მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოშრევან ნამორაძე: კოდუებმა სხვა გზა არ დამიტოვეს
ნოშრევან ნამორაძე: კოდუებმა სხვა გზა არ დამიტოვეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძეს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მას და­ვით კო­დუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 3 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 13 სა­ათ­ზე, ირაკ­ლი აბა­ში­ძის 56 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში, ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუა 4 წლის შვილ­თან და ძი­ძას­თან ერ­თად იყო მი­სუ­ლი. ბავ­შვს თმას ჭრიდ­ნენ, როცა და­ვითს სა­ლო­ნის წინ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მალე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ვით კო­დუა დღემ­დე ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი და ყბის მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ექი­მე­ბის თქმით, დღეს მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხი სამ­კურ­ნა­ლოდ მის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნას აპი­რებს.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულს, ფაქ­ტის თვითმხილ­ველ­მა, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველ­მა ასე­თი რამ მი­ამ­ბო:

- დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თი იყო, კი­ვი­ლი რომ შე­მო­მეს­მა. მე­გო­ნა, ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. მა­ღა­ზი­ა­ში კლი­ენ­ტე­ბი მყავ­და და ვერ მი­ვა­ტო­ვე. მერე ისევ გა­ვი­გო­ნე ქა­ლის გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი. და­ვი­ნა­ხე, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი დათო ძირს ეგდო, თავს ეხ­ვივ­ნენ სა­ლო­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბავ­შვის ძიძა დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. მალე "სას­წრა­ფო" მო­ვი­და. დათო უგო­ნოდ იყო და მან­ქა­ნა­ში ჩა­აწ­ვი­ნეს. მალე მისი მცვე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ, ბავ­შვი და ძიძა მათ წა­იყ­ვა­ნეს სა­ლო­ნი­დან. დათო ყო­ველ­თვის დაც­ვით და­დის და არ ვიცი, იმ დღეს მარ­ტო რა­ტომ იყო. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი არ მი­ნა­ხავს. ამ­ბო­ბენ, 3 მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი ბიჭი იყოო. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი და­ესხნენ თავს კო­დუ­ას და თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ელექტრო­შო­კიც გა­მო­ი­ყე­ნეს. ეს ფაქ­ტი არ და­დას­ტურ­და. გა­ირ­კვა, რომ დამ­ნა­შა­ვეს ნი­ღა­ბი არ ეკე­თა. და­ნა­შა­უ­ლი იმა­ვე სა­ღა­მოს გა­იხ­სნა. პო­ლი­ცი­ა­ში ბრა­ლის აღი­ა­რე­ბით ბიზ­ნეს­მე­ნი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე მი­ვი­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ცე­მის ფაქ­ტზე აღიძ­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და მას ამ­ჟა­მად 3-დან 5-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 118-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღემ­დე მხა­რე­ე­ბი სა­და­ვოდ ხდი­ან იმ გა­რე­მო­ე­ბას, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და კო­დუ­ას ცე­მა­ში. ბრალ­დე­ბუ­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში ბიზ­ნეს­მე­ნი შემ­თხვე­ვით ნახა და მას მარ­ტო გა­უს­წორ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ და­უ­კი­თხავს. ის ალ­ბათ ბევრ კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს.

პრო­კუ­რორ­მა და­ვით ხვე­დე­ლი­ძემ ნა­მო­რა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბა მო­ი­თხო­ვა: "ნა­მო­რა­ძე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან ერ­თად და­ეს­ხა თავს კო­დუ­ას და მი­ა­ყე­ნა გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია საქ­მის მა­სა­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­წი­ლობ­რი­ვი აღი­ა­რე­ბი­თა და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. ბრალ­დე­ბუ­ლი ადრე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვია, მას პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დო და ამ­ნის­ტი­ით მო­ეხ­სნა პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი, მაგ­რამ კვლავ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. და­სად­გე­ნია სხვა პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხელს შე­უშ­ლის საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას. შე­საძ­ლოა მოწ­მე­ებ­ზე მო­ახ­დი­ნოს ზე­წო­ლა".

მისი პო­ზი­ცია გა­აპ­რო­ტეს­ტა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ლი­ლი­კო გე­ლაშ­ვილ­მა. ის აცხა­დებს, რომ ნა­მო­რა­ძეს ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს. ის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა­საც აპ­რო­ტეს­ტებს: "კვა­ლი­ფი­კა­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რამ შეც­ვა­ლა მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მოწ­მის, კო­დუ­ას ძი­ძის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სხვა არა­ვინ ამ­ბობს, რომ იქ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სცემ­და კო­დუ­ას. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ერთი ურტყამ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ექ­ცა ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გავ­ლე­ნის ქვეშ და ბრა­ლი და­უმ­ძი­მა ნა­მო­რა­ძეს მა­შინ, როცა ჯერ არ არ­სე­ბობს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. და­კი­თხუ­ლია ექი­მი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ კო­დუ­ას სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა არ აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. არც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი­დან ჩანს, რომ იქ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს კო­დუ­ას. კა­მე­რა­ში ისიც ჩანს, რომ გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ ორი ადა­მი­ა­ნი ჯდე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში, სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვა­ლით. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი გა­რე­მო­ე­ბა: ფაქ­ტის შემ­დეგ ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე მი­დის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან. მთე­ლი დღე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი არ იყო. ნა­მო­რა­ძეს არ ჰქო­ნია ის გან­ცდა, რომ მა­ინც ამო­იც­ნობ­დნენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის სა­ღა­მოს ბრა­ლის აღი­ა­რე­ბით მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში. ის რომ არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, თქვენ ეს და­ნა­შა­უ­ლი გა­უხ­სნე­ლი გექ­ნე­ბო­დათ", - მი­მარ­თა პრო­კუ­რორს ად­ვო­კატ­მა და სა­სა­მარ­თლოს 5.000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შეს­თა­ვა­ზა. ამ პო­ზი­ცი­ას და­ე­თან­ხმა ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ო­რე ად­ვო­კა­ტი, ირმა ჭკა­დუა და მა­ნაც და­ა­სა­ბუ­თა, რომ ნა­მო­რა­ძეს ბრა­ლი ედე­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და არ იყო სა­ჭი­რო პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა.

ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძის ჩვე­ნე­ბი­დან:

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა, შე­ვე­ხო იმ მტკივ­ნე­ულ თე­მას, რა­მაც მა­ი­ძუ­ლა იმის გა­კე­თე­ბა, რაც მოხ­და. 2008 წელს, დათო და ერეკ­ლე კო­დუ­ებ­მა გა­მი­ნად­გუ­რეს მთე­ლი ოჯა­ხი და ქუ­ჩა­ში დაგვტო­ვეს. არ ვლა­პა­რა­კობ მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალ­ზე. წა­მარ­თვეს ქო­ნე­ბა, გა­მა­ნად­გუ­რეს და დამ­ტო­ვეს შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით, გა­რეთ. პირ­ველ რიგ­ში, რაც ყვე­ლა კა­ცის­თვის მტკივ­ნე­უ­ლია და რის გა­მოც ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ის არის, რომ ჩემი ოჯა­ხი შე­უ­რა­ცხყ­ვეს. ამა­ზე დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა ქარ­თვე­ლი კა­ცის­თვის არ არ­სე­ბობს. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "ჰე­რო­ი­ნი" ჩა­მი­დეს. ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს არც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვყო­ფილ­ვარ და არც შე­ხე­ბა მქო­ნია ნარ­კო­ტიკ­თან. და­ვით კო­დუ­ამ ერეკ­ლე კო­დუ­ას­თან ერ­თად და­გეგ­მა ყვე­ლა­ფე­რი. სახ­ლში შე­მო­მიც­ვივ­დნენ. ნუკ­რი ჩიკ­ვი­ლა­ძეს და­ა­ვა­ლეს ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მა­ნაც შე­ას­რუ­ლა. ამის მერე ქუ­ჩა­ში ჩემი მე­უღ­ლე ყა­ჩა­ღუ­რად, ბან­დი­ტუ­რად მან­ქა­ნი­დან ჩა­მო­აგ­დეს და წა­არ­თვეს მან­ქა­ნა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ქო­ნე­ბა­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი. არა­ფე­რი ღირს სა­ი­მი­სოდ, რაც გან­ვი­ცა­დე. ღირ­სე­ბის სა­კი­თხია. ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე და კა­ცო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. შე­მი­ლა­ხეს სა­ხე­ლი და გარ­და ამი­სა, ეს ორი პი­როვ­ნე­ბა, ძმე­ბი კო­დუ­ე­ბი, ქა­ლაქ­ში და­დი­ოდ­ნენ და ავ­რცე­ლებ­დნენ ხმებს, რომ თით­ქოს მე ვი­ყა­ვი იმ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი. კარ­გად გა­მი­გეთ, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ეს წლე­ბი ჩემ­თვის. საკ­მა­ოდ დიდ წნეხს გა­ნიც­დი­და მთე­ლი ოჯა­ხი. სხვა გზა არ იყო, უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი ცი­ხე­ში დღე­ვან­დლამ­დე, ან ჭკუა მეხ­მა­რა და ჩემი და ჩემი ოჯა­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა. სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, გარ­და აღი­ა­რე­ბი­სა. მთა­ვა­რი იყო, გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ცი­ხი­დან. დღე­საც მი­ჭირს ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ვამ­ტკი­ცებ ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას. იმე­დი­ა­ნად ვარ, რომ გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ოჯახს შე­ე­ხო ეს უბე­დუ­რე­ბა. ბევ­რს ნერ­ვი­უ­ლო­ბით მამა, დედა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ე­ღუ­პა. მა­შინ მი­ვე­დი იმ დას­კვნამ­დე, რომ და­მეთ­მო ყვე­ლა­ფე­რი. სახ­ლი არ მექ­ნე­ბო­და და კარი, მაგ­რამ მთა­ვა­რი იყო, ჩემს ოჯახ­თან ვიქ­ნე­ბო­დი. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მე­ღი­ა­რე­ბი­ნა ის, რაც არ ჩა­მი­დე­ნია. გა­და­ვი­ხა­დე 500.000 ლარი. ამის შემ­დგო­მაც ისევ დავ­რჩი კო­დუ­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში და ჩემ­ზე ზე­წო­ლა გაგ­რძელ­და. რომ ჩემი ქო­ნე­ბა ჩა­ეგ­დოთ ხელ­ში. - არ ეცა­დო ერთი წა­მით უა­რის თქმას, თავს არ და­გა­ნე­ბებთ, რაც გაქვს, ის უნდა დათ­მოო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და ასე და­მათ­მო­ბი­ნეს "ტიფ­ლის დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წილი. ამ ფირ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. მი­თხრეს, ამ ბიზ­ნეს­ში შენ არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბაო. იმ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ხალ­ხის პრო­ტეს­ტი. ვე­ცა­დე, გა­მე­წე­ლა დრო, მაგ­რამ გა­ი­მარ­ჯვა ძველ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ და დარ­ჩა ისევ კო­დუ­ე­ბის სა­პარ­პა­შო ქვე­ყა­ნა. ჩემი მე­უღ­ლე და დე­და­ჩე­მი მი­ვიდ­ნენ ნო­ტა­რი­უს­თან და ეს ქო­ნე­ბა 200 ლა­რად გა­და­ვუ­ფორ­მეთ კო­დუ­ე­ბის სა­სურ­ველ პი­როვ­ნე­ბას, გოგა ზა­ქა­ი­ძეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა­ტომ­ღაც, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის, 500. 000-ის გა­დახ­დის, მან­ქა­ნის წარ­თმე­ვის შემ­დეგ, მო­მინ­და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის 200 ლა­რად ჩუ­ქე­ბა კო­დუ­ე­ბის­თვის. 6 წელი გა­ვი­და იმის მო­ლო­დინ­ში, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ოდეს­ღაც დამ­თავ­რდე­ბო­და.

ცოტა ხნის წინ შევ­ხვდი და­ვით კო­დუ­ას, ვე­სა­უბ­რე, ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად, პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თვის ბო­დი­ში ჰქონ­და მო­სახ­დე­ლი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი მერე გაგ­ვერ­კვია. მის­გან ადა­მი­ა­ნუ­რი ბო­დი­შიც არ მი­მი­ღია. სულ­ში ჩა­ფურ­თხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ ახ­ლაც. ადა­მი­ა­ნუ­რი ბო­დი­ში მა­ინც რომ მო­ე­ხა­და, შე­იძ­ლე­ბო­და, ეს არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ესეც არ იკად­რა და­ვით კო­დუ­ამ. ამან გა­მო­იწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი. არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვლას, ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ გა­მო­ძი­ე­ბას­თან. არ დავ­მა­ლულ­ვარ და არა­სო­დეს ჩა­ვი­დენ ისეთ რა­მეს, რომ და­სა­მა­ლა­ვად გა­მიხ­დეს საქ­მე".

მო­სა­მარ­თლემ ნა­მო­რა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი და და­ტო­ვეს ტე­რი­ტო­რია. ტი­რი­ლით გა­მო­ვი­და დარ­ბა­ზი­დან ნა­მო­რა­ძის შვი­ლი. მის­მა მე­უღ­ლემ, ნინო სუ­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ელო­და. ის ფიქ­რობს, რომ სა­სა­მარ­თლო ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გავ­ლე­ნის ქვე­შაა. ად­ვო­კა­ტი, ლი­ლი­კო გე­ლაშ­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს:

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ. რამ­დე­ნი­მე თვეა, ასე­თი უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მო­მის­მე­ნია, რაც მო­სა­მარ­თლე არე­ვა­ძემ მი­ი­ღო. მით უფრო, ასე­თი მუხ­ლი ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერც ერთი წი­ნა­და­დე­ბით ვერ და­ა­სა­ბუ­თა, რა­ტომ ითხოვ­და პა­ტიმ­რო­ბას. ჩვენ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­ვა­სა­ბუ­თეთ, რომ გი­რაო იყო ყვე­ლა­ზე სწო­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­სა­ვა­ლი. ვფიქ­რობ, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლო იმ აჟი­ო­ტა­ჟის ზე­გავ­ლე­ნის ქვე­შაა, რაც ამ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. არა­და, ეს ერთი ბა­ნა­ლუ­რი საქ­მეა. ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ამ ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო მო­სა­მარ­თლემ. რო­მელ მი­მალ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, როცა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში მა­შინ, როცა არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და მის წი­ნა­აღ­მდეგ. იმ­დე­ნი მოწ­მი­დან ყვე­ლა ცალ­სა­ხად ამ­ბობს, გარ­და ერთი ადა­მი­ა­ნი­სა, რომ ერთი პირი სცემ­და. ნა­მო­რა­ძეს მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ასე­თი ბრა­ლით ყვე­ლას გა­რეთ უშ­ვე­ბენ. არე­ვა­ძე ის მო­სა­მარ­თლე გახ­ლავთ, რო­მელ­მაც გიგი უგუ­ლა­ვა და­ტო­ვა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე - ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ედა­ვე­ბი­ან მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვას. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რა ჩვე­ნე­ბას მის­ცემს გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. და­დას­ტურ­დე­ბა თუ არა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სხვა პი­რე­ბის ყოფ­ნა და და­ად­გენს თუ არა მათ ვი­ნა­ო­ბას გა­მო­ძი­ე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნოშრევან ნამორაძე: კოდუებმა სხვა გზა არ დამიტოვეს

ნოშრევან ნამორაძე: კოდუებმა სხვა გზა არ დამიტოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოშრევან ნამორაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას დავით კოდუას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

შეგახსენებთ, 3 მაისს, დაახლოებით 13 საათზე, ირაკლი აბაშიძის 56 ნომერში მდებარე სილამაზის სალონში, ბიზნესმენი დავით კოდუა 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იყო მისული. ბავშვს თმას ჭრიდნენ, როცა დავითს სალონის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილზე მალე უამრავი ადამიანი შეიკრიბა და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დავით კოდუა დღემდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ცხვირი აქვს გატეხილი და ყბის მოტეხილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ოჯახი სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას აპირებს.

აღნიშნულ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მისულს, ფაქტის თვითმხილველმა, მაღაზიის გამყიდველმა ასეთი რამ მიამბო:

- დღის პირველი საათი იყო, კივილი რომ შემომესმა. მეგონა, ბავშვები იყვნენ. მაღაზიაში კლიენტები მყავდა და ვერ მივატოვე. მერე ისევ გავიგონე ქალის განწირული კივილი. დავინახე, დასისხლიანებული დათო ძირს ეგდო, თავს ეხვივნენ სალონის თანამშრომლები, ბავშვის ძიძა დახმარებას ითხოვდა. მალე "სასწრაფო" მოვიდა. დათო უგონოდ იყო და მანქანაში ჩააწვინეს. მალე მისი მცველებიც მოვიდნენ, ბავშვი და ძიძა მათ წაიყვანეს სალონიდან. დათო ყოველთვის დაცვით დადის და არ ვიცი, იმ დღეს მარტო რატომ იყო. თავდამსხმელები არ მინახავს. ამბობენ, 3 მაღალი, გამხდარი ბიჭი იყოო. თავდაპირველად ითქვა, რომ შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს კოდუას და თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. ეს ფაქტი არ დადასტურდა. გაირკვა, რომ დამნაშავეს ნიღაბი არ ეკეთა. დანაშაული იმავე საღამოს გაიხსნა. პოლიციაში ბრალის აღიარებით ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე მივიდა. მის წინააღმდეგ საქმე ცემის ფაქტზე აღიძრა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ამჟამად 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დღემდე მხარეები სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კოდუას ცემაში. ბრალდებული ირწმუნება, რომ ქუჩაში ბიზნესმენი შემთხვევით ნახა და მას მარტო გაუსწორდა. ჯერჯერობით გამოძიებას დაზარალებული არ დაუკითხავს. ის ალბათ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

პროკურორმა დავით ხვედელიძემ ნამორაძის დაპატიმრება მოითხოვა: "ნამორაძე გამოძიებისთვის დაუდგენელ პირებთან ერთად დაესხა თავს კოდუას და მიაყენა განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ეს დადასტურებულია საქმის მასალებით, ბრალდებულის ნაწილობრივი აღიარებითა და სხვა მტკიცებულებებით. ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევია, მას პირობითი მსჯავრი დაედო და ამნისტიით მოეხსნა პირობითი სასჯელი, მაგრამ კვლავ ჩაიდინა დანაშაული. დასადგენია სხვა პირების ვინაობა და მისი გათავისუფლება ხელს შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა".

მისი პოზიცია გააპროტესტა ბრალდებულის ადვოკატმა, ლილიკო გელაშვილმა. ის აცხადებს, რომ ნამორაძეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ის პროკურატურის მიერ ბრალის დამძიმებასაც აპროტესტებს: "კვალიფიკაცია პროკურატურამ შეცვალა მხოლოდ ერთადერთი მოწმის, კოდუას ძიძის ჩვენების საფუძველზე. სხვა არავინ ამბობს, რომ იქ რამდენიმე ადამიანი სცემდა კოდუას. ყველა ამბობს, რომ ერთი ურტყამდა. პროკურატურა მოექცა ატეხილი აჟიოტაჟის გავლენის ქვეშ და ბრალი დაუმძიმა ნამორაძეს მაშინ, როცა ჯერ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. დაკითხულია ექიმი, რომელიც აცხადებს, რომ კოდუას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება არ აქვს მიყენებული. არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან ჩანს, რომ იქ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს კოდუას. კამერაში ისიც ჩანს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ორი ადამიანი ჯდება სამარშრუტო ტაქსიში, სხვადასხვა ინტერვალით. საყურადღებოა ერთი გარემოება: ფაქტის შემდეგ ნოშრევან ნამორაძე მიდის შემთხვევის ადგილიდან. მთელი დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ იყო. ნამორაძეს არ ჰქონია ის განცდა, რომ მაინც ამოიცნობდნენ. ამის მიუხედავად, ის საღამოს ბრალის აღიარებით მივიდა პოლიციაში. ის რომ არ გამოცხადებულიყო, თქვენ ეს დანაშაული გაუხსნელი გექნებოდათ", - მიმართა პროკურორს ადვოკატმა და სასამართლოს 5.000-ლარიანი გირაო შესთავაზა. ამ პოზიციას დაეთანხმა ბრალდებულის მეორე ადვოკატი, ირმა ჭკადუა და მანაც დაასაბუთა, რომ ნამორაძეს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არ იყო საჭირო პატიმრობის შეფარდება. პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა თავად ბრალდებულმა.

ნოშრევან ნამორაძის ჩვენებიდან:

- ჩემთვის ძალიან მძიმეა, შევეხო იმ მტკივნეულ თემას, რამაც მაიძულა იმის გაკეთება, რაც მოხდა. 2008 წელს, დათო და ერეკლე კოდუებმა გამინადგურეს მთელი ოჯახი და ქუჩაში დაგვტოვეს. არ ვლაპარაკობ მატერიალურ ზარალზე. წამართვეს ქონება, გამანადგურეს და დამტოვეს შიშველი ხელებით, გარეთ. პირველ რიგში, რაც ყველა კაცისთვის მტკივ­ნეულია და რის გამოც ვარ გაბრაზებული, ის არის, რომ ჩემი ოჯახი შეურაცხყვეს. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი კაცისთვის არ არსებობს. დიდი რაოდენობით "ჰეროინი" ჩამიდეს. ცხოვრებაში არასდროს არც მომხმარებელი ვყოფილვარ და არც შეხება მქონია ნარკოტიკთან. დავით კოდუამ ერეკლე კოდუასთან ერთად დაგეგმა ყველაფერი. სახლში შემომიცვივდნენ. ნუკრი ჩიკვილაძეს დაავალეს ამის განხორციელება და მანაც შეასრულა. ამის მერე ქუჩაში ჩემი მეუღლე ყაჩაღურად, ბანდიტურად მანქანიდან ჩამოაგდეს და წაართვეს მანქანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქონებაზე არ მაქვს საუბარი. არაფერი ღირს საიმისოდ, რაც განვიცადე. ღირსების საკითხია. ელემენტარულ ადამიანობაზე და კაცობაზეა ლაპარაკი. შემილახეს სახელი და გარდა ამისა, ეს ორი პიროვნება, ძმები კოდუები, ქალაქში დადიოდნენ და ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს მე ვიყავი იმ დანაშაულში ბრალდებული. კარგად გამიგეთ, ძალიან რთული იყო ეს წლები ჩემთვის. საკმაოდ დიდ წნეხს განიცდიდა მთელი ოჯახი. სხვა გზა არ იყო, უნდა ვმჯდარიყავი ციხეში დღევანდლამდე, ან ჭკუა მეხმარა და ჩემი და ჩემი ოჯახის საკეთილდღეოდ ნაბიჯი გადამედგა. სხვა გზა არ დამიტოვეს, გარდა აღიარებისა. მთავარი იყო, გამოვსულიყავი ციხიდან. დღესაც მიჭირს ჩემი სიმართლის დამტკიცება. გამოძიება მიმდინარეობს და ვამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. იმედიანად ვარ, რომ გაირკვევა სიმართლე. იმ პერიოდში ყველა ოჯახს შეეხო ეს უბედურება. ბევრს ნერვიულობით მამა, დედა და ოჯახის წევრები დაეღუპა. მაშინ მივედი იმ დასკვნამდე, რომ დამეთმო ყველაფერი. სახლი არ მექნებოდა და კარი, მაგრამ მთავარი იყო, ჩემს ოჯახთან ვიქნებოდი. იძულებული გავხდი, მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. გადავიხადე 500.000 ლარი. ამის შემდგომაც ისევ დავრჩი კოდუების გარემოცვაში და ჩემზე ზეწოლა გაგრძელდა. რომ ჩემი ქონება ჩაეგდოთ ხელში. - არ ეცადო ერთი წამით უარის თქმას, თავს არ დაგანებებთ, რაც გაქვს, ის უნდა დათმოო, მეუბნებოდნენ და ასე დამათმობინეს "ტიფლის დეველოპმენტის" 50-პროცენტიანი წილი. ამ ფირმის დამფუძნებელი ვიყავი. მითხრეს, ამ ბიზნესში შენ არაფერი გესაქმებაო. იმ პერიოდში დაიწყო ხალხის პროტესტი. ვეცადე, გამეწელა დრო, მაგრამ გაიმარჯვა ძველმა სიტუაციამ და დარჩა ისევ კოდუების საპარპაშო ქვეყანა. ჩემი მეუღლე და დედაჩემი მივიდნენ ნოტარიუსთან და ეს ქონება 200 ლარად გადავუფორმეთ კოდუების სასურველ პიროვნებას, გოგა ზაქაიძეს. წარმოიდგინეთ, რატომღაც, ციხიდან გამოსვლის, 500. 000-ის გადახდის, მანქანის წართმევის შემდეგ, მომინდა სამშენებლო კომპანიის 200 ლარად ჩუქება კოდუებისთვის. 6 წელი გავიდა იმის მოლოდინში, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც დამთავრდებოდა.

ცოტა ხნის წინ შევხვდი დავით კოდუას, ვესაუბრე, ვუთხარი, რომ აუცილებლად, პირველ რიგში, ჩემთვის ბოდიში ჰქონდა მოსახდელი და სხვა დანარჩენი მერე გაგვერკვია. მისგან ადამიანური ბოდიშიც არ მიმიღია. სულში ჩაფურთხებული ვიყავი და ასეთ მდგომარეობაში ვარ ახლაც. ადამიანური ბოდიში მაინც რომ მოეხადა, შეიძლებოდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ესეც არ იკადრა დავით კოდუამ. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. არ ვაპირებ არსად წასვლას, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. არ დავმალულვარ და არასოდეს ჩავიდენ ისეთ რამეს, რომ დასამალავად გამიხდეს საქმე".

მოსამართლემ ნამორაძეს პატიმრობა შეუფარდა. ამით კმაყოფილი დარჩნენ დაზარალებულის ახლობლები და დატოვეს ტერიტორია. ტირილით გამოვიდა დარბაზიდან ნამორაძის შვილი. მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა. ის ფიქრობს, რომ სასამართლო ისევ "ნაციონალების" გავლენის ქვეშაა. ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:

- ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ. რამდენიმე თვეა, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება არ მომისმენია, რაც მოსამართლე არევაძემ მიიღო. მით უფრო, ასეთი მუხლი ჰქონდა წარდგენილი. პროკურატურამ ვერც ერთი წინადადებით ვერ დაასაბუთა, რატომ ითხოვდა პატიმრობას. ჩვენ არგუმენტირებულად დავასაბუთეთ, რომ გირაო იყო ყველაზე სწორი, სამართლიანი გამოსავალი. ვფიქრობ, ჩემდა სამწუხაროდ, სასამართლო იმ აჟიოტაჟის ზეგავლენის ქვეშაა, რაც ამ საქმეზე მიმდინარეობას. არადა, ეს ერთი ბანალური საქმეა. ატეხილი აჟიოტაჟი სასამართლოზე ზეწოლას ემსახურებოდა და ამ ზეწოლას ვერ გაუძლო მოსამართლემ. რომელ მიმალვაზეა საუბარი, როცა ადამიანი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში მაშინ, როცა არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა მის წინააღმდეგ. იმდენი მოწმიდან ყველა ცალსახად ამბობს, გარდა ერთი ადამიანისა, რომ ერთი პირი სცემდა. ნამორაძეს მსუბუქი დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ასეთი ბრალით ყველას გარეთ უშვებენ. არევაძე ის მოსამართლე გახლავთ, რომელმაც გიგი უგულავა დატოვა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე - ბრალდებული, რომელსაც ედავებიან მილიონობით თანხის გაფლანგვას. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას თავად დაზარალებული. დადასტურდება თუ არა, შემთხვევის ადგილზე სხვა პირების ყოფნა და დაადგენს თუ არა მათ ვინაობას გამოძიება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ