სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან
პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან

"შე­საძ­ლოა, მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი კი­დევ გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ამას უკვე არც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მა­ლა­ვენ და ამა­ზე პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს. პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მო­რიგ ცვლი­ლე­ბებს გარ­და­უ­ვალ პრო­ცე­სად მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა უჭირთ პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, თუ რო­მელ მი­ნის­ტრებს შე­ე­ხე­ბა ეს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვთ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გუნ­დის წევ­რებს. ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში 4 მი­ნის­ტრია ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი­დან" - თა­ვად ალა­სა­ნია, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით პრე­მი­ე­რის "პო­ლი­ტი­კუ­რი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი": კი­დევ რო­მელ მი­ნისტრს მოხ­სნი­ან / ოპო­ზი­ცია ალა­სა­ნი­ას გუნ­დის წევრთა გა­და­ყე­ნე­ბა­სა და მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­დან 2 პარ­ტი­ის გას­ვლას ვა­რა­უ­დობს.

"ოპო­ზი­ცი­ის ვა­რა­უ­დით, პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ცვლი­ლებ­თა შემ­დეგ ეტაპ­ზე შე­საძ­ლოა სწო­რედ მათ გა­და­ყე­ნე­ბას აპი­რებს, რა­საც შე­საძ­ლოა მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­დან "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა" და "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" გა­მოს­ვლა მოჰ­ყვეს, რად­გა­ნაც უკვე შეც­ვლი­ლი 7 მი­ნის­ტრი­დან 2 სწო­რედ "ფო­რუ­მის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. "არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბა­ში ისევ გაგ­რძელ­დეს, იმი­ტომ, რომ ეს პრე­მი­ე­რის კომ­პე­ტენ­ცი­აა. ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ეს სა­ჭი­როა მთავ­რო­ბის უკეთ მუ­შა­ო­ბის­თვის. ჩვენ მზად ვართ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელი შე­ვუ­წყოთ მთავ­რო­ბას, პრე­მი­ერს იმის­თვის, რომ იმუ­შა­ონ უკე­თე­სად, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი გვაქვს ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის გა­სა­კე­თე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შე­ნიშ­ვნე­ბი მთავ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნილ რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრთა­ნაც აქვს. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა "ტე­ლე­ი­მე­დის" ეთერ­ში თა­ვად გა­ნა­ცხა­და: "მო­რიგ ცვლი­ლე­ბას არ გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ მინ­და, მათ კი­დევ ერთი შან­სი მივ­ცე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯონ და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ".

"პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პრე­მი­ერ­მა ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნის­ტრი შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს. "უნდა გვეს­მო­დეს, რომ მთავ­რო­ბა სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ორ­გა­ნოა. პრე­მი­ერს აქვს სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გუნდს ის არ­ჩევს და წარ­მა­ტე­ბებ­ზეც და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებ­ზეც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ის არის. კი­დევ ვინ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს მთავ­რო­ბა­ში - ამა­ზე სა­უ­ბა­რი გა­მი­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, კარ­გია, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. ჩემი ვა­რა­უ­დით, ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. პრე­მი­ერს ექ­ნე­ბა მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით რყე­ვე­ბი არ იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრის შეც­ვლას კი­დევ ვე­ლო­დე­ბი. პერ­სო­ნა­ლი­ე­ბი აქ ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ნე­ბის­მი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს", - ამ­ბობს ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ იზი­ა­რებს გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რებს თა­ვი­სი გუნ­დის წევ­რე­ბით ანაც­ვლებს.

"ეს სი­სუ­ლე­ლედ მი­მაჩ­ნია. ამის აბ­სურ­დუ­ლო­ბა­ში რომ დავ­რწმუნ­დეთ, საკ­მა­რი­სია, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბას გა­დავ­ხე­დოთ. მე­ო­რე მო­მენ­ტია ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან მი­ნის­ტრე­ბის ერ­თგვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ თუ სა­თა­ნა­დოდ არ იმუ­შა­ვე­ბენ, ისი­ნიც გა­ი­ზი­ა­რე­ბენ გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბის ბედს. რო­გორც ჩანს, აქამ­დე პრე­მი­ე­რი სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში შე­ზღუ­დუ­ლი იყო, რად­გან ეს გა­მო­იწ­ვევ­და იმას, რომ შე­იქ­მნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა, რა­საც იგი ერი­დე­ბო­და. რად­გა­ნაც პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, ახლა მას ხელ-ფეხი გახ­სნი­ლი აქვს. ახლა ყვე­ლა მი­ნის­ტრმა იცის, რომ პრე­მი­ერს პო­ლი­ტი­კუ­რი მუხ­რუ­ჭი აღარ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ლექ­სო ჭი­კა­ი­ძის შე­ქე­ბას ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან, ეს არამც და არამც არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს იმად, რომ შს მი­ნის­ტრი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. შე­ქე­ბა შე­იძ­ლე­ბა იმის სა­პი­რის­პი­რო­საც ნიშ­ნავ­დეს, ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია", - აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

"პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ გა­და­სა­ყე­ნე­ბე­ლი მი­ნის­ტრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 7-ით შემ­ცირ­და, რაც "პო­ლი­ტი­კურ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის". "ვურ­ჩევ­დი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებს, რომ ასე­თი პროგ­ნო­ზის გრა­ფა და­ა­მა­ტონ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ მე ვის­ზე დავ­დებ­დი ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში ფსონს, ამ კი­თხვა­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ, ვი­ნა­ი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მცოდ­ნე არ ვარ. თუ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ვინ­მეს ახი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­შინ ძნე­ლად მო­ი­გებს ვინ­მე ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში და არა მარ­ტო იქ. რე­აქ­ცი­ას და­ვე­ლო­დე­ბი, ვინ წარ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ თავს და­დე­ბი­თად უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში ფსონს ამის მერე დავ­დებ. ცვლი­ლე­ბებს შე­მოდ­გო­მამ­დე არ ვე­ლო­დე­ბი, იქამ­დე კი ჯერ კი­დევ დროა. არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბის ხარ­ვე­ზე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­მა მი­ნის­ტრმა არც კი იცის, თუ რა უნდა გა­მო­ას­წო­როს სა­მი­ნის­ტრო­ში", - აღ­ნიშ­ნა ცის­კა­რიშ­ვილ­მა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ნის­ტრე­ბის ცვლი­ლე­ბებს ელო­და, სა­დაც პრობ­ლე­მე­ბი იყო. "პრობ­ლე­მე­ბია ეკო­ნო­მი­კა­ში, კრი­მი­ნო­გე­ნურ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ცვლი­ლე­ბებ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­ლო­დი. დი­ას­პო­რი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრე­ბის შეც­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს არ პა­სუ­ხობს. პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ რამ­დე­ნი­მე მი­ნისტრს აკ­ვირ­დე­ბა და თუ ისი­ნი კარ­გად არ მო­იქ­ცე­ვი­ან, მა­შინ მა­თაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. ცხა­დია, რომ ეს გზავ­ნი­ლი ეკუთ­ვნო­და ალა­სა­ნი­ას გუნ­დის წევრ მი­ნის­ტრებს. ვფიქ­რობ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი კად­რე­ბით შე­ავ­სებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მთავ­რო­ბა­ში ალა­სა­ნი­ას და მისი გუნ­დის წევ­რე­ბის ად­გი­ლი ძნე­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია. თუ ალა­სა­ნია ყვე­ლა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უკი­დუ­რე­სად მორ­ჩი­ლი არ გახ­და, ცხა­დია, პრე­მი­ე­რი მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი თუ იქ­ნე­ბა, ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ხე­ბა ალა­სა­ნი­ას გუნდს. რო­დე­საც პრე­მი­ერ­მა შს მი­ნის­ტრი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­ა­ქო, ეს, ცხა­დია, იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ჭი­კა­ი­ძე ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. ცხა­დია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი არ მოქ­მე­დებს, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან. ჭი­კა­ი­ძე რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მი­ნის­ტრია, ამა­ზე მისი გან­ცხა­დე­ბე­ბიც მი­უ­თი­თებს", - დას­ძი­ნა ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა.

"ბურ­ჯა­ნა­ძე - ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის და პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვის უფრო იყო, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი. ცვლი­ლე­ბე­ბი არ იყო იმის გამო, რომ რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრის მუ­შა­ო­ბით მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. პრე­მი­ერ­მა ვე­რა­ვის აუხ­სნა, თუ რა­ტომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს ძა­ლი­ან ჰგავ­და იმას, რომ სა­მო­მავ­ლოდ ალა­სა­ნი­ას გუნდს შე­ექ­მნას პრობ­ლე­მე­ბი. მთავ­რო­ბამ და პი­რა­დად ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბა გა­ი­ნაღ­დეს. დღეს რომ ცვლი­ლე­ბა ალა­სა­ნი­ას გუნდს შე­ხე­ბო­და, მა­შინ ცხა­დია, უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ შე­იკ­რი­ბე­ბო­და. ეს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და მთავ­რო­ბის ნდო­ბის სა­კითხს. კუ­ლუ­ა­რებ­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა ეს თემა, რომ წვი­მის ღრუბ­ლე­ბი ალა­სა­ნი­ას გუნ­დის თავ­ზე იკ­რი­ბე­ბა. დიდი ხა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ლა­მობს. "ახლა რომ შე­ეც­ვა­ლათ ალა­სა­ნი­ას გუნ­დის რო­მე­ლი­მე წევ­რი, ცხა­დია, პარ­ლა­მენ­ტში ალა­სა­ნი­ას გუნ­დი ცვლი­ლე­ბას მხარს არ და­უ­ჭერ­და. ამით კო­ა­ლი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა და­ირ­ღვე­ო­და. ახლა 3-4 მი­ნის­ტრი რომ გა­ა­და­ყე­ნოს პრე­მი­ერ­მა, აღა­რა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან პარ­ლა­მენ­ტის მიერ ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის. მი­ნის­ტრე­ბის 2/3 უნდა იყოს გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი და­ის­ვას. პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ სხვა მი­ნის­ტრე­ბის ცვლი­ლე­ბებ­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, სწო­რედ ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. თუ ვინ­მე იყო გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი, ახ­ლა­ვე გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ..." - აცხა­დებს ახვლე­დი­ა­ნი.

"მი­სი­ვე თქმით, თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ალა­სა­ნი­ას და მისი გუნ­დის წევ­რებს გა­და­ა­ყე­ნებს, ეს გარ­კვე­ულ რყე­ვებს კო­ა­ლი­ცი­ა­შიც გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ საქ­მე კო­ა­ლი­ცი­ის დაშ­ლამ­დე არ მივა. ამი­ტომ პრე­მი­ე­რი ამ რის­კის წი­ნა­შე ნაკ­ლე­ბად დგას. "ამ შემ­თხვე­ვა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი ალ­ბათ უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გა­მოვ­ლენ, მაგ­რამ ეს კო­ა­ლი­ცი­ის დაშ­ლას არ გა­მო­იწ­ვევს, ამის­თვის სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა­ცაა სა­ჭი­რო. შე­საძ­ლოა, ეს "ფო­რუმ­მაც" გა­ა­კე­თოს, ვი­ნა­ი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბი - ფი­ფია და და­რახვე­ლი­ძე - სწო­რე­დაც რომ "ფო­რუ­მე­ლე­ბი" არი­ან. დღეს ამ პარ­ტი­ას იმის ბერ­კე­ტი არ აქვს, რომ ხმა­უ­რი ატე­ხოს, მაგ­რამ თუ ეს სცე­ნა­რი ალა­სა­ნი­ას გუნ­დის გარ­შე­მოც გან­ხორ­ცი­ელ­და, მა­შინ ამის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" გი­ორ­გი ახვლე­დი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან

პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან

"შესაძლოა, მთავრობაში ცვლილებები კიდევ განხორციელდეს. ამას უკვე არც საპარლამენტო უმრავლესობაში მალავენ და ამაზე პრემიერი ღარიბაშვილიც პირდაპირ მიანიშნებს. პოლიტოლოგები მინისტრთა კაბინეტში მორიგ ცვლილებებს გარდაუვალ პროცესად მიიჩნევენ, თუმცა უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ რომელ მინისტრებს შეეხება ეს. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ თუ ცვლილებები იქნება, ის აუცილებლად შეეხება ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებს. ცნობისათვის, საქართველოს მთავრობაში 4 მინისტრია ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატებიდან" - თავად ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან / ოპოზიცია ალასანიას გუნდის წევრთა გადაყენებასა და მმართველი კოალიციიდან 2 პარტიის გასვლას ვარაუდობს.

"ოპოზიციის ვარაუდით, პრემიერი ღარიბაშვილი ცვლილებთა შემდეგ ეტაპზე შესაძლოა სწორედ მათ გადაყენებას აპირებს, რასაც შესაძლოა მმართველი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ეროვნული ფორუმის" გამოსვლა მოჰყვეს, რადგანაც უკვე შეცვლილი 7 მინისტრიდან 2 სწორედ "ფორუმის" წარმომადგენელია. "არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში ისევ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა. ის იღებს გადაწყვეტილებას და ეს საჭიროა მთავრობის უკეთ მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთავრობას, პრემიერს იმისთვის, რომ იმუშაონ უკეთესად, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენი ხალხისთვის გასაკეთებელი", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთანაც აქვს. ამის შესახებ პრემიერმა "ტელეიმედის" ეთერში თავად განაცხადა: "მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა, მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ".

"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრემიერმა ნებისმიერი მინისტრი შეიძლება შეცვალოს. "უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის ორგანოა. პრემიერს აქვს სრული პასუხისმგებლობა, გუნდს ის არჩევს და წარმატებებზეც და წარუმატებლობებზეც პასუხისმგებელი ის არის. კიდევ ვინ შეიძლება შეიცვალოს მთავრობაში - ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, კარგია, რომ ცვლილებების პროცესი დაიწყო. ჩემი ვარაუდით, ეს პროცესი გაგრძელდება. პრემიერს ექნება მეტი თავისუფლება, რომ რამდენიმე მინისტრის გათავისუფლებით რყევები არ იყოს. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მინისტრის შეცვლას კიდევ ველოდები. პერსონალიები აქ ნაკლებად საინტერესოა. კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი შეიძლება იყოს", - ამბობს ხუხაშვილი, რომელიც არ იზიარებს გამოთქმულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერი ივანიშვილის კადრებს თავისი გუნდის წევრებით ანაცვლებს.

"ეს სისულელედ მიმაჩნია. ამის აბსურდულობაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას გადავხედოთ. მეორე მომენტია ივანიშვილის გავლენა ღარიბაშვილზე. განხორციელებული ცვლილებები იყო ღარიბაშვილის მხრიდან მინისტრების ერთგვარი გაფრთხილება, რომ თუ სათანადოდ არ იმუშავებენ, ისინიც გაიზიარებენ გადაყენებული მინისტრების ბედს. როგორც ჩანს, აქამდე პრემიერი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში შეზღუდული იყო, რადგან ეს გამოიწვევდა იმას, რომ შეიქმნებოდა პოლიტიკური გადაადგილება, რასაც იგი ერიდებოდა. რადგანაც პირველი ცვლილებები განხორციელდა, ახლა მას ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ახლა ყველა მინისტრმა იცის, რომ პრემიერს პოლიტიკური მუხრუჭი აღარ აქვს. რაც შეეხება ლექსო ჭიკაიძის შექებას ღარიბაშვილის მხრიდან, ეს არამც და არამც არ უნდა ჩაითვალოს იმად, რომ შს მინისტრი ხელშეუხებელია. შექება შეიძლება იმის საპირისპიროსაც ნიშნავდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

"პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ გადასაყენებელი მინისტრების რაოდენობა უკვე 7-ით შემცირდა, რაც "პოლიტიკურ ტოტალიზატორში გამარჯვების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის". "ვურჩევდი ტოტალიზატორებს, რომ ასეთი პროგნოზის გრაფა დაამატონ. რაც შეეხება იმას, თუ მე ვისზე დავდებდი ტოტალიზატორში ფსონს, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან გადაწყვეტილების მიმღები პირების პიროვნული თვისებების მცოდნე არ ვარ. თუ ასეთი გადაწყვეტილებები ვინმეს ახირებულობაზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ძნელად მოიგებს ვინმე ტოტალიზატორში და არა მარტო იქ. რეაქციას დაველოდები, ვინ წარმოაჩენს საკუთარ თავს დადებითად უახლოეს პერიოდში და ტოტალიზატორში ფსონს ამის მერე დავდებ. ცვლილებებს შემოდგომამდე არ ველოდები, იქამდე კი ჯერ კიდევ დროა. არ დასახელებულა გადაყენებული მინისტრების ხარვეზები. შესაბამისად, ახალმა მინისტრმა არც კი იცის, თუ რა უნდა გამოასწოროს სამინისტროში", - აღნიშნა ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის იმ მიმართულების მინისტრების ცვლილებებს ელოდა, სადაც პრობლემები იყო. "პრობლემებია ეკონომიკაში, კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ცვლილებებსაც ამ მიმართულებით ველოდი. დიასპორისა და კულტურის მინისტრების შეცვლა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს. პრემიერმა თქვა, რომ რამდენიმე მინისტრს აკვირდება და თუ ისინი კარგად არ მოიქცევიან, მაშინ მათაც გაათავისუფლებს. ცხადია, რომ ეს გზავნილი ეკუთვნოდა ალასანიას გუნდის წევრ მინისტრებს. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ღარიბაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას თავისი კადრებით შეავსებს. ამ შემთხვევაში მთავრობაში ალასანიას და მისი გუნდის წევრების ადგილი ძნელად წარმომიდგენია. თუ ალასანია ყველა საკითხთან დაკავშირებით უკიდურესად მორჩილი არ გახდა, ცხადია, პრემიერი მასაც გაათავისუფლებს. მაქვს მოლოდინი, რომ ცვლილებები თუ იქნება, ის აუცილებლად შეეხება ალასანიას გუნდს. როდესაც პრემიერმა შს მინისტრი განსაკუთრებულად შეაქო, ეს, ცხადია, იმაზე მიანიშნებდა, რომ ჭიკაიძე ხელშეუხებელია. ცხადია, რომ გადაწყვეტილების დროს მთავრობის მეთაური საჭიროებიდან გამომდინარე კი არ მოქმედებს, არამედ პიროვნული ურთიერთობიდან. ჭიკაიძე რომ წარუმატებელი მინისტრია, ამაზე მისი განცხადებებიც მიუთითებს", - დასძინა ნუგზარ წიკლაურმა.

"ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ტექნიკური ხასიათის და პოლიტიკური დატვირთვის უფრო იყო, ვიდრე რეალური სამთავრობო ცვლილებები. ცვლილებები არ იყო იმის გამო, რომ რომელიმე მინისტრის მუშაობით მთავრობის მეთაური უკმაყოფილო იყო. პრემიერმა ვერავის აუხსნა, თუ რატომ განახორციელა ცვლილებები. ეს ძალიან ჰგავდა იმას, რომ სამომავლოდ ალასანიას გუნდს შეექმნას პრობლემები. მთავრობამ და პირადად ღარიბაშვილმა ამ გადაწყვეტილებით პარლამენტის ნდობა გაინაღდეს. დღეს რომ ცვლილება ალასანიას გუნდს შეხებოდა, მაშინ ცხადია, უმრავლესობა ვერ შეიკრიბებოდა. ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა მთავრობის ნდობის საკითხს. კულუარებში ძალიან სერიოზულად განიხილება ეს თემა, რომ წვიმის ღრუბლები ალასანიას გუნდის თავზე იკრიბება. დიდი ხანია ამ მიმართულებით ღარიბაშვილი გარკვეული ცვლილებების განხორციელებას ლამობს. "ახლა რომ შეეცვალათ ალასანიას გუნდის რომელიმე წევრი, ცხადია, პარლამენტში ალასანიას გუნდი ცვლილებას მხარს არ დაუჭერდა. ამით კოალიციის ერთიანობა დაირღვეოდა. ახლა 3-4 მინისტრი რომ გაადაყენოს პრემიერმა, აღარაფერი არ მოხდება, ვინაიდან პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება საჭირო აღარ არის. მინისტრების 2/3 უნდა იყოს გადაყენებული იმისათვის, რომ პარლამენტის ნდობის გამოცხადების საკითხი დაისვას. პარტია "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები, რომ სხვა მინისტრების ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ, სწორედ ამაზე მიანიშნებს. თუ ვინმე იყო გასათავისუფლებელი, ახლავე გადაეყენებინათ..." - აცხადებს ახვლედიანი.

"მისივე თქმით, თუ ღარიბაშვილი ალასანიას და მისი გუნდის წევრებს გადააყენებს, ეს გარკვეულ რყევებს კოალიციაშიც გამოიწვევს, მაგრამ მიაჩნია, რომ საქმე კოალიციის დაშლამდე არ მივა. ამიტომ პრემიერი ამ რისკის წინაშე ნაკლებად დგას. "ამ შემთხვევაში "თავისუფალი დემოკრატების" წევრი დეპუტატები ალბათ უმრავლესობიდან გამოვლენ, მაგრამ ეს კოალიციის დაშლას არ გამოიწვევს, ამისთვის სხვა პოლიტიკური ძალის აქტიურობაცაა საჭირო. შესაძლოა, ეს "ფორუმმაც" გააკეთოს, ვინაიდან გადაყენებული მინისტრები - ფიფია და დარახველიძე - სწორედაც რომ "ფორუმელები" არიან. დღეს ამ პარტიას იმის ბერკეტი არ აქვს, რომ ხმაური ატეხოს, მაგრამ თუ ეს სცენარი ალასანიას გუნდის გარშემოც განხორციელდა, მაშინ ამის ალბათობა იზრდება", - უთხრა "რეზონანსს" გიორგი ახვლედიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა