საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი უფლება არ აქვთ მარიამ როინიშვილსა და მის ექსმეუღლეს
რისი უფლება არ აქვთ მარიამ როინიშვილსა და მის ექსმეუღლეს

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამ­ბობს, რომ რომ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მას­ტერკლა­სი გა­ი­ა­რა. რა­შია მისი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო, რო­დის იბ­ნე­ვა, რას გა­ა­კე­თებ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ ჰქონ­დეს და რა მოს­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ თავ­ში? ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- კონ­სერ­ვა­ტო­რია უკვე და­ვამ­თავ­რე. რომ­ში 1 თვე მას­ტერკლას­ზე ვი­ყა­ვი. 18 ივ­ლისს მე და ჩემი მე­გო­ბა­რი - მი­ხე­ილ ქი­რია ჩა­ვა­ტა­რებთ კონ­ცერტს მა­ესტრო ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნოს­თან ერ­თად. ახლა მთლი­ა­ნად ამ კონ­ცერ­ტზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, ეი­ფო­რი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. იტა­ლი­ა­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე... რომ­ში კონ­კურ­სის გზით მოვ­ხვდი. 2 არია უნდა გვემ­ღე­რა და 40 კა­ცი­დან ათე­ულ­ში მოვ­ხვდი. ესეც ერ­თგვა­რი გა­მარ­ჯვე­ბაა.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1989 წლის 9 დე­კემ­ბე­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ექი­მი. სკო­ლის პე­რი­ოდ­შიც სულ ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. მერე ისე მოხ­და, რომ ეს პრო­ფე­სია არ ავირ­ჩიე. ბე­ბია ექი­მი მყავ­და და ხში­რად, მისი სა­მე­დი­ცი­ნო ნივ­თე­ბით ვთა­მა­შობ­დი, ოჯა­ხის წევ­რებს სის­ხლის ანა­ლიზს "ვუ­ღებ­დი"...

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...მწა­რე ენა აქ­ვსო. არ ვბრაზ­დე­ბი. ზოგ­ჯერ ენა ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­იძ­ლე­ბა "გა­მიმ­წარ­დეს" და მერე ვი­ნა­ნო.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...იმა­ვე გზას გა­ვივ­ლი­დი, არა­ფერს შევ­ცვლი­დი.

- ტატუ, რო­მე­ლიც ზურ­გზე გა­ვი­კე­თე...

- ...მა­წე­რია: "რწმე­ნა, იმე­დი, სიყ­ვა­რუ­ლი".

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...დე­დას.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ვარ დედა.

- ხან­და­ხან მგო­ნია, რომ...

- ...ჩემ­ში მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. შე­იძ­ლე­ბა, უეც­რად ისე­თი რამ გა­ვა­კე­თო, თა­ვად გა­მიკ­ვირ­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, შენ ძა­ლი­ან კარ­გად გიც­ნო­ბო. კარ­გად სა­კუ­თარ თავ­საც არ ვიც­ნობ და ისი­ნი რო­გორ მიც­ნო­ბენ?!

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...არ ვიცი, რამ­დე­ნად მო­სა­წო­ნია, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ზოგ­ჯერ ეს პრობ­ლე­მებ­საც მიქ­მნის. მომ­წონს ისიც, რომ ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი, ადა­მი­ანს მცი­რე­დით მა­ინც ვა­სი­ა­მოვ­ნო. როცა მე მა­ხა­რე­ბენ, ისე­თი გან­წყო­ბი­ლე­ბა მე­უფ­ლე­ბა, არ ვიცი, რას შე­ვა­და­რო. მინ­და, ისე­თი­ვე გან­ცდე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც მი­ვა­ნი­ჭო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რია. დავ­ფიქ­რდე­ბი. (პა­უ­ზის შემ­დეგ) მე­სა­კუთ­რე ვარ, ძა­ლი­ან დიდი მე­სა­კუთ­რე და ამის გამო ში­ნა­გა­ნი დის­კომ­ფორ­ტი მაქვს. თუ ჩე­მია, ჩემი უნდა იყოს.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...იმე­დია, აღარ გა­ვი­მე­ო­რებ. ყო­ველ­თვის მიკ­ვირს ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, - მა­შინ ხარ მა­გა­რი, როცა ჭკუ­ას სხვის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლო­ბო. შეც­დო­მებს ვუფრ­თხი თუ არა? - ვერ ვი­ტყვი, რომ ასეა. შეც­დო­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უშ­ვა, ეს პი­როვ­ნულ ზრდა­შიც და­გეხ­მა­რე­ბა.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მარ­თა­ლია.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...ბოლო დროს ყვე­ლა­ფერ­ზე ვტი­რი და რო­მე­ლი ერთი ვთქვა? იმ­დე­ნად გულ­ჩვი­ლი გავ­ხდი, ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტი­რე­ბა. ძა­ლი­ან ცუ­დად ვხდე­ბი, როცა ქუ­ჩა­ში მდგარ, მო­წყა­ლე­ბის მთხოვ­ნელ მო­ხუცს ვხე­დავ.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ცო­ტა­თი მე­ში­ნია, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის მჯე­რა. შემ­წევს ძალა, რომ მო­მა­ვა­ლი იმა­ზე მე­ტად გა­ვი­ლა­მა­ზო, ვიდ­რე ჩემი წარ­სუ­ლია (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვთვლი, ცუდი წარ­სუ­ლი არ მაქვს). ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში არის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ამოშ­ლი­და. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. მო­მავ­ლის­გან ბევრ სი­ურპრიზს ვე­ლო­დე­ბი.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...მა­ქე­ბენ, მით უმე­ტეს - როცა ეს სა­ჯა­როდ ხდე­ბა. ამ დაბ­ნე­უ­ლო­ბას გუ­ლის სიღ­რმე­ში დიდი სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბაც ახ­ლავს. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მინ­დე­ბა, უფრო მეტი რამ გა­ვა­კე­თო. შე­ქე­ბა ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლია.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...გაშ­ლილ დიდ ველ­ზე და შე­მოდ­გო­მა იყოს. შე­მოდ­გო­მა და ზამ­თა­რი გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ზე მე­ტად მიყ­ვარს. პე­რი­ო­დუ­ლად ბუ­ნე­ბა­ში გან­მარ­ტო­ე­ბა სუ­ლის, თვა­ლის, გო­ნე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ბუ­ნე­ბა წა­მა­ლი­ვით მოქ­მე­დებს. აგა­რა­კი სა­გუ­რა­მო­ში გვაქვს. ეზოს გა­რეთ მარ­ტოც ხში­რად გავ­სულ­ვარ და მთა­შიც მი­ხე­ტი­ა­ლია.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უსა­მარ­თლო­ბას. ამ დროს ვი­ყე­ნებ მწა­რე ენას, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტროლს არას­დროს ვკარ­გავ.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...უსაქ­მოდ ყოფ­ნა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...ექი­მი.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...იმ ყვე­ლაფ­რით, რაც უფ­ლის­გან მე­ბო­ძა. ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ ოჯა­ხის წევ­რე­ბით, შვი­ლით, მე­გობ­რე­ბით, ჩემი ფან­ტა­ზი­ი­თა და სამ­ყა­რო­თი.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...სუ­ლი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ....ემო­ცი­უ­რად ყი­რა­ზე ვდგა­ვარ. მზე ვარ და ჩემი თვა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ბრწყი­ნავს.

- ოჯა­ხის დან­გრე­ვა...

- ...ტკი­ვი­ლია. ალ­ბათ გი­ორ­გი­საც ძა­ლი­ან სტკი­ო­და. ნუ მი­წყენ, ამ თე­მა­ზე არ მინ­და ლა­პა­რა­კი. რაც მთა­ვა­რია, მე და გი­ორ­გი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. ჩვენ ელე­ნე გვა­ერ­თი­ა­ნებს და უფ­ლე­ბაც არ გვაქვს, სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცეთ.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია, კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...ჩემ­მა შვილ­მა და სიმ­ღე­რამ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად უნდა წახ­ვი­დე, სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოც არ არის.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ბევ­რი სი­სუს­ტე მაქვს და რო­მე­ლი ერთი და­ვა­სა­ხე­ლო? სი­სუს­ტეა ისიც, რომ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის იმა­ზე მე­ტად ვიყ­ვა­რებ, ყო­ველ­თვის უფრო მა­ღალ ხა­რისხში ამ­ყავს, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის და მერე გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი ვრჩე­ბი.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...მე­გობ­რე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, მაგ­რამ არას­დროს ვიგ­ვი­ა­ნებ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე. მე­გობ­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მით­მე­ნენ, მერე არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა.

- ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი...

- ...ფრე­ნის თუ შე­მე­შინ­დე­ბო­და. ახ­ლა­ხან, თვითმფრი­ნავ­ში ყოფ­ნი­სას, რა­ღაც უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდა და­მე­უფ­ლა და მა­ლე­ვე გა­და­მი­ა­რა.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე...

- ...არ ვარ.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...იმა­ზე, რაც მტკი­ვა. ის ჩე­მია და მორ­ჩა! ზოგ­ჯერ ხომ რა­ღა­ცე­ბის აღი­ა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც კი გვი­ჭირს. ჩემს პი­რად­ზე, გან­ცდებ­ზე, ტკი­ვილ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს.

- როცა მი­ხა­რია...

- ...ვერ ვმა­ლავ. ტკი­ვი­ლი შე­მიძ­ლია, დავ­ფა­რო.

- ...ნატ­ვრის­თვა­ლი და ერთი ნატ­ვრის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს...

- ...ვთხოვ­დი, მო­მა­ვალ თა­ო­ბას ბედ­ნი­ერ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ, ძლი­ერ და წელ­ში გა­მარ­თულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეცხოვ­როს.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...კარ­გი ხა­ჭა­პუ­რის გა­მო­ცხო­ბა. არ გა­მომ­დის და რა ვქნა? სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან გემ­რი­ელ ბრა­უნს ვა­კე­თებ. ცუდი კუ­ლი­ნა­რი არ ვარ, უბ­რა­ლოდ, ხა­ჭა­პუ­რის გა­მო­ცხო­ბა ვერ ვის­წავ­ლე.

- არ მჩვე­ვია...

- ...ღა­ლა­ტი.

- ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ორი აზრი არ არ­სე­ბობს, ბევრ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. გარ­და ამი­სა, ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის და­ვამ­ზა­დე­ბი­ნებ­დი წა­მალს, რო­გო­რე­ბიც სიმ­სივ­ნე და ლე­ი­კე­მი­აა.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...არას­დროს წა­ვალ ჩემი პრინ­ცი­პე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სოთ ერ­თმა­ნე­თი. ვი­ყოთ გულ­წრფე­ლე­ბი. გუ­ლე­ბი­დან ღვარ­ძლი და შური გა­ვაქ­როთ. ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რისი უფლება არ აქვთ მარიამ როინიშვილსა და მის ექსმეუღლეს

რისი უფლება არ აქვთ მარიამ როინიშვილსა და მის ექსმეუღლეს

მომღერალი მარიამ როინიშვილი კონცერტისთვის ემზადება. ამბობს, რომ რომში ძალიან საინტერესო მასტერკლასი გაიარა. რაშია მისი ბედნიერების საიდუმლო, როდის იბნევა, რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს და რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში? ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- კონსერვატორია უკვე დავამთავრე. რომში 1 თვე მასტერკლასზე ვიყავი. 18 ივლისს მე და ჩემი მეგობარი - მიხეილ ქირია ჩავატარებთ კონცერტს მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოსთან ერთად. ახლა მთლიანად ამ კონცერტზე ვარ გადართული, ეიფორიაში ვიმყოფები. იტალიაში ყოფნის პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო. დიდი გამოცდილება მივიღე... რომში კონკურსის გზით მოვხვდი. 2 არია უნდა გვემღერა და 40 კაციდან ათეულში მოვხვდი. ესეც ერთგვარი გამარჯვებაა.

- დაბადების თარიღი...

- 1989 წლის 9 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. სკოლის პერიოდშიც სულ ექიმობაზე ვოცნებობდი. მერე ისე მოხდა, რომ ეს პროფესია არ ავირჩიე. ბებია ექიმი მყავდა და ხშირად, მისი სამედიცინო ნივთებით ვთამაშობდი, ოჯახის წევრებს სისხლის ანალიზს "ვუღებდი"...

- ჩემზე ამბობენ...

- ...მწარე ენა აქვსო. არ ვბრაზდები. ზოგჯერ ენა ჩემგან დამოუკიდებლად შეიძლება "გამიმწარდეს" და მერე ვინანო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას გავივლიდი, არაფერს შევცვლიდი.

- ტატუ, რომელიც ზურგზე გავიკეთე...

- ...მაწერია: "რწმენა, იმედი, სიყვარული".

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვარ დედა.

- ხანდახან მგონია, რომ...

- ...ჩემში მეორე ადამიანი ცხოვ­რობს. შეიძლება, უეცრად ისეთი რამ გავაკეთო, თავად გამიკვირდეს. ადამიანები ხომ ხშირად გვეუბნებიან, შენ ძალიან კარგად გიცნობო. კარგად საკუთარ თავსაც არ ვიცნობ და ისინი როგორ მიცნობენ?!

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არ ვიცი, რამდენად მოსაწონია, მაგრამ გულახდილი ადამიანი ვარ და ზოგჯერ ეს პრობლემებსაც მიქმნის. მომწონს ისიც, რომ ყოველთვის მაქვს სურვილი, ადამიანს მცირედით მაინც ვასიამოვნო. როცა მე მახარებენ, ისეთი განწყობილება მეუფლება, არ ვიცი, რას შევადარო. მინდა, ისეთივე განცდები სხვა ადამიანებსაც მივანიჭო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი ძალიან ბევრია. დავფიქრდები. (პაუზის შემდეგ) მესაკუთრე ვარ, ძალიან დიდი მესაკუთრე და ამის გამო შინაგანი დისკომფორტი მაქვს. თუ ჩემია, ჩემი უნდა იყოს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...იმედია, აღარ გავიმეორებ. ყოველთვის მიკვირს ადამიანების, რომლებიც ამბობენ, - მაშინ ხარ მაგარი, როცა ჭკუას სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე სწავლობო. შეცდომებს ვუფრთხი თუ არა? - ვერ ვიტყვი, რომ ასეა. შეცდომა აუცილებლად უნდა დაუშვა, ეს პიროვნულ ზრდაშიც დაგეხმარება.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...მეორე ადამიანი მართალია.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ბოლო დროს ყველაფერზე ვტირი და რომელი ერთი ვთქვა? იმდენად გულჩვილი გავხდი, ყველაფერზე მეტირება. ძალიან ცუდად ვხდები, როცა ქუჩაში მდგარ, მოწყალების მთხოვნელ მოხუცს ვხედავ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ცოტათი მეშინია, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა. შემწევს ძალა, რომ მომავალი იმაზე მეტად გავილამაზო, ვიდრე ჩემი წარსულია (მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ცუდი წარსული არ მაქვს). ნებისმიერი ადამიანის ბიოგრაფიაში არის დეტალები, რომლებსაც სიამოვნებით ამოშლიდა. გამონაკლისი არც მე ვარ. მომავლისგან ბევრ სიურპრიზს ველოდები.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ, მით უმეტეს - როცა ეს საჯაროდ ხდება. ამ დაბნეულობას გულის სიღრმეში დიდი სიხარული და სიამოვნებაც ახლავს. და რაც ყველაზე მთავარია, მინდება, უფრო მეტი რამ გავაკეთო. შექება ჩემთვის დიდი სტიმულია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...გაშლილ დიდ ველზე და შემოდგომა იყოს. შემოდგომა და ზამთარი გაზაფხულსა და ზაფხულზე მეტად მიყვარს. პერიოდულად ბუნებაში განმარტოება სულის, თვალის, გონების დასასვენებლად აუცილებელია. ბუნება წამალივით მოქმედებს. აგარაკი საგურამოში გვაქვს. ეზოს გარეთ მარტოც ხშირად გავსულვარ და მთაშიც მიხეტიალია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ამ დროს ვიყენებ მწარე ენას, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლს არასდროს ვკარგავ.

- მეზარება...

- ...უსაქმოდ ყოფნა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ექიმი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...იმ ყველაფრით, რაც უფლისგან მებოძა. ცხოვრებას ვილამაზებ ოჯახის წევრებით, შვილით, მეგობრებით, ჩემი ფანტაზიითა და სამყაროთი.

- სიყვარული ეს...

- ...სულიერი თავისუფლებაა.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ....ემოციურად ყირაზე ვდგავარ. მზე ვარ და ჩემი თვალები განსაკუთრებით ბრწყინავს.

- ოჯახის დანგრევა...

- ...ტკივილია. ალბათ გიორგისაც ძალიან სტკიოდა. ნუ მიწყენ, ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი. რაც მთავარია, მე და გიორგი ცივილიზებულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ჩვენ ელენე გვაერთიანებს და უფლებაც არ გვაქვს, სხვაგვარად მოვიქცეთ.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემმა შვილმა და სიმღერამ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად უნდა წახვიდე, სხვანაირად ცხოვრება საინტერესოც არ არის.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბევრი სისუსტე მაქვს და რომელი ერთი დავასახელო? სისუსტეა ისიც, რომ ადამიანებს ყოველთვის იმაზე მეტად ვიყვარებ, ყოველთვის უფრო მაღალ ხარისხში ამყავს, ვიდრე რეალურად არის და მერე გაწბილებული ვრჩები.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები დაგვიანების გამო, მაგრამ არასდროს ვიგვიანებ რეპეტიციებზე. მეგობრები ჯერჯერობით მითმენენ, მერე არ ვიცი, რა იქნება.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...ფრენის თუ შემეშინდებოდა. ახლახან, თვითმფრინავში ყოფნისას, რაღაც უსიამოვნო განცდა დამეუფლა და მალევე გადამიარა.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმაზე, რაც მტკივა. ის ჩემია და მორჩა! ზოგჯერ ხომ რაღაცების აღიარება საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს. ჩემს პირადზე, განცდებზე, ტკივილზე ლაპარაკი არ მიყვარს.

- როცა მიხარია...

- ...ვერ ვმალავ. ტკივილი შემიძლია, დავფარო.

- ...ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ვთხოვდი, მომავალ თაობას ბედნიერ, გაერთიანებულ, ძლიერ და წელში გამართულ საქართველოში ეცხოვროს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კარგი ხაჭაპურის გამოცხობა. არ გამომდის და რა ვქნა? სამაგიეროდ, ძალიან გემრიელ ბრაუნს ვაკეთებ. ცუდი კულინარი არ ვარ, უბრალოდ, ხაჭაპურის გამოცხობა ვერ ვისწავლე.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ორი აზრი არ არსებობს, ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. გარდა ამისა, ისეთი მძიმე დაავადებებისთვის დავამზადებინებდი წამალს, როგორებიც სიმსივნე და ლეიკემიაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არასდროს წავალ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი. ვიყოთ გულწრფელები. გულებიდან ღვარძლი და შური გავაქროთ. ყველამ საკუთარი თავის გაკეთილშობილებაზე ვიზრუნოთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება