პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იდეიდან პირველ მილიონამდე"
"იდეიდან პირველ მილიონამდე"

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო წიგ­ნი შეს­თა­ვა­ზა. ამ­ჯე­რად მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის გუ­რუს, გაი კა­ვა­სა­კის გახ­მა­უ­რე­ბულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს "იდე­ი­დან პირ­ველ მი­ლი­ო­ნამ­დე" გა­ეც­ნოს.

კა­ვა­სა­კი სტივ ჯობ­სის უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რი იყო და მის გვერ­დით Apple-ის და­არ­სე­ბის დღი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და. კომ­პა­ნია გაიმ სტივ­თან ერ­თად და­ტო­ვა და უკა­ნაც მას­თან ერ­თად დაბ­რუნ­და. როცა კომ­პა­ნია Apple -ში საქ­მე გა­მოს­წორ­და, მან თა­ვი­სი ვენ­ჩუ­რუ­ლი კომ­პა­ნია (Garage technology Ventures) შექ­მნა და მალე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ბიზ­ნეს­ში წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა.

დღეს ბიზ­ნეს­სამ­ყა­რო­ში გაი კა­ვა­სა­კი აღი­ა­რე­ბუ­ლია ექ­სტრე­მა­ლუ­რი ბიზ­ნეს­მე­თო­დე­ბის ავ­ტო­რად, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბა მუ­დამ თან სდევს; მისი წიგ­ნე­ბი მრა­ვალ ენა­ზე ითარ­გმნა და მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ჩვენ მის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც The New York Times-ში და­ი­ბეჭ­და.

ხუთი წი­ნა­და­დე­ბა საკ­მა­რი­სია - "ომი და მშვი­დო­ბა" სა­ჭი­რო არ არის

გაი კა­ვა­სა­კი ახა­ლი ამ­ბე­ბის საიტ agregator Alltop-ის თა­ნა­და­მა­არ­სე­ბე­ლი და კომ­პა­ნია Garage technology Ventures-ის მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რია. მისი აზ­რით, ამე­რი­კუ­ლი ბიზ­ნე­სი გა­ცი­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ბიზ­ნესს­კო­ლე­ბი შე­და­რე­ბით ლა­კო­ნი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას რომ ას­წავ­ლიდ­ნენ.

- პირ­ვე­ლად თქვე­ნი კა­რი­ე­რის რა ეტაპ­ზე და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, რო­გორც ხელ­მძღვა­ნელ­მა?

- მა­შინ 28-29 წლის ვიქ­ნე­ბო­დი და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბიზ­ნეს­ში ვმუ­შა­ობ­დი. კა­რი­ე­რა ალ­მა­სე­ბის დათ­ვლი­თა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბის გა­ტა­ნით და­ვი­წყე. ეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა - უფრო რთუ­ლი, ვიდ­რე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ბიზ­ნე­სი. კარ­გად უნდა გეს­მო­დეთ, რო­გორ იზ­რუ­ნოთ კლი­ენ­ტებ­ზე.

რო­გორ გა­მე­ყი­და - ეს ჩემ­თვის სა­სარ­გებ­ლო გაკ­ვე­თი­ლი იყო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქონ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცია. ვიდ­რე ყი­დით, თა­მა­შ­გა­რეთ არ აღ­მოჩ­ნდე­ბით. ეს გაკ­ვე­თი­ლი ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს დამ­ვი­წყე­ბია.

- რო­გორ გახ­დით ხელ­მძღვა­ნე­ლი?

- სწავ­ლის დროს პი­ტერ დრუ­კე­რის ნა­წე­რე­ბი შე­მიყ­ვარ­და. ის ჩემი გმი­რი იყო. გუ­ლუბ­რყვი­ლოდ მჯე­რო­და, რომ ისე­თი მე­ნე­ჯე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რო­გო­რიც დრუ­კე­რის წიგ­ნებ­შია აღ­წე­რი­ლი. ვფიქ­რობ­დი, კარ­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი გავ­ხდე­ბო­დი; ადა­მი­ა­ნებ­თან მათ მიზ­ნებ­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი.

ვფიქ­რობ­დი, რომ ბუ­ნე­ბით ლი­დე­რი ვარ, ამი­ტომ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე - მეს­წავ­ლა მა­თე­მა­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რთუ­ლი დარ­გე­ბი, მა­გა­ლი­თად, ფი­ნან­სე­ბი და ოპე­რა­ცი­ა­თა ანა­ლი­ზი და არა ემო­ცი­ებ­ზე აგე­ბუ­ლი მარ­ტი­ვი სა­კი­თხე­ბი.

ბო­ლოს, რო­დე­საც მე­ნე­ჯე­რი გავ­ხდი, მივ­ხვდი, რამ­დე­ნად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ხალ­ხის მარ­თვა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა რთუ­ლია; მე­ო­რე მხრივ, გუნდთან მუ­შა­ო­ბა იო­ლია - საქ­მის დიდ ნა­წილს ან არ აკე­თებ, რო­გორც მე­ნე­ჯე­რი, ან სა­ა­მი­სოდ ხალ­ხი გყავს, რო­მელ­თაც ამუ­შა­ვებ.

შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ ჩემი გა­ნათ­ლე­ბის ბრა­ლია, მაგ­რამ რაც ვის­წავ­ლე, დიდი ნა­წი­ლი პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა. ით­ვი­სებ რიგ რთულ სა­კი­თხებს, შემ­დეგ კი ხე­დავ, რომ რე­ა­ლურ გა­რე­მო­ში მათ ვერ იყე­ნებ. სა­ნამ HP12 კალ­კუ­ლა­ტო­რის ან ელექტრო­ნუ­ლი ცხრი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­გეძ­ლე­ბათ, გექ­ნე­ბათ ის ფი­ნან­სუ­რი ცოდ­ნა, რაც უმ­რავ­ლეს მმარ­თველ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გჭირ­დე­ბათ. ამა­ზე რომ მე­ფიქ­რა, უნდა შე­მეს­წავ­ლა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ქცე­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გია, შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­აც.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"იდეიდან პირველ მილიონამდე"

"იდეიდან პირველ მილიონამდე"

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მომხმარებელს კიდევ ერთი საინტერესო და საჭირო წიგნი შესთავაზა. ამჯერად მკითხველს შესაძლებლობა ექნება ბიზნესის გურუს, გაი კავასაკის გახმაურებულ სახელმძღვანელოს "იდეიდან პირველ მილიონამდე" გაეცნოს.

კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple -ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა.

დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ მის ერთ-ერთ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც The New York Times-ში დაიბეჭდა.

ხუთი წინადადება საკმარისია - "ომი და მშვიდობა" საჭირო არ არის

გაი კავასაკი ახალი ამბების საიტ agregator Alltop-ის თანადამაარსებელი და კომპანია Garage technology Ventures-ის მმართველი დირექტორია. მისი აზრით, ამერიკული ბიზნესი გაცილებით წარმატებული იქნებოდა, ბიზნესსკოლები შედარებით ლაკონიური ურთიერთობის ხელოვნებას რომ ასწავლიდნენ.

- პირველად თქვენი კარიერის რა ეტაპზე დაიწყეთ მუშაობა, როგორც ხელმძღვანელმა?

- მაშინ 28-29 წლის ვიქნებოდი და საიუველირო ბიზნესში ვმუშაობდი. კარიერა ალმასების დათვლითა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ოქროს სამკაულების გატანით დავიწყე. ეს ძალიან, ძალიან რთული საქმეა - უფრო რთული, ვიდრე კომპიუტერული ბიზნესი. კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ იზრუნოთ კლიენტებზე.

როგორ გამეყიდა - ეს ჩემთვის სასარგებლო გაკვეთილი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია საქონლის რეალიზაცია. ვიდრე ყიდით, თამაშგარეთ არ აღმოჩნდებით. ეს გაკვეთილი ჩემი კარიერის განმავლობაში არასოდეს დამვიწყებია.

- როგორ გახდით ხელმძღვანელი?

- სწავლის დროს პიტერ დრუკერის ნაწერები შემიყვარდა. ის ჩემი გმირი იყო. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ისეთი მენეჯერი ვიქნებოდი, როგორიც დრუკერის წიგნებშია აღწერილი. ვფიქრობდი, კარგი ხელმძღვანელი გავხდებოდი; ადამიანებთან მათ მიზნებსა და განხორციელების გზებზე ვისაუბრებდი.

ვფიქრობდი, რომ ბუნებით ლიდერი ვარ, ამიტომ მიზნად დავისახე - მესწავლა მათემატიკაზე დაფუძნებული რთული დარგები, მაგალითად, ფინანსები და ოპერაციათა ანალიზი და არა ემოციებზე აგებული მარტივი საკითხები.

ბოლოს, როდესაც მენეჯერი გავხდი, მივხვდი, რამდენად საპასუხისმგებლოა ხალხის მართვა და ხელმძღვანელობა. ემოციებთან გამკლავება რთულია; მეორე მხრივ, გუნდთან მუშაობა იოლია - საქმის დიდ ნაწილს ან არ აკეთებ, როგორც მენეჯერი, ან საამისოდ ხალხი გყავს, რომელთაც ამუშავებ.

შესაძლოა, მხოლოდ ჩემი განათლების ბრალია, მაგრამ რაც ვისწავლე, დიდი ნაწილი პირიქით აღმოჩნდა. ითვისებ რიგ რთულ საკითხებს, შემდეგ კი ხედავ, რომ რეალურ გარემოში მათ ვერ იყენებ. სანამ HP12 კალკულატორის ან ელექტრონული ცხრილის გამოყენება შეგეძლებათ, გექნებათ ის ფინანსური ცოდნა, რაც უმრავლეს მმართველ თანამდებობებზე გჭირდებათ. ამაზე რომ მეფიქრა, უნდა შემესწავლა საორგანიზაციო ქცევა და სოციალური ფსიქოლოგია, შეიძლება ფსიქოპათოლოგიაც.

იხილეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს