სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განო მელითაური: "თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ"
განო მელითაური: "თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ"

და­უ­ვი­წყა­რი ჰან­გე­ბი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა, სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და სა­ო­ჯა­ხო ან­სამ­ბლი, - ამ ყვე­ლა­ფერს დები იშხნე­ლე­ბი ქმნიდ­ნენ... ამ ქალ­თა ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მა­რი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს, ლა­მის სა­უ­კუ­ნე იცო­ცხლა. იშხნე­ლებს უამ­რა­ვი შთა­მო­მა­ვა­ლი ჰყავთ, მაგ­რამ ამ­ჟა­მად გვინ­და, სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის მემ­კვიდ­რე­ებ­ზე შევ­ჩერ­დეთ. ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ დი­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის გენი დღეს რო­გორ გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას. ჩვენ მის შვილ­თაშ­ვილს, განო მე­ლი­თა­ურს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც ბოლო დროს "პა­ლიტ­რა ტვ"-ის ეთერ­ში მე­უღ­ლეს­თან, კოტე თო­ლორ­და­ვას­თან ერ­თად, გა­და­ცე­მა­ში - "გა­კოს შოუ" გა­მოჩ­ნდა.

- ჩემ­თვის თა­მა­რი პირ­ველ რიგ­ში, დიდი ბე­ბი­აა, რო­მელ­თა­ნაც 9 წლამ­დე ვიზ­რდე­ბო­დი. ლა­მის 100 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ღრმად მო­ხუ­ციც ენერ­გი­ით აღ­სავ­სე იყო... სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი რომ ხარ, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს წლებ­თან ერ­თად აა­ნა­ლი­ზებ.

- მან და მის­მა დებ­მა ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რას, ქარ­თულ რო­მანსს ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი და სწო­რედ მათ­გან იღებს სა­თა­ვეს ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჰან­გე­ბი, რო­მელ­საც შემ­დგომ არა­ერ­თი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა...

- ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რაც სა­ოც­რად მე­ა­მა­ყე­ბა... ბავ­შვო­ბი­დან, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც უნდა მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, ჩემ გარ­შე­მო ყო­ველ­თვის ყვე­ლამ იცო­და, რომ იშხნე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ. მათ მი­მართ მუდ­მი­ვად დიდ ინ­ტე­რესს ამ­ჟღავ­ნებ­დნენ.

- თა­მარს რამ­დე­ნი შვი­ლი ჰყავ­და?

- ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - ლილი და და­რე­ჯა­ნი ჰყავ­და. ლილი ბე­ბი­ა­ჩე­მი გახ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე გარ­დაც­ვლი­ლია, და­რე­ჯა­ნი კი ცო­ცხა­ლია. ლი­ლის შვი­ლე­ბი არი­ან დე­და­ჩე­მი - თინა მე­ნაბ­დე და დე­ი­და­ჩე­მი - მა­ნა­ნა...

- რო­გორც აღ­ნიშ­ნე, ხან­დაზ­მულ თა­მარ იშხნელ­თან 9 წლამ­დე იზ­რდე­ბო­დი. ის ტი­პუ­რი ბე­ბია იყო? სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი თუ ეხერ­ხე­ბო­და?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ნა­ირ სა­ო­ჯა­ხო საქ­მეს ლილი აგ­ვა­რებ­და, თა­მა­რიც საქ­მი­ა­ნობ­და, რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა მა­საც შე­ეძ­ლო... დებს საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დათ, შო­რი­დან კი ისე ჩან­და, თით­ქოს მხო­ლოდ გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­დნენ, მღე­როდ­ნენ და არა­ფერ­ზე დარ­დობ­დნენ. არა­და, ერთ-ერთ დას შვი­ლიც კი და­ე­ღუ­პა...

- თა­მა­რი რო­დის გარ­და­იც­ვა­ლა?

- 1995 წელს... ის და მისი დები ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. მარ­ტო ის რად ღირს, რომ გა­ბე­დეს და იმ დრო­ში გი­ტა­რა აი­ღეს ხელ­ში, სცე­ნა­ზე მყო­ფებ­მა თა­ვი­ან­თი სი­ტყვა თქვეს. ნამ­დვი­ლი ლე­გენ­დე­ბი არი­ან და ამი­ტო­მაც, მათი ფირ­ფი­ტა მსოფ­ლიო სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­შია შე­სუ­ლი... ვი­მე­ო­რებ, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ თა­მარ იშხნე­ლის შვილ­თაშ­ვი­ლი ვარ!.. ის პა­ტა­რებს კონ­ცერ­ტებს გვი­წყობ­და, უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს გვიყ­ვე­ბო­და. გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სე­ბი უყ­ვარ­და და გა­მოთ­ქმით გვა­კი­თხებ­და (გა­ლა­კტი­ო­ნის პო­ე­ზია ჩემი სა­მა­გი­დო წიგ­ნიც იყო). გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ლექ­სი: "ქა­ლაქ­ში, მტვერ­ში წა­იქ­ცა ბავ­შვი" და დღე­ში სამ­ჯერ მა­ინც ვუ­კი­თხავ­დი, ასე "მსჯი­და" ხოლ­მე (იცი­ნის). ცელ­ქი ვი­ყა­ვი, ის კი - ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი...

- თუ იცი, დებს ერ­თმა­ნეთ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ?

- იშხნე­ლე­ბი ბევ­რნი იყ­ვნენ (12 და-ძმა) და ერ­თმა­ნეთ­თან თურ­მე, ლაღი, თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ჩემს პა­ტა­რა­ო­ბა­ში მათ­გან მხო­ლოდ თა­მა­რი იყო ცო­ცხა­ლი და კარ­გად მახ­სოვს, მთე­ლი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ო­ცა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხუ­რი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი, სიმ­ღე­რა, სა­უბ­რე­ბი გა­მორ­ჩე­ულ პო­ე­ტებ­სა და კი­ნო­ზე, ძვე­ლი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო... თა­მა­რი 90 წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, იტა­ლი­ა­ში რომ გა­დაფ­რინ­და და ფეს­ტი­ვალ­ზე "სან­ტა­ლუ­ჩია" იმ­ღე­რა... ბო­ლოს წელ­ში მოხ­რი­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ სტუ­მა­რი რომ მო­ვი­დო­და, გი­ტა­რას ხელ­ში აი­ღებ­და, წელ­ში გა­ი­მარ­თე­ბო­და და პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით ენერ­გი­უ­ლი ხდე­ბო­და. მახ­სოვს, ლა­მა­ზი თმა ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე საკ­მა­ოდ ხან­დაზ­მუ­ლი გახ­ლდათ, ყო­ველ­თვის მოვ­ლი­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო. მისი კა­ბე­ბი, თეთ­რი მძი­ვი და სხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას... მე და ჩემი ძმა ეშ­მა­კი და მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, თა­მარს ვაბ­რა­ზებ­დით, ის კი ჩვენს ცელ­ქო­ბას იუ­მო­რით პა­სუ­ხობ­და.

- მშობ­ლე­ბი მას­თან ხში­რად გტო­ვებ­დნენ?

- კი, მაგ­რამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ბე­ბია ლი­ლიც ჩვენ­თან იყო... ისე, ლი­ლის ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­ო­პე­რო ხმა ჰქონ­და, მაგ­რამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დე­დას, შვი­ლებ­სა და ოჯახს მი­უ­ძღვნა. ის სა­ო­ცა­რი ბე­ბია იყო. მშვი­დი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქალი გახ­ლდათ. ჩუ­მად გა­იც­რი­ცა და წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. ის ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­და.

- დებ­მა იშხნე­ლებ­მა შთა­მო­მავ­ლებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით რა გად­მოგ­ცეს?

- რა თქმა უნდა, სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი... და­რე­ჯა­ნი, თა­მა­რის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი გახ­ლდათ, მუდ­მი­ვად სა­ნა­თე­სა­ვოს შეხ­ვედ­რებს უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას, სა­ღა­მო­ებს აწყობ­და და რა­ღაც­ნა­ი­რად ახერ­ხებ­და, რომ ყვე­ლა­ნი შე­ეკ­რი­ბა... ახლა კი ასეთ აქ­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებთ, ეს იშ­ვი­ა­თად გა­მოგ­ვდის. სა­მა­გი­ე­როდ, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ყო­ველ­თვის გვახ­სოვს, რომ ჩვენ უკან დები იშხნე­ლე­ბი დგა­ნან და ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

- მგო­ნი, გა­რეგ­ნუ­ლად ჰგავ­ხარ კი­დეც შენს წი­ნაპ­რებს...

- დიახ, ასეა და ეს არის ის, რაც ძა­ლი­ან სა­თუ­თი, წმინ­და, ძვირ­ფა­სი და სა­ნუკ­ვა­რია ჩემ­თვის... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე. გარ­და იმი­სა, რომ თა­მა­რის შთა­მო­მა­ვა­ლია და ამ გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია, სა­ო­ცა­რი ხე­ლო­ვა­ნია. მის მი­მართ ყო­ველ­თვის რიდი მქონ­და, მის აზრს პა­ტივს ვცემ­დი. ჩვენ დღე­საც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მარ­თა­ლია, დე­ი­და­ჩე­მია და შე­სა­ბა­მი­სად, ასა­კით ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი, მაგ­რამ მე­გობ­რო­ბაც გა­მოგ­ვდის. ხში­რად უწევს სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნა და მას­თან მუდ­მი­ვი მი­მო­წე­რა მაქვს. სხვა­თა შო­რის, ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წერს, კარ­გი მე­ი­გა­ვეა, მაგ­რად ხა­ტავს, ფან­ტას­ტი­კურ კო­ლა­ჟებს აკე­თებს. მას­ში ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი ტა­ლან­ტია თავ­მოყ­რი­ლი. სა­ო­ცა­რი სტი­ლი და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა აქვს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მა­ნა­ნას­თან ასე­თი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მის რჩე­ვებს ვი­ზი­ა­რებ. ის დები იშხნე­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი და თვითმყო­ფა­დი გამ­გრძე­ლე­ბე­ლია.

- შენი წი­ნაპ­რე­ბის სა­ხე­ლი ამა თუ იმ საქ­მის წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბა­ში თუ დაგ­ხმა­რე­ბია?

- არას­დროს დამ­ჭირ­ვე­ბია იმის თქმა, თუ ვისი შთა­მო­მა­ვა­ლი ვი­ყა­ვი. უკვე აღ­ვნიშ­ნე კი­დეც, რომ ეს ისე­დაც, ყვე­ლამ იცო­და. ჩემი მშობ­ლე­ბი რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ არას­დროს გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, მშობ­ლე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის წყა­ლო­ბით იოლი გზით მი­მეღ­წია წარ­მა­ტე­ბის­თვის. მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა. რეზო ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნო და­ვამ­თავ­რე, მისი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი ვარ და სა­დიპ­ლო­მო ფილ­მი თუ სხვა რამ, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვა­კე­თე...

- თა­ვად თუ მღე­რი?

- კი, ვმღე­რი და მუ­სი­კა მიყ­ვარს, მაგ­რამ არა იმ­დე­ნად, რომ მუ­სი­კო­სო­ბა პრო­ფე­სი­ად ამერ­ჩია. თან, ბავ­შვო­ბი­დან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ვი­ზარ­დე და კი­ნო­თი მო­ვი­წამ­ლე. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვწერ­დი და არ­ჩე­ვა­ნი იო­ლად გა­ვა­კე­თე. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რა მინ­დო­და. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რეზო ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნო­ში, კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, ის მე­გობ­რე­ბის წრე­ში, შვი­ლებ­თან და ისე, ჩემი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის და­ვი­ტო­ვე, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­ვსხვავ­დე­ბი, ვინც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აფა­სებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და რად­გან მის ოჯახ­ში მღე­რი­ან, მომ­ღერ­ლო­ბას იბ­რა­ლებს, მე უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. გული მწყდე­ბა და მა­ღი­ზი­ა­ნებს ის უგე­მოვ­ნო­ბა, რა­საც ცო­ცხალმკვდა­რი ქარ­თუ­ლი "შო­უ­ბიზ­ნე­სი" ჰქვია. სა­ში­ნელ, მდა­რე ხა­რის­ხის გა­ურ­კვე­ველ სიმ­ღე­რებს ჩა­წე­რენ და მერე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟღერს რა­დი­ო­ებ­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი არ აქვთ, რათა თა­ვი­სი საქ­მე აკე­თონ, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯონ.

- და­ბო­ლოს, შე­გიძ­ლია, შენი გეგ­მე­ბი გაგ­ვან­დო?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ კარ­გად ვწერ­დი, მშობ­ლე­ბი არას­დროს მა­ფე­ტი­შებ­დნენ. უბ­რა­ლოდ, ერ­თა­დერ­თხელ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილს წა­ა­კი­თხეს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი და მერე გა­ვი­გე, რომ ისი­ნი პირ­ველ გა­ნახ­ლე­ბულ "ივე­რი­ა­ში" და­ი­ბეჭ­და... არ ვიცი, წერა თა­ვი­დან რამ და­მა­წყე­ბი­ნა. ალ­ბათ იმან, რომ ჩვენს ოჯახ­ში ტრა­გე­დია მოხ­და: 13 წლის და სის­ხლის გა­თეთ­რე­ბით გარ­და­მეც­ვა­ლა. თე­ო­ნას ამ­ბავ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... ლექ­სებ­საც ვწერ­დი. დღეს იმ პე­რი­ო­დის ჩემს ნა­წე­რებს რომ ვკი­თხუ­ლობ, იმ­დე­ნად ფი­ლო­სო­ფი­უ­რია, მიკ­ვირს. იმ პა­ტა­რა გა­ნოს დიდ გა­ნოს რომ ვა­და­რებ, მგო­ნია, პა­ტა­რა გა­ნოს ნა­წე­რებს დიდი განო ჯერ ვერ და­ე­წია... ჩემს ფიქ­რებს ვახ­მო­ვა­ნებ­დი, რა­საც შემ­დეგ უფ­რო­სე­ბი სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე ბეჭ­დავ­დნენ. ახ­ლაც გვაქვს ის გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი ფურ­ცლე­ბი შე­ნა­ხუ­ლი, რომ­ლე­ბიც 1990-92 წლე­ბით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა თე­ო­ნა უკვე აღარ იყო. ნა­წე­რე­ბი ბე­დის­წე­რა­ზეა... სა­მო­მავ­ლოდ კი­ნოა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი, მე ხომ უპირ­ვე­ლე­სად, რე­ჟი­სო­რი ვარ...

ახლა კი ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი მაქვს: გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც კო­ტეს­თან ერ­თად "პა­ლიტ­რა ტვ"-ზე გა­ვა­კე­თე, რო­მე­ლიც თა­ვი­დან მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ და აზარ­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბად იქცა, რად­გან იმა­ზე მეტი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა, ვიდ­რე ვე­ლო­დით. კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს წამ­ყვა­ნის, უფრო სწო­რად, "გა­კოს შოუს" მას­პინ­ძლის ამ­პლუ­ა­ში და უდი­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ძენ. უამ­რავ სი­ახ­ლე­სა და გა­და­ცე­მის სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თა­რე­ბას ვგეგ­მავთ და ამ საქ­მე­ში მთლი­ა­ნად ვარ ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩემს ნა­წე­რებ­საც მინ­და, მივ­ხე­დო...

- რო­დე­საც კო­ტემ შე­გიყ­ვა­რა, თუ იცო­და, რომ იშხნე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი იყა­ვი?

- კი, იცო­და... მაგ­რამ ვიდ­რე ერ­თმა­ნეთს გა­ვიც­ნობ­დით, ასე­თი რამ მოხ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში: თა­მა­რის პა­ნაშ­ვი­დის დღეს, კოტე ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. აბა­ში­ძე­ზე დიდი ავა­რია მოხ­და და ბევ­რი მან­ქა­ნა გა­ეხ­ვია გა­უ­გებ­რო­ბა­ში. მა­შინ 8 წლის ვი­ყა­ვი, მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი და იმ მძი­მე კადრს ფან­ჯრი­დან ვუ­ყუ­რებ­დი. მა­მამ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა" გა­მო­ი­ძა­ხა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­და­არ­ჩი­ნა ბიჭი, რო­მე­ლიც წლე­ბის შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლე გახ­და.

- შენი შვი­ლე­ბი არ მღე­რი­ან?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს ორი­ვე შვილს აღ­მო­აჩ­ნდა მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. ტასო ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, ხოლო თა­რა­ში, რო­მელ­მაც ჯერ ლა­პა­რა­კი არ იცის (2 წლის გახ­ლავთ), ცდი­ლობს, კარ­გად იმ­ღე­როს.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი ”გზა”

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

განო მელითაური: "თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ"

განო მელითაური: "თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ"

დაუვიწყარი ჰანგები, არაჩვეულებრივი ქართული მუსიკა, საოცარი ქალბატონები და საოჯახო ანსამბლი, - ამ ყველაფერს დები იშხნელები ქმნიდნენ... ამ ქალთა ჯგუფის ხელმძღვანელი თამარი გახლდათ, რომელმაც ყველაზე დიდხანს, ლამის საუკუნე იცოცხლა. იშხნელებს უამრავი შთამომავალი ჰყავთ, მაგრამ ამჟამად გვინდა, სწორედ ქალბატონი თამარის მემკვიდრეებზე შევჩერდეთ. ალბათ საინტერესოა, ამ დიდებული ქალბატონის გენი დღეს როგორ განაგრძობს არსებობას. ჩვენ მის შვილთაშვილს, განო მელითაურს დავუკავშირდით, რომელიც ბოლო დროს "პალიტრა ტვ"-ის ეთერში მეუღლესთან, კოტე თოლორდავასთან ერთად, გადაცემაში - "გაკოს შოუ" გამოჩნდა.

- ჩემთვის თამარი პირველ რიგში, დიდი ბებიაა, რომელთანაც 9 წლამდე ვიზრდებოდი. ლამის 100 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ ღრმად მოხუციც ენერგიით აღსავსე იყო... სახალხო არტისტის, ცნობილი მომღერლის შთამომავალი რომ ხარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამ ყველაფერს წლებთან ერთად აანალიზებ.

- მან და მისმა დებმა ქალაქურ სიმღერას, ქართულ რომანსს ჩაუყარეს საფუძველი და სწორედ მათგან იღებს სათავეს ის არაჩვეულებრივი ჰანგები, რომელსაც შემდგომ არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა...

- ისინი საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები იყვნენ, რაც საოცრად მეამაყება... ბავშვობიდან, რა სიტუაციაშიც უნდა მოვხვედრილიყავი, ჩემ გარშემო ყოველთვის ყველამ იცოდა, რომ იშხნელების შთამომავალი ვარ. მათ მიმართ მუდმივად დიდ ინტერესს ამჟღავნებდნენ.

- თამარს რამდენი შვილი ჰყავდა?

- ორი ქალიშვილი - ლილი და დარეჯანი ჰყავდა. ლილი ბებიაჩემი გახლდათ. სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია, დარეჯანი კი ცოცხალია. ლილის შვილები არიან დედაჩემი - თინა მენაბდე და დეიდაჩემი - მანანა...

- როგორც აღნიშნე, ხანდაზმულ თამარ იშხნელთან 9 წლამდე იზრდებოდი. ის ტიპური ბებია იყო? საოჯახო საქმეები თუ ეხერხებოდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ საოჯახო საქმეს ლილი აგვარებდა, თამარიც საქმიანობდა, რაღაცების კეთება მასაც შეეძლო... დებს საკმაოდ დაძაბული ცხოვრება ჰქონდათ, შორიდან კი ისე ჩანდა, თითქოს მხოლოდ გიტარაზე უკრავდნენ, მღეროდნენ და არაფერზე დარდობდნენ. არადა, ერთ-ერთ დას შვილიც კი დაეღუპა...

- თამარი როდის გარდაიცვალა?

- 1995 წელს... ის და მისი დები ძლიერი ქალები იყვნენ. მარტო ის რად ღირს, რომ გაბედეს და იმ დროში გიტარა აიღეს ხელში, სცენაზე მყოფებმა თავიანთი სიტყვა თქვეს. ნამდვილი ლეგენდები არიან და ამიტომაც, მათი ფირფიტა მსოფლიო საუკეთესო ათეულშია შესული... ვიმეორებ, მეამაყება, რომ თამარ იშხნელის შვილთაშვილი ვარ!.. ის პატარებს კონცერტებს გვიწყობდა, უამრავ საინტერესო ამბავს გვიყვებოდა. გალაკტიონის ლექსები უყვარდა და გამოთქმით გვაკითხებდა (გალაკტიონის პოეზია ჩემი სამაგიდო წიგნიც იყო). განსაკუთრებით უყვარდა ლექსი: "ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი" და დღეში სამჯერ მაინც ვუკითხავდი, ასე "მსჯიდა" ხოლმე (იცინის). ცელქი ვიყავი, ის კი - ძალიან საყვარელი...

- თუ იცი, დებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- იშხნელები ბევრნი იყვნენ (12 და-ძმა) და ერთმანეთთან თურმე, ლაღი, თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემს პატარაობაში მათგან მხოლოდ თამარი იყო ცოცხალი და კარგად მახსოვს, მთელი შტოს წარმომადგენლების საოცარი ტრადიციული ოჯახური თავყრილობები, სიმღერა, საუბრები გამორჩეულ პოეტებსა და კინოზე, ძველი ამბების გახსენება... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო... თამარი 90 წელს იყო გადაცილებული, იტალიაში რომ გადაფრინდა და ფესტივალზე "სანტალუჩია" იმღერა... ბოლოს წელში მოხრილი გახლდათ, მაგრამ სტუმარი რომ მოვიდოდა, გიტარას ხელში აიღებდა, წელში გაიმართებოდა და პატარა გოგოსავით ენერგიული ხდებოდა. მახსოვს, ლამაზი თმა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ხანდაზმული გახლდათ, ყოველთვის მოვლილი და მოწესრიგებული იყო. მისი კაბები, თეთრი მძივი და სხვა აქსესუარები ახლაც თვალწინ მიდგას... მე და ჩემი ძმა ეშმაკი და მოუსვენარი ბავშვები ვიყავით, თამარს ვაბრაზებდით, ის კი ჩვენს ცელქობას იუმორით პასუხობდა.

- მშობლები მასთან ხშირად გტოვებდნენ?

- კი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ბებია ლილიც ჩვენთან იყო... ისე, ლილის ფანტასტიკური საოპერო ხმა ჰქონდა, მაგრამ მთელი ცხოვრება დედას, შვილებსა და ოჯახს მიუძღვნა. ის საოცარი ბებია იყო. მშვიდი, მოკრძალებული და ძალიან საყვარელი ქალი გახლდათ. ჩუმად გაიცრიცა და წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან მენატრება. ის ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა.

- დებმა იშხნელებმა შთამომავლებს მემკვიდრეობით რა გადმოგცეს?

- რა თქმა უნდა, სიმღერის სიყვარული... დარეჯანი, თამარის მეორე ქალიშვილი ახალგაზრდობაში ძალიან აქტიური გახლდათ, მუდმივად სანათესავოს შეხვედრებს უწევდა ორგანიზებას, საღამოებს აწყობდა და რაღაცნაირად ახერხებდა, რომ ყველანი შეეკრიბა... ახლა კი ასეთ აქტიურ ურთიერთობას ვეღარ ვახერხებთ, ეს იშვიათად გამოგვდის. სამაგიეროდ, თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვახსოვს, რომ ჩვენ უკან დები იშხნელები დგანან და ეს ყველაზე მთავარია.

- მგონი, გარეგნულად ჰგავხარ კიდეც შენს წინაპრებს...

- დიახ, ასეა და ეს არის ის, რაც ძალიან სათუთი, წმინდა, ძვირფასი და სანუკვარია ჩემთვის... ჩემს ცხოვრებაში ასევე, მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანია მანანა მენაბდე. გარდა იმისა, რომ თამარის შთამომავალია და ამ გენეტიკური კოდის გამგრძელებელია, საოცარი ხელოვანია. მის მიმართ ყოველთვის რიდი მქონდა, მის აზრს პატივს ვცემდი. ჩვენ დღესაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. მართალია, დეიდაჩემია და შესაბამისად, ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი, მაგრამ მეგობრობაც გამოგვდის. ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა და მასთან მუდმივი მიმოწერა მაქვს. სხვათა შორის, ის არაჩვეულებრივად წერს, კარგი მეიგავეა, მაგრად ხატავს, ფანტასტიკურ კოლაჟებს აკეთებს. მასში ერთდროულად ბევრი ტალანტია თავმოყრილი. საოცარი სტილი და მსოფლმხედველობა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ მანანასთან ასეთი ახლო ურთიერთობა მაქვს და მის რჩევებს ვიზიარებ. ის დები იშხნელების საქმეების ღირსეული და თვითმყოფადი გამგრძელებელია.

- შენი წინაპრების სახელი ამა თუ იმ საქმის წარმატებით მოგვარებაში თუ დაგხმარებია?

- არასდროს დამჭირვებია იმის თქმა, თუ ვისი შთამომავალი ვიყავი. უკვე აღვნიშნე კიდეც, რომ ეს ისედაც, ყველამ იცოდა. ჩემი მშობლები რეჟისორები არიან, გადასაღებ მოედანზე გავიზარდე, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, მშობლების, წინაპრების წყალობით იოლი გზით მიმეღწია წარმატებისთვის. მინდოდა, ყველაფერი დამოუკიდებლად მომეგვარებინა. რეზო ჩხეიძის სახელოსნო დავამთავრე, მისი ყოფილი სტუდენტი ვარ და სადიპლომო ფილმი თუ სხვა რამ, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე...

- თავად თუ მღერი?

- კი, ვმღერი და მუსიკა მიყვარს, მაგრამ არა იმდენად, რომ მუსიკოსობა პროფესიად ამერჩია. თან, ბავშვობიდან გადასაღებ მოედანზე გავიზარდე და კინოთი მოვიწამლე. პატარაობიდან ვწერდი და არჩევანი იოლად გავაკეთე. ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის სახელოსნოში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. რაც შეეხება სიმღერას, ის მეგობრების წრეში, შვილებთან და ისე, ჩემი სიამოვნებისთვის დავიტოვე, იმ ადამიანებისგან განვსხვავდები, ვინც არაადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და რადგან მის ოჯახში მღერიან, მომღერლობას იბრალებს, მე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. გული მწყდება და მაღიზიანებს ის უგემოვნობა, რასაც ცოცხალმკვდარი ქართული "შოუბიზნესი" ჰქვია. საშინელ, მდარე ხარისხის გაურკვეველ სიმღერებს ჩაწერენ და მერე წლების განმავლობაში ჟღერს რადიოებსა და ტელევიზიებში. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი და მუსიკოსია საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, შესაბამისი პირობები არ აქვთ, რათა თავისი საქმე აკეთონ, ბოლომდე დაიხარჯონ.

- დაბოლოს, შეგიძლია, შენი გეგმები გაგვანდო?

- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვწერდი, მშობლები არასდროს მაფეტიშებდნენ. უბრალოდ, ერთადერთხელ ვახუშტი კოტეტიშვილს წააკითხეს ჩემი ნამუშევრები და მერე გავიგე, რომ ისინი პირველ განახლებულ "ივერიაში" დაიბეჭდა... არ ვიცი, წერა თავიდან რამ დამაწყებინა. ალბათ იმან, რომ ჩვენს ოჯახში ტრაგედია მოხდა: 13 წლის და სისხლის გათეთრებით გარდამეცვალა. თეონას ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა... ლექსებსაც ვწერდი. დღეს იმ პერიოდის ჩემს ნაწერებს რომ ვკითხულობ, იმდენად ფილოსოფიურია, მიკვირს. იმ პატარა განოს დიდ განოს რომ ვადარებ, მგონია, პატარა განოს ნაწერებს დიდი განო ჯერ ვერ დაეწია... ჩემს ფიქრებს ვახმოვანებდი, რასაც შემდეგ უფროსები საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდნენ. ახლაც გვაქვს ის გაყვითლებული ფურცლები შენახული, რომლებიც 1990-92 წლებით არის დათარიღებული. ეს ის პერიოდია, როცა თეონა უკვე აღარ იყო. ნაწერები ბედისწერაზეა... სამომავლოდ კინოა ჩემი არჩევანი, მე ხომ უპირველესად, რეჟისორი ვარ...

ახლა კი ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპი მაქვს: გადაცემა, რომელიც კოტესთან ერთად "პალიტრა ტვ"-ზე გავაკეთე, რომელიც თავიდან მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, ძალიან სერიოზულ და აზარტულ საქმიანობად იქცა, რადგან იმაზე მეტი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა, ვიდრე ველოდით. კომფორტულად ვგრძნობ თავს წამყვანის, უფრო სწორად, "გაკოს შოუს" მასპინძლის ამპლუაში და უდიდეს გამოცდილებას ვიძენ. უამრავ სიახლესა და გადაცემის საინტერესოდ განვითარებას ვგეგმავთ და ამ საქმეში მთლიანად ვარ ჩართული. თუმცა, უახლოეს მომავალში ჩემს ნაწერებსაც მინდა, მივხედო...

- როდესაც კოტემ შეგიყვარა, თუ იცოდა, რომ იშხნელების შთამომავალი იყავი?

- კი, იცოდა... მაგრამ ვიდრე ერთმანეთს გავიცნობდით, ასეთი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში: თამარის პანაშვიდის დღეს, კოტე ავარიაში მოყვა. აბაშიძეზე დიდი ავარია მოხდა და ბევრი მანქანა გაეხვია გაუგებრობაში. მაშინ 8 წლის ვიყავი, მამაჩემის მანქანაში ვიჯექი და იმ მძიმე კადრს ფანჯრიდან ვუყურებდი. მამამ "სასწრაფო დახმარება" გამოიძახა და შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა.

- შენი შვილები არ მღერიან?

- საბედნიეროდ, ჩემს ორივე შვილს აღმოაჩნდა მუსიკალური მონაცემები. ტასო ძალიან კარგად მღერის, ხოლო თარაში, რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის (2 წლის გახლავთ), ცდილობს, კარგად იმღეროს.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება