზის მთავარმა იმპორტიორმა საქართველოში კომპანია "სოკარმა" შვილობილი კოპანიების მეშვეობით მნიშვნელოვნად შეამცირა ტარიფი. ამის რესურსი მათ გააჩნდათ. სხვა კომპანიებიც იძულებულები გახდნენ, რომ დაეწიათ ფასი. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ გაზგასამართი სადგურების ოპერირებას, გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ამ ბიზნესის კეთება ძვირი ღირს. უმრავლესობას გააჩნია კრედიტები", - აცხადებს დვალიძე.

ამასთან, სპეციალისტები არ ვარაუდობენ, რომ მომავალში ფასები შესაძლოა გაიზარდოს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია