სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საცობებისგან განტვირთვის 10 პროექტი - რას აპირებს ნარმანია
თბილისის საცობებისგან განტვირთვის 10 პროექტი - რას აპირებს ნარმანია

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ თბი­ლი­სე­ლებს სა­ცო­ბე­ბის­გან ქა­ლა­ქის გან­ტვირ­თვის 10 ახა­ლი პრო­ექ­ტი გა­აც­ნო.

მისი თქმით, პროგ­რა­მის - "ახა­ლი გზე­ბი თბი­ლი­სის გან­ტვირ­თვის­თვის" ფარ­გლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გუ­ლის­ხმობს პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე და­მა­ტე­ბი­თი ორი ზო­ლის გა­კე­თე­ბას და გზის გა­და­კე­ტილ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნას, ვაშ­ლი­ჯვარ­ში, ყო­ფი­ლი ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სერ­პან­ტი­ნის გა­კე­თე­ბას, თბი­ლი­სის ზღვის შე­მოვ­ლი­თი გზის გა­ფარ­თო­ე­ბას, სა­ნა­პი­რო­ზე წარ­მოქ­მნი­ლი სა­ცო­ბე­ბის გან­ტვირ­თვას და სხვა.

"თბი­ლი­სის მე­რი­ის მო­ვა­ლე­ო­ბა არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მორ­გე­ბაა. ჩვენ თა­ვად უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ, რო­გო­რი ქა­ლა­ქი გვინ­და, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ჩვენს შვი­ლებს უფრო ძლი­ე­რი, კომ­ფორ­ტუ­ლი და მშვი­დი თბი­ლი­სი და­ვუ­ტო­ვოთ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ დღეს, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას დე­და­ქა­ლა­ქის სა­ცო­ბე­ბის­გან გან­ტვირ­თვის 10 ახა­ლი პრო­ექ­ტი გა­აც­ნო", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სის უბ­ნებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ის და­კარ­გვი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში მისი მის­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე:

5 ყვე­ლა­ზე "გა­ჭე­დი­ლი" ად­გი­ლი თბი­ლის­ში: შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თბილისის საცობებისგან განტვირთვის 10 პროექტი - რას აპირებს ნარმანია

თბილისის საცობებისგან განტვირთვის 10 პროექტი - რას აპირებს ნარმანია

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ თბილისელებს საცობებისგან ქალაქის განტვირთვის 10 ახალი პროექტი გააცნო.

მისი თქმით, პროგრამის - "ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის" ფარგლებში შემუშავებული პროექტები გულისხმობს პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებას და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას, თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას, სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას და სხვა.

"თბილისის მერიის მოვალეობა არსებულ რეალობაზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ოპტიმალური მორგებაა. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქალაქი გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უფრო ძლიერი, კომფორტული და მშვიდი თბილისი დავუტოვოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, პუშკინის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 10 ახალი პროექტი გააცნო", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე იქნება შესაძლებელი.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ყველა წარმოდგენილი პროექტი სიცოცხლისუნარიანია და განხორციელება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიაში მისი მისვლისთანავე დაიწყება.

ნახეთ ვიდეო

იხილეთ ასევე:

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია