საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - სულ რომ 5 შვილი ქუჩაში დამიტოვოთ, ბრძოლას ვაგრძელებ
 გიგი უგულავა - სულ რომ 5 შვილი ქუჩაში დამიტოვოთ, ბრძოლას ვაგრძელებ

სულ რომ 5 შვი­ლი ქუ­ჩა­ში და­მი­ტო­ვოთ და რვა­ვე ბრალ­დე­ბა­ზე პა­ტიმ­რო­ბა შე­მი­ფარ­დოთ, ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის საქ­მე­ზე გიგი უგუ­ლა­ვამ პრო­კუ­რო­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მას აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით უნდა შე­ეც­ვა­ლოს.

აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის დამ­ძი­მე­ბის მო­ტი­ვად პრო­კუ­რო­რებ­მა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო­ზე და­ა­სა­ხელს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გიგი უგუ­ლა­ვამ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის საქ­მე­ზე შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს შემ­დეგ, და­არ­ღვია გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბი, კერ­ძოდ, ჩა­ი­დი­ნა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ახალ და­ნა­შა­ულ­ში, რო­გორც ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, იგუ­ლის­ხმე­ბა ახა­ლი ბრალ­დე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გიგი უგუ­ლა­ვა და­ა­პა­ტიმ­რეს.

"გი­რა­ო­ში ჩა­დე­ბუ­ლი ჩემი სი­დედ­რის ბი­ნის ჩა­მორ­თმე­ვა უნ­დათ. ეს არის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ზე­ი­მი?! ჩემი ავად­მყო­ფი სი­მამ­რი ბრალ­დე­ბუ­ლია და რუს­თავ­ში უწევთ სი­ა­რუ­ლი, ჩემი ქვის­ლი გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს, მე კი აგერ ვარ. ჩემს სი­დედრს ბი­ნას არ­თმე­ვენ. რაც არ უნდა ქნათ, თუნ­დაც სახ­ლი ჩა­მო­მარ­თვათ, სულ რომ 5 შვი­ლი გა­რეთ და­ტო­ვოთ, რვა­ვე ბრალ­დე­ბა­ზე რომ შე­მი­ფარ­დოთ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მე ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებ. თქვენ უკვე გა­დაკ­ვე­თეთ ღერ­ძუ­ლა ხაზი და გახ­სე­ნით ის ცე­ცხლი, რო­მელ­შიც თვი­თონ და­იწ­ვე­ბით", - მი­მარ­თა გიგი გუ­ლა­ვამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­პა­სუ­ხოდ პრო­კუ­რო­რებს.

მის ად­ვო­კა­ტებს ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ. პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად მათ პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა ითხო­ვეს. შემ­დე­გი პრო­ცე­სი 14 ივ­ლისს ჩა­ი­ნიშ­ნა, სა­დაც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა თუ არა პრო­კუ­რო­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის საქ­მე­ზე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის დამ­ძი­მე­ბას­თან და მისი სი­დედ­რის ბი­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ში მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიგი უგულავა - სულ რომ 5 შვილი ქუჩაში დამიტოვოთ, ბრძოლას ვაგრძელებ

 გიგი უგულავა - სულ რომ 5 შვილი ქუჩაში დამიტოვოთ, ბრძოლას ვაგრძელებ

სულ რომ 5 შვილი ქუჩაში დამიტოვოთ და რვავე ბრალდებაზე პატიმრობა შემიფარდოთ, ბრძოლას ვაგრძელებ, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავამ პროკურორების შუამდგომლობის პასუხად განაცხადა, რომლის მიხედვით, მას აღნიშნული საქმის ფარგლებში შეფარდებული გირაო პატიმრობით უნდა შეეცვალოს.

აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების მოტივად პროკურორებმა დღევანდელ სასამართლოზე დაასახელს ის გარემოება, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე შეფარდებული გირაოს შემდეგ, დაარღვია გირაოს პირობები, კერძოდ, ჩაიდინა ახალი დანაშაული. ახალ დანაშაულში, როგორც ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, იგულისხმება ახალი ბრალდება, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა დააპატიმრეს.

"გირაოში ჩადებული ჩემი სიდედრის ბინის ჩამორთმევა უნდათ. ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი?! ჩემი ავადმყოფი სიმამრი ბრალდებულია და რუსთავში უწევთ სიარული, ჩემი ქვისლი გიორგი ღონიაშვილი დააპატიმრეს, მე კი აგერ ვარ. ჩემს სიდედრს ბინას ართმევენ. რაც არ უნდა ქნათ, თუნდაც სახლი ჩამომართვათ, სულ რომ 5 შვილი გარეთ დატოვოთ, რვავე ბრალდებაზე რომ შემიფარდოთ წინასწარი პატიმრობა, მნიშვნელობა არ აქვს, მე ბრძოლას ვაგრძელებ. თქვენ უკვე გადაკვეთეთ ღერძულა ხაზი და გახსენით ის ცეცხლი, რომელშიც თვითონ დაიწვებით", - მიმართა გიგი გულავამ შუამდგომლობის საპასუხოდ პროკურორებს.

მის ადვოკატებს ჯერჯერობით პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მათ პროცესის გადადება ითხოვეს. შემდეგი პროცესი 14 ივლისს ჩაინიშნა, სადაც გახდება ცნობილი დაკმაყოფილდება თუ არა პროკურორების შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებასთან და მისი სიდედრის ბინის აღსრულებაში მიცემასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ