Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოცხალ ბარბის" რასიზმში ადანაშაულებენ
"ცოცხალ ბარბის" რასიზმში ადანაშაულებენ

ჟურ­ნალ GQ- ს კო­რეს­პონ­დენ­ტი სა­გან­გე­ბოდ ჩა­ვი­და ოდე­სა­ში, რომ ინ­ტერ­ნე­ტის ვარ­სკვლავს, "ცო­ცხალ ბარ­ბიდ" წო­დე­ბულ ვა­ლე­რია ლუ­კი­ა­ნო­ვას შეხ­ვედ­რო­და და მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტმა და­წე­რა, პრო­ვინ­ცი­ე­ლი გო­გო­ნას ნახ­ვას ელო­და, რო­მე­ლიც ბარ­ბის როლს თა­მა­შობს, მის მა­გივ­რად კი "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი რა­სის­ტი" დახ­ვდა.

"თან­და­თან მი­ახ­ლოვ­დე­ბა. მისი თეთ­რი ღვი­ნის­ფე­რი გრძე­ლი თმა არარ­სე­ბულ თე­ძო­ებს აღ­წევს. პირი ოდ­ნავ აქვს ღია, თით­ქოს გულ­გრი­ლად იღი­მის. პა­ტა­რა, ნა­ხევ­რად გამჭვირ­ვა­ლე კბი­ლე­ბი აქვს. ცის­ფე­რი ტოპი აც­ვია და ჩანს, რომ მთე­ლი მისი სხე­უ­ლის მთა­ვა­რი დე­ტა­ლი დიდი, გა­მოზ­ნე­ქი­ლი მკერ­დია", - წერს კო­რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც დარ­წმუნ­და, რომ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის სე­რი­ი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­კი­ა­ჟით ვა­ლე­რია მარ­თლაც არა­ამ­ქვეყ­ნი­ურ არ­სე­ბას არის დამ­სგავ­სე­ბუ­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა, რად­გან რე­ა­ლო­ბა­ში ვა­ლე­რია ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც გა­მა­ოგ­ნე­ბელ ფო­ტო­ებ­ზე - არა­და, მას ბრალს სდე­ბენ, თით­ქოს მისი ფო­ტო­ე­ბი ფო­ტო­შო­პის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. "ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი თვა­ლე­ბია, მე­ტის­მე­ტად რომ ყვი­რის ამ სი­გამ­ხდრე­ში...

ევო­ლუ­ცი­ამ გვას­წავ­ლა, რომ დიდი თვა­ლე­ბი ლა­მა­ზია, მაგ­რამ ასე­თი დიდი თვა­ლე­ბი უფრო მოჩ­ვე­ნე­ბის ან რო­მე­ლი­ღაც მწე­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის ძვლებ­ზე ტყავ­გა­დაკ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, უზარ­მა­ზა­რი თვა­ლე­ბი­თა და უშ­ვე­ლე­ბე­ლი მკერ­დით", - გან­ცვიფ­რე­ბა ვერ და­მა­ლა ჟურ­ნა­ლის­ტმა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

"ცოცხალ ბარბის" რასიზმში ადანაშაულებენ

"ცოცხალ ბარბის" რასიზმში ადანაშაულებენ

ჟურნალ GQ- ს კორესპონდენტი საგანგებოდ ჩავიდა ოდესაში, რომ ინტერნეტის ვარსკვლავს, "ცოცხალ ბარბიდ" წოდებულ ვალერია ლუკიანოვას შეხვედროდა და მასთან ინტერვიუ ჩაეწერა. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწერა, პროვინციელი გოგონას ნახვას ელოდა, რომელიც ბარბის როლს თამაშობს, მის მაგივრად კი "უცხოპლანეტელი რასისტი" დახვდა.

"თანდათან მიახლოვდება. მისი თეთრი ღვინისფერი გრძელი თმა არარსებულ თეძოებს აღწევს. პირი ოდნავ აქვს ღია, თითქოს გულგრილად იღიმის. პატარა, ნახევრად გამჭვირვალე კბილები აქვს. ცისფერი ტოპი აცვია და ჩანს, რომ მთელი მისი სხეულის მთავარი დეტალი დიდი, გამოზნექილი მკერდია", - წერს კორესპონდენტი, რომელიც დარწმუნდა, რომ პლასტიკური ოპერაციების სერიითა და განსაკუთრებული მაკიაჟით ვალერია მართლაც არაამქვეყნიურ არსებას არის დამსგავსებული.

ჟურნალისტი გაოგნებული დარჩა, რადგან რეალობაში ვალერია ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამაოგნებელ ფოტოებზე - არადა, მას ბრალს სდებენ, თითქოს მისი ფოტოები ფოტოშოპის დამსახურებაა. "ყველაზე საშინელი თვალებია, მეტისმეტად რომ ყვირის ამ სიგამხდრეში...

ევოლუციამ გვასწავლა, რომ დიდი თვალები ლამაზია, მაგრამ ასეთი დიდი თვალები უფრო მოჩვენების ან რომელიღაც მწერის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს, ფაქტობრივად, არის ძვლებზე ტყავგადაკრული ადამიანი, უზარმაზარი თვალებითა და უშველებელი მკერდით", - განცვიფრება ვერ დამალა ჟურნალისტმა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება