მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მიღება ყველაზე იაფია
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მიღება ყველაზე იაფია

ე.წ. "ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" - არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა და მე­ო­რე პას­პორ­ტის აღე­ბა სურთ.

კრის­ტი­ან კე­ი­ლი­ნი, კომ­პა­ნია Henley and Partners-ში სპე­ცი­ა­ლის­ტია მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხებ­ში, კლი­ენ­ტებს კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა ღირს. სპე­ცი­ა­ლის­ტის შე­ფა­სე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი ხარ­ჯავს და­ახ­ლო­ე­ბით 2 მლრდ დო­ლარს მე­ო­რე ან მე­სა­მე პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა ამ­ჟა­მად პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩი­ნე­თის, რუ­სე­თის და ასე­ვე ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის.

სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა, რო­მელ­თაც ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხა არ ჰყოფ­ნით, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­ყიდ­ვა აქ­ცი­ეს. გარ­კვე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას სა­ხელ­მწი­ფო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით იძ­ლე­ვი­ან.

დო­მი­ნი­კა

ყვე­ლა­ზე ია­ფად მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას კა­რი­ბის პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლი დო­მი­ნი­კა ყი­დის. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ 100 000 დო­ლა­რი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია, გა­და­ი­ხა­დეთ და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დე­ბი და მო­საკ­რებ­ლე­ბი, გა­ი­ა­რეთ პი­რა­დი გა­სა­უბ­რე­ბა და თქვენ ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გახ­დე­ბით. პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად 5-დან 14 თვემ­დე დაგ­ჭირ­დე­ბათ. ვი­ნა­ი­დან ეს ქვე­ყა­ნა ბრი­ტა­ნე­თის ერთა თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში შე­დის, მის მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გია ბრი­ტა­ნეთ­ში და ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ უვი­ზოდ გა­ემ­გზავ­რონ 50 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

სენტ-კიტ­სი და ნე­ვი­სი

ამ კა­რი­ბულ­მა კუნ­ძულ-სა­ხელ­მწი­ფომ ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­ყიდ­ვა, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ­მა, ჯერ კი­დევ 1984 წელს და­ი­წყო. ქვე­ყა­ნა მსურ­ვე­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის ორ გზას სთა­ვა­ზობს - მსურ­ველ­მა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს 250 000 დო­ლა­რის საქ­ველ­მოქ­მე­დო შე­ნა­ტა­ნი შაქ­რის მრეწ­ვე­ლო­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის ფონ­დის სა­სარ­გებ­ლოდ ან ქვეყ­ნის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში არა­ნაკ­ლებ 400 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა ჩა­დოს. ეს ქვე­ყა­ნაც ბრი­ტა­ნე­თის ერთა თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში შე­დის.

სპე­ცი­ა­ლის­ტი კრის­ტი­ან კე­ი­ლი­ნი ამ­ბობს, რომ კა­რი­ბის ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი შუ­ა­ლე­დუ­რი გზაა "მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის" მი­სა­ღე­ბად.

ან­ტი­გუა და ბარ­ბუ­და

ქვე­ყა­ნამ ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­ყიდ­ვა, 2013 წლი­დან და­ნერ­გა. მო­თხოვ­ნე­ბი თით­ქმის იგი­ვეა, რაც სენტ-კიტ­სის შემ­თხვე­ვა­ში - 400 000 დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში, ან 200 000 - ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში. ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა ბოლ­დუ­ინ სპენ­სერ­მა და­ა­სა­ხე­ლა მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ ყი­დი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, ესაა ეკო­ნო­მი­კის შე­ნე­ლე­ბა და "ფი­ნან­სი­რე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის თით­ქმის სრუ­ლი გაქ­რო­ბა".

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მიღება ყველაზე იაფია

ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მიღება ყველაზე იაფია

ე.წ. ”ეკონომიკური მოქალაქეები” - არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და მეორე პასპორტის აღება სურთ.

კრისტიან კეილინი, კომპანია Henley and Partners-ში სპეციალისტია მოქალაქეობის მიღების საკითხებში, კლიენტებს კონსულტაციას უწევს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ღირს. სპეციალისტის შეფასებით, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ხარჯავს დაახლოებით 2 მლრდ დოლარს მეორე ან მესამე პასპორტის მისაღებად.

მოქალაქეობის მიღებაში ინვესტიციის ჩადება ამჟამად პოპულარულია ჩინეთის, რუსეთის და ასევე ახლო აღმოსავლეთის მოქალაქეებს შორის.

სახელმწიფოებმა, რომელთაც ბიუჯეტში თანხა არ ჰყოფნით, დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქვეყნის მოქალაქეობის გაყიდვა აქციეს. გარკვეული ქვეყნები მოქალაქეობას სახელმწიფოში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ, გამარტივებული წესით იძლევიან.

დომინიკა

ყველაზე იაფად მოქალაქეობას კარიბის პატარა კუნძული დომინიკა ყიდის. განახორციელეთ 100 000 დოლარიანი ინვესტიცია, გადაიხადეთ დამატებითი გადასახადები და მოსაკრებლები, გაიარეთ პირადი გასაუბრება და თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქე გახდებით. პასპორტის მისაღებად 5-დან 14 თვემდე დაგჭირდებათ. ვინაიდან ეს ქვეყანა ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში შედის, მის მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პრივილეგია ბრიტანეთში და ასევე შეუძლიათ უვიზოდ გაემგზავრონ 50 ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში.

სენტ-კიტსი და ნევისი

ამ კარიბულმა კუნძულ-სახელმწიფომ ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაყიდვა, მსოფლიოში პირველმა, ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო. ქვეყანა მსურველებს მოქალაქეობის მიღების ორ გზას სთავაზობს - მსურველმა უნდა განახორციელოს 250 000 დოლარის საქველმოქმედო შენატანი შაქრის მრეწველობის დივერსიფიკაციის ფონდის სასარგებლოდ ან ქვეყნის უძრავ ქონებაში არანაკლებ 400 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ეს ქვეყანაც ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში შედის.

სპეციალისტი კრისტიან კეილინი ამბობს, რომ კარიბის ქვეყნების მოქალაქეობა შესანიშნავი შუალედური გზაა ”მსოფლიო მოქალაქეობის” მისაღებად.

ანტიგუა და ბარბუდა

ქვეყანამ ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაყიდვა, 2013 წლიდან დანერგა. მოთხოვნები თითქმის იგივეა, რაც სენტ-კიტსის შემთხვევაში - 400 000 დოლარის ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ან 200 000 - ქველმოქმედებაში. ქვეყნის პრემიერმა ბოლდუინ სპენსერმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ყიდიან სახელმწიფოები თავის მოქალაქეობას, ესაა ეკონომიკის შენელება და ”ფინანსირების ტრადიციული წყაროების თითქმის სრული გაქრობა”.

იხილეთ სტატია სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა