სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარალიზებული პენსიონერი ეკლესიაში ლოცვის შემდეგ ფეხზე წამოდგა
პარალიზებული პენსიონერი ეკლესიაში ლოცვის შემდეგ ფეხზე წამოდგა

74 წლის იტა­ლი­ე­ლი პენ­სი­ო­ნე­რი მი­ჩე­ლი­ნა კო­მეგ­ნა 11 წლის წინ პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ რო­გორც აცხა­დებს, ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­ხდა­რი "სას­წა­უ­ლის" შემ­დეგ სი­ა­რუ­ლი ისევ შე­უძ­ლია. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, ეკ­ლე­სი­ა­ში დი­ლით მე­სის დროს გა­ნი­კურ­ნა.

"ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვიგ­რძე­ნი, რომ ფე­ხი­დან მთელ სხე­ულ­ზე ცე­ცხლი ავი­და. შემ­დეგ კი გარ­შე­მო ყვა­ვი­ლე­ბის ძლი­ე­რი სურ­ნე­ლი ვიგ­რძე­ნი. და­მა­ვი­წყდა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა ტან­საც­მელს ცე­ცხლი ეკი­და, შემ­დეგ გა­ვოფ­ლი­ან­დი და ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ თა­ვი­დან წყა­ლი მდი­ო­და. იმ­დე­ნად ძლი­ე­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, რომ შე­მე­შინ­და და ყვი­რი­ლი და­ვი­წყე. ქმარს ვუ­თხა­რი, რომ ფეხ­ზე უნდა წა­მოვმდგა­რი­ყა­ვი", - გა­ნა­ცხა­და მან.

2003 წელს მი­ჩე­ლი­ნა მკერ­დის კი­ბოს ოპე­რა­ცი­ი­სა და ტვი­ნის ანევ­რიზ­მის გამო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. ის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წოლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­ი­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის რამ­დე­ნი­მე ციკ­ლის შემ­დეგ, 11 წელი ქალ­მა სა­ვარ­ძელ­ში გა­ა­ტა­რა. მი­ჩე­ლი­ნა პომ­პე­ი­ში მდე­ბა­რე კა­თო­ლი­კურ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ო­და, მაგ­რამ ეს უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა მხო­ლოდ მა­შინ იხი­ლა, რო­დე­საც ზი­ა­რე­ბა მი­ი­ღო.

ქო­რე­პის­კო­პო­სი ჯუ­ზე­პე ადა­მო ადას­ტუ­რებს, რომ ამ უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნის თვითმხილ­ვე­ლია, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში წინ­და­ხე­დუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო და ვიდ­რე ეკ­ლე­სია ამ ფაქტს სას­წა­უ­ლად აღი­ა­რებს, სა­ჭი­როა სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა. "უნდა და­ვუ­ცა­დოთ სა­ბო­ლოო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ბუთს", - ამ­ბობს არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი ტო­მა­სო კა­პუ­ტო.

თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნას არ ელო­დე­ბა პენ­სი­ო­ნე­რის მე­უღ­ლე ჯო­ვა­ნი პა­სა­რო და ამ­ბობს, რომ "მის თვალ­წინ დიდი სას­წა­უ­ლი მოხ­და, რა­მაც ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პარალიზებული პენსიონერი ეკლესიაში ლოცვის შემდეგ ფეხზე წამოდგა

პარალიზებული პენსიონერი ეკლესიაში ლოცვის შემდეგ ფეხზე წამოდგა

74 წლის იტალიელი პენსიონერი მიჩელინა კომეგნა 11 წლის წინ პარალიზებული იყო, მაგრამ როგორც აცხადებს, ეკლესიაში მომხდარი "სასწაულის" შემდეგ სიარული ისევ შეუძლია. როგორც ქალბატონი ამბობს, ეკლესიაში დილით მესის დროს განიკურნა.

"ზიარების შემდეგ მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ფეხიდან მთელ სხეულზე ცეცხლი ავიდა. შემდეგ კი გარშემო ყვავილების ძლიერი სურნელი ვიგრძენი. დამავიწყდა, რომ ეკლესიაში ვიყავი, მეგონა ტანსაცმელს ცეცხლი ეკიდა, შემდეგ გავოფლიანდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თავიდან წყალი მდიოდა. იმდენად ძლიერი შეგრძნება დამეუფლა, რომ შემეშინდა და ყვირილი დავიწყე. ქმარს ვუთხარი, რომ ფეხზე უნდა წამოვმდგარიყავი", - განაცხადა მან.

2003 წელს მიჩელინა მკერდის კიბოს ოპერაციისა და ტვინის ანევრიზმის გამო პარალიზებული იყო. ის 3 წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. სარძევე ჯირკვლების ამპუტაციისა და ქიმიოთერაპიის რამდენიმე ციკლის შემდეგ, 11 წელი ქალმა სავარძელში გაატარა. მიჩელინა პომპეიში მდებარე კათოლიკურ საკათედრო ტაძარში წლების განმავლობაში დადიოდა, მაგრამ ეს უჩვეულო მოვლენა მხოლოდ მაშინ იხილა, როდესაც ზიარება მიიღო.

ქორეპისკოპოსი ჯუზეპე ადამო ადასტურებს, რომ ამ უჩვეულო მოვლენის თვითმხილველია, თუმცა აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში წინდახედულებაა საჭირო და ვიდრე ეკლესია ამ ფაქტს სასწაულად აღიარებს, საჭიროა სამედიცინო დასკვნა. "უნდა დავუცადოთ საბოლოო სამეცნიერო საბუთს", - ამბობს არქიეპისკოპოსი ტომასო კაპუტო.

თუმცა, სამედიცინო დასკვნას არ ელოდება პენსიონერის მეუღლე ჯოვანი პასარო და ამბობს, რომ "მის თვალწინ დიდი სასწაული მოხდა, რამაც ყველაფერი შეცვალა".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ