მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ფულის თავგადასავალი
ქართული ფულის თავგადასავალი

რად­გან არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა - ახალ წელს რო­გორც შეხ­ვდე­ბი, მთელ წე­ლი­წადს ისე გა­ა­ტა­რე­ბო, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ცდი­ლობს, სიტ­კბოს­თან ერ­თად ხვა­ვი და ბა­რა­ქა და­ი­ბე­დოს. ამი­ტო­მაც არის, რომ ათას­გვა­რი ნუგ­ბა­რით დამ­შვე­ნე­ბულ სუფ­რას ფუ­ლის ბანკნოტ­საც მი­ა­მა­ტე­ბენ ხოლ­მე. ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ ბე­დო­ბა დღეს ხვა­ვი, ბა­რა­ქა და დოვ­ლა­თი და­გა­ბე­დოთ და ქარ­თუ­ლი ფუ­ლის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­დან რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზოდს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

რო­ლანდ სპან­დერაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი): "მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მო­ნე­ტა ქრის­ტეს წი­ნა­რე VII სა­უ­კუ­ნე­ში, მცი­რე აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო ლი­დი­ა­ში მო­იჭ­რა. ამის შემ­დეგ, მა­ლე­ვე მოჭ­რა სა­კუ­თა­რი მო­ნე­ტა სა­ბერ­ძნე­თის ერთ-ერ­თმა კუნ­ძულ­მა ეგი­ნამ. ქრის­ტე­შო­ბამ­დე VI სა­უ­კუ­ნე­ში ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფო­მაც მოჭ­რა პირ­ვე­ლი მო­ნე­ტა - კოლ­ხუ­რი თეთ­რი. სწო­რედ აქე­დან იწყებს და­სა­ბამს ქარ­თუ­ლი ფული, რო­მელ­საც 26-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს და ერთ-ერთი პირ­ვე­ლია მსოფ­ლიო მო­ნე­ტებს შო­რის. კოლ­ხუ­რი თეთ­რი ვერ­ცხლის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ნო­მი­ნა­ლუ­რი სის­ტე­მით კი ბერ­ძნუ­ლი მო­ნე­ტე­ბის თა­ნა­ბარ, ანუ დრაქ­მის სის­ტე­მა­ში იყო მოჭ­რი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, კოლ­ხუ­რი თეთ­რით ან­გა­რიშს­წო­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ფარ­გლებს გა­რეთ და მისი კონ­ვერ­ტა­ცი­აც თა­ვი­სუფ­ლად ხდე­ბო­და.

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტის აღ­მო­ჩე­ნის არე­ა­ლი ვრცე­ლია: ნა­პოვ­ნია ათენ­ში, ტრა­პი­ზონ­ში, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მეტი ნი­მუ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ნის გან­ძში, სა­დაც ათას­ზე მეტ კოლ­ხურ თეთ­რს მი­აკ­ვლი­ეს. უფრო მე­ტად მი­მოქ­ცე­ვა­ში იყო კოლ­ხუ­რი თეთ­რის მცი­რე ნო­მი­ნა­ლი - ნა­ხე­ვარდრაქ­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტი - ხარი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. ოთხდრაქ­მი­ან­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო დაღ­რე­ნი­ლი ლო­მის თავი, რე­ვერ­სზე კი ფრთო­სა­ნი რაში. ამ მო­ნე­ტის სულ სამი ორი­გი­ნა­ლი არ­სე­ბობს: ერთი ინა­ხე­ბა ჰა­ა­გის მუ­ზე­უმ­ში, მე­ო­რე ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში და მე­სა­მე - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში.

- რა მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი ჰქონ­და პირ­ველ ქარ­თულ ფულს?

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ან­ტი­კუ­რი ბაზ­რის ფა­სე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ყვე­ლა­ზე ძვი­რი მონა ღირ­და და მისი ფასი 50-60 დრაქ­მი­დან იწყე­ბო­და. ხარი 10 დრაქ­მა ღირ­და, ამ­ფო­რა ღვი­ნო - 10-12 დრაქ­მა, ფეხ­საც­მე­ლი 8 დრაქ­მა ღირ­და, შავი მუ­შის დღი­უ­რი გა­სამ­რჯე­ლო კი 1 დრაქ­მა იყო. საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბერ­ძნულ სამ­ყა­როს­თან შავი ზღვის მეშ­ვე­ო­ბით. ეს იმი­თაც გა­მო­ი­ხა­ტა, რომ ქარ­თულ­მა ქა­ლაქ­მა დი­ოს­კუ­რი­ამ ქრის­ტეს წი­ნა­რე I სა­უ­კუ­ნე­ში სა­კუ­თა­რი ფული გა­მო­უშ­ვა. ეს დი­ოს­კუ­რი­ის, უძ­ვე­ლე­სი სო­ხუ­მის სა­ქა­ლა­ქო მო­ნე­ტე­ბი გახ­ლდათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მცი­რე ნო­მი­ნა­ლე­ბით, ანუ ხურ­და ფუ­ლის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტით მო­იჭ­რა, სა­ქა­ლა­ქო მო­ნე­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა დი­ოს­კუ­რი­ის მა­ღალ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მო­იქ­ცე­ო­და რო­გორც ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლის ოქ­როს სა­ფა­სე­ე­ბი, ასე­ვე რო­მის იმ­პე­რი­ის დი­ნა­რე­ბი და პარ­თი­ის სა­მე­ფოს ვერ­ცხლის დრაქ­მე­ბი...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია და­ვი­თი­სა და თა­მა­რის პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბი. ამ დროს ერთი ნი­შან­დობ­ლი­ვი გა­რე­მო­ე­ბა იკ­ვე­თე­ბა, რო­მელ­საც ვერ­ცხლის კრი­ზი­სი ჰქვია. სა­ქარ­თვე­ლოს მახ­ლობ­ლად მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, მცი­რე აზია და ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რია ვერ­ცხლის კრი­ზის­მა მო­იც­ვა. ჩვენც ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვი­ყა­ვით და მი­უ­ხე­და­ვად ოქ­როს ხა­ნი­სა, და­ვი­თი­დან რუ­სუ­და­ნამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ­ცხლის მო­ნე­ტა არ მოჭ­რი­ლა. X სა­უ­კუ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლია და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის მო­ნე­ტა, რომ­ლის ორი­გი­ნა­ლი ლონ­დო­ნის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. ამ მო­ნე­ტა­ზე და­ვი­თი მთე­ლი თა­ვი­სი სა­მე­ფო დი­დე­ბით არის გა­მო­სა­ხუ­ლი, ხოლო რე­ვერ­სზე წარ­წე­რაა: "მეფე აფხაზ­თა, ქარ­თველ­თა, რან­თა, კახ­თა და სო­მეხ­თა". ვერ­ცხლის კრი­ზის­მა და სპი­ლენ­ძის მო­ნე­ტე­ბის ხან­გრძლივ­მა მი­მოქ­ცე­ვამ და­სა­ბა­მი მის­ცა არა­წე­სი­ე­რი ჭედ­ვის მო­ნე­ტებს.

სპი­ლენ­ძის­გან მო­ნე­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ვერ­ცხლის­გან ჭედ­ვა. არა­და, ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბამ და ვაჭ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ დიდი ფუ­ლის მა­სის მოჭ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა წარ­მოშ­ვა. ამან ფულს ფორ­მა და­უ­კარ­გა, თუმ­ცა იმ დროს სპი­ლენ­ძის წე­სი­ე­რი ჭედ­ვის მო­ნე­ტე­ბიც იჭ­რე­ბო­და. არა­წე­სი­ე­რი ჭედ­ვის მო­ნე­ტებს ხში­რად არ ჰქონ­და ნო­მი­ნა­ლე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი წარ­წე­რე­ბი, თუმ­ცა ვერ­ცხლის ფუ­ლის, დირ­ჰე­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბით იყო მოჭ­რი­ლი. მა­გა­ლი­თად, თა­მარ მე­ფის დროს გა­მოშ­ვე­ბულ არა­წე­სი­ე­რი ჭედ­ვის მო­ნე­ტა­ზე წარ­წე­რაა: "იქნა ჭედა ამის დირ­ჰე­მი­სა".

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ქართული ფულის თავგადასავალი

ქართული ფულის თავგადასავალი

რადგან არსებობს მოსაზრება - ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელიწადს ისე გაატარებო, შესაბამისად, ყველა ცდილობს, სიტკბოსთან ერთად ხვავი და ბარაქა დაიბედოს. ამიტომაც არის, რომ ათასგვარი ნუგბარით დამშვენებულ სუფრას ფულის ბანკნოტსაც მიამატებენ ხოლმე. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ ბედობა დღეს ხვავი, ბარაქა და დოვლათი დაგაბედოთ და ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს შემოგთავაზებთ.

როლანდ სპანდერაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი): "მსოფლიოში პირველი მონეტა ქრისტეს წინარე VII საუკუნეში, მცირე აზიის სახელმწიფო ლიდიაში მოიჭრა. ამის შემდეგ, მალევე მოჭრა საკუთარი მონეტა საბერძნეთის ერთ-ერთმა კუნძულმა ეგინამ. ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ჩვენმა სახელმწიფომაც მოჭრა პირველი მონეტა - კოლხური თეთრი. სწორედ აქედან იწყებს დასაბამს ქართული ფული, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს და ერთ-ერთი პირველია მსოფლიო მონეტებს შორის. კოლხური თეთრი ვერცხლისგან იყო დამზადებული, ნომინალური სისტემით კი ბერძნული მონეტების თანაბარ, ანუ დრაქმის სისტემაში იყო მოჭრილი. შესაბამისად, კოლხური თეთრით ანგარიშსწორება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ და მისი კონვერტაციაც თავისუფლად ხდებოდა.

პირველი ქართული მონეტის აღმოჩენის არეალი ვრცელია: ნაპოვნია ათენში, ტრაპიზონში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ნიმუში საქართველოშია აღმოჩენილი, განსაკუთრებით ვანის განძში, სადაც ათასზე მეტ კოლხურ თეთრს მიაკვლიეს. უფრო მეტად მიმოქცევაში იყო კოლხური თეთრის მცირე ნომინალი - ნახევარდრაქმიანი, რომელზეც უძველესი ქართული კულტი - ხარი იყო გამოსახული. ოთხდრაქმიანზე გამოსახული იყო დაღრენილი ლომის თავი, რევერსზე კი ფრთოსანი რაში. ამ მონეტის სულ სამი ორიგინალი არსებობს: ერთი ინახება ჰააგის მუზეუმში, მეორე ბრიტანეთის მუზეუმში და მესამე - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

- რა მსყიდველობითი უნარი ჰქონდა პირველ ქართულ ფულს?

- ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ანტიკური ბაზრის ფასები, რომლის თანახმადაც, ყველაზე ძვირი მონა ღირდა და მისი ფასი 50-60 დრაქმიდან იწყებოდა. ხარი 10 დრაქმა ღირდა, ამფორა ღვინო - 10-12 დრაქმა, ფეხსაცმელი 8 დრაქმა ღირდა, შავი მუშის დღიური გასამრჯელო კი 1 დრაქმა იყო. საკმაოდ ინტენსიურად იყო განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან შავი ზღვის მეშვეობით. ეს იმითაც გამოიხატა, რომ ქართულმა ქალაქმა დიოსკურიამ ქრისტეს წინარე I საუკუნეში საკუთარი ფული გამოუშვა. ეს დიოსკურიის, უძველესი სოხუმის საქალაქო მონეტები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე ნომინალებით, ანუ ხურდა ფულის ეკვივალენტით მოიჭრა, საქალაქო მონეტების არსებობა დიოსკურიის მაღალ ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველოში მიმოიქცეოდა როგორც ალექსანდრე მაკედონელის ოქროს საფასეები, ასევე რომის იმპერიის დინარები და პართიის სამეფოს ვერცხლის დრაქმები...

აღსანიშნავია დავითისა და თამარის პერიოდის ქართული მონეტები. ამ დროს ერთი ნიშანდობლივი გარემოება იკვეთება, რომელსაც ვერცხლის კრიზისი ჰქვია. საქართველოს მახლობლად მყოფი სახელმწიფოები, მცირე აზია და ბიზანტიის იმპერია ვერცხლის კრიზისმა მოიცვა. ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვიყავით და მიუხედავად ოქროს ხანისა, დავითიდან რუსუდანამდე, საქართველოში ვერცხლის მონეტა არ მოჭრილა. X საუკუნის გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ისტორიიდან გამორჩეულია დავით IV აღმაშენებლის მონეტა, რომლის ორიგინალი ლონდონის მუზეუმშია დაცული. ამ მონეტაზე დავითი მთელი თავისი სამეფო დიდებით არის გამოსახული, ხოლო რევერსზე წარწერაა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". ვერცხლის კრიზისმა და სპილენძის მონეტების ხანგრძლივმა მიმოქცევამ დასაბამი მისცა არაწესიერი ჭედვის მონეტებს.

სპილენძისგან მონეტების დამზადება ტექნოლოგიურად უფრო რთულია, ვიდრე ვერცხლისგან ჭედვა. არადა, ეკონომიკის გაძლიერებამ და ვაჭრობის განვითარებამ დიდი ფულის მასის მოჭრის საჭიროება წარმოშვა. ამან ფულს ფორმა დაუკარგა, თუმცა იმ დროს სპილენძის წესიერი ჭედვის მონეტებიც იჭრებოდა. არაწესიერი ჭედვის მონეტებს ხშირად არ ჰქონდა ნომინალების აღმნიშვნელი წარწერები, თუმცა ვერცხლის ფულის, დირჰემის ღირებულებით იყო მოჭრილი. მაგალითად, თამარ მეფის დროს გამოშვებულ არაწესიერი ჭედვის მონეტაზე წარწერაა: "იქნა ჭედა ამის დირჰემისა".

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია