Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნებიან დავით ნარმანიას მოადგილეები
ვინ იქნებიან დავით ნარმანიას მოადგილეები

დე­და­ქა­ლა­ქის ახ­ლამ მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ თა­ვი­სი მო­ად­გი­ლე­ე­ბი წა­რად­გი­ნა. თბი­ლი­სის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლია კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბად კი - ნინა ხა­ტის­კა­ცი, გი­ორ­გი ხე­ლა­ია, გი­ორ­გი სო­ლო­მო­ნია და ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძე.

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მო­ად­გი­ლე­ე­ბის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა მათ­გა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და მრა­ვალ­მხრი­ვი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩია.

გარ­და ამი­სა უკვე ცნო­ბი­ლია თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნე­ბის გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა. კან­დი­და­ტე­ბი და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გუ­შინ და­ა­სა­ხე­ლა.

სა­ბურ­თა­ლოს გამ­გებ­ლად წარ­დგე­ნი­ლია ბექა მი­ქა­უ­ტა­ძე, ვა­კის გამ­გებ­ლად - გივი ჭი­ჭი­ნა­ძე, მთაწ­მინ­დის გამ­გებ­ლად - გელა არჩვა­ძე, ჩუ­ღუ­რე­თის გამ­გებ­ლად - ზუ­რაბ ჩიკ­ვი­ლა­ძე, დი­დუ­ბის გამ­გებ­ლად - ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი, ნა­ძა­ლა­დე­ვის გამ­გებ­ლად - ზაზა გა­ბუ­ნია, გლ­და­ნის გამ­გებ­ლად - ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე, კრწა­ნი­სის გამ­გებ­ლად - გი­ორ­გი კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, ის­ნის გამ­გებ­ლად - ვახ­ტანგ ქი­ზი­ყუ­რაშ­ვი­ლი, სამ­გო­რის გამ­გებ­ლად კი - მა­მუ­კა ჩო­ქუ­რი.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის რან­გში მუ­შა­ო­ბას და­ვით რა­მა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ შე­უდ­გა. თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა საკ­რე­ბუ­ლოს და­სამ­ტკი­ცებ­ლად 6 აგ­ვის­ტოს წა­რედ­გი­ნე­ბა.

ვინ იქნებიან დავით ნარმანიას მოადგილეები

ვინ იქნებიან დავით ნარმანიას მოადგილეები

დედაქალაქის ახლამ მერმა, დავით ნარმანიამ თავისი მოადგილეები წარადგინა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის მერის მოადგილეებად კი - ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.

როგორც დავით ნარმანიამ მოადგილეების წარდგენისას განაცხადა, ყველა მათგანი პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.

გარდა ამისა უკვე ცნობილია თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების ვინაობა. კანდიდატები დავით ნარმანიამ გუშინ დაასახელა.

საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, ვაკის გამგებლად - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის გამგებლად - გელა არჩვაძე, ჩუღურეთის გამგებლად - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებლად - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის გამგებლად - ზაზა გაბუნია, გლდანის გამგებლად - ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის გამგებლად - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის გამგებლად - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის გამგებლად კი - მამუკა ჩოქური.

დედაქალაქის მერის რანგში მუშაობას დავით რამანია ოფიციალურად გუშინ შეუდგა. თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა საკრებულოს დასამტკიცებლად 6 აგვისტოს წარედგინება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა