პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ისვენებენ ცნობილები
როგორ ისვენებენ ცნობილები

მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი, მო­დე­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- 10 დღის წინ ჩა­მო­ვე­დი იტა­ლი­ი­დან. მე­გობ­რე­ბი მი­ლან­ში ვი­ყა­ვით და არ ვიცი, იქ გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს დას­ვე­ნე­ბა და­ვარ­ქვა თუ დაღ­ლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად კი გა­ვერ­თე, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით და­ხუნძლუ­ლი დავ­ბრუნ­დი სახ­ლში. სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის ზღვა­ზე ვის­ვე­ნებ­დი და ალ­ბათ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ზღვი­სად­მი ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვის­ვე­ნებ­დი ყველ­გან, სა­დაც არის ზღვა, მზე და გარ­თო­ბა.

- როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ხარ, ბევ­რი ტან­საც­მე­ლი მი­გაქვს?

- ყო­ველ­თვის იმის მი­ხედ­ვით ვემ­ზა­დე­ბი, თუ სად ვა­პი­რებ წას­ვლას. თუ ზღვის­პი­რეთ­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბი, ჩემს ჩე­მო­დან­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი ჭარ­ბობს, მაგ­რამ მთე­ლი გარ­დე­რო­ბი ნამ­დვი­ლად არ მი­მაქვს. უფრო მე­ტად, თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვტე­ნი ჩან­თებს (იღი­მის).

- რო­გორ დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ჩემ­თვის გარ­თო­ბაც დას­ვე­ნე­ბაა. არ მიყ­ვარს სიმ­შვი­დე; მხიბ­ლავს ხმა­უ­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი. კარ­გი დას­ვე­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სწო­რად შე­არ­ჩიო გა­რე­მო და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც აპი­რებ დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას. კარ­გია, როცა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ემ­გზავ­რე­ბი, მაგ­რამ მე და ბე­ქას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მუ­შაო დღის რე­ჟი­მი გვაქვს, არც ჩვე­ნი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი ემ­თხვე­ვა და ქა­ლაქ­გა­რეთ ერ­თად წას­ვლას რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხებთ, არ ვიცი. სა­მა­გი­ე­როდ, და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ თბი­ლი­სის სი­ცხეს შვილ­თან ერ­თად გა­ვე­რი­დე­ბი.

ქე­თე­ვან ხა­ტი­აშ­ვი­ლი, სპორ­ტსმე­ნი:

- დას­ვე­ნე­ბა ჩემ­თვის აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ი­წყე­ბა. ბა­თუმ­ში წას­ვლა გვაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რად­გან ჩემს შვილს - ანას­ტა­სი­ას ზღვა უფრო მე­ტად უყ­ვარს, ვიდ­რე მთა­ში დას­ვე­ნე­ბა და ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ა­ლი.

- თა­ვად მთას ხომ არ ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- დას­ვე­ნე­ბა ყველ­გან სა­სი­ა­მოვ­ნოა, თან - ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მთაც სა­სარ­გებ­ლოა და ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბაც. მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში, ზღვის­პი­რა ბა­ნა­კებ­ში მი­წევ­და დას­ვე­ნე­ბა, რად­გან დედა უკ­რა­ი­ნე­ლი მყავს.

- როცა ქა­ლა­ქი­დან სად­მე მი­დი­ხარ, ამის­თვის ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ, სა­გულ­და­გუ­ლოდ ემ­ზა­დე­ბი?

- შე­მიძ­ლია, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჩა­ვა­ლა­გო ჩე­მო­და­ნი და და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­დე. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ცოტა ტან­საც­მე­ლი, მაგ­რამ ბევ­რი სა­ჭი­რო ნივ­თი წა­ვი­ღო.

- გა­რუ­ჯვა გიყ­ვარს?

- ზღვა, "ზა­გა­რი"- ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამის გა­რე­შე ზა­ფხუ­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუმ­ცა, ისიც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა და ვცდი­ლობ, ზო­მი­ე­რე­ბა და­ვიც­ვა.

- შენ­თვის რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­უ­კე­თე­სოდ და­ის­ვე­ნო?

- ასეთ დროს მთა­ვა­რია, კარგ გა­რე­მო­ში მოხ­ვდე. მიყ­ვარს ოჯახ­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა... მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ზე კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ის დრო, როცა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტა­ი­ლან­დის კუნ­ძულ­ზე, პა­ტა­ი­ზე მო­მი­წია ყოფ­ნამ. იქ ბოლო სამი დღე ძა­ლი­ან მაგ­რად და­ვის­ვე­ნე. ასე­ვე, და­მა­მახ­სოვ­რდა პორ­ტუ­გა­ლი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში - პარ­ტი­მა­ო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი დღე­ე­ბი, სა­დაც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ვემ­გზავ­რე, მაგ­რამ გო­გო­ნებ­მა გარ­თო­ბა და ცოტა დას­ვე­ნე­ბაც მო­ვას­წა­რით (იცი­ნის).

ნინო მუმ­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ჯერ არ ვიცი, რო­დის და სად წა­ვალ, მაგ­რამ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვის­ვე­ნებ­დი ტა­ი­ლან­დში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გი მო­ცუ­რა­ვე არ ვარ, ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- შენი აზ­რით, რა არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ კარ­გად და­ის­ვე­ნო?

- ამა­ზე პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და ალ­ბათ, ბევ­რიც და­მე­თან­ხმე­ბა: კარგ დას­ვე­ნე­ბას ბევ­რი ფული სჭირ­დე­ბა.

- დიდი დრო გჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქა­ლა­ქი­დან გა­სამ­გზავ­რებ­ლად მო­ემ­ზა­დო?

- სამ­სა­ხურ­ში რომ მივ­დი­ვარ, მა­ში­ნაც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბი და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას თუ გა­დავ­წყვეტ, მა­შინ რას ვი­ზამ (იცი­ნის)?

- ზღვა მიყ­ვარ­სო, - ამ­ბობ. კა­ნის გა­მუ­ქე­ბას ყო­ველ წელს ცდი­ლობ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, "ზა­გა­რი"მომ­წონს. ზღვას გა­რუ­ჯუ­ლი სხე­უ­ლი უხ­დე­ბა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჯან­მრთე­ლო­ბას ვუფრ­თხილ­დე­ბი, ვცდი­ლობ, ზო­მი­ე­რე­ბა და­ვიც­ვა; არ დავ­დი­ვარ სო­ლა­რი­უმ­ში, მზეს შუ­ა­დღეს არ ვე­ფი­ცხე­ბი და ა.შ. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნის­თვის ჯან­მრთე­ლო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე კა­ნის შე­ფე­რი­ლო­ბა.

- ზა­ფხულ­ში მა­კი­აჟს, აქ­სე­სუ­ა­რებს იყე­ნებ?

- წლის ამ დროს ვცდი­ლობ, კანი და­ვას­ვე­ნო და მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბის­გან თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­კა­ვებ. პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი წელი ისე­დაც გრი­მი მის­ვია და ჩემს კანს სუნ­თქვაც ესა­ჭი­რო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­სე­სუ­ა­რებს: მათ ვერ ვე­ლე­ვი. ვფიქ­რობ, სამ­კა­უ­ლებს ყო­ველ­თვის ზო­მი­ე­რად ვა­ტა­რებ.

- აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ თუ პა­სი­უ­რის?

- თუ ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ, "მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან"რამ­დე­ნი­მე დღით გავ­დი­ვარ ხოლ­მე (იცი­ნის). ჰოდა, ეს დღე­ე­ბი მყოფ­ნის ენერ­გი­ის აღ­სად­გე­ნად, მერე კი ვცდი­ლობ, კარ­გად გა­ვერ­თო.

- დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ხომ არ გა­დაგხდე­ნია?

- რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ამ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბა­ზე ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ. თუმ­ცა, მა­შინ სა­სა­ცი­ლოდ ნამ­დვი­ლად არ მქონ­და საქ­მე. მოკ­ლედ, შარ­შან­წინ და­სას­ვე­ნებ­ლად ზღვა­ზე წა­ვე­დი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თეთ­რი "კუ­პალ­ნი­კი"მქონ­და, რო­მელ­საც პირ­ველ დღე­ებ­ში რა­ტომ­ღაც, არ ვიც­ვამ­დი. მინ­დო­და, ჯერ "ზა­გა­რი"მი­მე­ღო, რათა უფრო მეტი ეფექ­ტი ჰქო­ნო­და. ვფიქ­რობ­დი, რომ გა­რუ­ჯულ სხე­ულს ჩემი თეთ­რი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, დად­გა ნა­ნატ­რი დღეც და გა­მო­ვე­დი ჩემი თეთ­რი "კუ­პალ­ნი­კით"პლაჟ­ზე. მშვე­ნი­ე­რი ამინ­დი იყო, ზღვაც რა­ღაც­ნა­ი­რად და­წყნა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ჰოდა, შე­ვე­დი ზღვა­ში, მე­გო­ბარ­თან ერ­თად. ახალ სა­მოს­ში თავს ვი­წო­ნებ, ჭკუ­ა­ზე არ ვარ. მერე წყლი­დან ამოს­ვლა და­ვა­პი­რეთ. მე წინ მივ­დი­ვარ, უკან მე­გო­ბა­რი მომ­ყვე­ბა. ცოტა ხან­ში მეს­მის მისი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმა: "ნინო, აბა, შე­მობ­რუნ­დი". შე­მოვ­ბრუნ­დი და ჩემი მე­გობ­რის სახე რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რა­ღაც ძა­ლი­ან ცუდი ხდე­ბო­და ჩემს თავს. და­ვი­ხე­დე და გა­ვოგნ­დი: ამ ჩემს სა­ა­მა­ყო თეთრ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს წყალ­ში ფერი შე­უც­ვლია და სრუ­ლი­ად გაჭ­ვირ­ვა­ლე გამ­ხდა­რა. გე­გო­ნე­ბო­დათ, არა­ფე­რი მეც­ვა. ჰოდა, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და? არც კი მახ­სოვს, წყლი­დან რო­გორ გა­მოვ­ვარ­დი და რა­ღა­ცე­ბი შე­მო­ვიხ­ვიე (იცი­ნის)... ამ ამ­ბის შემ­დეგ ჭკუა ვის­წავ­ლე და თეთრ "კუ­პალ­ნი­კებს"აღარ ვე­კა­რე­ბი.

კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ზღვის­პი­რეთი ის ად­გი­ლია, სა­დაც ყოფ­ნა არა­სო­დეს მომ­ბეზ­რდე­ბა. ზღვა­ზე მყოფს ცუდი ამინ­დიც ვერ მი­ფუ­ჭებს ხა­სი­ათს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს გა­რუ­ჯუ­ლი სხე­უ­ლი. სხვა­თა შო­რის, უკვე მო­ვა­ხერ­ხე და ზღვა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვე­დი. მერე საქ­მე­ე­ბის გამო ჩა­მოს­ვლა მო­მიხ­და.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და­ის­ვე­ნებ­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით?

- ბრა­ზი­ლი­ა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი... სა­ერ­თოდ, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ვარ, ბევ­რი ბარ­გი მი­მაქვს, რად­გან ზღვა­ზე არას­დროს მივ­დი­ვარ ცოტა ხნით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­დღე კლუ­ბებ­სა და გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს ვერ ვი­ტან. ასეთ დროს ვცდი­ლობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დო­ზი­რე­ბუ­ლად იყოს.

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გქო­ნია?

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი დას­ვე­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ზღვა­ზე გაც­ნო­ბილ გო­გოს­თან მე­გობ­რო­ბა თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დე­გაც გა­მიგ­რძე­ლე­ბია.

ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე, სპორ­ტსმე­ნი:

- ჯერ არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, სად და­ვის­ვე­ნებ. თუმ­ცა, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ დიდხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ეს იქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი წელი, როცა შვი­ლის - ნი­ნას გა­რე­შე წა­ვალ და­სას­ვე­ნებ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი გო­გო­ნა გა­თხოვ­და და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში მი­დის. ცოტა არ იყოს გა­მი­ჭირ­და შვი­ლის გა­თხო­ვე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ გულს იმით ვიმ­შვი­დებ, რომ ნი­ნას რჩე­უ­ლი მარ­თლაც, მა­გა­რი ბი­ჭია.

- ბავ­შვო­ბა­ში სად ის­ვე­ნებ­დით?

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა კო­ჯორ­სა და წყნეთ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ახ­ლაც ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. თუმ­ცა, ზღვაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მოკ­ლედ, როცა დრო და სა­შუ­ა­ლე­ბაა, ჯერ მთა­ში მივ­დი­ვარ, შემ­დეგ ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებს ვსტუმ­რობ ხოლ­მე.

- დას­ვე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­მე­ლი­მე წე­ლი­წა­დი გა­მორ­ჩე­უ­ლი ხომ არ იყო თქვენ­თვის?

- და­სას­ვე­ნებ­ლად სა­დაც უნდა წა­ვი­დე, ყო­ველ­თვის მიმყვე­ბა გრძნო­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. მიყ­ვარს აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი მარ­ტოს, სი­წყნა­რე­ში გა­მი­ტა­რე­ბია.

- და­სას­ვე­ნებ­ლად რომ წახ­ვი­დეთ, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, წი­ნას­წარ მო­ემ­ზა­დოთ?

- ძა­ლი­ან ცოტა ხანი მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ სა­ჭი­რო ნივ­თებს მო­ვუ­ყა­რო თავი, მაგ­რამ უნდა ვი­ცო­დე, სად მივ­დი­ვარ, ვის­თან ერ­თად და რამ­დე­ნი ხნით. ახლა კი­დევ ერთხელ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი აკა­პულ­კო­ში (მე­ხი­კო­ში) და იმა­საც გიჩ­ვე­ნებ­დით, რომ ბარ­გის ჩა­ლა­გე­ბას რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ვა­ხერ­ხებ (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, როცა ზღვის­პი­რეთ­ში მივ­დი­ვარ, ძი­რი­თა­დად, რამ­დე­ნი­მე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი და წვრილ­მა­ნი ნივ­თე­ბი მი­მაქვს.

- დას­ვე­ნე­ბის დროს მა­კი­აჟს, აქ­სე­სუ­ა­რებს რა დო­ზით იყე­ნებთ?

- არა­ნა­ი­რი აქ­სე­სუ­ა­რი და მა­კი­ა­ჟი დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში! მით უმე­ტეს, თუ ნამ­ზე­უ­რი მაქვს, მა­კი­ა­ჟი არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

როგორ ისვენებენ ცნობილები

როგორ ისვენებენ ცნობილები

მანიკა ასათიანი, მოდელი, ტელეწამყვანი:

- 10 დღის წინ ჩამოვედი იტალიიდან. მეგობრები მილანში ვიყავით და არ ვიცი, იქ გატარებულ დღეებს დასვენება დავარქვა თუ დაღლა, მაგრამ ძალიან კარგად კი გავერთე, დადებითი ემოციებით დახუნძლული დავბრუნდი სახლში. საერთოდ, ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ზღვაზე ვისვენებდი და ალბათ ამან განაპირობა ზღვისადმი ჩემი სიყვარული. დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ყველგან, სადაც არის ზღვა, მზე და გართობა.

- როცა დასასვენებლად მიდიხარ, ბევრი ტანსაცმელი მიგაქვს?

- ყოველთვის იმის მიხედვით ვემზადები, თუ სად ვაპირებ წასვლას. თუ ზღვისპირეთში მივემგზავრები, ჩემს ჩემოდანში საცურაო კოსტიუმები ჭარბობს, მაგრამ მთელი გარდერობი ნამდვილად არ მიმაქვს. უფრო მეტად, თავის მოვლის საშუალებებით ვტენი ჩანთებს (იღიმის).

- როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემთვის გართობაც დასვენებაა. არ მიყვარს სიმშვიდე; მხიბლავს ხმაურიანი ადგილები. კარგი დასვენებისთვის აუცილებელია, სწორად შეარჩიო გარემო და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც აპირებ დასვენების დღეების გატარებას. კარგია, როცა ოჯახის წევრებთან ერთად მიემგზავრები, მაგრამ მე და ბექას განსხვავებული სამუშაო დღის რეჟიმი გვაქვს, არც ჩვენი დასვენების დღეები ემთხვევა და ქალაქგარეთ ერთად წასვლას რამდენად მოვახერხებთ, არ ვიცი. სამაგიეროდ, დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ თბილისის სიცხეს შვილთან ერთად გავერიდები.

ქეთევან ხატიაშვილი, სპორტსმენი:

- დასვენება ჩემთვის აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება. ბათუმში წასვლა გვაქვს გადაწყვეტილი, რადგან ჩემს შვილს - ანასტასიას ზღვა უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მთაში დასვენება და ბუნებაში ხეტიალი.

- თავად მთას ხომ არ ანიჭებ უპირატესობას?

- დასვენება ყველგან სასიამოვნოა, თან - ადამიანის ჯანმრთელობისთვის მთაც სასარგებლოა და ზღვაში ბანაობაც. მახსოვს, ბავშვობაში უკრაინაში, ზღვისპირა ბანაკებში მიწევდა დასვენება, რადგან დედა უკრაინელი მყავს.

- როცა ქალაქიდან სადმე მიდიხარ, ამისთვის ყოველთვის წინასწარ, საგულდაგულოდ ემზადები?

- შემიძლია, ნახევარ საათში ჩავალაგო ჩემოდანი და დასასვენებლად წავიდე. ყოველთვის ვცდილობ, ცოტა ტანსაცმელი, მაგრამ ბევრი საჭირო ნივთი წავიღო.

- გარუჯვა გიყვარს?

- ზღვა, "ზაგარი"- ეს ყველაფერი მართლაც, ძალიან მიყვარს, ამის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია. თუმცა, ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა არ შეიძლება და ვცდილობ, ზომიერება დავიცვა.

- შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საიმისოდ, რომ საუკეთესოდ დაისვენო?

- ასეთ დროს მთავარია, კარგ გარემოში მოხვდე. მიყვარს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად დასვენება... მაგრამ ახლა ყველაზე კარგად მახსენდება ის დრო, როცა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ტაილანდის კუნძულზე, პატაიზე მომიწია ყოფნამ. იქ ბოლო სამი დღე ძალიან მაგრად დავისვენე. ასევე, დამამახსოვრდა პორტუგალიის პატარა ქალაქში - პარტიმაოში გატარებული ულამაზესი დღეები, სადაც კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრე, მაგრამ გოგონებმა გართობა და ცოტა დასვენებაც მოვასწარით (იცინის).

ნინო მუმლაძე, მსახიობი:

- ჯერ არ ვიცი, როდის და სად წავალ, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ტაილანდში. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოცურავე არ ვარ, ზღვა ძალიან მიყვარს.

- შენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგად დაისვენო?

- ამაზე პასუხი ძალიან მარტივია და ალბათ, ბევრიც დამეთანხმება: კარგ დასვენებას ბევრი ფული სჭირდება.

- დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რომ ქალაქიდან გასამგზავრებლად მოემზადო?

- სამსახურში რომ მივდივარ, მაშინაც არაადეკვატურად დიდხანს ვემზადები და ხომ წარმოგიდგენიათ, დასასვენებლად წასვლას თუ გადავწყვეტ, მაშინ რას ვიზამ (იცინის)?

- ზღვა მიყვარსო, - ამბობ. კანის გამუქებას ყოველ წელს ცდილობ?

- რასაკვირველია, "ზაგარი"მომწონს. ზღვას გარუჯული სხეული უხდება, მაგრამ ვინაიდან ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, ვცდილობ, ზომიერება დავიცვა; არ დავდივარ სოლარიუმში, მზეს შუადღეს არ ვეფიცხები და ა.შ. ჩემი აზრით, ადამიანისთვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანის შეფერილობა.

- ზაფხულში მაკიაჟს, აქსესუარებს იყენებ?

- წლის ამ დროს ვცდილობ, კანი დავასვენო და მაკიაჟის გაკეთებისგან თავს მაქსიმალურად ვიკავებ. პროფესიიდან გამომდინარე, მთელი წელი ისედაც გრიმი მისვია და ჩემს კანს სუნთქვაც ესაჭიროება. რაც შეეხება აქსესუარებს: მათ ვერ ველევი. ვფიქრობ, სამკაულებს ყოველთვის ზომიერად ვატარებ.

- აქტიური დასვენების მოყვარული ხარ თუ პასიურის?

- თუ ძალიან გადაღლილი ვარ, "მომსახურების ზონიდან"რამდენიმე დღით გავდივარ ხოლმე (იცინის). ჰოდა, ეს დღეები მყოფნის ენერგიის აღსადგენად, მერე კი ვცდილობ, კარგად გავერთო.

- დასვენების პერიოდში რაიმე საინტერესო ხომ არ გადაგხდენია?

- რამდენად საინტერესოა, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ამბის გახსენებაზე ძალიან ვხალისობ. თუმცა, მაშინ სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე. მოკლედ, შარშანწინ დასასვენებლად ზღვაზე წავედი. ძალიან ლამაზი თეთრი "კუპალნიკი"მქონდა, რომელსაც პირველ დღეებში რატომღაც, არ ვიცვამდი. მინდოდა, ჯერ "ზაგარი"მიმეღო, რათა უფრო მეტი ეფექტი ჰქონოდა. ვფიქრობდი, რომ გარუჯულ სხეულს ჩემი თეთრი საცურაო კოსტიუმი ძალიან მოუხდებოდა. მოკლედ, დადგა ნანატრი დღეც და გამოვედი ჩემი თეთრი "კუპალნიკით"პლაჟზე. მშვენიერი ამინდი იყო, ზღვაც რაღაცნაირად დაწყნარებული გახლდათ. ჰოდა, შევედი ზღვაში, მეგობართან ერთად. ახალ სამოსში თავს ვიწონებ, ჭკუაზე არ ვარ. მერე წყლიდან ამოსვლა დავაპირეთ. მე წინ მივდივარ, უკან მეგობარი მომყვება. ცოტა ხანში მესმის მისი შეშფოთებული ხმა: "ნინო, აბა, შემობრუნდი". შემოვბრუნდი და ჩემი მეგობრის სახე რომ დავინახე, მივხვდი, რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა ჩემს თავს. დავიხედე და გავოგნდი: ამ ჩემს საამაყო თეთრ საცურაო კოსტიუმს წყალში ფერი შეუცვლია და სრულიად გაჭვირვალე გამხდარა. გეგონებოდათ, არაფერი მეცვა. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? არც კი მახსოვს, წყლიდან როგორ გამოვვარდი და რაღაცები შემოვიხვიე (იცინის)... ამ ამბის შემდეგ ჭკუა ვისწავლე და თეთრ "კუპალნიკებს"აღარ ვეკარები.

კახა კუხიანიძე, მომღერალი:

- ზღვა ძალიან მიყვარს. ზღვის­პი­რეთი ის ადგილია, სადაც ყოფნა არასოდეს მომბეზრდება. ზღვაზე მყოფს ცუდი ამინდიც ვერ მიფუჭებს ხასიათს. ასევე, ძალიან მიყვარს გარუჯული სხეული. სხვათა შორის, უკვე მოვახერხე და ზღვაზე დასასვენებლად წავედი. მერე საქმეების გამო ჩამოსვლა მომიხდა.

- რომელ ქვეყანაში დაისვენებდი სიამოვნებით?

- ბრაზილიაში სიამოვნებით წავიდოდი... საერთოდ, როცა დასასვენებლად მივდივარ, ბევრი ბარგი მიმაქვს, რადგან ზღვაზე არასდროს მივდივარ ცოტა ხნით. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ დასვენების პერიოდში ყოველდღე კლუბებსა და გასართობ ადგილებში სიარულს ვერ ვიტან. ასეთ დროს ვცდილობ, ეს ყველაფერი დოზირებულად იყოს.

- საკურორტო რომანი გქონია?

- საკურორტო რომანი დასვენების განუყოფელი ნაწილია. ყოფილა შემთხვევა, როცა ზღვაზე გაცნობილ გოგოსთან მეგობრობა თბილისში დაბრუნების შემდეგაც გამიგრძელებია.

ნანა ნებიერიძე, სპორტსმენი:

- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად დავისვენებ. თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ეს იქნები პირველი წელი, როცა შვილის - ნინას გარეშე წავალ დასასვენებლად. მოგეხსენებათ, ჩემი გოგონა გათხოვდა და მეუღლესთან ერთად, თაფლობის თვის გასატარებლად ესპანეთში მიდის. ცოტა არ იყოს გამიჭირდა შვილის გათხოვებასთან შეგუება, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ნინას რჩეული მართლაც, მაგარი ბიჭია.

- ბავშვობაში სად ისვენებდით?

- მთელი ბავშვობა კოჯორსა და წყნეთ­ში მაქვს გატარებული. ახლაც ბუნებაში დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა, ზღვაც ძალიან მიყვარს. მოკლედ, როცა დრო და საშუალებაა, ჯერ მთაში მივდივარ, შემდეგ ზღვისპირა ქალაქებს ვსტუმრობ ხოლმე.

- დასვენების თვალსაზრისით, რომელიმე წელიწადი გამორჩეული ხომ არ იყო თქვენთვის?

- დასასვენებლად სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის მიმყვება გრძნობები, ემოციები, შთაბეჭდილებები. მიყვარს აქტიური დასვენება და მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდი, როდესაც დასვენების დღეები მარტოს, სიწყნარეში გამიტარებია.

- დასასვენებლად რომ წახვიდეთ, ამისთვის აუცილებელია, წინასწარ მოემზადოთ?

- ძალიან ცოტა ხანი მჭირდება იმისთვის, რომ საჭირო ნივთებს მოვუყარო თავი, მაგრამ უნდა ვიცოდე, სად მივდივარ, ვისთან ერთად და რამდენი ხნით. ახლა კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით წავიდოდი აკაპულკოში (მეხიკოში) და იმასაც გიჩვენებდით, რომ ბარგის ჩალაგებას რამდენიმე წუთში მოვახერხებ (იცინის). საერთოდ, როცა ზღვისპირეთში მივდივარ, ძირითადად, რამდენიმე საცურაო კოსტიუმი და წვრილმანი ნივთები მიმაქვს.

- დასვენების დროს მაკიაჟს, აქსესუარებს რა დოზით იყენებთ?

- არანაირი აქსესუარი და მაკიაჟი დასვენების დღეებში! მით უმეტეს, თუ ნამზეური მაქვს, მაკიაჟი არაფერში მჭირდება.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება