მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
9 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა

თე­ლავ­ში 9 წლის გო­გო­ნას მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა თე­ლა­ვი-გურ­ჯა­ა­ნის ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მო­ზარდს მან­ქა­ნა მა­შინ შე­ე­ჯა­ხა, როცა ის გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­დაკ­ვე­თას და მა­მას­თან შეხ­ვედ­რას ცდი­ლობ­და.

112-ის ბრი­გა­დამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი­თა და ტრავ­მე­ბით, თე­ლა­ვის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. თუმ­ცა, ექი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­ზარდს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, რის გა­მოც კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ უახ­ლო­ეს წუ­თებ­ში თბი­ლის­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნოს.

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

9 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა

9 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა

თელავში 9 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ შეეჯახა, როცა ის გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას და მამასთან შეხვედრას ცდილობდა.

112-ის ბრიგადამ დაზარალებული მოტეხილობებითა და ტრავმებით, თელავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება გაეწია. თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ უახლოეს წუთებში თბილისში უნდა გადაიყვანოს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია