მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარულისთვის კარიერასაც დავთმობ"
"სიყვარულისთვის კარიერასაც დავთმობ"

ნინი წიკ­ლა­უ­რი­სა და ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წყვი­ლი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია "ორი ვარ­სკვლა­ვის" იმ წყვი­ლებს შო­რის, რომ­ლებ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლიც და ჟი­უ­რიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად აკ­რი­ტი­კებს. მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ­მა ბობ დი­ლა­ნის სიმ­ღე­რამ ცრემ­ლი მოჰ­გვა­რა ჟი­უ­რის რამ­დე­ნი­მე წევ­რს, თა­ვად ნი­ნის და მა­ყუ­რე­ბელ­საც კი. მას მერე პრო­ექ­ტის ჟი­უ­რი უფრო მომ­თხოვ­ნი გახ­და ამ წყვი­ლის მი­მართ.

- ნინი, ჟი­უ­რი ყო­ველ­თვის მეტს ითხოვს თქვე­ნი წყვი­ლის­გან. ეს გა­ღი­ზი­ა­ნებთ თუ გსი­ა­მოვ­ნებთ?

- გვსი­ა­მოვ­ნებს. ლე­ვანს აქვს იმის უნა­რი, რომ ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით იყოს ლი­დე­რი. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს შო­რის მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, თით­ქმის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე მღე­რის. მე­ო­რე გა­მოს­ვლა იმ­დე­ნად გრან­დი­ო­ზუ­ლი იყო, დღემ­დე ვერ გა­დავ­ფა­რეთ. მა­შინ კი­დეც ვე­უბ­ნე­ბო­დი ლე­ვანს, ეს ის სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ტუ­რის მერე უნდა იმ­ღე­რო, და­სა­წყი­სის­თვის ცო­დოა-მეთ­ქი, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რა. სიმ­ღე­რა მარ­თლაც იყო ისე­თი, რომ გა­გი­ჟე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და. და­ნარ­ჩენ ჰი­ტებს არ ვაკ­ნი­ნებ, რომ­ლე­ბიც შეგ­ვის­რუ­ლე­ბია, მაგ­რამ ეს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ვი­და.

- ჟი­უ­რის რო­მე­ლი­მე წევ­რის შე­ფა­სე­ბა მწა­რედ თუ გახ­სოვს?

- არაფ­რის გულ­ში ჩა­დე­ბა არ ვიცი, თან მარ­თლა არ მახ­სენ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი მახ­სოვს "აე­როს­მი­ტის" სიმ­ღე­რა "არ­მა­გე­დო­ნი­დან". რე­პე­ტი­ცი­ა­ზე­ვე ვთქვი, რომ ფრე­ნა ამ ნო­მერ­ზე ცუდი იდეა იყო. ეს იმ­დე­ნად რთუ­ლი სიმ­ღე­რაა, მი­წა­ზე მყა­რად დგო­მა სჭირ­დე­ბა. ჰა­ერ­ში ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა. თან ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა იყო, არას­წო­რად აგ­ვიყ­ვა­ნეს ჰა­ერ­ში, ერთი მაღ­ლა ვი­ყა­ვით, მე­ო­რე - დაბ­ლა, თან ცე­რად ვე­კი­დეთ. ვო­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით კარ­გი გა­მო­ვი­და. რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­ვის­მი­ნე და ერთი ხარ­ვე­ზიც კი ვერ ვი­პო­ვე, უბ­რა­ლოდ, სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად არ გა­მო­ვი­და კარ­გი. ეს აღ­ნიშ­ნა ჟი­უ­რი­მაც და მეც მთლი­ა­ნად ვე­თან­ხმე­ბი... სი­მაღ­ლის მე­ში­ნია, თუ და­მი­ჯე­რებთ, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­და­ნაც არ გად­მო­მი­ხე­დავს არას­დროს. გავ­რის­კე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბად არ ღირ­და.

- კონ­კურ­სის პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლებს არ მოს­წონთ, როცა ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მა­თაც აფა­სე­ბენ.

- ეგ არც მე მომ­წონს. ეს არ არის ჩვე­ნი კონ­კურ­სი, ჩვენ არა­ფერს ვი­გებთ, ჩვენ ვართ უბ­რა­ლოდ დამ­ხმა­რე­ე­ბი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის და ჟი­უ­რი არ უნდა მაკ­რი­ტი­კებ­დეს. ჩემ­თვის არა­ფე­რი ისე­თი არ უთ­ქვამთ, მაგ­რამ ვე­თან­ხმე­ბი იმ პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლე­ვა­ნი მარ­თლაც ერთ-ერთი ლი­დე­რია, ნერ­ვი­უ­ლო­ბა ვერ დაძ­ლია, რო­გორ ამ­ხნე­ვებ სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ?

- სულ ვე­უბ­ნე­ბი, გა­ა­ტა­რე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მა­ინც ღე­ლავს. მის­თვის ეს პირ­ვე­ლი კონ­კურ­სია. ზო­გა­დად კონ­კურ­სი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პია მომ­ღერ­ლის­თვის. არ იცი, ჟი­უ­რის რო­მე­ლი წევ­რი რა ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბა, რა ყუ­რით მო­გის­მენს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

"სიყვარულისთვის კარიერასაც დავთმობ"

"სიყვარულისთვის კარიერასაც დავთმობ"

ნინი წიკლაურისა და ლევან ჯავახიშვილის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეულია "ორი ვარსკვლავის" იმ წყვილებს შორის, რომლებსაც მაყურებელიც და ჟიურიც ყველაზე ნაკლებად აკრიტიკებს. მათ მიერ შესრულებულმა ბობ დილანის სიმღერამ ცრემლი მოჰგვარა ჟიურის რამდენიმე წევრს, თავად ნინის და მაყურებელსაც კი. მას მერე პროექტის ჟიური უფრო მომთხოვნი გახდა ამ წყვილის მიმართ.

- ნინი, ჟიური ყოველთვის მეტს ითხოვს თქვენი წყვილისგან. ეს გაღიზიანებთ თუ გსიამოვნებთ?

- გვსიამოვნებს. ლევანს აქვს იმის უნარი, რომ ვოკალური მონაცემებით იყოს ლიდერი. არაპროფესიონალებს შორის მართლაც გამოირჩევა, თითქმის პროფესიონალურ დონეზე მღერის. მეორე გამოსვლა იმდენად გრანდიოზული იყო, დღემდე ვერ გადავფარეთ. მაშინ კიდეც ვეუბნებოდი ლევანს, ეს ის სიმღერაა, რომელიც რამდენიმე ტურის მერე უნდა იმღერო, დასაწყისისთვის ცოდოა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. სიმღერა მართლაც იყო ისეთი, რომ გაგიჟების საშუალებას გვაძლევდა. დანარჩენ ჰიტებს არ ვაკნინებ, რომლებიც შეგვისრულებია, მაგრამ ეს საუკეთესო გამოვიდა.

- ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება მწარედ თუ გახსოვს?

- არაფრის გულში ჩადება არ ვიცი, თან მართლა არ მახსენდება. ერთადერთი მახსოვს "აეროსმიტის" სიმღერა "არმაგედონიდან". რეპეტიციაზევე ვთქვი, რომ ფრენა ამ ნომერზე ცუდი იდეა იყო. ეს იმდენად რთული სიმღერაა, მიწაზე მყარად დგომა სჭირდება. ჰაერში ჩამოკიდებული სიმღერა ძალიან რთული ყოფილა. თან ტექნიკური პრობლემა იყო, არასწორად აგვიყვანეს ჰაერში, ერთი მაღლა ვიყავით, მეორე - დაბლა, თან ცერად ვეკიდეთ. ვოკალური თვალსაზრისით კარგი გამოვიდა. რამდენიმეჯერ მოვისმინე და ერთი ხარვეზიც კი ვერ ვიპოვე, უბრალოდ, სანახაობრივად არ გამოვიდა კარგი. ეს აღნიშნა ჟიურიმაც და მეც მთლიანად ვეთანხმები... სიმაღლის მეშინია, თუ დამიჯერებთ, პირველი სართულიდანაც არ გადმომიხედავს არასდროს. გავრისკე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნერვიულობად არ ღირდა.

- კონკურსის პროფესიონალ მომღერლებს არ მოსწონთ, როცა ჟიურის წევრები მათაც აფასებენ.

- ეგ არც მე მომწონს. ეს არ არის ჩვენი კონკურსი, ჩვენ არაფერს ვიგებთ, ჩვენ ვართ უბრალოდ დამხმარეები არაპროფესიონალებისთვის და ჟიური არ უნდა მაკრიტიკებდეს. ჩემთვის არაფერი ისეთი არ უთქვამთ, მაგრამ ვეთანხმები იმ პროფესიონალ მომღერლებს, რომლებიც ამას აპროტესტებენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ლევანი მართლაც ერთ-ერთი ლიდერია, ნერვიულობა ვერ დაძლია, როგორ ამხნევებ სცენაზე გასვლის წინ?

- სულ ვეუბნები, გაატარე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ შინაგანად მაინც ღელავს. მისთვის ეს პირველი კონკურსია. ზოგადად კონკურსი ყველაზე რთული ეტაპია მომღერლისთვის. არ იცი, ჟიურის რომელი წევრი რა ხასიათზე იქნება, რა ყურით მოგისმენს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება