პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ თხოვდებიან ქალები
რატომ ვერ თხოვდებიან ქალები

ალ­ბათ, ხში­რად გი­ნა­ხავთ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­უ­თხო­ვა­რი გო­გო­ნა, როცა ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი ქალი უფრო მარ­ტი­ვად გა­თხო­ვი­ლა. ან მა­მა­კა­ცე­ბი, რო­მელ­თაც თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი აქვთ, შე­სა­შუ­რი კა­რი­ე­რა, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­ო­ჯახ­დნენ. ამის ფონ­ზე არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­დენ­ჯერ ქორ­წინ­დე­ბი­ან, რომ ოჯა­ხის წევ­რებს სათ­ვა­ლა­ვი ერე­ვათ. მა­ინც რა არის ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის რჩე­ულს ვერ ხვდე­ბი­ან.

გა­მო­ცე­მა Psychology Today, სა­დაც ფსი­ქო­ლო­გე­ბის რჩე­ვე­ბი იბეჭ­დე­ბა, ამ თე­მას სტა­ტი­ას უძღვნის. სტა­ტი­ის ავ­ტო­რის აზ­რით, ქორ­წი­ნე­ბის­თვის პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო­ში, მაგ­რამ რო­გორც წესი, ერ­თმა­ნე­თის ნაც­ნო­ბებ­თან რო­მა­ნის გაბ­მა სა­ხი­ფა­თოა, რად­გან უიღ­ბლო რო­მა­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იმა­ვე წრე­ში ყოფ­ნა უხერ­ხუ­ლია.

მე­ო­რეა სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ან ოფის­ში მკაც­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ რო­მანს კრძა­ლავს. ამას­თან, გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 50% აცხა­დებს, რომ სამ­სა­ხურ­ში რო­მანს მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბი­ან, რად­გა­ნაც არ სურთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო თემა პირ­და­პირ კო­ლე­გე­ბის თვალ­წინ ვი­თარ­დე­ბო­დეს. მე­სა­მე ად­გი­ლი, სა­დაც ბევრ წყვილს ერ­თმა­ნე­თი გა­უც­ნი­ათ, სხვა­დას­ხვა ტი­პის ივენ­თე­ბია, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ან სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. დღეს მარ­ტო­ხე­ლე­ბი პარტნი­ორს ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა გაც­ნო­ბის სა­ი­ტებ­ზეც ეძე­ბენ.

რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ფრიდ­რიხ ნე­უ­მა­ნი ამ­ბობს, მას ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი ჰყავ­და, რო­მელ­თაც და­ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა სურ­დათ, მაგ­რამ პარტნი­ორს ვერ პო­უ­ლობ­დნენ. ფსი­ქო­ლო­გი პა­ცი­ენ­ტებს შო­რის სა­ლის გა­მო­ყოფს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზად მი­აჩ­ნდა. ფრიდ­რი­ხი სა­ა­ვად­მყო­ფო­საც კი ეს­ტუმ­რა, რათა პა­ცი­ენ­ტის სა­მუ­შაო გა­რე­მო გა­ეც­ნო. რო­გორც ამ­ბობს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა, რო­დე­საც ნახა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ლის ასა­კის უამ­რა­ვი და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი მა­მა­კა­ცი მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მათ­თვის ეს ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გო­ნა უჩი­ნა­რი იყო. ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ სალი ნაკ­ლე­ბად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი იყო. მა­შინ, რო­დე­საც კო­რი­დორ­ში ქი­რურ­გე­ბი ექთ­ნებს თბი­ლად ესალ­მე­ბოდ­ნენ, უღი­მოდ­ნენ და კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, სალი თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი და­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი­სას სა­ლიმ აღი­ა­რა, რომ ერთ-ერთი ექი­მი მოს­წონ­და, მაგ­რამ მას­თან კონ­ტაქ­ტის ერი­დე­ბო­და და რცხვე­ნო­და. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ამ­ბობს, უამ­რა­ვი რჩე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ექიმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბა სა­ლიმ ვერ შეძ­ლო. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და, ბარი იყო. ფრიდ­რი­ხი ამ­ბობს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი პა­ცი­ენ­ტი ალ­კოჰო­ლიკ­ზე გა­თხოვ­და.

სა­სურ­ვე­ლი პარტნი­ო­რის გაც­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია იმ ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ და ყო­ველ დღე ერ­თსა და იმა­ვე გა­რე­მო­ში ურ­თი­ერ­თო­ბა უწევთ. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა - რო­დე­საც მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ანს სურს და­ო­ჯახ­დეს, მაგ­რამ ამის ინ­ტე­რესს გა­რეგ­ნუ­ლად არ ამ­ჟღავ­ნებს. რა­ტომ უნდა მო­უნ­დეს პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს თქვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, ან ყა­ვა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სრუ­ლი­ად გულ­გრი­ლად ექ­ცე­ვით. ჰო­რი­ზონტზე უამ­რა­ვი მარ­ტო­ხე­ლაა და თქვენს ად­გილს რო­მე­ლი­მე აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­კა­ვებს. ამას­თან, არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა სჭირ­დე­ბა:

1. კა­ცებს გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ზი­ა­ნებთ ქალი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და­ჟი­ნე­ბით მიშ­ტე­რე­ბია მო­ბი­ლურს. პირ­ვე­ლი, რა­საც გა­ი­ფიქ­რებთ ისაა, რომ პარტნი­ორს ემე­სი­ჯე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ფოს­ტას ამოწ­მებს, ან თა­მა­შობს. ასე­თი ქა­ლის გაც­ნო­ბა არა­ვის მო­უნ­დე­ბა.

2. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­დე­საც ქალი ბი­ო­ლო­გი­ურ სა­ათს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. რო­გორც წესი, მარ­ტო­ხე­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­ოც­ნე­ბო პრინ­ცის ლო­დინ­ში ჰო­რი­ზონტზე მყოფ ყვე­ლა მა­მა­კაცს უა­რით ის­ტუმ­რებს, ან რო­მანს უაზ­რო მი­ზე­ზით წყვეტს. გუ­ლის სიღ­რმე­ში იცის, რომ შვი­ლე­ბი მთა­ვა­რია, მაგ­რამ სხვა სა­კი­თხე­ბი­თაა გარ­თუ­ლი.

3. არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ კა­რი­ე­რა აინ­ტე­რე­სებთ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სი­ტყვა კა­რი­ე­რის­ტი მა­ლავს სურ­ვილს, ჰყავ­დეს პარტნი­ო­რი და შექ­მნას ოჯა­ხი. კა­რი­ე­რა­ზე ზრუნ­ვა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა, მაგ­რამ იქ­ნებ დროა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც და­ფიქ­რდეთ? ამას­თან, არ ღირს პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორ­თან ქორ­წი­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, შვი­ლე­ბის სა­კი­თხი სა­ქი­ლი­კო თე­მად აქ­ცი­ოთ. ამით მა­მა­კაცს აჩ­ვე­ნებთ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­ინ­ტე­რე­სებთ და მხო­ლოდ ერ­თო­ბით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Psychology Today-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რატომ ვერ თხოვდებიან ქალები

რატომ ვერ თხოვდებიან ქალები

ალბათ, ხშირად გინახავთ ძალიან ლამაზი გაუთხოვარი გოგონა, როცა ნაკლებად მიმზიდველი ქალი უფრო მარტივად გათხოვილა. ან მამაკაცები, რომელთაც თითქმის ყველაფერი აქვთ, შესაშური კარიერა, დადებითი თვისებები, მაგრამ ვერაფრით დაოჯახდნენ. ამის ფონზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენჯერ ქორწინდებიან, რომ ოჯახის წევრებს სათვალავი ერევათ. მაინც რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ადამიანები თავის რჩეულს ვერ ხვდებიან.

გამოცემა Psychology Today, სადაც ფსიქოლოგების რჩევები იბეჭდება, ამ თემას სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორის აზრით, ქორწინებისთვის პოტენციური პარტნიორები არიან საერთო სამეგობროში, მაგრამ როგორც წესი, ერთმანეთის ნაცნობებთან რომანის გაბმა სახიფათოა, რადგან უიღბლო რომანის დასრულების შემდეგ იმავე წრეში ყოფნა უხერხულია.

მეორეა სამსახური, მაგრამ თანამშრომლების ნაწილი უკვე დაოჯახებულია, ან ოფისში მკაცრი წესები მოქმედებს, რომელიც სამსახურებრივ რომანს კრძალავს. ამასთან, გამოკითხული ადამიანების 50% აცხადებს, რომ სამსახურში რომანს მაქსიმალურად ერიდებიან, რადგანაც არ სურთ სასიყვარულო თემა პირდაპირ კოლეგების თვალწინ ვითარდებოდეს. მესამე ადგილი, სადაც ბევრ წყვილს ერთმანეთი გაუცნიათ, სხვადასხვა ტიპის ივენთებია, სპორტული ღონისძიებები, ან სოციალური აქტივობები. დღეს მარტოხელები პარტნიორს ინტერნეტში განთავსებულ სხვადასხვა გაცნობის საიტებზეც ეძებენ.

როგორც ფსიქოლოგი ფრიდრიხ ნეუმანი ამბობს, მას ბევრი პაციენტი ჰყავდა, რომელთაც დაქორწინება და შვილების გაჩენა სურდათ, მაგრამ პარტნიორს ვერ პოულობდნენ. ფსიქოლოგი პაციენტებს შორის სალის გამოყოფს, რომელიც ყველაზე ლამაზად მიაჩნდა. ფრიდრიხი საავადმყოფოსაც კი ესტუმრა, რათა პაციენტის სამუშაო გარემო გაეცნო. როგორც ამბობს, გაოგნებული დარჩა, როდესაც ნახა, რომ საავადმყოფოში სალის ასაკის უამრავი დაუქორწინებელი მამაკაცი მუშაობდა, მაგრამ მათთვის ეს ლამაზი, წარმატებული გოგონა უჩინარი იყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ სალი ნაკლებად კომუნიკაბელური იყო. მაშინ, როდესაც კორიდორში ქირურგები ექთნებს თბილად ესალმებოდნენ, უღიმოდნენ და კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ, სალი თავჩაღუნული დადიოდა. მოგვიანებით ფსიქოლოგთან ვიზიტისას სალიმ აღიარა, რომ ერთ-ერთი ექიმი მოსწონდა, მაგრამ მასთან კონტაქტის ერიდებოდა და რცხვენოდა. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, უამრავი რჩევის მიუხედავად, ექიმთან ურთიერთობის დათბობა სალიმ ვერ შეძლო. ერთადერთი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა, ბარი იყო. ფრიდრიხი ამბობს, რომ მოგვიანებით მისი პაციენტი ალკოჰოლიკზე გათხოვდა.

სასურველი პარტნიორის გაცნობა განსაკუთრებით რთულია იმ ქალებისთვის, რომლებიც მუშაობენ და ყოველ დღე ერთსა და იმავე გარემოში ურთიერთობა უწევთ. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - როდესაც მარტოხელა ადამიანს სურს დაოჯახდეს, მაგრამ ამის ინტერესს გარეგნულად არ ამჟღავნებს. რატომ უნდა მოუნდეს პოტენციურ პარტნიორს თქვენთან გასაუბრება, ან ყავაზე დაპატიჟება მაშინ, როდესაც სრულიად გულგრილად ექცევით. ჰორიზონტზე უამრავი მარტოხელაა და თქვენს ადგილს რომელიმე აუცილებლად დაიკავებს. ამასთან, არსებობს საკითხები, რომელსაც სერიოზული დაკვირვება სჭირდება:

1. კაცებს განსაკუთრებით აღიზიანებთ ქალი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაჟინებით მიშტერებია მობილურს. პირველი, რასაც გაიფიქრებთ ისაა, რომ პარტნიორს ემესიჯება, სინამდვილეში კი ფოსტას ამოწმებს, ან თამაშობს. ასეთი ქალის გაცნობა არავის მოუნდება.

2. სერიოზული პრობლემაა, როდესაც ქალი ბიოლოგიურ საათს ყურადღებას არ აქცევს. როგორც წესი, მარტოხელების ნაწილი საოცნებო პრინცის ლოდინში ჰორიზონტზე მყოფ ყველა მამაკაცს უარით ისტუმრებს, ან რომანს უაზრო მიზეზით წყვეტს. გულის სიღრმეში იცის, რომ შვილები მთავარია, მაგრამ სხვა საკითხებითაა გართული.

3. არსებობენ ქალები, რომელთაც მხოლოდ კარიერა აინტერესებთ. სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში სიტყვა კარიერისტი მალავს სურვილს, ჰყავდეს პარტნიორი და შექმნას ოჯახი. კარიერაზე ზრუნვა ახალგაზრდობაში ნამდვილად საჭიროა, მაგრამ იქნებ დროა პირად ცხოვრებაზეც დაფიქრდეთ? ამასთან, არ ღირს პოტენციურ პარტნიორთან ქორწინების ინსტიტუტი, შვილების საკითხი საქილიკო თემად აქციოთ. ამით მამაკაცს აჩვენებთ, რომ სერიოზული ურთიერთობა არ გაინტერესებთ და მხოლოდ ერთობით.

მომზადებულია Psychology Today-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს