პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "შევადუღოთ" მილიონი?
როგორ "შევადუღოთ" მილიონი?

ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნულ­მა გა­მო­ცე­მა "ფო­კუს­მა" 200 უმ­დიდ­რე­სი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.მდი­და­რი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სი­ა­ში სამი ქარ­თვე­ლია: ტა­რი­ელ ვა­სა­ძე, და­ვით ჟვა­ნია და ლევ ფარ­ცხა­ლა­ძე. ტა­რი­ელ ვა­სა­ძე უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­დას წევ­რია და თან "უკ­რავ­ტოს" მფლო­ბე­ლი. "ფო­კუს­მა" მისი ქო­ნე­ბა 299 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა. "უკ­რავ­ტო" ად­გი­ლობ­რივ მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ქარ­ხნებს აერ­თი­ა­ნებს, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­ა­ვა­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში, ამი­ტო­მაც ვა­სა­ძის ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მისი ქო­ნე­ბა 2 მი­ლი­არდ დო­ლარ­საც კი აჭარ­ბებს.

ვა­სა­ძე ლან­ჩხუ­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სუფ­სა­ში 1947 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და. 1971 წელს კი­ევ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო-საგ­ზაო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სის სპე­ცი­ა­ლო­ბა მი­ი­ღო. მა­ნამ­დე კი სო­ფელ სუფ­სა­ში "ხიდ­მა­ღა­ლას" კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში შემ­დუ­ღებ­ლად მუ­შა­ობ­და. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ინ­ჟი­ნე­რიც იყო, უფ­რო­სი ოს­ტა­ტიც, ცე­ხის უფ­რო­სიც, "ატე­კის" დი­რექ­ტო­რიც. ე.წ. "პე­რესტრო­ი­კის" შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის ავ­ტომ­შე­ნებ­ლო­ბამ კორ­პო­რა­ცია "უკ­რავ­ტოს" ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და ვა­სა­ძე, რო­მელ­საც მა­ნამ­დე დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, კომ­პა­ნი­ის მარ­თვის სა­და­ვე­ებ­თან აღ­მოჩ­ნდა. დღეს, კორ­პო­რა­ცია "უკ­რავ­ტო" უკ­რა­ი­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი და იმ­პორ­ტი­ო­რია. კორ­პო­რა­ცია რამ­დე­ნი­მე ათე­ულ სა­წარ­მოს აერ­თი­ა­ნებს, მათ შო­რის რო­გორც ავ­ტომ­შე­ნე­ბელ ქარ­ხნებს, ასე­ვე ავ­ტო­სა­ლო­ნებს, ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტებს, ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რე­ბი და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­საც კი. მის ყვე­ლა­ზე მსხვილ აქ­ტი­ვებს შო­რი­საა ზა­პო­რო­ჟი­ეს ავ­ტომ­შე­ნე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა და ავ­ტო­ქარ­ხა­ნა პო­ლო­ნეთ­ში - FSO. სხვა­თა შო­რის, "უკ­რავ­ტოს" ასე­უ­ლო­ბით სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი სწო­რედ პო­ლო­ნეთ­ში აქვს ვა­სა­ძეს. უკ­რა­ი­ნა­ში კი თით­ქმის ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი და­ი­ტო­ვა. პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­სა­ძეს ასე­ვე აქვს წილი კი­ე­ვის სა­ვაჭ­რო ქსელ "კვად­რატ­ში" და რეს­ტორ­ნე­ბის ქსელ "შვიდ­კო­ში".

2002 წელს ტა­რი­ელ ვა­სა­ძე უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ანა­ტო­ლი კი­ნა­ხის მრჩე­ვე­ლი იყო. ამა­ვე წელს, პირ­ვე­ლად გახ­და უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი, ხოლო 2006 და 2007 წლე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, უმაღ­ლეს რა­და­ში იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს სა­არ­ჩევ­ნო სიით გა­ვი­და.

ვა­სა­ძეს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს. ვაჟი ვახ­ტან­გი მა­მის კომ­პა­ნი­ებ­ში სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რია. სხვა­თა შო­რის, ვახ­ტან­გმა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, აწ გარ­დაც­ვლი­ლი ნუგ­ზარ გაბ­რი­ჩი­ძის ქა­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ერ­თმა­ნე­თი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლის ქორ­წილ­ში გა­უცვნია. ჯვა­რი თბი­ლის­ში და­ი­წე­რეს, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი კი პატ­რი­არ­ქს და­უ­ლო­ცავს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

როგორ "შევადუღოთ" მილიონი?

როგორ "შევადუღოთ" მილიონი?

ცოტა ხნის წინ უკრაინულმა გამოცემა "ფოკუსმა" 200 უმდიდრესი თანამემამულის რეიტინგი გამოაქვეყნა.მდიდარი უკრაინელების სიაში სამი ქართველია: ტარიელ ვასაძე, დავით ჟვანია და ლევ ფარცხალაძე. ტარიელ ვასაძე უკრაინული რადას წევრია და თან "უკრავტოს" მფლობელი. "ფოკუსმა" მისი ქონება 299 მილიონ დოლარად შეაფასა. "უკრავტო" ადგილობრივ მანქანათმშენებლობის ქარხნებს აერთიანებს, ასევე მსოფლიოში ცნობილი საავატომობილო ბრენდების წარმომადგენელია უკრაინაში, ამიტომაც ვასაძის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარსაც კი აჭარბებს.

ვასაძე ლანჩხუთის რაიონში, სოფელ სუფსაში 1947 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა. 1971 წელს კიევში საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი დაამთავრა და ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობა მიიღო. მანამდე კი სოფელ სუფსაში "ხიდმაღალას" კოლმეურნეობაში შემდუღებლად მუშაობდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ინჟინერიც იყო, უფროსი ოსტატიც, ცეხის უფროსიც, "ატეკის" დირექტორიც. ე.წ. "პერესტროიკის" შემდეგ, უკრაინის ავტომშენებლობამ კორპორაცია "უკრავტოს" ჩაუყარა საფუძველი და ვასაძე, რომელსაც მანამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, კომპანიის მართვის სადავეებთან აღმოჩნდა. დღეს, კორპორაცია "უკრავტო" უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი და იმპორტიორია. კორპორაცია რამდენიმე ათეულ საწარმოს აერთიანებს, მათ შორის როგორც ავტომშენებელ ქარხნებს, ასევე ავტოსალონებს, ტექმომსახურების ობიექტებს, ავტოგასამართ სადგურები და სადაზღვევო კომპანიებსაც კი. მის ყველაზე მსხვილ აქტივებს შორისაა ზაპოროჟიეს ავტომშენებელი ქარხანა და ავტოქარხანა პოლონეთში - FSO. სხვათა შორის, "უკრავტოს" ასეულობით სტრუქტურული ერთეული სწორედ პოლონეთში აქვს ვასაძეს. უკრაინაში კი თითქმის ორჯერ ნაკლები დაიტოვა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვასაძეს ასევე აქვს წილი კიევის სავაჭრო ქსელ "კვადრატში" და რესტორნების ქსელ "შვიდკოში".

2002 წელს ტარიელ ვასაძე უკრაინის პრემიერ-მინისტრის ანატოლი კინახის მრჩეველი იყო. ამავე წელს, პირველად გახდა უკრაინის სახალხო დეპუტატი, ხოლო 2006 და 2007 წლების არჩევნებში, უმაღლეს რადაში იულია ტიმოშენკოს საარჩევნო სიით გავიდა.

ვასაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ვაჟი ვახტანგი მამის კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სხვათა შორის, ვახტანგმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აწ გარდაცვლილი ნუგზარ გაბრიჩიძის ქალიშვილზე იქორწინა. წყვილს ერთმანეთი ვანო ჩხარტიშვილის შვილის ქორწილში გაუცვნია. ჯვარი თბილისში დაიწერეს, ახალდაქორწინებულები კი პატრიარქს დაულოცავს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია