პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელდარ შენგელაია: ''არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი''
ელდარ შენგელაია: ''არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი''

ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "ცის­ფერ მთებს" 2014 წელს კა­ნის 67-ე ფეს­ტი­ვა­ლის სპე­ცი­ა­ლურ სექ­ცი­ა­ში - "კა­ნის კი­ნოკ­ლა­სი­კა", ფრან­გუ­ლი სუბტიტ­რე­ბით აჩ­ვე­ნე­ბენ. ფეს­ტი­ვა­ლი 14 მა­ისს გა­იხ­სნე­ბა, ხოლო ფილ­მს "ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი" 16 რი­ცხვში წარ­მო­ად­გე­ნენ და კლა­სი­კუ­რი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბის სექ­ცი­ას იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სოფი ლო­რე­ნი გახ­სნის.

"ცის­ფე­რი მთე­ბი" "კა­ნის კლა­სი­კა­ში" 20 სა­უ­კე­თე­სო ფილ­მს შო­რის მოხ­ვდა და არ­ჩე­ვა­ნი 1000 ფილ­მს შო­რის გა­კეთ­და. შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მის გარ­და, ოცე­ულ­ში შე­სუ­ლია სხვა ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის: ჰი­ჩკო­კის, ვი­ტო­რიო დე სი­კას, ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის, გო­და­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი...

ამ სექ­ცი­ა­ში ქარ­თუ­ლი ფილ­მი წელს პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, 1965 წელს, რე­ჟი­სორ­თა კვი­რე­ულ­ზე ეს ფილ­მი ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ - დი­ლით და სა­ღა­მოს. რო­გორც ბა­ტონ­მა ელ­დარ­მა აღ­ნიშ­ნა, მა­შინ ამ ფილ­მს პრე­სა­ში კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ­ჯე­რად კი ფილ­მი კან­ში ქალ­ბა­ტონ­მა თაკო ტა­ტიშ­ვილ­მა, "კი­ნო­ცენ­ტრის" ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა წა­რად­გი­ნა.

"ცის­ფე­რი მთე­ბი" 1963 წელს რეზო ჭე­იშ­ვი­ლი­სა და ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის პი­რო­ბებ­ში შე­იქ­მნა. ეპო­ქის ალე­გო­რია, ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცე და ფილ­მი აბ­სურ­დის თე­ატ­რა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბით, დღემ­დე თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სია. ფეს­ტი­ვალ­ზე ფილ­მის ჩვე­ნე­ბა­ზე დას­წრე­ბას მისი რე­ჟი­სო­რი, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­აც აპი­რებს...

- ბა­ტო­ნო ელ­დარ, როცა ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ უყუ­რებთ თქვენს ფილ­მს "ცის­ფე­რი მთე­ბი", გიჩ­ნდე­ბათ რამე ცვლი­ლე­ბის სურ­ვი­ლი?

- არა. არის ოთხი ფილ­მი, რო­მელ­შიც არა­ფერს შევ­ცვლი­დი და ხელს არ ვახ­ლებ­დი. ესე­ნია: "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", "შე­რე­კი­ლე­ბი", "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი" და "ცის­ფე­რი მთე­ბი". რაც შე­ე­ხე­ბა "ექ­სპრეს ინ­ფორ­მა­ცი­ას", მე ის გა­და­ვა­მონ­ტა­ჟე. ამ ფილ­მს თბი­ლი­სის ომის პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ­დით და მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი იყო. არა­და, როცა რე­ჟი­სო­რი ფილ­მს იღებს, სხვა არა­ფერ­ზე უნდა ფიქ­რობ­დეს და აწუ­ხებ­დეს. ამ ფილ­მე­ბამ­დე კი მე და თა­მაზ მე­ლი­ა­ვამ გა­ვა­კე­თეთ "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი". ეს ფილ­მი რო­გო­რიც იყო, ასე­ვე დარ­ჩა.

- თქვენ გიყ­ვართ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიწ­ვე­ვა ფილ­მებ­ში...

- ჰო, მყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც. ბევ­რი ჩემი ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი მსა­ხი­ო­ბი არ იყო, ისი­ნი "ცხოვ­რე­ბი­დან" შე­ვარ­ჩიე. მა­გა­ლი­თად, "ცის­ფერ მთებ­ში" კო­მენ­დან­ტის როლ­ზე ძვე­ლი კი­ნოს­ტუ­დი­ის კო­მენ­დან­ტი მი­ვიწ­ვიე, პრინ­ციპ­ში თა­ვის თავს თა­მა­შობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­სილ ჩხა­ი­ძეს, "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნის­თვის" პი­პი­ნი­ას როლ­ზე თბი­ლის­ში ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე. ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ფოთ­ში იყო. იქ მსა­ხი­ობ აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძეს წა­ვა­კი­თხე სცე­ნა­რი და ვკი­თხე, ვინ­მეს ხომ არ იც­ნობ­და, ვინც პი­პი­ნი­ას როლს შე­ას­რუ­ლებ­და. აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძე ის კა­ცია, რო­მელ­საც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" ძაღ­ლი მოჰ­ყავს. მან მი­თხრა, რომ გუ­რი­ა­ში, სო­ფელ აცა­ნა­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და გა­მოგ­ვდგო­მო­და - ვა­სილ ჩხა­ი­ძე, ის ფო­თის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, იქი­დან უნი­ჭო­ბის გამო გა­რი­ცხეს და მას შემ­დეგ სო­ფელ­ში გერ­მა­ნუ­ლი­სა და რუ­სუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და.

გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჩემი ასის­ტენ­ტი იყო და არ ვფიქ­რობ­დი, აგუ­ლის როლ­ზე ამეყ­ვა­ნა. გუ­რი­ა­ში ჩა­სუ­ლებს სა­ო­ცა­რი სახ­ლი დაგ­ვხვდა, ზღაპ­რებ­ში რო­მაა, ისე­თი. გა­მო­ვი­და კაცი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ჩაც­მუ­ლი იყო, რო­გო­რიც შემ­დეგ ფილმშია. ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ბევ­რი არა­ფე­რი შეგ­ვიც­ვლია. გუ­რა­მი და ვა­სილ ჩხა­ი­ძე ერ­თად რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ესე­ნი აგუ­ლი და მა­მა­მი­სი - პი­პი­ნია იყ­ვნენ. ვა­სილ ჩხა­ი­ძემ მთა­ვარ როლ­ზე უარი მი­თხრა, ეპი­ზოდ­ში ვი­თა­მა­შე­ბო. შე­ვე­ცა­დე გა­და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა და თბი­ლის­ში და­ვი­ბა­რე. როცა ჩა­მო­ვი­და, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში გუ­რა­მი დახ­ვდა და პირ­და­პირ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­იყ­ვა­ნა. სინ­ჯებს რომ ვუ­ღებ­დით, კაცი გაქ­ვავ­და. მივ­ხვდი, გა­ნა­თე­ბას და მსგავს გა­რე­მოს არ იყო შეჩ­ვე­უ­ლი. ჯერ სხვებს გა­და­ვი­ღებ, თქვენ და­მე­ლო­დეთ და მერე ჩვენ ვცა­დოთ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი ბა­ტონ ვა­სოს. ასეც მო­ვი­ქე­ცი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ გა­და­ვი­ღე. ეტყო­ბა, შე­ეჩ­ვია გა­რე­მოს და აი, მა­შინ უკვე კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და. ის იყო, რომ მას ხმა არ უვარ­გო­და და მე­ო­რე რე­ჟი­სო­რის, რა­მაზ შა­რა­ბი­ძის რჩე­ვით, გახ­მო­ვა­ნე­ბი­სას ერო­სი მო­ვიწ­ვი­ეთ.

ერო­სის­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის. მან "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" პი­პი­ნია და შემ­დეგ "შე­რე­კი­ლებ­ში" ქრის­ტო­ფო­რე მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ახ­მო­ვა­ნა. მისი ხმა გა­დამ­წყვე­ტი იყო.

- ბა­ტო­ნო ელ­დარ, სამ­წუ­ხა­როდ, "ცის­ფე­რი მთე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბი­დან უმე­ტე­სო­ბა გარ­დაც­ვლი­ლია. უმ­რავ­ლე­სო­ბის გზა და ბედი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის. თე­მი­კო ჩირ­გა­ძე თქვე­ნი მე­გო­ბა­რი იყო, პრო­ფე­სი­ით ექი­მი. მაგ­რამ ვინ იყ­ვნენ მდი­ვა­ნი თინა? არ­ტემ ჩა­ჩა­ნი­ძე? ან თუნ­დაც ის ორი კაცი, გი­ვის რომ ეძებ­და...

- სამ­წუ­ხა­როდ, რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, თე­მი­კო ჩირ­გა­ძე, და­რე­ჯან სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვალ­ნენ. თე­მი­კო ჩემი ძმის, თენ­გი­ზის, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენც ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით. თე­მი­კო სო­ფელ ვო­რო­ტინ­სკში სამ­ხედ­რო ექი­მად მსა­ხუ­რობ­და. იქვე იყო დიდი აე­როდ­რო­მი.

ჩვენს დროს ასე­თი წესი იყო, სა­კავ­ში­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, ვინც პირ­ველ კურსს კარ­გად ვერ და­ამ­თავ­რებ­და, მას ინ­სტი­ტუ­ტი­დან რი­ცხავ­დნენ. დედა ამა­ზე ძა­ლი­ან წუხ­და და მოს­კოვ­ში ჩა­მო­მა­კი­თხა. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ვა­ბა­რე და ვუ­თხა­რი, რომ თე­მი­კოს­თან ვო­რო­ტინ­სკში მივ­დი­ო­დი. დედა მე­ო­რე დღეს, ანუ სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მოს­კო­ვი­დან უკან ბრუნ­დე­ბო­და. მი­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­დი, თო­რემ არ წა­ვა­ლო. მა­ნამ­დე კი თე­მი­კოს­თან ჩა­ვე­დი.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ელდარ შენგელაია: ''არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი''

ელდარ შენგელაია: ''არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი''

ელდარ შენგელაიას ''ცისფერ მთებს'' 2014 წელს კანის 67-ე ფესტივალის სპეციალურ სექციაში - ''კანის კინოკლასიკა'', ფრანგული სუბტიტრებით აჩვენებენ. ფესტივალი 14 მაისს გაიხსნება, ხოლო ფილმს ''ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი'' 16 რიცხვში წარმოადგენენ და კლასიკური ფილმების ჩვენების სექციას იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გახსნის.

''ცისფერი მთები'' ''კანის კლასიკაში'' 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა და არჩევანი 1000 ფილმს შორის გაკეთდა. შენგელაიას ფილმის გარდა, ოცეულში შესულია სხვა ცნობილი რეჟისორების: ჰიჩკოკის, ვიტორიო დე სიკას, ფედერიკო ფელინის, გოდარის ნამუშევრები...

ამ სექციაში ქართული ფილმი წელს პირველად აღმოჩნდა, თუმცა კანის ფესტივალზე, 1965 წელს, რეჟისორთა კვირეულზე ეს ფილმი ერთი დღის განმავლობაში ორჯერ უჩვენებიათ - დილით და საღამოს. როგორც ბატონმა ელდარმა აღნიშნა, მაშინ ამ ფილმს პრესაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად კი ფილმი კანში ქალბატონმა თაკო ტატიშვილმა, ''კინოცენტრის'' ყოფილმა დირექტორმა წარადგინა.

''ცისფერი მთები'' 1963 წელს რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა. ეპოქის ალეგორია, ჩაკეტილი სივრცე და ფილმი აბსურდის თეატრალური ელემენტებით, დღემდე თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესია. ფესტივალზე ფილმის ჩვენებაზე დასწრებას მისი რეჟისორი, ელდარ შენგელაიაც აპირებს...

- ბატონო ელდარ, როცა ამდენი წლის შემდეგ უყურებთ თქვენს ფილმს ''ცისფერი მთები'', გიჩნდებათ რამე ცვლილების სურვილი?

- არა. არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი. ესენია: ''არაჩვეულებრივი გამოფენა'', ''შერეკილები'', ''სამანიშვილის დედინაცვალი'' და ''ცისფერი მთები''. რაც შეეხება ''ექსპრეს ინფორმაციას'', მე ის გადავამონტაჟე. ამ ფილმს თბილისის ომის პერიოდში ვიღებდით და მუშაობა რთული იყო. არადა, როცა რეჟისორი ფილმს იღებს, სხვა არაფერზე უნდა ფიქრობდეს და აწუხებდეს. ამ ფილმებამდე კი მე და თამაზ მელიავამ გავაკეთეთ ''თეთრი ქარავანი''. ეს ფილმი როგორიც იყო, ასევე დარჩა.

- თქვენ გიყვართ არაპროფესიონალების მიწვევა ფილმებში...

- ჰო, მყავს პროფესიონალები და არაპროფესიონალებიც. ბევრი ჩემი ფილმის პერსონაჟი მსახიობი არ იყო, ისინი ''ცხოვრებიდან'' შევარჩიე. მაგალითად, ''ცისფერ მთებში'' კომენდანტის როლზე ძველი კინოსტუდიის კომენდანტი მივიწვიე, პრინციპში თავის თავს თამაშობდა. რაც შეეხება ვასილ ჩხაიძეს, ''არაჩვეულებრივი გამოფენისთვის'' პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'' ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან უნიჭობის გამო გარიცხეს და მას შემდეგ სოფელში გერმანულისა და რუსულის მასწავლებლად მუშაობდა.

გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი - პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. სინჯებს რომ ვუღებდით, კაცი გაქვავდა. მივხვდი, განათებას და მსგავს გარემოს არ იყო შეჩვეული. ჯერ სხვებს გადავიღებ, თქვენ დამელოდეთ და მერე ჩვენ ვცადოთ-მეთქი, - ვუთხარი ბატონ ვასოს. ასეც მოვიქეცი და მოგვიანებით კიდევ გადავიღე. ეტყობა, შეეჩვია გარემოს და აი, მაშინ უკვე კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ის იყო, რომ მას ხმა არ უვარგოდა და მეორე რეჟისორის, რამაზ შარაბიძის რჩევით, გახმოვანებისას ეროსი მოვიწვიეთ.

ეროსისთან დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შემოქმედებისათვის. მან ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'' პიპინია და შემდეგ ''შერეკილებში'' ქრისტოფორე მგალობლიშვილის პერსონაჟები გაახმოვანა. მისი ხმა გადამწყვეტი იყო.

- ბატონო ელდარ, სამწუხაროდ, ''ცისფერი მთების'' შემადგენლობიდან უმეტესობა გარდაცვლილია. უმრავლესობის გზა და ბედი საზოგადოებამ იცის. თემიკო ჩირგაძე თქვენი მეგობარი იყო, პროფესიით ექიმი. მაგრამ ვინ იყვნენ მდივანი თინა? არტემ ჩაჩანიძე? ან თუნდაც ის ორი კაცი, გივის რომ ეძებდა...

- სამწუხაროდ, რამაზ გიორგობიანი, თემიკო ჩირგაძე, დარეჯან სუმბათაშვილი გარდაიცვალნენ. თემიკო ჩემი ძმის, თენგიზის, უახლოესი მეგობარი იყო. მოგვიანებით ჩვენც ძალიან დავახლოვდით. თემიკო სოფელ ვოროტინსკში სამხედრო ექიმად მსახურობდა. იქვე იყო დიდი აეროდრომი.

ჩვენს დროს ასეთი წესი იყო, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ვინც პირველ კურსს კარგად ვერ დაამთავრებდა, მას ინსტიტუტიდან რიცხავდნენ. დედა ამაზე ძალიან წუხდა და მოსკოვში ჩამომაკითხა. თუმცა ყველაფერი კარგად ჩავაბარე და ვუთხარი, რომ თემიკოსთან ვოროტინსკში მივდიოდი. დედა მეორე დღეს, ანუ საკუთარ დაბადების დღეზე, მოსკოვიდან უკან ბრუნდებოდა. მითხრა, აუცილებლად ჩამოდი, თორემ არ წავალო. მანამდე კი თემიკოსთან ჩავედი.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია