მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ღალატობენ ქალები ქმრებს
როდის ღალატობენ ქალები ქმრებს

გვე­სა­უბ­რე­ბა ექი­მი სექ­სო­ლო­გი პა­ა­ტა სოფ­რო­მა­ძე.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, ყვე­ლა­ზე ხში­რად რა პრობ­ლე­მა იჩენს თავს ქა­ლის სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში?

- თა­ვად ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბაა ძალ­ზე რთუ­ლი თემა. სექ­სო­ლო­გი­ა­ზე სა­უბ­რი­სას კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა არა მარ­ტო ქა­ლებ­თან, არა­მედ მა­მა­კა­ცებ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც. რას აკე­თებს ექი­მი სექ­სო­ლო­გი ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში? ეს რომ გა­ვი­გოთ, უნდა გან­ვსა­ზღვროთ, რო­გორ ვლინ­დე­ბა ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბა. სწო­რედ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს მკურ­ნა­ლობს სექ­სო­ლო­გი.

- მა­შინ კი­თხვას ამ­გვა­რად და­გის­ვამთ: რო­გორ ვლინ­დე­ბა ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბა?

- სექ­სუ­ა­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა:

  • სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვა ანუ ლი­ბი­დო;
  • ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აღ­გზნე­ბის უნა­რი, რაც გუ­ლის­ხმობს ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს ალერ­სის, სქე­სობ­რი­ვი თა­მა­შე­ბის დროს;
  • ორ­გაზ­მის მიღ­წე­ვა.

ლი­ბი­დოს დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას გუ­ლის­ხმო­ბენ ძი­რი­თა­დად ფრი­გი­დუ­ლო­ბას - სი­ცი­ვეს, ანუ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა ქალს არ შეს­წევს აღ­გზნე­ბის უნა­რი, არ აქვს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ლტოლ­ვა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ. უნდა ით­ქვას, რომ ლი­ბი­დოს თა­ვი­სი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ბა­ზი­სი აქვს, რო­მელ­ზეც იგე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზედ­ნა­შე­ნი. რა გან­სხვა­ვე­ბაა ამ კუ­თხით ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის? მა­მამ­კა­ცის სექ­სუ­ა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­ა­ზე. რა თქმა უნდა, არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ქა­ლე­ბიც, რო­მელ­თაც ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო შე­სუს­ტე­ბუ­ლი აქვთ ლი­ბი­დო, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ლტოლ­ვა, მაგ­რამ, სა­ზო­გა­დოდ, ქა­ლის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზედ­ნა­შე­ნი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ის პა­რა­დოქ­სუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქალს შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ლტოლ­ვა, მაგ­რამ შეს­წევ­დეს ორ­გაზ­მის გან­ცდის, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი.

- ერთი მე­ო­რეს არ გა­მო­რი­ცხავს?

- მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში ჩათ­ვა­ლეთ, რომ თით­ქმის გა­მო­რი­ცხავს, მაგ­რამ ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში - არა. არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა: არეკ­ლი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა. რას გუ­ლის­ხმობს ეს ცნე­ბა? სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ქალი იღებს სი­ა­მოვ­ნე­ბას არა წმინ­და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტის­გან, არა­მედ იმის­გან, რომ მან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭა ძვირ­ფას ადა­მი­ანს. ლი­ბი­დოს ხა­რის­ხობ­რი­ვი დაქ­ვე­ი­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რიც იყოს, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც გან­სხვავ­დე­ბი­ან. სქე­სობ­რი­ვი კონ­სტი­ტუ­ცია ქა­ლებ­შიც არის და მა­მა­კა­ცებ­შიც. მას ტემ­პე­რა­მენტს ვუ­წო­დებთ.

- აქვს თუ არა ტემ­პე­რა­მენ­ტის­თვის გან­მსა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ეთ­ნი­კურ ფაქ­ტორს?

- სექ­სუ­ა­ლო­ბა­ზე ეთ­ნი­კუ­რი ფაქ­ტო­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს და აყა­ლი­ბებს კი­დეც მას. ჩრდი­ლო­ეთ­ში უფრო გვი­ან ხდე­ბა მომ­წი­ფე­ბა, ვიდ­რე სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებ­ში. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­რა­ლის გავ­ლე­ნაც. რაც გე­ნე­ტი­კუ­რად არის ჩა­დე­ბუ­ლი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რა­დაც ის გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა, მაგ­რამ ქცე­ვა­ზე, შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე მო­რა­ლი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ქარ­თვე­ლი ქალი სექ­სუ­ა­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­თა თვალ­საზ­რი­სით შე­და­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია... თუმ­ცა, სა­ზო­გა­დოდ, ნაკ­ლებ­მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ეთ­ნი­კურ­მა ფაქ­ტორ­მა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბა მოგ­ვცეს ტემ­პე­რა­მენ­ტში, სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს წყვი­ლის ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

- არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა: "მა­მა­კაცს თვა­ლე­ბით უყ­ვარს, ქალს - ყუ­რე­ბით". რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია ის?

- მა­მა­კა­ცის­თვის ქა­ლის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სტი­მუ­ლა­ტო­რია. შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი ქალ­ში ემო­ცი­ებს ნაკ­ლე­ბად იწ­ვევს. ერო­ტი­კის ან პორ­ნოგ­რა­ფი­ის ყუ­რე­ბა ქა­ლის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბა იყოს აღ­მგზნე­ბი და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი, მაგ­რამ არა უშუ­ა­ლოდ სხე­უ­ლი, არა­მედ სი­ტუ­ა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა.

იხი­ლით ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

როდის ღალატობენ ქალები ქმრებს

როდის ღალატობენ ქალები ქმრებს

გვესაუბრება ექიმი სექსოლოგი პაატა სოფრომაძე.

- ბატონო პაატა, ყველაზე ხშირად რა პრობლემა იჩენს თავს ქალის სქესობრივ ცხოვრებაში?

- თავად ქალის სექსუალობაა ძალზე რთული თემა. სექსოლოგიაზე საუბრისას კითხვები ჩნდება არა მარტო ქალებთან, არამედ მამაკაცებთან მიმართებითაც. რას აკეთებს ექიმი სექსოლოგი ქალთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში? ეს რომ გავიგოთ, უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა. სწორედ ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს მკურნალობს სექსოლოგი.

- მაშინ კითხვას ამგვარად დაგისვამთ: როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა?

- სექსუალობის გამოვლინებაა:

  • სქესობრივი ლტოლვა ანუ ლიბიდო;
  • ფიზიოლოგიური აღგზნების უნარი, რაც გულისხმობს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ალერსის, სქესობრივი თამაშების დროს;
  • ორგაზმის მიღწევა.

ლიბიდოს დარღვევებზე საუბრისას გულისხმობენ ძირითადად ფრიგიდულობას - სიცივეს, ანუ იმ მდგომარეობას, როცა ქალს არ შესწევს აღგზნების უნარი, არ აქვს მოთხოვნილება, ფიზიოლოგიური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ. უნდა ითქვას, რომ ლიბიდოს თავისი ფიზიოლოგიური ბაზისი აქვს, რომელზეც იგება ფსიქოლოგიური ზედნაშენი. რა განსხვავებაა ამ კუთხით ქალსა და მამაკაცს შორის? მამამკაცის სექსუალობა გაცილებით მეტად არის დამოკიდებული ფიზიოლოგიაზე. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთაც ფიზიოლოგიური პრობლემების გამო შესუსტებული აქვთ ლიბიდო, ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ, საზოგადოდ, ქალისთვის ფსიქოლოგიური ზედნაშენი უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარეობს ის პარადოქსული შემთხვევები, როდესაც ქალს შეიძლება არ ჰქონდეს ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ შესწევდეს ორგაზმის განცდის, სიამოვნების მიღების უნარი.

- ერთი მეორეს არ გამორიცხავს?

- მამაკაცის შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ თითქმის გამორიცხავს, მაგრამ ქალის შემთხვევაში - არა. არსებობს ასეთი გამოთქმა: არეკლილი სიამოვნება. რას გულისხმობს ეს ცნება? სქესობრივი ურთიერთობის დროს ქალი იღებს სიამოვნებას არა წმინდა ფიზიოლოგიური კომპონენტისგან, არამედ იმისგან, რომ მან სიამოვნება მიანიჭა ძვირფას ადამიანს. ლიბიდოს ხარისხობრივი დაქვეითება შეიძლება ფიზიოლოგიურიც იყოს, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან ამ თვალსაზრისითაც განსხვავდებიან. სქესობრივი კონსტიტუცია ქალებშიც არის და მამაკაცებშიც. მას ტემპერამენტს ვუწოდებთ.

- აქვს თუ არა ტემპერამენტისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ეთნიკურ ფაქტორს?

- სექსუალობაზე ეთნიკური ფაქტორი გავლენას ახდენს და აყალიბებს კიდეც მას. ჩრდილოეთში უფრო გვიან ხდება მომწიფება, ვიდრე სამხრეთის ქვეყნებში. გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი მორალის გავლენაც. რაც გენეტიკურად არის ჩადებული, ფიზიოლოგიურადაც ის გამომჟღავნდება, მაგრამ ქცევაზე, შეხედულებებზე მორალი დიდ გავლენას ახდენს. ქართველი ქალი სექსუალობის გამოვლინებათა თვალსაზრისით შედარებით შეზღუდულია... თუმცა, საზოგადოდ, ნაკლებმოსალოდნელია, ეთნიკურმა ფაქტორმა ფიზიოლოგიური განსხვავება მოგვცეს ტემპერამენტში, სერიოზული გავლენა მოახდინოს წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობაზე.

- არსებობს ასეთი გამოთქმა: "მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს - ყურებით". რამდენად მართებულია ის?

- მამაკაცისთვის ქალის შიშველი სხეული ძალიან ძლიერი სტიმულატორია. შიშველი მამაკაცი ქალში ემოციებს ნაკლებად იწვევს. ეროტიკის ან პორნოგრაფიის ყურება ქალისთვისაც შეიძლება იყოს აღმგზნები და მასტიმულირებელი, მაგრამ არა უშუალოდ სხეული, არამედ სიტუაციის წარმოდგენა.

იხილით ვრცლად

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს