პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გალაკტიონს თავი არ მოუკლავს"
"გალაკტიონს თავი არ მოუკლავს"

როცა სი­ტყვა ჩა­მო­ვარ­დე­ბა ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ზე, უპირ­ვე­ლე­სად გვახ­სენ­დე­ბა გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღი­ა­რეს პო­ე­ზი­ის მე­ფედ. წელს გა­ლა­კტი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 55 წელი შეს­რულ­და. პო­ე­ტის ძმის­წულს, პრო­ფე­სორ ნო­დარ ტა­ბი­ძეს ვთხო­ვეთ, მას­ზე ესა­უბ­რა:

- გა­ლა­კტი­ო­ნი უზარ­მა­ზა­რი ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და, არ­სე­ბობს და იარ­სე­ბებს.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, ამ­ბო­ბენ, გა­ლა­კტი­ო­ნის ალ­კოჰო­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი იყო ცხოვ­რე­ბის მი­მარ­თო.

- ვი­ყოთ ობი­ექ­ტურ­ნი: გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც ბე­ბი­ა­ჩე­მის ერთ-ერთ წე­რილს წა­ვა­წყდი. 12 წლის გა­ლა­კტი­ონს დედა წე­რილს ატანს დე­ი­დას­თან, სა­დაც ასე­თი ფრა­ზაა: "ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე, 12 წლი­საა და უკვე ლო­თო­ბა და­ი­წყო". ჩანს, რომ ბავ­შვს უკვე მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰქონ­და სასმლი­სად­მი. მე მას­თან ვიზ­რდე­ბო­დი, ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­დევ­ნებ­დი თვალს და თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ ალ­კოჰო­ლი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა გა­ლა­კტი­ო­ნის ავად­მყო­ფო­ბა იყო. ზოგ­ჯერ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე და სა­ღა­მო­დან დი­ლამ­დე გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჰქონ­და. მე­ტყო­და, - მიშ­ვე­ლე, ნო­დარ, ვკვდე­ბიო. მა­შინ­ვე მო­ვუ­ტან­დი არაყს, გა­დაკ­რავ­და და - უჰ, აგა­შე­ნა ღმერ­თმა, დი­დე­ბუ­ლი­აო. მის­თვის სას­მე­ლი თვით­გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, მაგ­რამ არ მახ­სოვს, ოდეს­მე შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნოს. იცო­და, რა სა­ში­ნე­ლე­ბაც იყო ეს (აქვს კი­დეც ჩა­ნა­წე­რი - "მგელს რომ ხა­ხა­ში ჩა­ას­ხა ალ­კოჰო­ლი, თაგ­ვად აქ­ცევს და პი­რი­ქით"), მაგ­რამ ვერ სძლევ­და ამ ავად­მყო­ფო­ბას.

- სწო­რედ ეს სენი ხომ არ იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი?

- ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ალ­კოჰოლ­მა იმ­სხვერ­პლა. სამი დღე ვეხ­ვე­წე­ბო­დი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლი­ლი­ყო. ბო­ლოს, და­ვი­თან­ხმე. რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, მძღოლს ვუ­თხა­რი, გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ გა­ლა­კტი­ონ­მა შეს­ძა­ხა: - ამას ვინ ჰკი­თხავს? გა­რე­კეო... მი­ვე­დით ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე. იქ პა­ტა­რა დუ­ქა­ნი იყო, იყი­და არა­ყი და და­ლია. მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს წა­მომ­ყვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. შე­ვიყ­ვა­ნე სა­ა­ვად­მყო­ფოს აბა­ზა­ნა­ში და გა­ვა­სუფ­თა­ვე (წესი იყო ასე­თი). იქი­დან გა­მო­სუ­ლებს ქარ­თველ მწე­რალ­თა დე­ლე­გა­ცია შეგ­ვხვდა - დიდი მწე­რა­ლი, შალ­ვა და­დი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი­ყო და მის გა­და­სას­ვე­ნებ­ლად მო­სუ­ლიყ­ვნენ. ჯგუფს ერ­თა­დერ­თი - ირაკ­ლი აბა­ში­ძე გა­მო­ე­ყო და გა­ლა­კტი­ონს ხელი ჩა­მო­არ­თვა: - რო­გორ ბრძან­დე­ბით, ბა­ტო­ნო გა­ლა­კტი­ონ? გრი­პი, ძა­მი­კო, გრი­პი, - მი­უ­გო. სხვა მწერ­ლებს არც კი შე­უ­ხე­დავთ. ავე­დით მე­სა­მე სარ­თულ­ზე, ვნა­ხეთ პა­ლა­ტა... გა­ლა­კტი­ო­ნი ბორ­გავს, უჭირს ზარ­ხო­ში­დან გა­მოს­ვლა. სწო­რედ ახლა უნდა ყუ­რა­დღე­ბა... სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ადა­მი­ა­ნი იქ არ აღ­მოჩ­ნდა... დავ­ტო­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში და­მი­რე­კეს. სას­წრა­ფოდ გა­ვი­ქე­ცი. დი­რექ­ტო­რის ოთახ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტო­რი, იუ­რის­ტი სერ­გო ჯორ­ბე­ნა­ძე შემ­ხვდა, გა­მიკ­ვირ­და მისი იქ და­ნახ­ვა. მე­რე­ღა მივ­ხვდი, - იუ­რის­ტის კონ­სულ­ტა­ცია სჭირ­დე­ბო­დათ.

...როცა მე წა­მო­ვე­დი, მთვრალ-ფხი­ზე­ლი გა­ლა­კტი­ო­ნი დე­რე­ფან­ში ბოლ­თას სცემ­და, არა­ვინ აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას... ფან­ჯა­რას­თან სკა­მი დგას, სკამ­ზე კოხ­ტად და­კე­ცი­ლი ხა­ლა­თია - ამ ფაქტს ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ, რად­გან ის თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით არ გა­დამხტა­რა! მო­ეჩ­ვე­ნა, რომ ქვე­მოთ ზღვა ლივლვებ­და, ამი­ტო­მაც ლა­მა­ზად კე­ცავს ხა­ლათს და ისე ეშ­ვე­ბა ფან­ჯრი­დან, თით­ქოს ზღვა­ში შე­ცურ­დაო. არ მაჩ­ვე­ნეს გარ­დაც­ვლი­ლი და ახლა მეს­მის, რა­ტო­მაც. ალ­ბათ და­ცე­მი­სას, გა­მო­ფხიზ­ლდა და ტრა­გი­კულ­ზე ტრა­გი­კუ­ლი სახე ჰქონ­და... შემ­დეგ გა­უ­კე­თეს გრი­მი და კუ­ბო­ში ღვთა­ე­ბა­სა­ვით იწვა. მისი სიკ­ვდი­ლი არ ყო­ფი­ლა შეგ­ნე­ბუ­ლი აქტი. ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ და მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ წესი აუგო.

- ბრძა­ნეთ, მწე­რალ­თა დე­ლე­გა­ცი­ი­დან ირაკ­ლი აბა­ში­ძის გარ­და, არა­ვის მო­უ­კი­თხავს გა­ლა­კტი­ო­ნიო.

- გა­ლა­კტი­ო­ნი იყო ალ­კოჰო­ლიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კაცი, ამი­ტომ გა­ურ­ბოდ­ნენ - არა­ვინ უწყო­და, რას იტყო­და სიმ­თვრა­ლი­სას მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი პო­ე­ტი...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"გალაკტიონს თავი არ მოუკლავს"

"გალაკტიონს თავი არ მოუკლავს"

როცა სიტყვა ჩამოვარდება ქართულ პოეზიაზე, უპირველესად გვახსენდება გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს პოეზიის მეფედ. წელს გალაკტიონის გარდაცვალებიდან 55 წელი შესრულდა. პოეტის ძმისწულს, პროფესორ ნოდარ ტაბიძეს ვთხოვეთ, მასზე ესაუბრა:

- გალაკტიონი უზარმაზარი ფიგურაა, რომელიც არსებობდა, არსებობს და იარსებებს.

- ბატონო ნოდარ, ამბობენ, გალაკტიონის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება ერთგვარი პროტესტი იყო ცხოვრების მიმართო.

- ვიყოთ ობიექტურნი: გაოცებული დავრჩი, როდესაც ბებიაჩემის ერთ-ერთ წერილს წავაწყდი. 12 წლის გალაკტიონს დედა წერილს ატანს დეიდასთან, სადაც ასეთი ფრაზაა: "ყურადღება მიაქციე, 12 წლისაა და უკვე ლოთობა დაიწყო". ჩანს, რომ ბავშვს უკვე მიდრეკილება ჰქონდა სასმლისადმი. მე მასთან ვიზრდებოდი, ყოველდღიურად ვადევნებდი თვალს და თამამად ვიტყვი, რომ ალკოჰოლისადმი მიდრეკილება გალაკტიონის ავადმყოფობა იყო. ზოგჯერ დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე გამძაფრებული ალკოჰოლური მოთხოვნილება ჰქონდა. მეტყოდა, - მიშველე, ნოდარ, ვკვდებიო. მაშინვე მოვუტანდი არაყს, გადაკრავდა და - უჰ, აგაშენა ღმერთმა, დიდებულიაო. მისთვის სასმელი თვითგადარჩენის საშუალება იყო, მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე შემოეთავაზებინოს. იცოდა, რა საშინელებაც იყო ეს (აქვს კიდეც ჩანაწერი - "მგელს რომ ხახაში ჩაასხა ალკოჰოლი, თაგვად აქცევს და პირიქით"), მაგრამ ვერ სძლევდა ამ ავადმყოფობას.

- სწორედ ეს სენი ხომ არ იყო მისი გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი?

- ბევრი ფიქრობს, რომ ალკოჰოლმა იმსხვერპლა. სამი დღე ვეხვეწებოდი, საავადმყოფოში დაწოლილიყო. ბოლოს, დავითანხმე. როდესაც საავადმყოფოს მივუახლოვდით, მძღოლს ვუთხარი, გაეჩერებინა, მაგრამ გალაკტიონმა შესძახა: - ამას ვინ ჰკითხავს? გარეკეო... მივედით ვაკის სასაფლაოზე. იქ პატარა დუქანი იყო, იყიდა არაყი და დალია. მხოლოდ მეორე დღეს წამომყვა საავადმყოფოში. შევიყვანე საავადმყოფოს აბაზანაში და გავასუფთავე (წესი იყო ასეთი). იქიდან გამოსულებს ქართველ მწერალთა დელეგაცია შეგვხვდა - დიდი მწერალი, შალვა დადიანი გარდაცვლილიყო და მის გადასასვენებლად მოსულიყვნენ. ჯგუფს ერთადერთი - ირაკლი აბაშიძე გამოეყო და გალაკტიონს ხელი ჩამოართვა: - როგორ ბრძანდებით, ბატონო გალაკტიონ? გრიპი, ძამიკო, გრიპი, - მიუგო. სხვა მწერლებს არც კი შეუხედავთ. ავედით მესამე სართულზე, ვნახეთ პალატა... გალაკტიონი ბორგავს, უჭირს ზარხოშიდან გამოსვლა. სწორედ ახლა უნდა ყურადღება... სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი იქ არ აღმოჩნდა... დავტოვე საავადმყოფოში და ნახევარ საათში დამირეკეს. სასწრაფოდ გავიქეცი. დირექტორის ოთახში უნივერსიტეტის პრორექტორი, იურისტი სერგო ჯორბენაძე შემხვდა, გამიკვირდა მისი იქ დანახვა. მერეღა მივხვდი, - იურისტის კონსულტაცია სჭირდებოდათ.

...როცა მე წამოვედი, მთვრალ-ფხიზელი გალაკტიონი დერეფანში ბოლთას სცემდა, არავინ აქცევდა ყურადღებას... ფანჯარასთან სკამი დგას, სკამზე კოხტად დაკეცილი ხალათია - ამ ფაქტს ყოველთვის აღვნიშნავ, რადგან ის თვითმკვლელობის მიზნით არ გადამხტარა! მოეჩვენა, რომ ქვემოთ ზღვა ლივლვებდა, ამიტომაც ლამაზად კეცავს ხალათს და ისე ეშვება ფანჯრიდან, თითქოს ზღვაში შეცურდაო. არ მაჩვენეს გარდაცვლილი და ახლა მესმის, რატომაც. ალბათ დაცემისას, გამოფხიზლდა და ტრაგიკულზე ტრაგიკული სახე ჰქონდა... შემდეგ გაუკეთეს გრიმი და კუბოში ღვთაებასავით იწვა. მისი სიკვდილი არ ყოფილა შეგნებული აქტი. ეს გარემოება გაითვალისწინა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მრავალი წლის შემდეგ წესი აუგო.

- ბრძანეთ, მწერალთა დელეგაციიდან ირაკლი აბაშიძის გარდა, არავის მოუკითხავს გალაკტიონიო.

- გალაკტიონი იყო ალკოჰოლიზმით დაავადებული კაცი, ამიტომ გაურბოდნენ - არავინ უწყოდა, რას იტყოდა სიმთვრალისას მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტი...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს