Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ "ევროვიზიაზე" მოსაგებად მივდივართ"
"ჩვენ "ევროვიზიაზე" მოსაგებად მივდივართ"

წელს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს, ჯგუ­ფი "შინი" და მომ­ღე­რა­ლი მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე წა­რად­გე­ნენ. "შინი" ოცი წე­ლი­წა­დია, რაც ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობს. ევ­რო­პა­ში მას საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ნო­ბენ. ჯგუ­ფი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი­სა და სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სინ­თე­ზით იმგვარ ჰარ­მო­ნი­ას ქმნის, რო­მე­ლიც ქარ­თველ თუ უცხო­ელ მსმე­ნელს გულ­გრილს არ ტო­ვებს. სიმ­ღე­რა "სამი წუთი დე­და­მი­წამ­დე" (Three Minutes To Earth), რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ევ­რო­ვი­ზი­ის" მე­ო­რე სა­კონ­კურ­სო დღეს, 8 მა­ისს შე­ას­რუ­ლე­ბენ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კონ­კურ­სის­თვის "ში­ნის" წევ­რმა ზაზა მი­მი­ნოშ­ვილ­მა და­წე­რა; ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ტექ­სტის ავ­ტო­რია ეუ­გენ ელიუ. ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და­ნი­ა­ში 27 აპ­რილს გა­ემ­გზავრნენ. წას­ვლამ­დე მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე და ჯგუ­ფი "ში­ნის" წევ­რე­ბი: ზუ­რაბ გაგ­ნი­ძე და მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე "ევ­რო­ვი­ზი­ის" სამ­ზა­დის­ზე გვე­სა­უბრნენ.

ზუ­რაბ გაგ­ნი­ძე:

- ჩვენ­თვის დიდი სი­ურპრი­ზი იყო "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლის" მიერ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ორი დღე ვი­ფიქ­რეთ, ავ­წონ-დავ­წო­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდით. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უპირ­ვე­ლე­სად, იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ საქ­მე ჩვენს ქვე­ყა­ნას შე­ე­ხე­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასეთ მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­დგე­ნა. ამ კონ­კურსს 300 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალ­ყურს. "შინი" ასე­თი მას­შტა­ბუ­რი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ჯერ არ წარმდგა­რა. სიმ­ღე­რის მე­ლო­დია ზა­ზა­სია და მას­ში ბა­ხის მუ­სი­კაც ჟღერს და "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რიც". გვსურ­და, ჩვენს სათ­ქმელს ქარ­თუ­ლი ჟღე­რა­დო­ბაც ჰქო­ნო­და და ზო­გა­დიც. ამ სიმ­ღე­რით ევ­რო­პას უნდა ვუ­თხრათ, რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დაბ­რუ­ნე­ბა სა­წყის­თან, ის, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვის ბუ­ნებ­რივ წი­აღს არ უნდა მოს­წყდეს. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი სა­კუ­თარ თავ­თან დაბ­რუ­ნე­ბის, სამ­შობ­ლოს, დე­და­მი­წის გან­ცდის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა. ეს მუ­სი­კა­ზეც ვრცელ­დე­ბა: რა ხდე­ბა დღეს მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ში? რო­კი­სა თუ ჯა­ზის კო­რი­ფე­ე­ბი მი­დი­ან, ვინ მო­დის? სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი სიძ­ლი­ე­რის მუ­სი­კა, რო­გო­რიც წლე­ბის წინ იწე­რე­ბო­და, აღარ იწე­რე­ბა. რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არის, თუმ­ცა არ­ცთუ ხში­რად... ჩვენ სიმ­ღე­რა­ში ამ დიდ მუ­სი­კას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­საც ვგუ­ლის­ხმობთ. ზე­ცა­ში ას­ვლა თუ გინ­და, კიბე მი­წა­ზე უნდა მო­ძებ­ნო, - აი, ამა­ზეა ჩვე­ნი სიმ­ღე­რა.

მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე:

- ტექ­სტი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია, თუმ­ცა სიმ­ღე­რა­ში ორი ქარ­თუ­ლი სი­ტყვა - "შინ" და "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი" ის­მის. სა­ერ­თოდ, "შინი" ტექ­სტებს იშ­ვი­ა­თად იყე­ნებს, ჩვე­ნი უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლი ამას მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერც იგებს, რად­გან ამ "დილა-ოდი­ლას" რომ ვამ­ბობთ, ესეც ტექ­სტი ჰგო­ნი­ათ.

- რა­ტომ სამი წუთი?

ზუ­რაბ გაგ­ნი­ძე:

- ეს ჩვე­ნე­ბუ­რი, "ში­ნუ­რი" ხუმ­რო­ბაა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სიმ­ღე­რის დრო რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლია - სამ წუთ­ში უნდა ჩაგ­ვე­ტია სიმ­ღე­რა, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ვფიქ­რობთ, გა­მოგ­ვი­ვი­და. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლია, ადა­მი­ა­ნებს მო­ა­წო­ნო რა­ი­მე. აქ შე­იძ­ლე­ბა, მოს­მე­ნი­ლიც კი არ ჰქონ­დეთ მე­ლო­დია, მაგ­რამ მა­ინც გა­გაკ­რი­ტი­კონ.

მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე:

- ჩემ­თვი­საც დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო ამ პრო­ექ­ტში მოხ­ვედ­რა. უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. ჯერ ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა და მერე - "შინ­თან" ერ­თად. ესე­ნი ხომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია მათ­თან ერ­თად სიმ­ღე­რა და ამავდრო­უ­ლად, დიდი სკო­ლაც არის. მათ­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ.

- მა­რი­კო, რთუ­ლია "შინ­თან" მუ­შა­ო­ბა?

- არა, თუმ­ცა თა­ვი­დან ცო­ტას ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სე­ბი არი­ან, მაგ­რამ და­მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­ზე უკე­თე­სად შე­უძ­ლი­ათ ხუმ­რო­ბაც, გარ­თო­ბაც... ასე ლა­ღად რომ ვგრძნობ ამ პრო­ექ­ტში თავს, ეს უპირ­ვე­ლე­სად, მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის წყა­ლო­ბი­თაა. თა­ვი­დან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვურ­თი­ერ­თობ­დით. პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს შტუტ­გარ­ტში, სიმ­ღე­რის ჩა­წე­რი­სას შევ­ხვდით. ჯერ ჩა­წე­რის გამო ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ამას "შინ­თან" პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის ღელ­ვაც და­ე­მა­ტა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ თავს ვძლიე, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ვა­ხერ­ხე და სიმ­ღე­რაც წარ­მა­ტე­ბით ჩავ­წე­რეთ. მი­მაჩ­ნია და ამ აზრს ბევ­რი იზი­ა­რებს, რომ ჩვე­ნი სიმ­ღე­რა ამ კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჟან­რის, ფორ­მის, რიტ­მი­კის კომ­პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა...

- თუმ­ცა არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ეს სიმ­ღე­რა "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფორ­მატ­ში არ ჯდე­ბა...

ზუ­რაბ გაგ­ნი­ძე:

- რას ნიშ­ნავს, ფორ­მატ­ში არ ჯდე­ბა? ვინ და­ა­წე­სა ეს ფორ­მა­ტი? "ევ­რო­ვი­ზი­ის" ის­ტო­რი­ას თუ გა­და­ხე­დავთ, თავ­და­პირ­ვე­ლად ეს კონ­კურ­სი შე­იქ­მნა იმის­თვის, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცია და კულ­ტუ­რა წარ­მო­ე­ჩი­ნა, თუმ­ცა რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის­თვის სიმ­ღე­რებს შვე­დი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი წერ­დნენ: იყო წლე­ბი, რო­დე­საც კონ­კურ­სზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სიმ­ღე­რე­ბის 80%-ის ავ­ტო­რე­ბი შვე­დე­ბი იყ­ვნენ. ამი­ტო­მაც და­ემ­სგავ­სა ყვე­ლა სიმ­ღე­რა ერ­თმა­ნეთს. ჩვენს სიმ­ღე­რა­ში ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ხაზი და ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბა სხვა სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რე­ბის­გან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი სიმ­ღე­რით "ევ­რო­ვი­ზი­ის" სა­წყის­საც ვუბ­რუნ­დე­ბით, რო­დე­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნას და გა­მომ­სვლელს თა­ვი­სი სი­ტყვა უნდა ეთ­ქვა...

მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე:

- მე სიმ­ღე­რას გარ­თო­ბად არ მი­ვიჩ­ნევ, ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა. თუ რა­ი­მე სირ­თუ­ლეს წა­ვა­წყდე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­ში მოვ­ძებ­ნო რე­სურ­სი და ეს სიძ­ნე­ლე დავძლიო. ამ კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას რა­ღაც პა­ტა­რა სირ­თუ­ლე­ე­ბი მქონ­და, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სის წყა­ლო­ბით, არა­მედ ჯგუ­ფი "ში­ნის" მხარ­და­ჭე­რი­თა და ჩემი ვო­კა­ლის პე­და­გო­გის, მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძის დახ­მა­რე­ბით დავძლიე.

- რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზე?

მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე:

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი აკ­რძა­ლუ­ლი გვაქვს, თუმ­ცა გპირ­დე­ბით, რომ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის. ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ ბასა და თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სიმ­ღე­რის კლი­პი შექ­მნეს.

- რას იტყვით სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მებ­ზე?

მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე:

- ბი­ჭე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე იზ­რუ­ნა ავ­თან­დილ­მა, ჩემ­სა­ზე კი - და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა. ჩემი ორი­ვე კაბა ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დე­საც სცე­ნა­ზე ტან­საც­მლის გამო თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ; ამა­ზე გა­და­დის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა და სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას 50% მა­ინც აკ­ლდე­ბა. ამ­ჯე­რად ეს პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ შე­მექ­მნე­ბა.

ზუ­რაბ გაგ­ნი­ძე:

- ჩვე­ნი კოს­ტი­უ­მე­ბიც მშვე­ნი­ე­რი გა­მო­ვი­და. ავ­თან­დილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა. ადრე გვქონ­და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ მა­შინ რა­ღაც ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს, ახლა კი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით შედ­გა.

- პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პრე­რო­გა­ტი­ვაა. მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია?

- მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის, მხარ­ში გვიდ­გა­ნან და გვეხ­მა­რე­ბი­ან, რა­საც ყვე­ლა­ზე ვერ ვი­ტყვი. "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" აგ­ვირ­ჩია ამ ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბად, ამის­თვი­საც - დიდი მად­ლო­ბა. რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, მაგ­რამ აქვე დავ­ძენ, იმ­ხე­ლა მას­შტაბს სწვდე­ბა "ევ­რო­ვი­ზია", რომ მარ­ტო ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ უნდა იყოს ამ პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ პრო­ცეს­ში ქვე­ყა­ნაც უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი.

- რას გუ­ლის­ხმობთ? სა­ხელ­მწი­ფოს­გან მხარ­და­ჭე­რა ვერ იგ­რძე­ნით?

- ნაკ­ლე­ბად ვიგ­რძე­ნით. თუმ­ცა აქ მხო­ლოდ ჩვენ­ზე კი არა, ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზეა ლა­პა­რა­კი. ხომ გვინ­და, ევ­რო­პის წევ­რი გახ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა?! ამ გზა­ზე "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხი­თაც კარ­გად შე­იძ­ლე­ბო­და, თან, დღეს ნამ­დვი­ლად იყო ამის­თვის პი­რო­ბე­ბი. ისე გა­მო­ვი­და, რომ მარ­ტო "პირ­ვე­ლი არხი" იბ­რძვის ჩვენ­თან ერ­თად.

მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე:

- ეს ხომ კონ­კურ­სია, ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს ვე­ჯიბ­რე­ბით. ჩვენ ნამ­დვი­ლად, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა გვაქვს, თუმ­ცა სცე­ნის მიღ­მა კი­დევ გარ­კვე­უ­ლი შრე­ე­ბია და არც იქ უნდა მო­ვი­კოჭ­ლებ­დეთ. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბაც: როცა გამ­ხნე­ვე­ბის, წა­ხა­ლი­სე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი გეს­მის, შენი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა. თუ თა­ვი­დან­ვე ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში ეჭვი შე­ვი­ტა­ნეთ, მა­შინ მარ­თლა არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა... ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა და აქ­ტი­უ­რო­ბა, რისი დიდი იმე­დიც გვაქვს. სამ­ზა­დი­სი ბოლო ფა­ზა­ში შე­ვი­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი თუ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დე­ტა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი იყოს და ევ­რო­პის წი­ნა­შე ღირ­სე­უ­ლად წარვდგეთ.

მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე:

- ბოლო ხანს ბევ­რი უსა­ფუძ­ვლო, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კრი­ტი­კა ის­მო­და ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით. ამ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ჯობს, და­წე­რონ კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი, რო­მელ­საც რე­პე­ტი­ცი­ი­სას თუ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ჩვენ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მო­სა­გე­ბად მივ­დი­ვართ და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. ჩვენ თქვენ­თვის ვმღე­რით, ვმღე­რით ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ასე რომ, გვი­გულ­შე­მატ­კივ­რეთ 8 მა­ისს, 23:00 სა­ათ­ზე, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მეშ­ვე­ო­ბით და მი­ე­ცით ხმა თქვენს რჩე­ულ სიმ­ღე­რას!

მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ამ­ჯე­რად დე­ვი­ზი - "შე­მოგ­ვი­ერ­თდით" გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. კონ­კურ­სი 5 მა­ისს გა­იხ­სნე­ბა, 6 და 8 მა­ისს ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლე­ბი, 10 მა­ისს კი ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. 59-ე მუ­სი­კა­ლურ ფო­რუმ­ზე თჰე შჰინ & მა­რი­კო ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ბგე­რი­სა და ფე­რის შე­ტა­ნას გეგ­მა­ვენ. იმე­დია, ევ­რო­პას ეს ბგე­რა და ფერი ისე მო­ე­წო­ნე­ბა, რომ გა­ი­სად სი­უ­ბი­ლეო, მე-60 "ევ­რო­ვი­ზი­ას" სა­ქარ­თვე­ლო უმას­პინ­ძლებს.

ნა­თია დო­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ჩვენ "ევროვიზიაზე" მოსაგებად მივდივართ"

"ჩვენ "ევროვიზიაზე" მოსაგებად მივდივართ"

წელს "ევროვიზიაზე" საქართველოს, ჯგუფი "შინი" და მომღერალი მარიკო ებრალიძე წარადგენენ. "შინი" ოცი წელიწადია, რაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. ევროპაში მას საკმაოდ კარგად იცნობენ. ჯგუფი ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის სინთეზით იმგვარ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ქართველ თუ უცხოელ მსმენელს გულგრილს არ ტოვებს. სიმღერა "სამი წუთი დედამიწამდე" (Three Minutes To Earth), რომელსაც ქართველი მონაწილეები "ევროვიზიის" მეორე საკონკურსო დღეს, 8 მაისს შეასრულებენ, სპეციალურად ამ კონკურსისთვის "შინის" წევრმა ზაზა მიმინოშვილმა დაწერა; ინგლისურენოვანი ტექსტის ავტორია ეუგენ ელიუ. ქართველი მუსიკოსები დანიაში 27 აპრილს გაემგზავრნენ. წასვლამდე მარიკო ებრალიძე და ჯგუფი "შინის" წევრები: ზურაბ გაგნიძე და მამუკა ღაღანიძე "ევროვიზიის" სამზადისზე გვესაუბრნენ.

ზურაბ გაგნიძე:

- ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო "საზოგადოებრივი მაუწყებელის" მიერ "ევროვიზიაში" მონაწილეობის შემოთავაზება. ორი დღე ვიფიქრეთ, ავწონ-დავწონეთ ყველაფერი და შემოთავაზებას დავთანხმდით. მონაწილეობა უპირველესად, იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქმე ჩვენს ქვეყანას შეეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე საქართველოს წარდგენა. ამ კონკურსს 300 მილიონამდე ადამიანი ადევნებს თვალყურს. "შინი" ასეთი მასშტაბური აუდიტორიის წინაშე ჯერ არ წარმდგარა. სიმღერის მელოდია ზაზასია და მასში ბახის მუსიკაც ჟღერს და "მრავალჟამიერიც". გვსურდა, ჩვენს სათქმელს ქართული ჟღერადობაც ჰქონოდა და ზოგადიც. ამ სიმღერით ევროპას უნდა ვუთხრათ, რაოდენ მნიშვნელოვანია დაბრუნება საწყისთან, ის, რომ ადამიანი თავის ბუნებრივ წიაღს არ უნდა მოსწყდეს. "ევროვიზიაზე" ჩვენი გზავნილი საკუთარ თავთან დაბრუნების, სამშობლოს, დედამიწის განცდის მნიშვნელობაზე იქნება. ეს მუსიკაზეც ვრცელდება: რა ხდება დღეს მსოფლიო მუსიკაში? როკისა თუ ჯაზის კორიფეები მიდიან, ვინ მოდის? სამწუხაროდ, ისეთი სიძლიერის მუსიკა, როგორიც წლების წინ იწერებოდა, აღარ იწერება. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის, თუმცა არცთუ ხშირად... ჩვენ სიმღერაში ამ დიდ მუსიკასთან დაბრუნებასაც ვგულისხმობთ. ზეცაში ასვლა თუ გინდა, კიბე მიწაზე უნდა მოძებნო, - აი, ამაზეა ჩვენი სიმღერა.

მამუკა ღაღანიძე:

- ტექსტი ინგლისურენოვანია, თუმცა სიმღერაში ორი ქართული სიტყვა - "შინ" და "მრავალჟამიერი" ისმის. საერთოდ, "შინი" ტექსტებს იშვიათად იყენებს, ჩვენი უცხოელი მსმენელი ამას მაინცდამაინც ვერც იგებს, რადგან ამ "დილა-ოდილას" რომ ვამბობთ, ესეც ტექსტი ჰგონიათ.

- რატომ სამი წუთი?

ზურაბ გაგნიძე:

- ეს ჩვენებური, "შინური" ხუმრობაა. როგორც აღმოჩნდა, "ევროვიზიაზე" სიმღერის დრო რეგლამენტირებულია - სამ წუთში უნდა ჩაგვეტია სიმღერა, რაც საკმაოდ რთული იყო. ვფიქრობთ, გამოგვივიდა. თუმცა საქართველოში ძნელია, ადამიანებს მოაწონო რაიმე. აქ შეიძლება, მოსმენილიც კი არ ჰქონდეთ მელოდია, მაგრამ მაინც გაგაკრიტიკონ.

მარიკო ებრალიძე:

- ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო ამ პროექტში მოხვედრა. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჯერ ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და მერე - "შინთან" ერთად. ესენი ხომ ძალიან წარმატებული ადამიანები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ჩემთვის უდიდესი პატივია მათთან ერთად სიმღერა და ამავდროულად, დიდი სკოლაც არის. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ.

- მარიკო, რთულია "შინთან" მუშაობა?

- არა, თუმცა თავიდან ცოტას ვნერვიულობდი. ჩემზე ბევრად უფროსები არიან, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემზე უკეთესად შეუძლიათ ხუმრობაც, გართობაც... ასე ლაღად რომ ვგრძნობ ამ პროექტში თავს, ეს უპირველესად, მათი პროფესიონალიზმის წყალობითაა. თავიდან ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობდით. პირველად ერთმანეთს შტუტგარტში, სიმღერის ჩაწერისას შევხვდით. ჯერ ჩაწერის გამო ვნერვიულობდი, ამას "შინთან" პირველი შეხვედრის ღელვაც დაემატა, მაგრამ საბოლოოდ თავს ვძლიე, კონცენტრირება მოვახერხე და სიმღერაც წარმატებით ჩავწერეთ. მიმაჩნია და ამ აზრს ბევრი იზიარებს, რომ ჩვენი სიმღერა ამ კონკურსის ისტორიაში ერთ-ერთი განსხვავებული ჟანრის, ფორმის, რიტმიკის კომპოზიცია იქნება...

- თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს სიმღერა "ევროვიზიის" ფორმატში არ ჯდება...

ზურაბ გაგნიძე:

- რას ნიშნავს, ფორმატში არ ჯდება? ვინ დააწესა ეს ფორმატი? "ევროვიზიის" ისტორიას თუ გადახედავთ, თავდაპირველად ეს კონკურსი შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა ქვეყანას თავისი მუსიკალური ტრადიცია და კულტურა წარმოეჩინა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა კონკურსანტისთვის სიმღერებს შვედი კომპოზიტორები წერდნენ: იყო წლები, როდესაც კონკურსზე წარმოდგენილი სიმღერების 80%-ის ავტორები შვედები იყვნენ. ამიტომაც დაემსგავსა ყველა სიმღერა ერთმანეთს. ჩვენს სიმღერაში ნამდვილად არ არის მარტივი მუსიკალური ხაზი და ბევრად განსხვავდება სხვა საკონკურსო სიმღერებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სიმღერით "ევროვიზიის" საწყისსაც ვუბრუნდებით, როდესაც ყველა ქვეყანას და გამომსვლელს თავისი სიტყვა უნდა ეთქვა...

მარიკო ებრალიძე:

- მე სიმღერას გართობად არ მივიჩნევ, ეს ჩემი პროფესიაა. თუ რაიმე სირთულეს წავაწყდები, ვალდებული ვარ, ჩემში მოვძებნო რესურსი და ეს სიძნელე დავძლიო. ამ კონკრეტული სიმღერის შესრულებისას რაღაც პატარა სირთულეები მქონდა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი რესურსის წყალობით, არამედ ჯგუფი "შინის" მხარდაჭერითა და ჩემი ვოკალის პედაგოგის, მანანა მორჩილაძის დახმარებით დავძლიე.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ სცენოგრაფიაზე?

მამუკა ღაღანიძე:

- ამაზე ლაპარაკი აკრძალული გვაქვს, თუმცა გპირდებით, რომ ეს იქნება ძალიან განსხვავებული, ლამაზი და საინტერესო ნამუშევარი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებლისთვის. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ბასა და თამრიკო ფოცხიშვილები, რომლებმაც სიმღერის კლიპი შექმნეს.

- რას იტყვით სასცენო კოსტიუმებზე?

მარიკო ებრალიძე:

- ბიჭების ჩაცმულობაზე იზრუნა ავთანდილმა, ჩემსაზე კი - დათუნა სულიკაშვილმა. ჩემი ორივე კაბა ძალიან მომწონს. საშინელებაა, როდესაც სცენაზე ტანსაცმლის გამო თავს არაკომფორტულად გრძნობ; ამაზე გადადის მთელი ყურადღება და სიმღერის შესრულებას 50% მაინც აკლდება. ამჯერად ეს პრობლემა ნამდვილად არ შემექმნება.

ზურაბ გაგნიძე:

- ჩვენი კოსტიუმებიც მშვენიერი გამოვიდა. ავთანდილმა ძალიან კარგად იმუშავა. ადრე გვქონდა მასთან თანამშრომლობის მცდელობა, მაგრამ მაშინ რაღაც ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ახლა კი ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა.

- პროექტის მომზადება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრეროგატივაა. მასთან თანამშრომლობა კომფორტულია?

- მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მხარში გვიდგანან და გვეხმარებიან, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვი. "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" აგვირჩია ამ ფესტივალის მონაწილეებად, ამისთვისაც - დიდი მადლობა. რაც შეიძლება გააკეთოს ერთმა ორგანიზაციამ, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აქვე დავძენ, იმხელა მასშტაბს სწვდება "ევროვიზია", რომ მარტო ერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს ამ პროექტის მომზადებით დაკავებული და ამ პროცესში ქვეყანაც უნდა იყოს ჩართული.

- რას გულისხმობთ? სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ვერ იგრძენით?

- ნაკლებად ვიგრძენით. თუმცა აქ მხოლოდ ჩვენზე კი არა, ქვეყნის წარმატების მხარდაჭერაზეა ლაპარაკი. ხომ გვინდა, ევროპის წევრი გახდეს ჩვენი ქვეყანა?! ამ გზაზე "ევროვიზიის" გამოყენება პოლიტიკური კუთხითაც კარგად შეიძლებოდა, თან, დღეს ნამდვილად იყო ამისთვის პირობები. ისე გამოვიდა, რომ მარტო "პირველი არხი" იბრძვის ჩვენთან ერთად.

მამუკა ღაღანიძე:

- ეს ხომ კონკურსია, ევროპის სხვა ქვეყნებს ვეჯიბრებით. ჩვენ ნამდვილად, საბრძოლო განწყობა გვაქვს, თუმცა სცენის მიღმა კიდევ გარკვეული შრეებია და არც იქ უნდა მოვიკოჭლებდეთ. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობაც: როცა გამხნევების, წახალისების შეძახილები გესმის, შენი ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო იზრდება. თუ თავიდანვე ჩვენს შესაძლებლობაში ეჭვი შევიტანეთ, მაშინ მართლა არაფერი გამოგვივა... ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტების მხარდაჭერა და აქტიურობა, რისი დიდი იმედიც გვაქვს. სამზადისი ბოლო ფაზაში შევიდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუსიკალური თუ ვიზუალური დეტალი მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს და ევროპის წინაშე ღირსეულად წარვდგეთ.

მარიკო ებრალიძე:

- ბოლო ხანს ბევრი უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელი კრიტიკა ისმოდა ჩვენი მისამართით. ამ ლანძღვა-გინებას ჯობს, დაწერონ კონკრეტული შენიშვნები, რომელსაც რეპეტიციისას თუ სცენაზე გამოსვლისას გავითვალისწინებთ. ჩვენ "ევროვიზიაზე" მოსაგებად მივდივართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ თქვენთვის ვმღერით, ვმღერით ჩვენი ქვეყნისთვის, ასე რომ, გვიგულშემატკივრეთ 8 მაისს, 23:00 საათზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეშვეობით და მიეცით ხმა თქვენს რჩეულ სიმღერას!

მილიონობით ადამიანს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე ამჯერად დევიზი - "შემოგვიერთდით" გააერთიანებს. კონკურსი 5 მაისს გაიხსნება, 6 და 8 მაისს ნახევარფინალები, 10 მაისს კი ფინალი გაიმართება. 59-ე მუსიკალურ ფორუმზე თჰე შჰინ & მარიკო ახალი მუსიკალური ბგერისა და ფერის შეტანას გეგმავენ. იმედია, ევროპას ეს ბგერა და ფერი ისე მოეწონება, რომ გაისად სიუბილეო, მე-60 "ევროვიზიას" საქართველო უმასპინძლებს.

ნათია დოლიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება