პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზო რომა: ''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''
რამაზო რომა: ''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''

დი­ზა­ი­ნე­რი რა­მა­ზო რომა, იგი­ვე რა­მაზ შა­მა­ნა­უ­რი, დიდი ხა­ნია სტამ­ბოლ­ში ცხოვ­რობს. სწო­რედ თურ­ქეთ­ში აი­წყო მან კა­რი­ე­რა და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი იქა­ურ მო­დის ბიზ­ნეს­ში. ახლა თბი­ლის­შია, ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს და თან სახ­ლში რე­მონ­ტი აქვს. მისი თბი­ლი­სუ­რი ვო­ი­ა­ჟით ჩვენც ვი­სარ­გებ­ლეთ და ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. ვი­ნა­ი­დან მისი საყ­ვა­რე­ლი ია­პო­ნუ­რი სპი­ცი სი­უ­სიუ სტამ­ბოლ­შია, ფო­ტო­ე­ბი ერ­თად ვერ გა­და­ვუ­ღეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ დი­ზა­ი­ნერს ქათ­მე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს და მათ­ზე ზრუნ­ვა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ამი­ტომ რუბ­რი­კის შე­სა­ფე­რი­სი ფო­ტო­სე­სია დი­ღომ­ში, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე მო­ვა­წყვეთ.

კო­მი­კუ­რი იყო სცე­ნა დიღ­მის ბა­ზარ­ში. და­დი­ო­და რა­მა­ზო რომა წინ გა­მო­წე­უ­ლი, და­ბუშ­ტუ­ლი ტუ­ჩე­ბით და გამ­ყიდ­ვე­ლებს ეკი­თხე­ბო­და, - ქალ­ბა­ტო­ნო, ლა­მა­ზი მა­მა­ლი გყავთ, მას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა მინ­და. ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­და. ერთი, კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე გამ­ყიდ­ვე­ლი ეშხშიც კი შე­ვი­და, ეს მო­დე­ლე­ბი ფა­სი­ა­ნი­აო, გვე­უბ­ნე­ბო­და.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, ძაღ­ლე­ბი, ქათ­მე­ბი, ძრო­ხე­ბი. ბავ­შვო­ბა­ში სამი ძაღ­ლი მყავ­და. 13 წლის ვი­ყა­ვი, ჩემ­ზე მა­ღა­ლი "ავ­ჩარ­კა" რომ მო­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში, ჩანო და­ვარ­ქვი. დე­და­ჩემს შე­ე­შინ­და, დაგ­გლეჯ­სო, მე­უბ­ნე­ბო­და. ვო­რონ­ცოვ­ზე ვცხოვ­რობ­დით, კერ­ძო სახ­ლში. კი­დევ, ბევ­რი ქა­თა­მი მყავ­და.

- ქათ­მებს შენ უვ­ლი­დი?

- ჰო, აბა! ვაჭ­მევ­დი, ვა­სე­ირ­ნებ­დი, ისე­თი სა­სა­ცი­ლო ვი­ყა­ვი, ასე, მწკრივ­ში რომ და­ვა­ყე­ნებ­დი, მიმ­ყავ­და მდე­ლო­ზე და ბა­ლახს წიწ­კნიდ­ნენ. მი­ჯე­რებ­დნენ და ისე მი­ხა­რო­და, რომ მათ­ზე ვზრუ­ნავ­დი, ვერც ავ­ხსნი.

- რო­გორც ვიცი, იხ­ვე­ბი და ბა­ტე­ბი დგე­ბი­ან მწკრივ­ში, ქათ­მებს ეს რო­გორ ას­წავ­ლე?

- აი, არ ვიცი, მწკრივ­ში ვა­ყე­ნებ­დი და ნა­ხი­რი­ვით მიმ­ყავ­და სა­ბა­ლა­ხოდ. მე­ზობ­ლე­ბი შოკ­ში იყ­ვნენ.

- მა­მას­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო სახ­ლი­დან რომ წახ­ვე­დი, ძაღ­ლი ვის და­უ­ტო­ვე?

- ჩე­მებს, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ყვე­ლას, ვი­ცო­დი, არა­ფერს გა­უ­ჭირ­ვებ­დნენ. თან ხში­რად მივ­დი­ო­დი, ვნა­ხუ­ლობ­დი. ბო­ლოს და­ბერ­და ჩანო და გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მა­ლე­ვე აზერ­ბა­ი­ჯან­ში წა­ვე­დი. მა­შინ 19 წლის ვი­ყა­ვი. ერთი ზურგჩან­თით გა­ვემ­გზავ­რე, რო­მელ­შიც კა­სე­ტე­ბი მე­წყო. პრო­ფე­სი­ით ქო­რე­ოგ­რა­ფი ვარ, მა­შინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფი მყავ­და, "ექ­სტა­ზი". დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი მქონ­და, რის­კი ახ­ლაც მიყ­ვარს. ყვე­ლა­ზე მა­გარ კლუბ­ში მი­ვე­დი დი­რექ­ტორ­თან ამ ჩემი კა­სე­ტე­ბით. თა­ვი­დან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­მი­ღეს, მაგ­რამ ჩემი ჯგუ­ფის ვი­დე­ო­ე­ბი რომ ვა­ნახ­ვე, მო­ე­წო­ნათ. შევ­თა­ვა­ზე, შოუს გა­გი­კე­თებთ-მეთ­ქი და დამ­თან­ხმდნენ. წა­ვიყ­ვა­ნე ლელა წურ­წუ­მია, აჩი­კო მე­ფა­რი­ძე და გა­ვა­კე­თეთ შო­უპ­როგ­რა­მა ბა­ქო­ში. თბი­ლი­სის უშუ­ქო­ბი­სა და ნავ­თის სუ­ნის ფონ­ზე ბაქო ჩემ­თვის სა­მო­თხე იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რამაზო რომა: ''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''

რამაზო რომა: ''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''

დიზაინერი რამაზო რომა, იგივე რამაზ შამანაური, დიდი ხანია სტამბოლში ცხოვრობს. სწორედ თურქეთში აიწყო მან კარიერა და აქტიურად არის ჩართული იქაურ მოდის ბიზნესში. ახლა თბილისშია, ახალ კოლექციაზე მუშაობს და თან სახლში რემონტი აქვს. მისი თბილისური ვოიაჟით ჩვენც ვისარგებლეთ და შინაურ ცხოველებზე ვესაუბრეთ. ვინაიდან მისი საყვარელი იაპონური სპიცი სიუსიუ სტამბოლშია, ფოტოები ერთად ვერ გადავუღეთ. აღმოჩნდა, რომ დიზაინერს ქათმებიც განსაკუთრებით უყვარს და მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ რუბრიკის შესაფერისი ფოტოსესია დიღომში, შინაური ცხოველების ბაზრობაზე მოვაწყვეთ.

კომიკური იყო სცენა დიღმის ბაზარში. დადიოდა რამაზო რომა წინ გამოწეული, დაბუშტული ტუჩებით და გამყიდველებს ეკითხებოდა, - ქალბატონო, ლამაზი მამალი გყავთ, მასთან ფოტოს გადაღება მინდა. ყველა გაოგნებული გვიყურებდა. ერთი, კარგი იუმორის მქონე გამყიდველი ეშხშიც კი შევიდა, ეს მოდელები ფასიანიაო, გვეუბნებოდა.

- ძალიან მიყვარს ცხოველები, ძაღლები, ქათმები, ძროხები. ბავშვობაში სამი ძაღლი მყავდა. 13 წლის ვიყავი, ჩემზე მაღალი ''ავჩარკა'' რომ მოვიყვანე სახლში, ჩანო დავარქვი. დედაჩემს შეეშინდა, დაგგლეჯსო, მეუბნებოდა. ვორონცოვზე ვცხოვრობდით, კერძო სახლში. კიდევ, ბევრი ქათამი მყავდა.

- ქათმებს შენ უვლიდი?

- ჰო, აბა! ვაჭმევდი, ვასეირნებდი, ისეთი სასაცილო ვიყავი, ასე, მწკრივში რომ დავაყენებდი, მიმყავდა მდელოზე და ბალახს წიწკნიდნენ. მიჯერებდნენ და ისე მიხაროდა, რომ მათზე ვზრუნავდი, ვერც ავხსნი.

- როგორც ვიცი, იხვები და ბატები დგებიან მწკრივში, ქათმებს ეს როგორ ასწავლე?

- აი, არ ვიცი, მწკრივში ვაყენებდი და ნახირივით მიმყავდა საბალახოდ. მეზობლები შოკში იყვნენ.

- მამასთან უთანხმოების გამო სახლიდან რომ წახვედი, ძაღლი ვის დაუტოვე?

- ჩემებს, ძალიან უყვარდა ყველას, ვიცოდი, არაფერს გაუჭირვებდნენ. თან ხშირად მივდიოდი, ვნახულობდი. ბოლოს დაბერდა ჩანო და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. მალევე აზერბაიჯანში წავედი. მაშინ 19 წლის ვიყავი. ერთი ზურგჩანთით გავემგზავრე, რომელშიც კასეტები მეწყო. პროფესიით ქორეოგრაფი ვარ, მაშინ ძალიან პოპულარული ჯგუფი მყავდა, ''ექსტაზი''. დიდი ამბიციები მქონდა, რისკი ახლაც მიყვარს. ყველაზე მაგარ კლუბში მივედი დირექტორთან ამ ჩემი კასეტებით. თავიდან არასერიოზულად მიმიღეს, მაგრამ ჩემი ჯგუფის ვიდეოები რომ ვანახვე, მოეწონათ. შევთავაზე, შოუს გაგიკეთებთ-მეთქი და დამთანხმდნენ. წავიყვანე ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე და გავაკეთეთ შოუპროგრამა ბაქოში. თბილისის უშუქობისა და ნავთის სუნის ფონზე ბაქო ჩემთვის სამოთხე იყო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"