სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიტა ლომიძე სიმღერას ნატო მეტონიძესთან სწავლობს
ნიტა ლომიძე სიმღერას ნატო მეტონიძესთან სწავლობს

ნიკა ლო­მი­ძი­სა და თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის შვი­ლი ნიტა ლო­მი­ძე 10 წლი­საა და V კლა­სის მოს­წავ­ლეა. მის "ან­გა­რიშ­ზე"სამი ფილ­მია - "ანო და ვა­ნოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი", "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი"და "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი". ასე­ვე ორი სპექ­ტაკ­ლი: "მუ­სი­კის ჰან­გე­ბი"და "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი".

მა­თე­მა­ტი­კა­ში ემ­ზა­დე­ბა, ტან­ვარ­ჯიშ­ზე 4 წლი­დან ყო­ველ­დღე და­დის, ხოლო შა­ბათ-კვი­რას, ტან­ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, დე­დას­თან სტუ­დი­ა­ში მი­დის და ცეკ­ვას სწავ­ლობს. საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის არ რჩე­ბა. ნიტა საკ­მა­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად გვე­სა­უბ­რა თა­ვის რო­ლებ­ზე, დღის რე­ჟიმ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე...

- ნიტა, ტან­ვარ­ჯი­ში­სა და ცეკ­ვის გარ­და, სიმ­ღე­რაც გიყ­ვარს...

- დიახ, თე­ატ­რში სპექ­ტაკლ "მუ­სი­კის ჰან­გებ­ში"ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ახლა გა­დის სპექ­ტაკ­ლი "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი". "მუ­სი­კის ჰან­გებ­ში"მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მა­შინ 6 წლის ვი­ყა­ვი. ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად თა­მა­ში, ფილმშიც და სპექ­ტაკ­ლებ­შიც.

- სა­ნამ "მუ­სი­კის ჰან­გე­ბი"და­იდ­გმე­ბო­და, ფილ­მი ნა­ნა­ხი გქონ­და?

- არა. "მუ­სი­კის ჰან­გე­ბის"სპექ­ტაკ­ლე­ბი რომ და­ი­წყო, ფილ­მი მერე ვნა­ხე. "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლიც"მაქვს ნა­ნა­ხი.

- ახლა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში მხო­ლოდ "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლია". შენი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რო­გორ გა­და­წყდა?

- მა­მი­კო და დე­დი­კო დოის ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან. "მუ­სი­კის ჰან­გებ­ში"რომ მი­მიწ­ვია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მე­ო­რედ ეს მა­შინ მოხ­და, როცა ის ერთ სა­ღა­მოს გვეს­ტუმ­რა. მა­შინ თქვა, რომ "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლის"გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და. მინ­და, ნიტა და ან­დრია გაბ­რი­ჩი­ძე მთა­ვარ რო­ლებ­ში იყ­ვნე­ნო. 3-4 დღის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ მიწ­ვევ­და და გავ­გიჟ­დი, ემო­ცია ძა­ლი­ან დიდი იყო (იღი­მის). მა­ნამ­დე ან­დრი­ას არ ვიც­ნობ­დი, ფილ­მის გა­და­ღე­ბა რომ და­ი­გეგ­მა, ერ­თმა­ნე­თი მა­შინ გა­ვი­ცა­ნით. ან­დრი­ას უყ­ვარს სიმ­ღე­რა, კარ­გი ბი­ჭია.

- სპექ­ტაკლში რო­მე­ლი ეპი­ზო­დი მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ყვე­ლა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით "ომი"და "ნე­ტა­რე­ბა". ომი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია, ბავ­შვებს ეში­ნი­ათ, ად­გილ­ზე ხტე­ბი­ან ხოლ­მე. ნე­ტა­რე­ბა­ზე ყვე­ლა ამ­ბობს, რა კარ­გია, რა კარ­გი­აო.

- ფილმ "ლურჯ ფრინ­ველს"რამ­დენ ხანს იღებ­დით?

- ფილ­მი თით­ქმის ერთ თვე­ში გა­და­ი­ღეს, სპექ­ტაკ­ლი კი 12 დღე­ში წარ­მო­ად­გი­ნეს. სპექ­ტაკ­ლის ჩა­ბა­რე­ბის წინა დღე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო. იმ დღეს დოიმ რამ­დე­ნი­მე სცე­ნა დად­გა. ისე სწრა­ფად გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო (იღი­მის).

- და­დი­ხარ სიმ­ღე­რა­ზე?

- სამი წელი დავ­დი­ო­დი, ალ­ბათ, წელს კი­დევ მი­ვალ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ნიტა ლომიძე სიმღერას ნატო მეტონიძესთან სწავლობს

ნიტა ლომიძე სიმღერას ნატო მეტონიძესთან სწავლობს

ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილი ნიტა ლომიძე 10 წლისაა და V კლასის მოსწავლეა. მის ''ანგარიშზე''სამი ფილმია - ''ანო და ვანოს თავგადასავალი'', ''ცელქი ბავშვები''და ''ლურჯი ფრინველი''. ასევე ორი სპექტაკლი: ''მუსიკის ჰანგები''და ''ლურჯი ფრინველი''.

მათემატიკაში ემზადება, ტანვარჯიშზე 4 წლიდან ყოველდღე დადის, ხოლო შაბათ-კვირას, ტანვარჯიშის შემდეგ, დედასთან სტუდიაში მიდის და ცეკვას სწავლობს. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ნიტა საკმაოდ ჩამოყალიბებულად გვესაუბრა თავის როლებზე, დღის რეჟიმსა და სამომავლო გეგმებზე...

- ნიტა, ტანვარჯიშისა და ცეკვის გარდა, სიმღერაც გიყვარს...

- დიახ, თეატრში სპექტაკლ ''მუსიკის ჰანგებში''ვმონაწილეობდი. ახლა გადის სპექტაკლი ''ლურჯი ფრინველი''. ''მუსიკის ჰანგებში''მონაწილეობა ძალიან მომეწონა. მაშინ 6 წლის ვიყავი. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაში, ფილმშიც და სპექტაკლებშიც.

- სანამ ''მუსიკის ჰანგები''დაიდგმებოდა, ფილმი ნანახი გქონდა?

- არა. ''მუსიკის ჰანგების''სპექტაკლები რომ დაიწყო, ფილმი მერე ვნახე. ''ლურჯი ფრინველიც''მაქვს ნანახი.

- ახლა მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში მხოლოდ ''ლურჯი ფრინველია''. შენი მონაწილეობა როგორ გადაწყდა?

- მამიკო და დედიკო დოის ძალიან ახლო მეგობრები არიან. ''მუსიკის ჰანგებში''რომ მიმიწვია, ძალიან გამიხარდა. მეორედ ეს მაშინ მოხდა, როცა ის ერთ საღამოს გვესტუმრა. მაშინ თქვა, რომ ''ლურჯი ფრინველის''გადაღებას აპირებდა. მინდა, ნიტა და ანდრია გაბრიჩიძე მთავარ როლებში იყვნენო. 3-4 დღის შემდეგ გავიგე, რომ მიწვევდა და გავგიჟდი, ემოცია ძალიან დიდი იყო (იღიმის). მანამდე ანდრიას არ ვიცნობდი, ფილმის გადაღება რომ დაიგეგმა, ერთმანეთი მაშინ გავიცანით. ანდრიას უყვარს სიმღერა, კარგი ბიჭია.

- სპექტაკლში რომელი ეპიზოდი მოგწონს ყველაზე მეტად?

- ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ''ომი''და ''ნეტარება''. ომი ძალიან ემოციურია, ბავშვებს ეშინიათ, ადგილზე ხტებიან ხოლმე. ნეტარებაზე ყველა ამბობს, რა კარგია, რა კარგიაო.

- ფილმ ''ლურჯ ფრინველს''რამდენ ხანს იღებდით?

- ფილმი თითქმის ერთ თვეში გადაიღეს, სპექტაკლი კი 12 დღეში წარმოადგინეს. სპექტაკლის ჩაბარების წინა დღე ყველაზე რთული იყო. იმ დღეს დოიმ რამდენიმე სცენა დადგა. ისე სწრაფად გააკეთა ყველაფერი, წარმოუდგენელი იყო (იღიმის).

- დადიხარ სიმღერაზე?

- სამი წელი დავდიოდი, ალბათ, წელს კიდევ მივალ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება