სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოწამლა ადმირალი ირემაძე?!
ვინ მოწამლა ადმირალი ირემაძე?!

26 მა­ისს, სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი სარ­დლის, ზუ­რაბ ირე­მა­ძის ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცია მოხ­და. ირე­მა­ძის ქვრი­ვი ეჭ­ვობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი ად­მი­რა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია (თით­ქოს ის გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა) შე­თი­თხნი­ლია და მისი მე­უღ­ლე მო­წამ­ლეს. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი, ად­მი­რა­ლი ზუ­რაბ ირე­მა­ძე 2004 წლის 13 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი სარ­დლის თა­ნა­შემ­წე, ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბელ­გი­ა­შია, პირ­ვე­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ირე­მა­ძის მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე ალა­პა­რაკ­და. ჭე­ლი­ძის ვერ­სი­ით, ირე­მა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­ა­კაშ­ვილ­მა გას­ცა აფხა­ზეთ­ში დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის გე­მის ჩა­ძირ­ვის ბრძა­ნე­ბა. გემ­ზე რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­მი­რალ­მა ბრძა­ნე­ბა არ შე­ას­რუ­ლა, რაც, შე­საძ­ლოა, მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რი­ყო... ამ ვერ­სი­ის გარ­და, ად­მი­რალ ირე­მა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს. ერთ-ერ­თით - სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი სარ­და­ლი მა­ვანთ ხელს უშ­ლი­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო გზით ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში, მე­ო­რით - გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ ირე­მა­ძის შექ­მნი­ლი შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის რუ­კე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას...

მა­ნა­ნა ირე­მა­ძე, ზუ­რაბ ირე­მა­ძის ქვრი­ვი: "2004 წლის 13 აგ­ვის­ტოს ღა­მის ორი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, როცა მო­ბი­ლურ­ზე ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა და­რე­კა, ვი­ღაც გა­რე­დან ფან­ჯრის გი­სო­სებს ეჯაჯ­გუ­რე­ბაო. თამ­თას მე­უღ­ლე კა­პიტ­ნის თა­ნა­შემ­წე იყო და იმ ღა­მეს შინ არ იყო... ამი­ტომ თამ­თას­თან მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, თა­თია რო­ი­ნიშ­ვი­ლი დარ­ჩა. ზუ­რამ მძღოლს და­უ­რე­კა, მაგ­რამ ვერ და­უ­კავ­შირ­და, შემ­დეგ თა­ვის მო­ად­გი­ლე ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძეს. ვიქ­ტო­რის ხმა გვეს­მო­და, მას კი ჩვე­ნი - არა. ამ დროს "მაგ­თის" კავ­ში­რი გა­ი­თი­შა და ფოთ­ში დენი გა­მო­ირ­თო. ჩემი მე­უღ­ლე შვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ფე­ხით წა­ვი­და. როცა ში­ნი­დან გა­დი­ო­და, თვალ­ში მომ­ხვდა - ყუ­რის ბი­ბი­ლო­ე­ბი და ცხვი­რის ნეს­ტო­ე­ბი არა­ბუ­ნებ­რი­ვი, მომ­წვა­ნო-მო­ლურ­ჯო ფე­რი­სა ჰქონ­და... შვილ­თან მი­სას­ვლე­ლად პარ­კი უნდა გა­ევ­ლო. ჩემი გათ­ვლით, სწო­რედ იქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, როცა სრო­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე. მე­გო­ნა, მომ­ხდურ­თა შე­სა­ში­ნებ­ლად ის­რო­და. შემ­დეგ ვნა­ხეთ, რომ პე­რანგზე არც ერთი ღილი არ ჰქონ­და, შარ­ვა­ლი კი მუხ­ლის­თა­ვებ­ზე გა­ხე­ხი­ლი იყო. რო­გორც ჩანს, გზად შე­უძ­ლოდ გახ­და და თამ­თას სახ­ლამ­დე იხო­ხა. ალ­ბათ მა­შინ ის­რო­ლა სა­ვა­რა­უ­დოდ, ქურ­დე­ბის და­საფრ­თხო­ბად".

თამ­თა ირე­მა­ძე, ზუ­რაბ ირე­მა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი: "მამა შე­მო­ვარ­და სახ­ლში, ოთა­ხებ­ში დარ­ბო­და და ყვი­რო­და: ყვე­ლა­ფერს მივ­ხვდი, ამა­თი დე­დაო. მერე სკამ­ზე ჩა­მოჯ­და. შე­უძ­ლოდ ვარო, მი­თხრა და სული და­ლია. სა­ეჭ­ვოდ მო­მეჩ­ვე­ნა - მა­მას პე­რანგზე ღი­ლე­ბი არ ჰქონ­და და იმ­ხე­ლა მუ­ცე­ლი ჰქონ­და, მე­გო­ნა, სა­და­ცაა, გა­უს­კდე­ბა-მეთ­ქი. მუ­ცე­ლი არა­ბუ­ნებ­რი­ვი, მწვა­ნე ფე­რი­სა იყო".

მა­ნა­ნა ირე­მა­ძე: "გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გუ­ლის მწვა­ვე შე­ტე­ვა და­სა­ხელ­და. ცხე­დარს ყუ­რი­დან და ტუ­ჩი­დან სი­თხე სდი­ო­დაო. ამ სი­თხეს ჩემი მე­უღ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვე­ფხო მელ­ქა­ძე ლან­ცე­ტით იღებ­და. მერე მი­თხრა: ჩვენ­თან ასე­თი წე­სია, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ად­მი­რალს ტანთ ეცვა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა დავ­წვა­თო. და­ვუ­ჯე­რე და ჩემი ხე­ლით გა­ვა­ტა­ნე ზუ­რას ტან­საც­მე­ლი. ახლა ვხვდე­ბი, ეს რის­თვი­საც გა­ა­კე­თა, მაგ­რამ მა­შინ სრუ­ლი­ად შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი...

ზურა პომ­პე­ზუ­რად დაკ­რძა­ლეს. ყვე­ლა ხარ­ჯი სა­ხელ­მწი­ფომ გა­ი­ღო.

ზუ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 21-ე დღეს ჩვე­ნი სიძე, და­თუ­ნა ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა".

თამ­თა ირე­მა­ძე: "და­ღუპ­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე მე­უღ­ლემ მი­თხრა, - რო­გორ მე­ნა­ნე­ბით, რომ სულ მარ­ტო რჩე­ბი­თო. რა­ტომ ამ­ბობ ამას, შენ ხომ გვყავ­ხარ-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა: ეს არ არის შენ­თან გან­სა­ხილ­ვე­ლიო. ჩემი მე­უღ­ლე, და­ვით რუ­ხა­ძე, მან­ქა­ნა­ში თა­თია რო­ი­ნიშ­ვილ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა, ეს ის გო­გოა, ვინც მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ჩემ­თან დარ­ჩა სახ­ლში. როცა ვკი­თხე, რა გინ­დო­და გამ­თე­ნი­ი­სას ჩემი მე­უღ­ლის მან­ქა­ნა­ში-მეთ­ქი, მი­თხრა: ენას თუ არ გა­ა­ჩე­რებ, ორ­მეტ­რი­ა­ნი ქმა­რი ხომ გი­წევს, სა­ნამ და­მარ­ხავ, შენც მი­გაწ­ვენ მის გვერ­დი­თო. და­თუ­ნას ცხე­და­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ლე­წი­ლი იყო, თა­თი­ას კი შუბ­ლზე სალ­ბუ­ნი ჰქონ­და გა­დაკ­რუ­ლი. ექი­მებ­მა მი­თხრეს, შუბ­ლზე სამი ნა­კე­რი და­ვა­დე­თო, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, რად­გან სამ ჭრი­ლო­ბას სალ­ბუ­ნით არა­ვის უხ­ვე­ვენ. შემ­დეგ გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ და­თუ­ნა მოკ­ლეს და ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი ავა­რი­ის ად­გი­ლას მი­ი­ტა­ნეს მისი ცხე­და­რი".

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ვინ მოწამლა ადმირალი ირემაძე?!

ვინ მოწამლა ადმირალი ირემაძე?!

26 მაისს, საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის, ზურაბ ირემაძის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა. ირემაძის ქვრივი ეჭვობს, რომ საქართველოს ერთადერთი ადმირალის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია (თითქოს ის გულის შეტევით გარდაიცვალა) შეთითხნილია და მისი მეუღლე მოწამლეს. ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი ზურაბ ირემაძე 2004 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის თანაშემწე, ვიქტორ ჭელიძე, რომელიც ამჟამად ბელგიაშია, პირველად "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ირემაძის მკვლელობის ვერსიაზე ალაპარაკდა. ჭელიძის ვერსიით, ირემაძის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილმა გასცა აფხაზეთში დემონსტრაციულად შემოსული რუსეთის გემის ჩაძირვის ბრძანება. გემზე რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ. ადმირალმა ბრძანება არ შეასრულა, რაც, შესაძლოა, მისი ლიკვიდაციის მიზეზი გამხდარიყო... ამ ვერსიის გარდა, ადმირალ ირემაძის გარდაცვალების კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთით - საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი მავანთ ხელს უშლიდა საქართველოს საზღვაო გზით იარაღის უკანონო ტრანსპორტირებაში, მეორით - გავლენიანი პირები ცდილობდნენ ირემაძის შექმნილი შავი ზღვის აკვატორიის რუკების ხელში ჩაგდებას...

მანანა ირემაძე, ზურაბ ირემაძის ქვრივი: "2004 წლის 13 აგვისტოს ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მობილურზე ჩემმა ქალიშვილმა დარეკა, ვიღაც გარედან ფანჯრის გისოსებს ეჯაჯგურებაო. თამთას მეუღლე კაპიტნის თანაშემწე იყო და იმ ღამეს შინ არ იყო... ამიტომ თამთასთან მეგობარი გოგონა, თათია როინიშვილი დარჩა. ზურამ მძღოლს დაურეკა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, შემდეგ თავის მოადგილე ვიქტორ ჭელიძეს. ვიქტორის ხმა გვესმოდა, მას კი ჩვენი - არა. ამ დროს "მაგთის" კავშირი გაითიშა და ფოთში დენი გამოირთო. ჩემი მეუღლე შვილის დასახმარებლად ფეხით წავიდა. როცა შინიდან გადიოდა, თვალში მომხვდა - ყურის ბიბილოები და ცხვირის ნესტოები არაბუნებრივი, მომწვანო-მოლურჯო ფერისა ჰქონდა... შვილთან მისასვლელად პარკი უნდა გაევლო. ჩემი გათვლით, სწორედ იქ უნდა ყოფილიყო, როცა სროლის ხმა გავიგონე. მეგონა, მომხდურთა შესაშინებლად ისროდა. შემდეგ ვნახეთ, რომ პერანგზე არც ერთი ღილი არ ჰქონდა, შარვალი კი მუხლისთავებზე გახეხილი იყო. როგორც ჩანს, გზად შეუძლოდ გახდა და თამთას სახლამდე იხოხა. ალბათ მაშინ ისროლა სავარაუდოდ, ქურდების დასაფრთხობად".

თამთა ირემაძე, ზურაბ ირემაძის ქალიშვილი: "მამა შემოვარდა სახლში, ოთახებში დარბოდა და ყვიროდა: ყველაფერს მივხვდი, ამათი დედაო. მერე სკამზე ჩამოჯდა. შეუძლოდ ვარო, მითხრა და სული დალია. საეჭვოდ მომეჩვენა - მამას პერანგზე ღილები არ ჰქონდა და იმხელა მუცელი ჰქონდა, მეგონა, სადაცაა, გაუსკდება-მეთქი. მუცელი არაბუნებრივი, მწვანე ფერისა იყო".

მანანა ირემაძე: "გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე შეტევა დასახელდა. ცხედარს ყურიდან და ტუჩიდან სითხე სდიოდაო. ამ სითხეს ჩემი მეუღლის თანამშრომელი, ვეფხო მელქაძე ლანცეტით იღებდა. მერე მითხრა: ჩვენთან ასეთი წესია, რაც გარდაცვალების დღეს ადმირალს ტანთ ეცვა, ყველაფერი უნდა დავწვათო. დავუჯერე და ჩემი ხელით გავატანე ზურას ტანსაცმელი. ახლა ვხვდები, ეს რისთვისაც გააკეთა, მაგრამ მაშინ სრულიად შოკირებული ვიყავი...

ზურა პომპეზურად დაკრძალეს. ყველა ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.

ზურას გარდაცვალებიდან 21-ე დღეს ჩვენი სიძე, დათუნა ავარიაში დაიღუპა".

თამთა ირემაძე: "დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე მეუღლემ მითხრა, - როგორ მენანებით, რომ სულ მარტო რჩებითო. რატომ ამბობ ამას, შენ ხომ გვყავხარ-მეთქი. მიპასუხა: ეს არ არის შენთან განსახილველიო. ჩემი მეუღლე, დავით რუხაძე, მანქანაში თათია როინიშვილთან ერთად აღმოჩნდა, ეს ის გოგოა, ვინც მამაჩემის გარდაცვალების დღეს ჩემთან დარჩა სახლში. როცა ვკითხე, რა გინდოდა გამთენიისას ჩემი მეუღლის მანქანაში-მეთქი, მითხრა: ენას თუ არ გააჩერებ, ორმეტრიანი ქმარი ხომ გიწევს, სანამ დამარხავ, შენც მიგაწვენ მის გვერდითო. დათუნას ცხედარი აბსოლუტურად დალეწილი იყო, თათიას კი შუბლზე სალბუნი ჰქონდა გადაკრული. ექიმებმა მითხრეს, შუბლზე სამი ნაკერი დავადეთო, მაგრამ მეეჭვება, რადგან სამ ჭრილობას სალბუნით არავის უხვევენ. შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ დათუნა მოკლეს და ინსცენირებული ავარიის ადგილას მიიტანეს მისი ცხედარი".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ