პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ იტანდა გიორგი ვარდოსანიძე ეკა აბშილავას
რატომ ვერ იტანდა გიორგი ვარდოსანიძე ეკა აბშილავას

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობ ეკა აბ­ში­ლა­ვას ძა­ლი­ან მალე მხატ­ვრულ ფილმში ვი­ხი­ლავთ. "ხუთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა" ჰქვია ფილ­მს, რო­მელ­შიც ეკა მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს და მისი პარტნი­ო­რი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეა. ეკას მის ცხოვ­რე­ბა­სა და ახალ ფილმზე ვე­სა­უბ­რეთ.

რო­გორ შე­ურ­ჩია დამ სა­ხე­ლი

- დედა მო­ცეკ­ვა­ვეა, ამ­ჟა­მა­დაც ცეკ­ვას ას­წავ­ლის სა­ბავ­შვო ბაღ­ში. მამა ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლავთ და ახ­ლაც თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობს.

- რო­მელ წელს და­ი­ბა­დე?

- 1988 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. 25 წლის გახ­ლა­ვართ.

- ფო­ტო­დან ჩანს, რომ ბავ­შვო­ბი­დან მხი­ა­რუ­ლი ხარ.

- (იცი­ნის) ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ქერა ვი­ყა­ვი და გული მწყდე­ბა, რომ მერე თმა გა­მი­მუქ­და. მგო­ნია, რომ ბევ­რი შე­ღებ­ვით თმის ფერი გა­ვი­ფუ­ჭე და გული მწყდე­ბა.

- რო­გორც შემ­დე­გი ფო­ტო­დან ირ­კვე­ვა, გყავს უფ­რო­სი და.

- ჩემ­ზე ორი წლით უფ­რო­სი და მყავს, მეგი. სა­ხე­ლი მან შე­მირ­ჩია. თურ­მე ოჯახ­ში ბევ­რს ბჭობ­დნენ, რა და­ერ­ქმი­ათ ჩემ­თვის. პა­ტა­რა ფურ­ცლებ­ზე სა­ხე­ლე­ბი და­წე­რეს, ჭი­ქა­ში ჩა­ყა­რეს და ჩემს დას ამო­ი­ღე­ბი­ნეს ერთი ფურ­ცე­ლი. ასე და­მარ­ქვეს ეკა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეკა­ტე­რი­ნე მქვია, მაგ­რამ არა­ვინ მე­ძა­ხის. არა­და, ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩემს დას­თან ერ­თად ფოტო მუშ­თა­ი­დის ბაღ­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ჩემი აზ­რით, დები ერ­თმა­ნეთს ჰგავ­ხართ.

- ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თოდ არ ვგავ­დით. რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მეგი ჰგავ­და მა­მა­ჩემს, მე - დე­დას. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, რაც ძა­ლი­ან გვამ­სგავ­სე­ბენ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ჩემი და გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ და უთ­ქვამთ, შენ ეკას და არ ხარო? პი­რა­დად მე მსგავ­სე­ბას ნაკ­ლე­ბად ვხე­დავ.

- რა ასაკ­ში გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი მომ­დევ­ნო ფოტო?

- ფოტო სა­ბავ­შვო ბაღ­ში სი­ა­რუ­ლის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოა. აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ლექ­სე­ბის თქმაც მიყ­ვარ­და და თა­მა­შიც. დღე და ღამე ეზო­ში ვი­ყა­ვი. დე­და­ჩე­მი სულ სახ­ლში ას­ვლას მეხ­ვე­წე­ბო­და. ვთა­მა­შობ­დი მი­წა­ში. სა­დი­ლებს ვამ­ზა­დებ­დი ხოლ­მე. მიწა იყო მა­რი­ლი, ქვი­შა - წი­წა­კა, ფოთ­ლე­ბი მწვა­ნი­ლე­ბი და ძა­ლი­ან მაგ­რად ვერ­თო­ბო­დი. სპორ­ტულ თა­მა­შებ­ზეც ვგიჟ­დე­ბო­დი. ლახ­ტი და ბურ­თი ჩემი სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბი იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რატომ ვერ იტანდა გიორგი ვარდოსანიძე ეკა აბშილავას

რატომ ვერ იტანდა გიორგი ვარდოსანიძე ეკა აბშილავას

''კომედი შოუს'' მსახიობ ეკა აბშილავას ძალიან მალე მხატვრულ ფილმში ვიხილავთ. ''ხუთი ნახვით შეყვარება'' ჰქვია ფილმს, რომელშიც ეკა მთავარ როლს ასრულებს და მისი პარტნიორი გიორგი ვარდოსანიძეა. ეკას მის ცხოვრებასა და ახალ ფილმზე ვესაუბრეთ.

როგორ შეურჩია დამ სახელი

- დედა მოცეკვავეა, ამჟამადაც ცეკვას ასწავლის საბავშვო ბაღში. მამა ინჟინერი გახლავთ და ახლაც თავისი პროფესიით მუშაობს.

- რომელ წელს დაიბადე?

- 1988 წელს ვარ დაბადებული. 25 წლის გახლავართ.

- ფოტოდან ჩანს, რომ ბავშვობიდან მხიარული ხარ.

- (იცინის) ბავშვობაში ძალიან ქერა ვიყავი და გული მწყდება, რომ მერე თმა გამიმუქდა. მგონია, რომ ბევრი შეღებვით თმის ფერი გავიფუჭე და გული მწყდება.

- როგორც შემდეგი ფოტოდან ირკვევა, გყავს უფროსი და.

- ჩემზე ორი წლით უფროსი და მყავს, მეგი. სახელი მან შემირჩია. თურმე ოჯახში ბევრს ბჭობდნენ, რა დაერქმიათ ჩემთვის. პატარა ფურცლებზე სახელები დაწერეს, ჭიქაში ჩაყარეს და ჩემს დას ამოიღებინეს ერთი ფურცელი. ასე დამარქვეს ეკა. სინამდვილეში ეკატერინე მქვია, მაგრამ არავინ მეძახის. არადა, ძალიან მომწონს. ჩემს დასთან ერთად ფოტო მუშთაიდის ბაღში მაქვს გადაღებული.

- ჩემი აზრით, დები ერთმანეთს ჰგავხართ.

- ერთმანეთს საერთოდ არ ვგავდით. რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით. მეგი ჰგავდა მამაჩემს, მე - დედას. დაახლოებით ორი წელია, რაც ძალიან გვამსგავსებენ. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი და გაუჩერებიათ და უთქვამთ, შენ ეკას და არ ხარო? პირადად მე მსგავსებას ნაკლებად ვხედავ.

- რა ასაკში გაქვს გადაღებული მომდევნო ფოტო?

- ფოტო საბავშვო ბაღში სიარულის დროსაა გადაღებული. ეს ჩემი საყვარელი ფოტოა. აქტიური ბავშვი ვიყავი. ლექსების თქმაც მიყვარდა და თამაშიც. დღე და ღამე ეზოში ვიყავი. დედაჩემი სულ სახლში ასვლას მეხვეწებოდა. ვთამაშობდი მიწაში. სადილებს ვამზადებდი ხოლმე. მიწა იყო მარილი, ქვიშა - წიწაკა, ფოთლები მწვანილები და ძალიან მაგრად ვერთობოდი. სპორტულ თამაშებზეც ვგიჟდებოდი. ლახტი და ბურთი ჩემი საუკეთესო გასართობი იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება