პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივლის თუ არა თბილისში ტრამვაი
ივლის თუ არა თბილისში ტრამვაი

"თუ ევ­რო­პას ვბა­ძავთ, მა­შინ იქ ყველ­გან არის ტრამ­ვა­იც და ტრო­ლე­ი­ბუ­სიც".

ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბი­სა და პა­პე­ბის მო­ნა­ყოლს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ერთ დროს, ტრამ­ვა­ი­სა და ტრო­ლე­ი­ბუ­სის გა­რე­შე თბი­ლი­სის წარ­მოდ­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ეს გახ­ლდათ ყვე­ლა­ზე იაფი და ხელ­საყ­რე­ლი ტრან­სპორ­ტი არა მარ­ტო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის. შემ­დეგ რელ­სე­ბი აი­ყა­რა, ვა­გო­ნე­ბი სა­დღაც გაქ­რა და დე­და­ქა­ლა­ქი ტრამ­ვა­ის გა­რე­შე დარ­ჩა.

შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცის, რომ ტრამ­ვა­ის პრო­ექ­ტი კარ­გა ხა­ნია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია: 2010 წელს, თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და ფრან­გულ სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია "სის­ტრას" შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. ტრამ­ვა­ის ქსე­ლის ტექ­ნი­კურ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა კი 2012 წელს დას­რულ­და. თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე მე­რია ამ პრო­ექტს ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ჩანს, პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 143 მი­ლი­ო­ნი ევ­როა, პო­ლი­ტი­კუ­რი "ომის" გამო ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ტრამ­ვა­ის პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი არის, რად­გან ეს უსაფრ­თხო და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტრან­სპორ­ტია. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ძვი­რი დაჯ­დეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია არც ისე ძვი­რი ჯდე­ბა. ვფიქ­რობ, ვინც არ უნდა მო­ვი­დეს დე­და­ქა­ლა­ქის სა­თა­ვე­ში, ამა­ზე ზრუნ­ვა უნდა და­ი­წყოს. თბი­ლის­ში ტრამ­ვა­ის ხა­ზე­ბი ოდით­გან­ვე მუ­შა­ობ­და და ერ­თგვა­რი კო­ლო­რი­ტიც გახ­ლდათ. თა­ნაც, თბი­ლი­სი მტკვრის ნა­პი­რებ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და ტრამ­ვა­ის ხაზ­მა შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­იც­ვას. ტრამ­ვაი, ეს არის ტრან­სპორ­ტი, რომ­ლი­თაც მთე­ლი კულტრუ­ლი ევ­რო­პა სარ­გებ­ლობს და მისი ამოქ­მე­დე­ბა ჩვენ­თა­ნაც უნდა მო­ხერ­ხდეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძვრე­ბის გამო, მე­რი­ის მუ­შა­ო­ბა თან­და­თან შე­ი­ზღუ­და და დამ­თავ­რდა იმ სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სით, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლამ იცის. ბოლო ორ წე­ლი­წად­ში ბევ­რი რამ გა­ჩერ­და და ეს პრო­ექ­ტიც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. "სა­ბი­უ­ჯე­ტო ომის" პი­რო­ბებ­ში მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მე­რი­ი­სათ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია".

ლავ­რენ­ტი ალა­ნია, ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე: "თუ ქა­ლაქ­ში ტრამ­ვა­ის არ­სე­ბო­ბა სურ­დათ, თა­ვის დრო­ზე უნდა მი­ე­ხე­დათ. რო­გორ­მე უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ არ­სე­ბუ­ლი ხა­ზე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა, ახლა კი, ისევ ნუ­ლი­დან უნდა და­ი­წყოს ყვე­ლა­ფე­რი - ამი­ტო­მაც ჯდე­ბა პრო­ექ­ტი ძვი­რი. მე­რია ამ­ტკი­ცებს, ამ პრო­ექტს მთავ­რო­ბა ხელს უშ­ლი­სო, მაგ­რამ აქამ­დე სად იყ­ვნენ? ამ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა ნამ­დვი­ლად არ მინ­და, არც ის მინ­და, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და მთავ­რო­ბის ბა­ტა­ლი­ებ­ში ჩა­ვე­რიო, მაგ­რამ რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია, თა­ვის დრო­ზე უნდა გა­კეთ­დეს. თუ ევ­რო­პას ვბა­ძავთ, მა­შინ იქ ყველ­გან არის ტრამ­ვა­იც და ტრო­ლე­ი­ბუ­სიც, სამ­წუ­ხა­როდ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორი­ვე გა­ა­უქ­მა და ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა, რაც კი ოდეს­მე და­უშ­ვი­ათ.

ტრამ­ვა­ის ამუ­შა­ვე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც დიდი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ივლის თუ არა თბილისში ტრამვაი

ივლის თუ არა თბილისში ტრამვაი

"თუ ევროპას ვბაძავთ, მაშინ იქ ყველგან არის ტრამვაიც და ტროლეიბუსიც".

ჩვენი ბებიებისა და პაპების მონაყოლს თუ დავუჯერებთ, ერთ დროს, ტრამვაისა და ტროლეიბუსის გარეშე თბილისის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ეს გახლდათ ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ტრანსპორტი არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ მთელი ქალაქის მოსახლეობისათვის. შემდეგ რელსები აიყარა, ვაგონები სადღაც გაქრა და დედაქალაქი ტრამვაის გარეშე დარჩა.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ტრამვაის პროექტი კარგა ხანია შემუშავებულია: 2010 წელს, თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია "სისტრას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ტრამვაის ქსელის ტექნიკურ პროექტზე მუშაობა კი 2012 წელს დასრულდა. თუმცა დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე მერია ამ პროექტს ვერ განახორციელებს. ჩანს, პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 143 მილიონი ევროა, პოლიტიკური "ომის" გამო ჯერჯერობით ვერ განხორციელდება.

სევდია უგრეხელიძე, ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი:

- ტრამვაის პროექტი თბილისისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის, რადგან ეს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. პროექტის განხორციელება შეიძლება ძვირი დაჯდეს, მაგრამ სპეციალისტების თქმით, მისი ექსპლუატაცია არც ისე ძვირი ჯდება. ვფიქრობ, ვინც არ უნდა მოვიდეს დედაქალაქის სათავეში, ამაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. თბილისში ტრამვაის ხაზები ოდითგანვე მუშაობდა და ერთგვარი კოლორიტიც გახლდათ. თანაც, თბილისი მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული და ტრამვაის ხაზმა შეიძლება მთელი ქალაქი მოიცვას. ტრამვაი, ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც მთელი კულტრული ევროპა სარგებლობს და მისი ამოქმედება ჩვენთანაც უნდა მოხერხდეს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ძვრების გამო, მერიის მუშაობა თანდათან შეიზღუდა და დამთავრდა იმ საბიუჯეტო კრიზისით, რომლის შესახებაც ყველამ იცის. ბოლო ორ წელიწადში ბევრი რამ გაჩერდა და ეს პროექტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "საბიუჯეტო ომის" პირობებში მისი განხორციელება მერიისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია".

ლავრენტი ალანია, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე: "თუ ქალაქში ტრამვაის არსებობა სურდათ, თავის დროზე უნდა მიეხედათ. როგორმე უნდა მოეხერხებინათ არსებული ხაზების გადახალისება, ახლა კი, ისევ ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი - ამიტომაც ჯდება პროექტი ძვირი. მერია ამტკიცებს, ამ პროექტს მთავრობა ხელს უშლისო, მაგრამ აქამდე სად იყვნენ? ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ნამდვილად არ მინდა, არც ის მინდა, თბილისის მერიისა და მთავრობის ბატალიებში ჩავერიო, მაგრამ რაც გასაკეთებელია, თავის დროზე უნდა გაკეთდეს. თუ ევროპას ვბაძავთ, მაშინ იქ ყველგან არის ტრამვაიც და ტროლეიბუსიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ორივე გააუქმა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე დაუშვიათ.

ტრამვაის ამუშავება მოსახლეობისთვისაც დიდი შეღავათი იქნება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია