პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაბუნია სტეფანეს ეპრანჭება"
"გაბუნია სტეფანეს ეპრანჭება"

მხი­ა­რულ, ენერ­გი­ულ მსა­ხი­ობ­სა და რა­დი­ო­წამ­ყვანს - ნინო შავ­გუ­ლი­ძეს ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბით იც­ნობს. ახ­ლა­ხან ნი­ნომ ანრი ჯო­ხა­ძის კლიპ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი ეფექ­ტუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- კლი­პი ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­ვი­ღეთ: თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ი­დან "მომხსნეს", გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­მიყ­ვა­ნეს, 1 სა­ათ­ში გა­და­მი­ღეს და ისევ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­მაბ­რუ­ნეს. სხვა კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სო­დეს მი­მი­ღია. ან­რის­თან ვმე­გობ­რობ. მან მთხო­ვა, - ასე­თი პერ­სო­ნა­ჟის "გა­კე­თე­ბა" მინ­და და იქ­ნებ და­მეხ­მა­როო.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა როლ­მა არ გა­გაკ­ვირ­ვა?

- არა. ანრი სპექ­ტაკ­ლებს ეს­წრე­ბა ხოლ­მე და ალ­ბათ, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ იცო­და.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ?

- სმარ­ტფონ­მა და "ფე­ის­ბუ­კის" მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა აპ­ლი­კა­ცი­ებ­მა "დამ­ღუ­პა": სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გავ­ხდი. შე­მიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას ქსე­ლი ჩარ­თუ­ლი მქონ­დეს. თუმ­ცა, ისე არ გა­მი­გოთ, თით­ქოს გა­მუდ­მე­ბით კომ­პი­უ­ტერ­თან ვზი­ვარ ან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ვუ­კირ­კი­ტებ, ამის­თვის არც მცა­ლია და თან, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია მხო­ლოდ მა­შინ, როცა დო­ზი­რე­ბუ­ლია.

- პირ­ვე­ლად რო­დის და რო­მელ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრირ­დი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 2006 წელს, "მა­ის­პე­ის­ზე" დავ­რე­გის­ტრირ­დი. ამ­ჟა­მად "ფე­ის­ბუკ­ზე" ვაქ­ტი­უ­რობ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენს ყუ­რა­დღე­ბას რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია იპყრობს?

- ახალ ამ­ბებს ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, პო­ლი­ტი­კა­ში "გა­და­ვარ­დნი­ლი" ვარ. როცა ტე­ლე­ვი­ზორ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის ნახ­ვას ვერ ვას­წრებ, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სო­ცი­ა­ლურ ქსელს ვსტუმ­რობ. ასე­ვე, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გა­ზი­ა­რე­ბულ სხვა­დას­ხვა სი­ახ­ლეს ვეც­ნო­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ადრე გა­გო­ნი­ლიც არ მქონ­და. ჩემს ყუ­რა­დღე­ბას სა­სურ­ვე­ლი მუ­სი­კაც იპყრობს... მოკ­ლედ, "ფე­ის­ბუ­კით" უამ­რავ სი­ახ­ლეს ვი­გებ.

- პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის სტა­ტუ­სებს თუ წერ?

- არა­სო­დეს. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლას "თა­ვი­სი სი­მარ­თლე" აქვს. მე ვიცი, "ჩემი სი­მარ­თლე" რაც არის, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს გამ­ჩე­ნია.

- ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან მჯდომს "ფე­ის­ბუ­კით" გი­სარ­გებ­ლია?

- იშ­ვი­ა­თად.

- რა უნდა მოხ­დეს, რომ ასე მო­იქ­ცე?

- დიდ "სა­ცობ­ში" უნდა "გა­ვი­ჭე­დო". ასეთ დროს, უსაქ­მუ­რო­ბის გამო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "შევ­ძვრე­ბი" და რა­ღა­ცებს თვალს გა­და­ვავ­ლებ.

- შენი სა­ხე­ლო­ბის "ფე­იჯ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "პოს­ტებს" ეც­ნო­ბი?

- კი. ასე­თი გვერ­დე­ბი ჩემ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა პა­ტა­რა მე­გობ­რებ­მა შექ­მნეს. თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მათ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ძა­ლი­ან გულ­თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და "ფე­იჯ­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბას მთხო­ვენ.

- უც­ნო­ბებს იმე­გობ­რებ და ეკონ­ტაქ­ტე­ბი?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას ვი­მე­გობ­რებ - და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს. "სა­მე­გობ­რო­ში" რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გყავს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის "ნი­უს­ფი­დი" უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, უფრო მეტ სი­ახ­ლეს იგებ... როცა უცხო­ე­ბი მწე­რენ და ჩემ მი­მართ სიმ­პა­თი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ, არ არ­სე­ბობს, მათ არ ვუ­პა­სუ­ხო. ადა­მი­ანს გულ­თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის მად­ლო­ბა რა უფ­ლე­ბით არ გა­და­ვუ­ხა­დო?

- "ფრენდმა" ისე­თი რა უნდა და­წე­როს, რომ ის მე­გობ­რე­ბის სი­ი­დან წა­შა­ლო?

- მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არა­სო­დეს მქო­ნია. სხვი­სი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა ვის­წავ­ლოთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად ვერ იაზ­როვ­ნებს; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი ვართ და უფ­ლე­ბა გვაქვს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჩვენს პი­რად გვერ­დზე ის დავ­წე­როთ, რაც გვსურს.

- რო­მან­ტი­კულ წე­რი­ლებს გიგ­ზავ­ნი­ან?

- არა.

- გვა­ტყუ­ებ?

- (იცი­ნის) არა. სიმ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვას "რო­მან­ტი­კულ წე­რილს" ვერ და­ვარ­ქმევ. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნე­ბი მწე­რენ, რომ ჩემი "სკეტ­ჩე­ბი" მოს­წონთ, მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ...

- ვინ­მეს­თან ინ­ტერ­ნეტ­ნაც­ნო­ბო­ბა რე­ა­ლურ მე­გობ­რო­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლა?

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სე­რი­ა­ლის - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ჩა­წე­რა­ზე მო­სუ­ლა და უთ­ქვამს: ის ვარ, "ფე­ის­ბუკ­ზე" რომ გწერ­დი­თო.

- როცა სე­რი­ა­ლი - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" გა­დი­ო­და, მიკი (მი­რი­ან) ჯე­ჯე­ლა­ვა "ფე­ის­ბუკ­ზე" გწერ­და, - ისე არა­სო­დეს მო­გექ­ცე­ვი, რო­გორც გი­ორ­გი თა­მუ­ნას მო­ექ­ცაო. რას გუ­ლის­ხმობ­და? რო­მა­ნი გაქვთ?

- მე და მიკი დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ რა­ღაც "სხვა­ნა­ი­რი" ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ასე არ არის.

- თუკი მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ხართ, მი­კიმ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბას რა­ტომ შე­ა­და­რა?

- იმი­ტომ, რომ ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი ვი­ყა­ვით და ერ­თმა­ნეთს ხუმ­რო­ბით ასე მივ­მარ­თავ­დით: "ქმა­რო", "ცოლო"...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- არა.

- "სელ­ფო­მა­ნი­ით" "შე­პყრო­ბი­ლი" ხომ არ ხარ?

- არა! ერთხელ "სელ­ფი" რომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, მე­ო­რე დღეს მთელ­მა სა­მე­გობ­რომ მომ­წე­რა, - ნინო, შენც და­ი­წყე? სელ­ფი "ფე­ის­ბუ­კი­დან" ახ­ლა­ვე მო­ა­შო­რეო! გა­დავ­წყვი­ტე, რომ "სელფ­შო­ტე­ბი" სა­ერ­თოდ აღარ გა­და­მე­ღო (იცი­ნის). ისე, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ყო­ველ­თვის მე­ზა­რე­ბა - მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად ვიმ­ყო­ფე­ბი. ხომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებს სუ­რა­თებს უღე­ბენ? პი­რა­დად მე, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას ყო­ველ­თვის სა­ნა­ხა­ო­ბით ტკბო­ბა მირ­ჩევ­ნია.

- ინ­ტერ­ნეტ­ში შენს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და სა­ერ­თოდ, შენ შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კო­მენ­ტა­რებს კი­თხუ­ლობ?

- რა თქმა უნდა. ახ­ლაც, TV11-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერდს ხში­რად ვათ­ვა­ლი­ე­რებ და გა­და­ცე­მი­სა თუ "სკეტ­ჩე­ბის" შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რებს ვეც­ნო­ბი.

- ძი­რი­თა­დად, რო­გო­რი შე­ფა­სე­ბა ჭარ­ბობს?

- კარ­გი (იცი­ნის), მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბიც მხვდე­ბა. ყვე­ლა "კრი­ტი­კო­სი" გახ­და, ერ­თმა­ნეთს ლან­ძღა­ვენ... ახლა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ქო­ნაა მო­და­ში. ადა­მი­ანს რომც ეთან­ხმე­ბოდ­ნენ, მა­ინც სხვა რა­ღაც უნდა და­წე­რონ. ეს ცოტა არ იყოს, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

- ამას წი­ნათ შენი "პოს­ტი" ვნა­ხე: გე­წე­რა, - გი­ორ­გი გა­ბუ­ნია სტე­ფა­ნეს ეპ­რან­ჭე­ბაო. რას გუ­ლის­ხმობ­დი?

- ვა­ი­მე!.. აი, ამი­ტო­მაც არის, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი უნდა და­წე­რო (იცი­ნის)... უბ­რა­ლოდ, ერთ-ერთ გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რებ­დი. სა­სა­ცი­ლო დუ­ე­ტი იყო, მაგ­რამ ალ­ბათ ეს შოუს ნა­წი­ლი გახ­ლდათ. სხვი­სი არ ვიცი, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სე. ჰოდა, ის "პოს­ტი" ხუმ­რო­ბით დავ­წე­რე. ორი­ვეს დიდ პა­ტივს ვცემ, მა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

- შენს გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე "ლა­ი­ქე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა მოქ­მე­დებს?

- რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა "ლა­ი­ქე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია. ალ­ბათ ეს ყვე­ლა ადა­მი­ანს ახა­რებს.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"გაბუნია სტეფანეს ეპრანჭება"

"გაბუნია სტეფანეს ეპრანჭება"

მხიარულ, ენერგიულ მსახიობსა და რადიოწამყვანს - ნინო შავგულიძეს ტელემაყურებელი კომედიური როლებით იცნობს. ახლახან ნინომ ანრი ჯოხაძის კლიპში ძალადობის მსხვერპლი ქალი ეფექტურად განასახიერა.

- კლიპი ექსტრემალურ სიტუაციაში გადავიღეთ: თეატრში რეპეტიციიდან "მომხსნეს", გადასაღებ მოედანზე მიმიყვანეს, 1 საათში გადამიღეს და ისევ რეპეტიციაზე დამაბრუნეს. სხვა კლიპში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. ანრისთან ვმეგობრობ. მან მთხოვა, - ასეთი პერსონაჟის "გაკეთება" მინდა და იქნებ დამეხმაროო.

- შემოთავაზებულმა როლმა არ გაგაკვირვა?

- არა. ანრი სპექტაკლებს ესწრება ხოლმე და ალბათ, ჩემი შესაძლებლობების შესახებ იცოდა.

- სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ?

- სმარტფონმა და "ფეისბუკის" მიერ შემოთავაზებულმა აპლიკაციებმა "დამღუპა": სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გავხდი. შემიძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ქსელი ჩართული მქონდეს. თუმცა, ისე არ გამიგოთ, თითქოს გამუდმებით კომპიუტერთან ვზივარ ან მობილურ ტელეფონს ვუკირკიტებ, ამისთვის არც მცალია და თან, ვფიქრობ, ყველაფერი კარგია მხოლოდ მაშინ, როცა დოზირებულია.

- პირველად როდის და რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?

- დაახლოებით 2006 წელს, "მაისპეისზე" დავრეგისტრირდი. ამჟამად "ფეისბუკზე" ვაქტიურობ.

- სოციალურ ქსელში შენს ყურადღებას რა სახის ინფორმაცია იპყრობს?

- ახალ ამბებს ვადევნებ თვალ­ყურს, პოლიტიკაში "გადავარდნილი" ვარ. როცა ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვების ნახვას ვერ ვასწრებ, საჭირო ინფორმაციის მისაღებად სოციალურ ქსელს ვსტუმრობ. ასევე, ჩემთვის საინტერესო ადამიანების მიერ გაზიარებულ სხვადასხვა სიახლეს ვეცნობი, რომელიც შესაძლოა, ადრე გაგონილიც არ მქონდა. ჩემს ყურადღებას სასურველი მუსიკაც იპყრობს... მოკლედ, "ფეისბუკით" უამრავ სიახლეს ვიგებ.

- პოლიტიკური შინაარსის სტატუსებს თუ წერ?

- არასოდეს. მიმაჩნია, რომ ყველას "თავისი სიმართლე" აქვს. მე ვიცი, "ჩემი სიმართლე" რაც არის, მაგრამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერის სურვილი არასოდეს გამჩენია.

- ავტომობილის საჭესთან მჯდომს "ფეისბუკით" გისარგებლია?

- იშვიათად.

- რა უნდა მოხდეს, რომ ასე მოიქცე?

- დიდ "საცობში" უნდა "გავიჭედო". ასეთ დროს, უსაქმურობის გამო, სოციალურ ქსელში "შევძვრები" და რაღაცებს თვალს გადავავლებ.

- შენი სახელობის "ფეიჯზე" გამოქვეყნებულ "პოსტებს" ეცნობი?

- კი. ასეთი გვერდები ჩემმა უსაყვარლესმა პატარა მეგობრებმა შექმნეს. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მათ მადლობას ვუხდი. ძალიან გულთბილი ადამიანები არიან და "ფეიჯზე" აქტიურობას მთხოვენ.

- უცნობებს იმეგობრებ და ეკონტაქტები?

- აბსოლუტურად ყველას ვიმეგობრებ - დასამალი არაფერი მაქვს. "სამეგობროში" რაც უფრო მეტი ადამიანი გყავს, სოციალური ქსელის "ნიუსფიდი" უფრო საინტერესოა, უფრო მეტ სიახლეს იგებ... როცა უცხოები მწერენ და ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავენ, არ არსებობს, მათ არ ვუპასუხო. ადამიანს გულთბილი სიტყვებისთვის მადლობა რა უფლებით არ გადავუხადო?

- "ფრენდმა" ისეთი რა უნდა დაწეროს, რომ ის მეგობრების სიიდან წაშალო?

- მსგავსი შემთხვევა არასოდეს მქონია. სხვისი აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ და გავაანალიზოთ, რომ ყველა ერთნაირად ვერ იაზროვნებს; ინდივიდუალურები ვართ და უფლება გვაქვს, სოციალურ ქსელში, ჩვენს პირად გვერდზე ის დავწეროთ, რაც გვსურს.

- რომანტიკულ წერილებს გიგზავნიან?

- არა.

- გვატყუებ?

- (იცინის) არა. სიმპათიის გამოხატვას "რომანტიკულ წერილს" ვერ დავარქმევ. მაგალითად, ადამიანები მწერენ, რომ ჩემი "სკეტჩები" მოსწონთ, მგულშემატკივრობენ...

- ვინმესთან ინტერნეტნაცნობობა რეალურ მეგობრობაში გადაზრდილა?

- ყოფილა შემთხვევა, როცა სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილი ადამიანი სერიალის - "ჩვენი ამბავი" ჩაწერაზე მოსულა და უთქვამს: ის ვარ, "ფეისბუკზე" რომ გწერდითო.

- როცა სერიალი - "ჩვენი ამბავი" გადიოდა, მიკი (მირიან) ჯეჯელავა "ფეისბუკზე" გწერდა, - ისე არასოდეს მოგექცევი, როგორც გიორგი თამუნას მოექცაო. რას გულისხმობდა? რომანი გაქვთ?

- მე და მიკი დიდი ხნის მეგობრები ვართ. ბევრს ჰგონია, რომ რაღაც "სხვანაირი" ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ასე არ არის.

- თუკი მხოლოდ მეგობრები ხართ, მიკიმ თქვენი ურთიერთობა ცოლ-ქმრის ურთიერთობას რატომ შეადარა?

- იმიტომ, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემის წამყვანები ვიყავით და ერთმანეთს ხუმრობით ასე მივმართავდით: "ქმარო", "ცოლო"...

- შეყვარებული არ გყავს?

- არა.

- "სელფომანიით" "შეპყრობილი" ხომ არ ხარ?

- არა! ერთხელ "სელფი" რომ გამოვაქვეყნე, მეორე დღეს მთელმა სამეგობრომ მომწერა, - ნინო, შენც დაიწყე? სელფი "ფეისბუკიდან" ახლავე მოაშორეო! გადავწყვიტე, რომ "სელფშოტები" საერთოდ აღარ გადამეღო (იცინის). ისე, ფოტოების გადაღება ყოველთვის მეზარება - მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიმყოფები. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღირსშესანიშნავ ადგილებს სურათებს უღებენ? პირადად მე, ფოტოების გადაღებას ყოველთვის სანახაობით ტკბობა მირჩევნია.

- ინტერნეტში შენს ინტერვიუებთან დაკავშირებულ და საერთოდ, შენ შესახებ გამოქვეყნებულ კომენტარებს კითხულობ?

- რა თქმა უნდა. ახლაც, TV11-ის ოფიციალურ გვერდს ხშირად ვათვალიერებ და გადაცემისა თუ "სკეტჩების" შესახებ კომენტარებს ვეცნობი.

- ძირითადად, როგორი შეფასება ჭარბობს?

- კარგი (იცინის), მაგრამ იშვიათად ნეგატიური კომენტარებიც მხვდება. ყველა "კრიტიკოსი" გახდა, ერთმანეთს ლანძღავენ... ახლა რადიკალურად განსხვავებული აზრის ქონაა მოდაში. ადამიანს რომც ეთანხმებოდნენ, მაინც სხვა რაღაც უნდა დაწერონ. ეს ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელია.

- ამას წინათ შენი "პოსტი" ვნახე: გეწერა, - გიორგი გაბუნია სტეფანეს ეპრანჭებაო. რას გულისხმობდი?

- ვაიმე!.. აი, ამიტომაც არის, რომ მსგავსი არაფერი უნდა დაწერო (იცინის)... უბრალოდ, ერთ-ერთ გადაცემას ვუყურებდი. სასაცილო დუეტი იყო, მაგრამ ალბათ ეს შოუს ნაწილი გახლდათ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ვიხალისე. ჰოდა, ის "პოსტი" ხუმრობით დავწერე. ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგარი ადამიანები არიან.

- შენს განწყობილებაზე "ლაიქების" რაოდენობა მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა "ლაიქების" რაოდენობა მომატებულია. ალბათ ეს ყველა ადამიანს ახარებს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია