სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს
გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბულ მერს გიგი უგუ­ლა­ვას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლი­სას კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს. დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­მო­სას­ვლელ­თან ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა და პო­ლი­ცი­ამ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით კორ­დო­ნი გა­ა­კე­თა, თუმ­ცა, შე­ნო­ბი­დან გა­მო­სულ გიგი უგუ­ლა­ვას ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩაჯ­დო­მამ­დე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს.

"ყვე­ლამ ნახა რო­გორ გა­იქ­ცა უგუ­ლა­ვა კურ­დღე­ლი­ვით. რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­იქ­ცა გორ­ში, ისე­ვე გა­იქ­ცა გიგი უგუ­ლა­ვაც", - აღ­ნიშ­ნა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ვახ­ტანგ მი­თა­იშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გი­ორ­გი კირ­თა­ძე კი აცხა­დებს, რომ "არ­ჩილ ხა­ბა­ძე სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და კვერ­ცხე­ბის სრო­ლას, რაც სა­მარ­ცხვი­ნოა".

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას სარ­ჩელს გა­ნი­ხი­ლავს. სა­სა­მარ­თლო არ­სე­ბი­თად სარ­ჩე­ლის იმ ნა­წილს იხი­ლავს, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­უ­ლი პი­რის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­და­ყე­ნე­ბას და ამ პრო­ცე­დუ­რის ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე წარ­მარ­თვას ეხე­ბა.

პრო­ცე­სი 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან აქ­ტი­ვის­ტე­ბი შვიდ სა­ათ­ზე მეტ­ხანს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რამ­დენ­ჯერ­მე სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ად­გი­ლობ­რივ წევ­რებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილს კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს. გიგი უგუ­ლა­ვამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს

მო­სა­მარ­თლე­ებს მი­მარ­თა, მისი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ცია გა­მო­ე­ძა­ხათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს გიგი უგულავას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას კვერცხები ესროლეს. დაცვის სამსახურმა ავტომობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსასვლელთან ახლოს მიიყვანა და პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით კორდონი გააკეთა, თუმცა, შენობიდან გამოსულ გიგი უგულავას ავტომობილში ჩაჯდომამდე აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს.

"ყველამ ნახა როგორ გაიქცა უგულავა კურდღელივით. როგორც სააკაშვილი გაიქცა გორში, ისევე გაიქცა გიგი უგულავაც", - აღნიშნა აქციის მონაწილე ვახტანგ მითაიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ "არჩილ ხაბაძე საკუთარი კაბინეტიდან აკვირდებოდა კვერცხების სროლას, რაც სამარცხვინოა".

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს. სასამართლო არსებითად სარჩელის იმ ნაწილს იხილავს, რომელიც თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებას და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვას ეხება.

პროცესი 12:00 საათზე დაიწყო და სასამართლოს შენობასთან აქტივისტები შვიდ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ წევრებსა და აქტივისტებს შორის.

აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ავტომობილს კვერცხები დაუშინეს. გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დროს

მოსამართლეებს მიმართა, მისი უსაფრთხოების მიზნით პოლიცია გამოეძახათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ