საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი გაძვირდა. "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე სავაჭრო ობიექტზე იმყოფებოდა, სადაც თამბაქოს ნაწარმი 20 თეთრით არის გაძვირებული.
კერძოდ, 20 თეთრით გაძვირდა "ელ ემი", "ჩესტერფილდი", "მურატი", "პარლამენტი" და "მალბორო".
როგორც სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, აღნიშნული დასახელების სიგარეტებზე ფასი კომპანია "ფილიპ მორისმა" გააძვირა.
მათივე ინფორმაციით, სხვა დასახელების სიგარეტებზე ფასი ჯერ იგივეა.