პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაში მოკლეს თინა მახარაძის მამა
რა ვითარებაში მოკლეს თინა მახარაძის მამა

მსა­ხი­ობ თინა მა­ხა­რა­ძის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბამ ჯერ კი­დევ მა­შინ მი­აღ­წია პიკს, სა­ნამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოჩ­ნდე­ბო­და. "რე­ი­ტინგთან" მისი თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ერ­თგვა­როვ­ნად მი­ი­ღო. ამას მოჰ­ყვა თი­ნას სტუმ­რო­ბა "პრო­ფილ­ში", "მძი­მე კაც­თან". ერთი სი­ტყვით, მის გარ­შე­მო ატე­ხილ­მა სკან­დალ­მა ბევ­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვი გა­და­ფა­რა.

ჩვენ თი­ნას დე­დას, ქალ­ბა­ტონ ვიკა მა­ხა­რა­ძეს ვეს­ტუმ­რეთ. ლა­მა­ზი, სა­ინ­ტე­რე­სო, გუ­ლახ­დი­ლი და ემო­ცი­უ­რი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა.

- თინა ბავ­შვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რი და გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი იყო. სამი წლი­დან კი­თხვა და­ი­წყო. ჩემი მე­ო­რე შვი­ლი, თა­მა­რი, თი­ნა­ზე წლი­თა და სამი თვით არის პა­ტა­რა, მაგ­რამ ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ბაღ­შიც, სკო­ლა­შიც. რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ­დით.

2003 წელს გად­მო­ვე­დით თბი­ლის­ში. 8 თვე­ში მე­უღ­ლე გარ­და­მეც­ვა­ლა. დავ­რჩი სამი შვი­ლით. ძა­ლი­ან დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნეთ. ჩემი მე­უღ­ლე გახ­ლდათ პა­ა­ტა მა­ხა­რა­ძე, ექი­მი, ექოს­კო­პის­ტი. უნი­ჭი­ე­რე­სი, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი, თუ რამ კრი­ტე­რი­უ­მი არ­სე­ბობს კა­ცის და­დე­ბი­თად და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, ყვე­ლას აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ერ­თა­დერ­თი ნატ­ვრა მქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ჩემს შვი­ლებს ჩემ­ნა­ი­რი ქმა­რი შეხ­ვედ­რო­დათ.

- მე­უღ­ლეს­თან რამ­დე­ნი წელი გა­ა­ტა­რეთ?

- 15 წელი ცოლ-ქმა­რი ვი­ყა­ვით. შემ­თხვე­ვით და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, სახ­ლში გა­მო­მა­ცი­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი გვქონ­და.

- თა­ვად რა პრო­ფე­სი­ის ხართ?

- პე­და­გო­გი ვარ. სა­ბავ­შვო ბა­ღის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი, 5 წლის წინ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. სამი შვი­ლის შე­ნახ­ვა უმა­მოდ საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ამ პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ თიკო მეხ­მა­რე­ბო­და. ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი იყო, 16 წლი­დან მუ­შა­ობ­და. "ზუ­მის" სახე გახ­ლდათ. იმ პე­რი­ო­დი­სა და ასა­კის­თვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­და. და-ძმას ბევრ რა­მეს ყი­დუ­ლობ­და. 16 წლის ასაკ­ში მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი გა­მი­თხოვ­და. ამ ზა­ფხულს მა­საც და­ე­ღუ­პა ქმა­რი ავა­რი­ით. 10 წელი ხდე­ბა, რაც ქმა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. ამ ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნეთ, ჯერ მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო... მა­ლე­ვე გამ­ზრდე­ლი ბიძა გარ­და­მეც­ვა­ლა. ის ყვე­ლა­ფე­რი იყო ჩემ­თვის, მა­მა­სა­ვით მპატ­რო­ნობ­და. ამას მოჰ­ყვა თი­კოს ერთი ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მერე სი­ძის სიკ­ვდი­ლი და მე­ო­რე ბა­ბუ­ის წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან. ვერც ავ­ხსნი, რა გა­და­ვი­ტა­ნეთ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- შე­იძ­ლე­ბა, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გკი­თხოთ?

- არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

- ქა­ლაქ­ში ამ­ბო­ბენ, რომ პა­ცი­ენ­ტის ახ­ლო­ბელ­მა მოკ­ლა.

- გა­მო­რი­ცხუ­ლია. პა­ა­ტა იყო ექოს­კო­პის­ტი, ის მხო­ლოდ დი­აგ­ნოზს სვამ­და. მკურ­ნა­ლო­ბა არ იყო მისი პრე­რო­გა­ტი­ვა. თა­ვი­დან გა­მო­ძი­ე­ბა და­ყა­ჩა­ღე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ სა­ა­თი, მო­ბი­ლუ­რი და სა­ფუ­ლე თან ჰქონ­და. კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზეც სა­უბ­რობ­დნენ, ესეც გა­მო­ი­რი­ცხა. 9 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა და ეს საქ­მე დღე­საც გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. კორ­პუს­თან მოკ­ლეს. სახ­ლში წა­მოს­ვლის წინ და­მი­რე­კა, რა წა­მო­ვი­ღოო, მკი­თხა. ეს იყო 2004 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ჩა­ვე­დი, ზღვა ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ოც­და­მე­ერ­თე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. 7 ტყვია ჰქონ­და ნას­რო­ლი. დღემ­დე წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვის შე­ეძ­ლო ამის გა­კე­თე­ბა. ყვე­ლას­თან მე­გობ­რობ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და. რა მა­გა­რი პრო­ფე­სია მაქ­ვსო, ამ­ბობ­და, ყვე­ლას ვჭირ­დე­ბი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა შე­მიძ­ლი­აო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

რა ვითარებაში მოკლეს თინა მახარაძის მამა

რა ვითარებაში მოკლეს თინა მახარაძის მამა

მსახიობ თინა მახარაძის აქტუალურობამ ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია პიკს, სანამ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდებოდა. "რეიტინგთან" მისი თამამი განცხადებები საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო. ამას მოჰყვა თინას სტუმრობა "პროფილში", "მძიმე კაცთან". ერთი სიტყვით, მის გარშემო ატეხილმა სკანდალმა ბევრი აქტუალური ამბავი გადაფარა.

ჩვენ თინას დედას, ქალბატონ ვიკა მახარაძეს ვესტუმრეთ. ლამაზი, საინტერესო, გულახდილი და ემოციური რესპონდენტი აღმოჩნდა.

- თინა ბავშვობიდან აქტიური და გონებაგახსნილი იყო. სამი წლიდან კითხვა დაიწყო. ჩემი მეორე შვილი, თამარი, თინაზე წლითა და სამი თვით არის პატარა, მაგრამ ერთად დადიოდნენ ბაღშიც, სკოლაშიც. რუსთავში ვცხოვრობდით.

2003 წელს გადმოვედით თბილისში. 8 თვეში მეუღლე გარდამეცვალა. დავრჩი სამი შვილით. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ. ჩემი მეუღლე გახლდათ პაატა მახარაძე, ექიმი, ექოსკოპისტი. უნიჭიერესი, ძალიან სიმპათიური, თუ რამ კრიტერიუმი არსებობს კაცის დადებითად დასახასიათებლად, ყველას აკმაყოფილებდა. ერთადერთი ნატვრა მქონდა ცხოვრებაში, რომ ჩემს შვილებს ჩემნაირი ქმარი შეხვედროდათ.

- მეუღლესთან რამდენი წელი გაატარეთ?

- 15 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით. შემთხვევით დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი, სახლში გამომაცილა და ყველაფერი ასე დაიწყო. ძალიან ლამაზი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა.

- თავად რა პროფესიის ხართ?

- პედაგოგი ვარ. საბავშვო ბაღის დირექტორი ვიყავი, 5 წლის წინ გამათავისუფლეს. სამი შვილის შენახვა უმამოდ საკმაოდ რთული იყო ამ პერიოდში, მაგრამ თიკო მეხმარებოდა. ყოველთვის აქტიური იყო, 16 წლიდან მუშაობდა. "ზუმის" სახე გახლდათ. იმ პერიოდისა და ასაკისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. და-ძმას ბევრ რამეს ყიდულობდა. 16 წლის ასაკში მეორე ქალიშვილი გამითხოვდა. ამ ზაფხულს მასაც დაეღუპა ქმარი ავარიით. 10 წელი ხდება, რაც ქმარი გარდამეცვალა. ამ ათი წლის განმავლობაში ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ, ჯერ მეუღლის გარდაცვალების გამო... მალევე გამზრდელი ბიძა გარდამეცვალა. ის ყველაფერი იყო ჩემთვის, მამასავით მპატრონობდა. ამას მოჰყვა თიკოს ერთი ბაბუის გარდაცვალება, მერე სიძის სიკვდილი და მეორე ბაბუის წასვლა ამ ქვეყნიდან. ვერც ავხსნი, რა გადავიტანეთ ამ წლების განმავლობაში.

- შეიძლება, მეუღლის გარდაცვალების მიზეზი გკითხოთ?

- არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. ტრაგიკულად გარდაიცვალა.

- ქალაქში ამბობენ, რომ პაციენტის ახლობელმა მოკლა.

- გამორიცხულია. პაატა იყო ექოსკოპისტი, ის მხოლოდ დიაგნოზს სვამდა. მკურნალობა არ იყო მისი პრეროგატივა. თავიდან გამოძიება დაყაჩაღების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ საათი, მობილური და საფულე თან ჰქონდა. კონკურენციაზეც საუბრობდნენ, ესეც გამოირიცხა. 9 გამომძიებელი გამოიცვალა და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. კორპუსთან მოკლეს. სახლში წამოსვლის წინ დამირეკა, რა წამოვიღოო, მკითხა. ეს იყო 2004 წლის 28 ოქტომბერს. ყველაზე ბოლოს ჩავედი, ზღვა ხალხი იყო შეკრებილი. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, აპარატზე იყო შეერთებული. ოცდამეერთე დღეს გარდაიცვალა. 7 ტყვია ჰქონდა ნასროლი. დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეეძლო ამის გაკეთება. ყველასთან მეგობრობდა, ყველას უყვარდა. რა მაგარი პროფესია მაქვსო, ამბობდა, ყველას ვჭირდები, ბევრი ადამიანის დახმარება შემიძლიაო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია