სამართალი
სპორტი
საზოგადოება

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
პოლიტიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ბზობაა
დღეს ბზობაა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში შე­ას­რუ­ლებს.

დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი ბა­ი­ა­ო­ბას, ანუ ბზო­ბას უწო­დე­ბენ. იგი ათორ­მეტ­თა­გან რი­გით პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინა კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცხოვ­რის შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმს ძლე­ვა­მო­სი­ლი მე­ფის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში შეს­ვლას ჰგავ­და და მას უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვალ მა­ცხო­ვარს გზა­ზე ხალ­ხი სა­მო­სელს უფენ­და, ზოგს კი პალ­მის (ბზის) რტო­ე­ბი ეკა­ვა და ასე ეგე­ბე­ბო­და მას. ყო­ვე­ლი მხრი­დან ის­მო­და ღა­ღა­დი­სი: "ოსა­ნა ძესა და­ვი­თი­სა­სა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­საჲთა! ოსა­ნა, რო­მე­ლი ხარ მა­ღალ­თა შინა!" (მათე 21, 9).

დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მლოც­ვე­ლე­ბი ტაძ­რებ­ში ბზის რტო­ე­ბით და სან­თლე­ბით მი­დი­ან. ეკ­ლე­სი­ებ­ში ბზა იკურ­თხე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო უფ­ლის­თვის მი­გე­ბე­ბი­სა. ბზო­ბის გამო დიდ­მარ­ხვის ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია. შემ­დეგ ერთი კვი­რა კი მორ­წმუ­ნე­თათ­ვის მძი­მე მარ­ხვაა, რად­გან ვნე­ბის შვი­დე­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა.

დიდ­მარ­ხვა წელს 3 მარტს და­ი­წყო და 20 აპ­რილს უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

დღეს ბზობაა

დღეს ბზობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მათე 21, 9).

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია