პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 დღესასწაული - წიგნის ფესტივალი
4 დღესასწაული - წიგნის ფესტივალი

არ­სე­ბობს ერთი დიდი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც არც კა­ლენ­დარ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი წით­ლად, არც რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბა, ის თით­ქოს შე­უმ­ჩნევ­ლად მო­დის ყო­ველ წელს და და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თსა და იმა­ვე დროს აღი­ნიშ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლია და არც - სა­მო­ქა­ლა­ქო, მას შე­უძ­ლია ადა­მი­ან­თა თავ­მოყ­რა ერთ, იმ დღე­ებ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ად­გილ­ზე... დიახ, ეს წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლია - ზე­ი­მი, რო­მელ­საც ელო­დე­ბი­ან, რომ­ლის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბი­ან.

წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნოს წიგ­ნის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი. ერთი რამ ცხა­დია: ყო­ველ წელს, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის დღე­ებ­ში, "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. ისი­ნი უწყვეტ ნა­კა­დად მო­დი­ან, ისე, რო­გორც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში რო­მე­ლი­მე დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე, ოღონდ ამ­ჯე­რად ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და ურ­ყე­ვი მიზ­ნით: შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, ოჯა­ხებს, მო­მა­ვალ თა­ო­ბას, სა­კუ­თარ თავს.

წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სოა ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვი­საც, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც და მო­ხუ­ცე­ბის­თვი­საც, რად­გან წიგ­ნი ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ეკუთ­ვნის, ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას. "წიგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­მაწ­ვი­ლეს კვე­ბავს, სი­ბე­რეს ამ­ხი­ა­რუ­ლებს, ბედ­ნი­ე­რე­ბას ამ­შვე­ნებს, უბე­დუ­რე­ბა­ში თავ­შე­სა­ფარ­სა და დამ­შვი­დე­ბას გვთა­ვა­ზობს", - უთ­ქვამს ცი­ცე­რონს. მარ­თლაც ასეა, ამი­ტო­მაც წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მო­დი­ან შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი და ხელ­მო-კლე­ე­ბი, ცხოვ­რე­ბის­გან გა­ლა­ღე­ბუ­ლე­ბი და ტრა­გე­დი­ა­გა­მოვ­ლი­ლე­ბი.

მათ არ შე­უძ­ლი­ათ, უარი თქვან ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე - ერ­თდრო­უ­ლად, ერთ სივ­რცე­ში და­ათ­ვა­ლი­ე­რონ ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ნაშ­რომ-ნაღ­ვა­წი და რაც მთა­ვა­რია, შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად შე­ი­ძი­ნონ წიგ­ნე­ბი.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის დღე­ებ­ში რომ იმარ­თე­ბა: ახა­ლი წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი მწერ­ლებ­თან, სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­კურ­სე­ბი...

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, 81 წლის პე­და­გო­გი ნა­ნუ­ლი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც შარ­შან წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი. შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი ჰყავ­და მოყ­ვა­ნი­ლი - ძა­ლი­ან მინ­და, და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და აარ­ჩი­ონ წიგ­ნე­ბი, მთე­ლი წელი პენ­სი­ი­დან და­ნა­ზოგს ვა­კე­თებ­დი, რომ ამ დღეს აქ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მათ­თვის დღე­სას­წა­უ­ლი მო­მე­წყოო, - მი­თხრა. - თა­ნაც, აქ შეი-ძლე­ბა მწერ­ლებს პი­რის­პირ შეხ­ვდე... მინ­და, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩემ­მა შვილ­თაშ­ვი­ლებ­მაც გა­მოს­ცა­დონ და ისე­ვე და­ა­მახ­სოვ­რდეთ, რო­გორც მე მახ­სოვს, შალ­ვა და­დი­ანს რომ შევ­ხვდი ერთხელ "საბ­ლიტ­გამ­თან". ერთხელ ვა­ჟა­ო­ბა­ზე გა­ლა­კტი­ო­ნი ვნა­ხე, და­ვე­ლა­პა­რა­კე კი­დეც. იმ მო­გო­ნე­ბე­ბით დღემ­დე ვცხოვ­რობ და წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახალ­გაზ­რდე­ბი რა ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, როცა გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რა!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

4 დღესასწაული - წიგნის ფესტივალი

4 დღესასწაული - წიგნის ფესტივალი

არსებობს ერთი დიდი დღესასწაული, რომელიც არც კალენდარშია აღნიშნული წითლად, არც რომელიმე მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, ის თითქოს შეუმჩნევლად მოდის ყოველ წელს და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ არც რელიგიური დღესასწაულია და არც - სამოქალაქო, მას შეუძლია ადამიანთა თავმოყრა ერთ, იმ დღეებში ყველაზე საინტერესო და სახალისო ადგილზე... დიახ, ეს წიგნის ფესტივალია - ზეიმი, რომელსაც ელოდებიან, რომლისთვისაც ემზადებიან.

წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩინოს წიგნის წაკითხვის სურვილი. ერთი რამ ცხადია: ყოველ წელს, წიგნის ფესტივალის დღეებში, ''ექსპო ჯორჯიას'' უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ისინი უწყვეტ ნაკადად მოდიან, ისე, როგორც გასულ საუკუნეში რომელიმე დემონსტრაციაზე, ოღონდ ამჯერად ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით და ურყევი მიზნით: შეუნარჩუნონ წიგნის კითხვის კულტურა თანამოქალაქეებს, ოჯახებს, მომავალ თაობას, საკუთარ თავს.

წიგნის ფესტივალი საინტერესოა ბავშვებისა და მოზარდებისთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც, რადგან წიგნი ყველას ერთნაირად ეკუთვნის, ყველაზე ერთნაირად ახდენს ზემოქმედებას. ''წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას გვთავაზობს'', - უთქვამს ციცერონს. მართლაც ასეა, ამიტომაც წიგნის ფესტივალზე მოდიან შეძლებულები და ხელმო-კლეები, ცხოვრებისგან გალაღებულები და ტრაგედიაგამოვლილები.

მათ არ შეუძლიათ, უარი თქვან ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე - ერთდროულად, ერთ სივრცეში დაათვალიერონ ყველა ქართული გამომცემლობის ნაშრომ-ნაღვაწი და რაც მთავარია, შეღავათიან ფასად შეიძინონ წიგნები.

ძალიან საინტერესოა ის ღონისძიებებიც, წიგნის ფესტივალის დღეებში რომ იმართება: ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კონკურსები...

არასდროს დამავიწყდება მშვენიერი ქალბატონი, 81 წლის პედაგოგი ნანული გიორგობიანი, რომელიც შარშან წიგნის ფესტივალზე გავიცანი. შვილთაშვილები ჰყავდა მოყვანილი - ძალიან მინდა, დაათვალიერონ და აარჩიონ წიგნები, მთელი წელი პენსიიდან დანაზოგს ვაკეთებდი, რომ ამ დღეს აქ მოვსულიყავი და მათთვის დღესასწაული მომეწყოო, - მითხრა. - თანაც, აქ შეი-ძლება მწერლებს პირისპირ შეხვდე... მინდა, ეს ბედნიერება ჩემმა შვილთაშვილებმაც გამოსცადონ და ისევე დაამახსოვრდეთ, როგორც მე მახსოვს, შალვა დადიანს რომ შევხვდი ერთხელ ''საბლიტგამთან''. ერთხელ ვაჟაობაზე გალაკტიონი ვნახე, დაველაპარაკე კიდეც. იმ მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ და წარმომიდგენია, ახალგაზრდები რა ბედნიერები იქნებიან, როცა გააცნობიერებენ, რა მნიშვნელოვანია მწერალთან შეხვედრა!

იხილეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს