Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ასვენებენ შვილებს ქართველი ცნობილები
სად ასვენებენ შვილებს ქართველი ცნობილები

მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კუ­რორ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის, პი­რი­ქით, ამ მხრივ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ კე­თილ­მო­წყო­ბილ გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნად ძვი­რი, რომ იმა­ვე თან­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხელ­საყ­რე­ლია ზღვის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამა თუ იმ უცხო­ურ სა­ზღვაო კუ­რორტზე ამინ­დე­ბიც მდგრა­დია, (დას­ვე­ნე­ბის დროს ცას თხოვ­ნით არ შეჰ­ყუ­რებ, არ გაწ­ვიმ­დე, ერთი კვი­რით ვარ ჩა­მო­სუ­ლი და შენი ჭი­რი­მე, დას­ვე­ნე­ბა მა­ცა­დეო) მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­ნეც მა­ღა­ლია და ფა­სებს თუ შე­ა­და­რებ, შე­იძ­ლე­ბა, აქაც უცხო­ეთ­მა გა­დას­წო­ნოს უპი­რა­ტე­სო­ბით. ბავ­შვი­ან დამ­სვე­ნე­ბელს კი უფრო მე­ტად სჭირ­დე­ბა კომ­ფორ­ტი და მა­ღა­ლი სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, სად ას­ვე­ნე­ბენ თა­ვინთ შვი­ლებს ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლე­ბი, აკ­მა­ყო­ფი­ლებთ თუ არა ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა და რო­გო­რია მათი სა­ზა­ფხუ­ლო გეგ­მე­ბი.

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე:

- ჩემი შვი­ლი ორ­ჯერ მყავ­და სა­ზღვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად. პირ­ვე­ლად 2008 წელს, ომი­ა­ნო­ბის დროს და­ემ­თხვა ჩვე­ნი წას­ვლა, დე­ი­და­ჩემ­თან კვიპ­როს­ზე, მე­ო­რედ კი 2010-ში, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სამ-სამი თვე გავ­ჩერ­დით იქ და უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი დავ­ბრუნ­დით. ბავ­შვს წა­მოს­ვლა არ უნ­დო­და. ქარ­თულ კუ­რორ­ტებ­ზეც ერ­თად დავ­დი­ვართ, მე თით­ქმის მთე­ლი ბავ­შვო­ბა რა­ჭა­ში ვის­ვე­ნებ­დი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წელს შე­იძ­ლე­ბა, რა­ჭა­ში წა­ვი­დეთ, ან აბას­თუ­მან­ში, უფრო მთა­ზე შე­ვა­ჩე­რებთ არ­ჩე­ვანს, რად­გან ჩემ­თვის ზღვა არ შე­იძ­ლე­ბა. შარ­შან კვა­რი­ათ­ში მყავ­და, მე­ნინ­გი­ტით ჩა­მო­ვე­დით იქი­დან და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი... სა­ქარ­თვე­ლო­ში ცუდი ის გვაქვს, ზღვა­ზე რომ მი­დი­ხარ, თით­ქმის ყო­ველ­თვის წვიმს. ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კო­რორ­ტე­ბი არაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ვერ ახერ­ხებს იქ დას­ვე­ნე­ბას. იმ­დე­ნად ძვი­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორ­მა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბა, იმა­ვე ფა­სად სა­ზღვარ­გა­რეთ უკეთ და­ის­ვე­ნებ. 10 დღე­ში რა თან­ხაც აქ უნდა და­ხარ­ჯო, იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ზღვარ­გა­რე­თაც შეძ­ლებ დას­ვე­ნე­ბას, თან ამინ­დიც მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბა.

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი:

- ნო­და­რი­კო კერ­ძო ბაღ­ში დამ­ყავს, რო­მელ­საც უკვე მე­სა­მე წე­ლია, ორი კვი­რით ან ერთი თვით, და­სას­ვე­ნებ­ლად ბე­თა­ნი­ას­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ ამ­ლევ­ში დაჰ­ყავს. ამას უკვე მიჩ­ვე­უ­ლია და სი­ხა­რუ­ლით იძა­ხის, სო­ფელ­ში მივ­დი­ვა­რო, თან ისე გაზ­რდი­ლი არ მყავს, უჩე­მოდ რომ ვერ ძლებ­დეს. ამ­ლე­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, აგ­ვის­ტო­ში კი ძი­რი­თა­დად ჩემს და­ქალ მა­რი­ამ­თან მივ­დი­ვართ სა­გუ­რა­მო­ში, ისიც ბავ­შვი­ა­ნია და ერ­თად კარ­გად ატა­რე­ბენ დროს. ხან­და­ხან უზ­ნე­ო­დაც ვიქ­ცე­ვი, დე­დას­თან ვტო­ვებ და 3-4 დღით გან­სატ­ვირ­თად ბა­თუმ­ში მივ­დი­ვარ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

სად ასვენებენ შვილებს ქართველი ცნობილები

სად ასვენებენ შვილებს ქართველი ცნობილები

მართალია, ჩვენი ქვეყანა კურორტების ნაკლებობას არ უჩივის, პირიქით, ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ განებივრებულები ვართ, მაგრამ კეთილმოწყობილ გათანამედროვებულ კურორტებზე დასვენება საკმაოდ ძვირია. ზოგ შემთხვევაში იმდენად ძვირი, რომ იმავე თანხით შესაძლებელია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება. ეს განსაკუთრებულად ხელსაყრელია ზღვის მოყვარულთათვის, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ამა თუ იმ უცხოურ საზღვაო კურორტზე ამინდებიც მდგრადია, (დასვენების დროს ცას თხოვნით არ შეჰყურებ, არ გაწვიმდე, ერთი კვირით ვარ ჩამოსული და შენი ჭირიმე, დასვენება მაცადეო) მომსახურების დონეც მაღალია და ფასებს თუ შეადარებ, შეიძლება, აქაც უცხოეთმა გადასწონოს უპირატესობით. ბავშვიან დამსვენებელს კი უფრო მეტად სჭირდება კომფორტი და მაღალი სახის მომსახურება. საინტერესოა, სად ასვენებენ თავინთ შვილებს ქართველი ცნობილები, აკმაყოფილებთ თუ არა ქართული რეალობა და როგორია მათი საზაფხულო გეგმები.

ლენუკა ყიფშიძე:

- ჩემი შვილი ორჯერ მყავდა საზღვარგარეთ დასასვენებლად. პირველად 2008 წელს, ომიანობის დროს დაემთხვა ჩვენი წასვლა, დეიდაჩემთან კვიპროსზე, მეორედ კი 2010-ში, ორივე შემთხვევაში სამ-სამი თვე გავჩერდით იქ და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. ბავშვს წამოსვლა არ უნდოდა. ქართულ კურორტებზეც ერთად დავდივართ, მე თითქმის მთელი ბავშვობა რაჭაში ვისვენებდი და ძალიან მიყვარს. წელს შეიძლება, რაჭაში წავიდეთ, ან აბასთუმანში, უფრო მთაზე შევაჩერებთ არჩევანს, რადგან ჩემთვის ზღვა არ შეიძლება. შარშან კვარიათში მყავდა, მენინგიტით ჩამოვედით იქიდან და არასასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი... საქართველოში ცუდი ის გვაქვს, ზღვაზე რომ მიდიხარ, თითქმის ყოველთვის წვიმს. ზოგადად, ქართული განახლებული კორორტები არაა ხელმისაწვდომი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იქ დასვენებას. იმდენად ძვირია საქართველოში ნორმალური დასვენება, იმავე ფასად საზღვარგარეთ უკეთ დაისვენებ. 10 დღეში რა თანხაც აქ უნდა დახარჯო, იმავე ღირებულებაში საზღვარგარეთაც შეძლებ დასვენებას, თან ამინდიც მეტნაკლებად გარანტირებული გექნება.

ნინუცა მაყაშვილი:

- ნოდარიკო კერძო ბაღში დამყავს, რომელსაც უკვე მესამე წელია, ორი კვირით ან ერთი თვით, დასასვენებლად ბეთანიასთან ახლომდებარე სოფელ ამლევში დაჰყავს. ამას უკვე მიჩვეულია და სიხარულით იძახის, სოფელში მივდივარო, თან ისე გაზრდილი არ მყავს, უჩემოდ რომ ვერ ძლებდეს. ამლევიდან დაბრუნების შემდეგ, აგვისტოში კი ძირითადად ჩემს დაქალ მარიამთან მივდივართ საგურამოში, ისიც ბავშვიანია და ერთად კარგად ატარებენ დროს. ხანდახან უზნეოდაც ვიქცევი, დედასთან ვტოვებ და 3-4 დღით განსატვირთად ბათუმში მივდივარ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება