სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეის თამაში მაგრად მევასება"
"გეის თამაში მაგრად მევასება"

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნიკა ქა­ცა­რი­ძე საგ­რი­მი­ო­რო­ში ლე­ვან ხურ­ცი­ა­სა და ბაჩო ჩა­ჩი­ბა­ი­ას­თან ერ­თად არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. თი­თო­ე­ულს თა­ვის მა­გი­დას­თან მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი პა­ტა­რა სამ­ყა­რო აქვს მო­წყო­ბი­ლი. ნი­კას სარ­კეს­თან, სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, წიგ­ნე­ბიც აწყვია. იქვე კე­დელ­ზე ბუ­ნე­ბის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი­სა და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე ლა­მაზ­მა­ნის ფოტო გა­უკ­რავს. სულ ზე­ვი­დან კი ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო, "ოს­კა­რი" გად­მოგ­ცქე­რის...

- ნიკა, 2005 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხარ. შემ­დეგ იყო "იმედ­ზე" "შუა ქა­ლაქ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ამი­რა­ნის როლი. რო­გორ გაგ­რძელ­და შენი და "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის"თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- ამ სტუ­დი­ას­თან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. "შუა ქა­ლაქ­შის"მერე იყო სე­რი­ა­ლი "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი", რომ­ლის 6 სე­რი­ა­ში ვი­თა­მა­შე, ტაქ­სისტ ზაზა ურუ­შა­ძის როლი მქონ­და. კაი ტიპი იყო, მომ­წონ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად იყო ანეკ­დო­ტე­ბი, რო­მელ­მაც "იმე­დი­დან""მა­ესტრო­ზე"გა­და­ი­ნაც­ვლა.

- ანეკ­დო­ტებს რო­გორ არ­ჩე­ვენ?

- ანეკ­დო­ტე­ბი უნდა ჩაჯ­დეს ზრდი­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და და­ცუ­ლია ცენ­ზუ­რა. ხუმ­რო­ბე­ბი ოჯა­ხურ თე­მებ­ზეა, ხან სა­თევ­ზაო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ხან იდი­ო­ტი ქმრის როლი მაქვს, ხა­ნაც სუფ­თა გრუ­ზი­ნი ვარ - რეს­ტო­რა­ნა კაცი. ზოგ­ჯერ გლე­ხი ვარ, ზოგ­ჯერ - მუშა, ხან "ტა­კოი სვეტსკი"ტიპი, ხან კა­ცო­ია და ხა­ნაც ქა­ლო­ია. სხვა­დახ­ვა პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მი­წევს და ეს მომ­წონს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი როლი მოგ­წონს?

- აი, გეის თა­მა­ში მაგ­რად მე­ვა­სე­ბა (იღი­მის).

- ამას სა­თა­უ­რად გა­მო­გი­ტან. რი­თია ეს როლი შენ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სო?

- ჰო, ნუ, ეს უნდა ითა­მა­შო. აი, რო­გო­რე­ბი არი­ან, ტო... და ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ უნდა იყო ასე­თი.

- ანუ მა­მა­კაცს რა­ტომ უნდა გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს კაცი და არა ქალი?

- ჰო, ჰო, აი, ეგ. ნა­ზე­ბი არი­ან, მა­ნე­რე­ბი აქვთ რა­ღაც­ნა­ი­რი, ვი­თომ თბი­ლე­ბი, ქა­ჩა­ჩუ­ნე­ბი. გა­და­ღე­ბას რომ ვამ­თავ­რებთ და ის­მის "სტოპ", უცებ ვფიქ­რობ ხოლ­მე, ვაჰ, რა­ტომ ხარ ასე­თი?! ესეც სა­ინ­ტე­რე­სოა და ვთა­მა­შობ. სცე­ნა­რის­ტე­ბი თა­ვი­სას წე­რენ, მაგ­რამ სი­უ­ჟე­ტი შენ უნდა გა­ა­ცო­ცხლო. სულ ვამ­ბობ, რომ რაც უნდა კარ­გი სცე­ნა­რი და­წე­რო, მა­ინც მთა­ვა­რია, მსა­ხი­ობ­მა კარ­გად ითა­მა­შოს. არ ვიცი, რამ­დე­ნად გა­მომ­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გად გა­მომ­დის, თო­რემ ამ­დენ ხანს არ დამ­ტო­ვებ­დნენ ამ პრო­ექ­ტში. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს რამე დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, მაგ­რამ იქ მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა იმ მხრი­ვაც, რომ ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა.

- ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით რა ცვლი­ლე­ბებს ატყობ თავს?

- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და და უფრო მე­ტის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს. სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რწმე­ნა გა­მიჩ­ნდა. სა­შუ­ა­ლო ნამ­დვი­ლად არ მინ­და ვიყო. ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის მი­ზა­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი გავ­ხდე. თან, ვერ ვძლებ თე­ატ­რის გა­რე­შე. დღეს დი­ლას რომ ავ­დე­ქი და სახ­ლი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად მო­ვემ­ზა­დე, დე­და­ჩემ­მა მკი­თხა, სად მი­დი­ხა­რო. თე­ატ­რში-მეთ­ქი. რა გინ­და, დღეს რე­პე­ტი­ცია ხომ არ გაქ­ვსო. იცი, არ მაქვს, მაგ­რამ მა­ინც თე­ატ­რში მინ­და-მეთ­ქი. აქ კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. მიყ­ვარს ჩემ­თვის მარ­ტო, საგ­რი­მი­ო­რო­ში ყოფ­ნა. უფრო მეტი ფიქ­რი და­ვი­წყე. სი­სუ­ლე­ლეა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს "ტაკ პროს­ტა", ასე არ არის, სულ ფიქ­რი გჭირ­დე­ბა. რაც მეტს ფიქ­რობ, როლი მით უფრო კარ­გი გა­მო­დის. ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო, ყვე­ლა­ფე­რი შრო­მაა.

- ფიქ­რთან ერ­თად, მსა­ხი­ობს კი­თხვაც სჭირ­დე­ბა, რას კი­თხუ­ლობ?

- საგ­რი­მი­ო­რო­ში რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი მაქვს, ორიც სახ­ლში დავ­ტო­ვე. აქ მაქვს ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლის "მთა­ვა­რი გამ­თა­მა­შე­ბე­ლი", პე­რი­ო­დუ­ლად ვკი­თხუ­ლობ აკა­კი გე­ლო­ვა­ნის "სიბ­რძნის სიმ­ფო­ნი­ას", რო­მელ­შიც შე­დის ყვე­ლა მა­გა­რი ადა­მი­ა­ნის რჩე­უ­ლი აზ­რე­ბი და აფო­რიზ­მე­ბი. ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ვინ­ტე­რეს­დი ეზო­თე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით, ფსი­ქო­ლო­გი­ით.

- ასაკ­მა მო­ი­ტა­ნა?

- ჰო, ასა­კი ითხოვს, გინ­და. გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, სამ­ყა­რო და ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო კარ­გად შე­იც­ნო. მინ­და, ბუ­ნე­ბის ყვე­ლა ჯა­დოქ­რო­ბას ჩა­ვუღ­რმავ­დე.

- სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ნე­ბა­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას იმედ­გაც­რუ­ე­ბის­კენ ხომ არ მიჰ­ყავ­ხარ?

- არა. მერე რა, თუ ვი­ღა­ცამ "გა­მი­მა­ზა"და ცუდი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, წა­ვალ, გა­ვივ­ლი და კარ­გი შემ­ხვდე­ბა. მე ამის არ მე­ში­ნია. სა­ერ­თოდ, არაფ­რის მე­ში­ნია - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მარ­ტო სიკ­ვდი­ლის, მაგ­რამ ვიცი - ადრე თუ გვი­ან მოვ­კვდე­ბი და ამა­ზე ფიქ­რი სი­სუ­ლე­ლეა. იმედ­გაც­რუ­ე­ბა ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­შია, ცუდი ადა­მი­ა­ნის მეტი რა არის, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს, ასე­თებ­ში რამე კარ­გი არ იყოს. ამის და­ნახ­ვას ნიჭი უნდა. ბევ­რი ცუდი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ უცებ ისე­თი საქ­ცი­ე­ლი ჩა­უ­დე­ნია, რომ გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლა.

- ადრე გით­ქვამს, რომ სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ გიყ­ვარს სად­მე ბარ­ში გან­მარ­ტო­ე­ბა, და­ლე­ვა, თუ წვიმს და იქი­დან გა­მო­სულს გა­ხუ­რე­ბულ შუბ­ლზე ცივი წვე­თი და­გე­ცე­მა, ხომ სა­ერ­თოდ... ეს დღემ­დე გრძელ­დე­ბა?

- ჰო, მიყ­ვარს, ხო­ში­ა­ნია, ძა­ლი­ან მა­გა­რი. ჩემი საქ­მე უფრო მე­ტად შე­მიყ­ვარ­და. ნელ-ნელა მეც შევ­დი­ვარ იმ სამ­ყა­რო­ში, რა­საც მსა­ხი­ო­ბო­ბის ოს­ტა­ტო­ბა, პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რი და გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქვია. გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რამე ძა­ლი­ან რთულს შე­ვე­ჭი­დო. ძა­ლი­ან რაც მინ­დო­და, სპექ­ტაკლში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი სამი-ოთხი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო რე­პერ­ტუ­არ­ში აღარ არის. ახლა ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ უსე­რი­ო­ზუ­ლეს როლ­ზე. უბ­რა­ლოდ, ვერ გე­ტყვი, ვინ დგამს და სად.

იხი­ლეთ ვრცლად

"გეის თამაში მაგრად მევასება"

"გეის თამაში მაგრად მევასება"

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე საგრიმიოროში ლევან ხურციასა და ბაჩო ჩაჩიბაიასთან ერთად არის განაწილებული. თითოეულს თავის მაგიდასთან მისთვის კომფორტული პატარა სამყარო აქვს მოწყობილი. ნიკას სარკესთან, სხვა ნივთებთან ერთად, წიგნებიც აწყვია. იქვე კედელზე ბუნების ულამაზესი ხედებისა და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ლამაზმანის ფოტო გაუკრავს. სულ ზევიდან კი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ''ოსკარი'' გადმოგცქერის...

- ნიკა, 2005 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ. შემდეგ იყო ''იმედზე'' ''შუა ქალაქში'' შესრულებული ამირანის როლი. როგორ გაგრძელდა შენი და ''ღამის შოუს სტუდიის''თანამშრომლობა?

- ამ სტუდიასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ''შუა ქალაქშის''მერე იყო სერიალი ''ჩვენი ამბავი'', რომლის 6 სერიაში ვითამაშე, ტაქსისტ ზაზა ურუშაძის როლი მქონდა. კაი ტიპი იყო, მომწონდა. პარალელურად იყო ანეკდოტები, რომელმაც ''იმედიდან''''მაესტროზე''გადაინაცვლა.

- ანეკდოტებს როგორ არჩევენ?

- ანეკდოტები უნდა ჩაჯდეს ზრდილობის ფარგლებში და დაცულია ცენზურა. ხუმრობები ოჯახურ თემებზეა, ხან სათევზაო სიტუაციაზე, ხან იდიოტი ქმრის როლი მაქვს, ხანაც სუფთა გრუზინი ვარ - რესტორანა კაცი. ზოგჯერ გლეხი ვარ, ზოგჯერ - მუშა, ხან ''ტაკოი სვეტსკი''ტიპი, ხან კაცოია და ხანაც ქალოია. სხვადახვა პერსონაჟის განსახიერება მიწევს და ეს მომწონს.

- ყველაზე მეტად რომელი როლი მოგწონს?

- აი, გეის თამაში მაგრად მევასება (იღიმის).

- ამას სათაურად გამოგიტან. რითია ეს როლი შენთვის, როგორც მსახიობისთვის, საინტერესო?

- ჰო, ნუ, ეს უნდა ითამაშო. აი, როგორები არიან, ტო... და ვერ ვხვდები, როგორ უნდა იყო ასეთი.

- ანუ მამაკაცს რატომ უნდა გაინტერესებდეს კაცი და არა ქალი?

- ჰო, ჰო, აი, ეგ. ნაზები არიან, მანერები აქვთ რაღაცნაირი, ვითომ თბილები, ქაჩაჩუნები. გადაღებას რომ ვამთავრებთ და ისმის ''სტოპ'', უცებ ვფიქრობ ხოლმე, ვაჰ, რატომ ხარ ასეთი?! ესეც საინტერესოა და ვთამაშობ. სცენარისტები თავისას წერენ, მაგრამ სიუჟეტი შენ უნდა გააცოცხლო. სულ ვამბობ, რომ რაც უნდა კარგი სცენარი დაწერო, მაინც მთავარია, მსახიობმა კარგად ითამაშოს. არ ვიცი, რამდენად გამომდის ეს ყველაფერი, მაგრამ ამბობენ, რომ კარგად გამომდის, თორემ ამდენ ხანს არ დამტოვებდნენ ამ პროექტში. ვერ ვიტყვი, რომ ეს რამე დიდი შემოქმედებითი პროცესია, მაგრამ იქ მუშაობა ჩემთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ფინანსური დაინტერესებაა.

- ამ წლების განმავლობაში პროფესიული თვალსაზრისით რა ცვლილებებს ატყობ თავს?

- პასუხისმგებლობა გაიზარდა და უფრო მეტის კეთების სურვილი მაქვს. საკუთარი თავის მიმართ რწმენა გამიჩნდა. საშუალო ნამდვილად არ მინდა ვიყო. ჩემი, როგორც მსახიობის მიზანია, რომ ყველაზე მაგარი გავხდე. თან, ვერ ვძლებ თეატრის გარეშე. დღეს დილას რომ ავდექი და სახლიდან გამოსასვლელად მოვემზადე, დედაჩემმა მკითხა, სად მიდიხარო. თეატრში-მეთქი. რა გინდა, დღეს რეპეტიცია ხომ არ გაქვსო. იცი, არ მაქვს, მაგრამ მაინც თეატრში მინდა-მეთქი. აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს. მიყვარს ჩემთვის მარტო, საგრიმიოროში ყოფნა. უფრო მეტი ფიქრი დავიწყე. სისულელეა, როცა ამბობენ, რომ მსახიობი თამაშობს ''ტაკ პროსტა'', ასე არ არის, სულ ფიქრი გჭირდება. რაც მეტს ფიქრობ, როლი მით უფრო კარგი გამოდის. ბევრი შრომაა საჭირო, ყველაფერი შრომაა.

- ფიქრთან ერთად, მსახიობს კითხვაც სჭირდება, რას კითხულობ?

- საგრიმიოროში რამდენიმე წიგნი მაქვს, ორიც სახლში დავტოვე. აქ მაქვს ბესიკ ხარანაულის ''მთავარი გამთამაშებელი'', პერიოდულად ვკითხულობ აკაკი გელოვანის ''სიბრძნის სიმფონიას'', რომელშიც შედის ყველა მაგარი ადამიანის რჩეული აზრები და აფორიზმები. ბოლო პერიოდში დავინტერესდი ეზოთერიკული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით.

- ასაკმა მოიტანა?

- ჰო, ასაკი ითხოვს, გინდა. გიჩნდება სურვილი, სამყარო და ადამიანები უფრო კარგად შეიცნო. მინდა, ბუნების ყველა ჯადოქრობას ჩავუღრმავდე.

- სამყაროსა და ადამიანების ბუნებაში ჩაღრმავებას იმედგაცრუებისკენ ხომ არ მიჰყავხარ?

- არა. მერე რა, თუ ვიღაცამ ''გამიმაზა''და ცუდი ადამიანი აღმოჩნდა, წავალ, გავივლი და კარგი შემხვდება. მე ამის არ მეშინია. საერთოდ, არაფრის მეშინია - შეიძლება ითქვას, მარტო სიკვდილის, მაგრამ ვიცი - ადრე თუ გვიან მოვკვდები და ამაზე ფიქრი სისულელეა. იმედგაცრუება ყველას ცხოვრებაშია, ცუდი ადამიანის მეტი რა არის, მაგრამ არ არსებობს, ასეთებში რამე კარგი არ იყოს. ამის დანახვას ნიჭი უნდა. ბევრი ცუდი ადამიანი მინახავს, მაგრამ უცებ ისეთი საქციელი ჩაუდენია, რომ გაბრწყინებულა.

- ადრე გითქვამს, რომ სპექტაკლის შემდეგ გიყვარს სადმე ბარში განმარტოება, დალევა, თუ წვიმს და იქიდან გამოსულს გახურებულ შუბლზე ცივი წვეთი დაგეცემა, ხომ საერთოდ... ეს დღემდე გრძელდება?

- ჰო, მიყვარს, ხოშიანია, ძალიან მაგარი. ჩემი საქმე უფრო მეტად შემიყვარდა. ნელ-ნელა მეც შევდივარ იმ სამყაროში, რასაც მსახიობობის ოსტატობა, პროფესიაზე ფიქრი და გამოცდილება ჰქვია. გამიჩნდა სურვილი, რამე ძალიან რთულს შევეჭიდო. ძალიან რაც მინდოდა, სპექტაკლში ვარ დაკავებული. დანარჩენი სამი-ოთხი სხვადასხვა მიზეზის გამო რეპერტუარში აღარ არის. ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ უსერიოზულეს როლზე. უბრალოდ, ვერ გეტყვი, ვინ დგამს და სად.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია