პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მოიპარა მამის მანქანა ნატუკა გულისაშვილმა
როდის მოიპარა მამის მანქანა ნატუკა გულისაშვილმა

მსა­ხი­ო­ბი ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­კუ­თარ მან­ქა­ნას მი­უჯ­და, მარ­თვის მოწ­მო­ბაც ამ ასაკ­ში აიღო და დღეს უკვე თა­მა­მად და­დის ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში. "იმე­დის" დი­ლის ეთე­რის კუ­ლი­ნა­რი­ის "დე­დას" მან­ქა­ნა­ში დიდი ჰამ­ბურ­გე­რი უდევს. რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს გი­გან­ტურ ჰამ­ბურ­გერს, რა­ტომ და­არ­ქვა მან­ქა­ნას "ჟო­ზე­ფი­ნა" და რა აწუ­ხებს ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად, ჩემი რეს­პონ­დენ­ტი თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- ნა­ტუ­კა, რო­დის ის­წავ­ლე მან­ქა­ნის მარ­თვა და მარ­თვის მოწ­მო­ბა რო­გორ აიღე?

- ად­რე­ულ ასაკ­ში მა­მამ მას­წავ­ლა მან­ქა­ნის მარ­თვა, მაგ­რამ მას მერე სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქო­ნია. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი იყი­დე­ბო­და, სკო­ლის ატეს­ტა­ტი და მარ­თვის მოწ­მო­ბა ერ­თდრო­უ­ლად შე­გეძ­ლო აგე­ღო. მა­შინ "ნოლ ექ­ვსი" ჰყავ­და მა­მას. ერთხელ, მო­ვი­პა­რე ეზო­დან, მა­შინ მამა უკვე აღარ იყო ცო­ცხა­ლი, მე­ზობ­ლის გო­გო­ნე­ბი ჩავ­სხი და ვა­სე­ირ­ნე.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი?

- უფ, დიდი ვი­ყა­ვი უკვე (იღი­მე­ბა), 17-18 წლის. ჩა­ვე­დით გმირ­თა მო­ე­დან­ზე, წრე და­ვარ­ტყით, რუს­თა­ველ­ზე გვინ­დო­და გავ­ლა, ცოტა ხნით ეზო­ში შე­ვი­ხე­დეთ და ვნა­ხეთ, რომ მშობ­ლებს ეზო­ში პა­ტა­რა მი­ტინ­გი ჰქონ­დათ მო­წყო­ბი­ლი, ვინ­ღა გაგ­ვიშ­ვებ­და. მა­შინ მაგ­რად და­ვი­სა­ჯე, დე­დამ დამ­ტუქ­სა და ის მან­ქა­ნა სას­წრა­ფოდ გა­ყი­და. მას მერე მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან არ ვმჯდარ­ვარ ამ ასა­კამ­დე. ჩემს სა­მე­გობ­რო­ში ყვე­ლას ჰყავ­და მან­ქა­ნა, მაგ­რამ არას­დროს მით­ქვამს, მა­თხო­ვეთ-მეთ­ქი, რად­გან მარ­თვის მოწ­მო­ბა არ მქონ­და. ეს მან­ქა­ნაც ერთი თვით ადრე ჩა­მო­მი­ვი­და, ვიდ­რე მარ­თვის მოწ­მო­ბას ავი­ღებ­დი და თუ სად­მე წას­ვლა მინ­დო­და, მე­გო­ბარს ვსვამ­დი სა­ჭეს­თან. ასე­თი კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ვარ.

- საკ­მა­ოდ გარ­თულ­და მარ­თვის პრაქ­ტი­კის ჩა­ბა­რე­ბა, ად­ვი­ლად გა­იხ­სე­ნე მარ­თვა?

- გა­ვიხ­სე­ნე, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა, რა­საც გა­მოც­და­ზე აბა­რებ, ქა­ლაქ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. ჩემი აზ­რით, პრაქ­ტი­კა უნდა ჩა­ბარ­დეს ქა­ლაქ­ში. ზო­გი­ერ­თი თე­ო­რი­უ­ლი სა­კი­თხიც გა­მო­უ­სა­დე­გა­რია, თუნ­დაც ტრამ­ვა­ის­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თბი­ლის­ში დიდი ხა­ნია, ეს ტრან­სპორ­ტი აღარ მოძ­რა­ობს.

- რა ჰქვია შენს მან­ქა­ნას?

- "ნი­სან მარ­ჩი". ქა­ლია ჩემი მან­ქა­ნა, მო­სუ­ლი ქა­ლის ფორ­მე­ბი აქვს (იცი­ნის), ჟო­ზე­ფი­ნა და­ვარ­ქვი, ფილ­მი­დან "ჯაზ­ში მხო­ლოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან". ეს ჩემი და ჩემი შვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია. ძაღლს ამ ფილ­მის ერთ-ერთი გმი­რის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით, - "დაფ­ნა", ხოლო მან­ქა­ნას მე­ო­რე გმი­რის - "ჟო­ზე­ფი­ნა".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როდის მოიპარა მამის მანქანა ნატუკა გულისაშვილმა

როდის მოიპარა მამის მანქანა ნატუკა გულისაშვილმა

მსახიობი ნატუკა გულისაშვილი რამდენიმე თვის წინ საკუთარ მანქანას მიუჯდა, მართვის მოწმობაც ამ ასაკში აიღო და დღეს უკვე თამამად დადის ქალაქის ქუჩებში. ''იმედის'' დილის ეთერის კულინარიის ''დედას'' მანქანაში დიდი ჰამბურგერი უდევს. რა დანიშნულება აქვს გიგანტურ ჰამბურგერს, რატომ დაარქვა მანქანას ''ჟოზეფინა'' და რა აწუხებს ქალაქში მოძრაობისას ყველაზე მეტად, ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ნატუკა, როდის ისწავლე მანქანის მართვა და მართვის მოწმობა როგორ აიღე?

- ადრეულ ასაკში მამამ მასწავლა მანქანის მართვა, მაგრამ მას მერე საჭესთან დაჯდომის საშუალება არ მქონია. ეს ის პერიოდია, როცა მართვის მოწმობები იყიდებოდა, სკოლის ატესტატი და მართვის მოწმობა ერთდროულად შეგეძლო აგეღო. მაშინ ''ნოლ ექვსი'' ჰყავდა მამას. ერთხელ, მოვიპარე ეზოდან, მაშინ მამა უკვე აღარ იყო ცოცხალი, მეზობლის გოგონები ჩავსხი და ვასეირნე.

- რამდენი წლის იყავი?

- უფ, დიდი ვიყავი უკვე (იღიმება), 17-18 წლის. ჩავედით გმირთა მოედანზე, წრე დავარტყით, რუსთაველზე გვინდოდა გავლა, ცოტა ხნით ეზოში შევიხედეთ და ვნახეთ, რომ მშობლებს ეზოში პატარა მიტინგი ჰქონდათ მოწყობილი, ვინღა გაგვიშვებდა. მაშინ მაგრად დავისაჯე, დედამ დამტუქსა და ის მანქანა სასწრაფოდ გაყიდა. მას მერე მანქანის საჭესთან არ ვმჯდარვარ ამ ასაკამდე. ჩემს სამეგობროში ყველას ჰყავდა მანქანა, მაგრამ არასდროს მითქვამს, მათხოვეთ-მეთქი, რადგან მართვის მოწმობა არ მქონდა. ეს მანქანაც ერთი თვით ადრე ჩამომივიდა, ვიდრე მართვის მოწმობას ავიღებდი და თუ სადმე წასვლა მინდოდა, მეგობარს ვსვამდი საჭესთან. ასეთი კანონმორჩილი ვარ.

- საკმაოდ გართულდა მართვის პრაქტიკის ჩაბარება, ადვილად გაიხსენე მართვა?

- გავიხსენე, თუმცა პრაქტიკა, რასაც გამოცდაზე აბარებ, ქალაქში აბსოლუტურად გამოუსადეგარია. ჩემი აზრით, პრაქტიკა უნდა ჩაბარდეს ქალაქში. ზოგიერთი თეორიული საკითხიც გამოუსადეგარია, თუნდაც ტრამვაისთან მიმართებაში, თბილისში დიდი ხანია, ეს ტრანსპორტი აღარ მოძრაობს.

- რა ჰქვია შენს მანქანას?

- ''ნისან მარჩი''. ქალია ჩემი მანქანა, მოსული ქალის ფორმები აქვს (იცინის), ჟოზეფინა დავარქვი, ფილმიდან ''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან''. ეს ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ფილმია. ძაღლს ამ ფილმის ერთ-ერთი გმირის სახელი დავარქვით, - ''დაფნა'', ხოლო მანქანას მეორე გმირის - ''ჟოზეფინა''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება