მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი ბანკმა EMEA FINANCE-ისგან ორი ჯილდო მიიღო
თიბისი ბანკმა EMEA FINANCE-ისგან ორი ჯილდო მიიღო

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა ფი­ნან­სურ­მა ჟურ­ნალ­მა, EMEA Finance "თი­ბი­სი ბან­კი" 2013 წლის სა­უ­კე­თე­სო ბან­კად და­ა­სა­ხე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამა­ვე ჟურ­ნალ­მა, "თი­ბი­სი ბან­კი" და­ა­ჯილ­დო­ვა, რო­გორც ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში სა­უ­კე­თე­სო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ბან­კი 2013 წელს.

"თი­ბი­სი ბან­კი" ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­კე­თე­სო ბან­კის წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ ჯილ­დოს "თი­ბი­სი ბან­კი" EMEA Finance-ის­გან უკვე მე­სა­მე წე­ლია იღებს.

EMEA Finance მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სუ­რი გა­მო­ცე­მაა, რო­მე­ლიც იკ­ვლევს ფი­ნან­სურ ბაზ­რებს ევ­რო­პა­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კა­ში. EMEA Finance-ის ევ­რო­პუ­ლი სა­ბან­კო ჯილ­დო უკვე 6 წე­ლია არ­სე­ბობს. წელს "თი­ბი­სი ბან­კი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და ისე­თი მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გვერ­დით, რო­გო­რე­ბი­ცაა Barclays, HSBC, Credit Suisse, Raiffeisen Bank International და Citi.

EMEA Finance-ის რე­დაქ­ტო­რის, ტიბ ბურ­კის თქმით, 2013 წელი "თი­ბი­სი ბან­კის­თვის" საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. "თა­ვი­სი სა­სეს­ხო პორ­ტფე­ლით "თი­ბი­სი ბან­კმა" შეძ­ლო, მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბა გა­ე­წია ლო­კა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ბიზ­ნე­სე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე თი­ბი­სი ბან­კმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ლი­დე­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო ბა­ზარ­ზე სა­ცა­ლო დე­პო­ზი­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ის ყვე­ლა­ზე სან­დო ბან­კია სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "თი­ბი­სი ბან­კი" უკვე მე­სა­მე წე­ლია იღებს ჩვენ­გან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­უ­კე­თე­სო ბან­კის წო­დე­ბას. გარ­და ამი­სა, ვა­მა­ყობთ, რომ და­ვა­სა­ხე­ლეთ "თი­ბი­სი ბან­კი" სა­უ­კე­თე­სო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ბან­კად ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. ვფიქ­რობ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "თი­ბი­სი ბან­კი" მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია", - აღ­ნიშ­ნავს ტიმ ბურ­კი.

"თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ე­სალ­მე­ბა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დოს. "მო­გეხ­სე­ნე­ბათ,და­არ­სე­ბის დღი­დან "თი­ბი­სი ბან­კი" ხელს უწყობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ღი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ის თა­ვა­დაა და­მა­არ­სე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი­სა "საბა". ჩვენ ასე­ვე ხელს ვუ­წყობთ ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში; ჩვენს სა­თა­ვო ოფის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ორი გა­ლე­რეა ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად; ასე­ვე და­ვა­არ­სეთ "არ­ტა­რეა" პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია კულ­ტუ­რა­ზე. ამ ყვე­ლაფ­რის გამო მი­მაჩ­ნია, რომ "თი­ბი­სი ბან­კმა" ნამ­დვი­ლად და­იმ­სა­ხუ­რა ამ ჯილ­დოს მი­ღე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თიბისი ბანკმა EMEA FINANCE-ისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისი ბანკმა EMEA FINANCE-ისგან ორი ჯილდო მიიღო

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance "თიბისი ბანკი" 2013 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ამავე ჟურნალმა, "თიბისი ბანკი" დააჯილდოვა, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი 2013 წელს.

"თიბისი ბანკი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გამო საერთაშორისო ჯილდო მიიღო. რაც შეეხება საუკეთესო ბანკის წოდებას საქართველოში, ამ ჯილდოს "თიბისი ბანკი" EMEA Finance-ისგან უკვე მესამე წელია იღებს.

EMEA Finance მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც იკვლევს ფინანსურ ბაზრებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. EMEA Finance-ის ევროპული საბანკო ჯილდო უკვე 6 წელია არსებობს. წელს "თიბისი ბანკი" გამარჯვებულად დასახელდა ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების გვერდით, როგორებიცაა Barclays, HSBC, Credit Suisse, Raiffeisen Bank International და Citi.

EMEA Finance-ის რედაქტორის, ტიბ ბურკის თქმით, 2013 წელი "თიბისი ბანკისთვის" საკმაოდ წარმატებული იყო. "თავისი სასესხო პორტფელით "თიბისი ბანკმა" შეძლო, მნიშნელოვანი პარტნიორობა გაეწია ლოკალური კომპანიებისა და ბიზნესებისათვის, ასევე თიბისი ბანკმა შეინარჩუნა ლიდერობა საქართველოს საბანკო ბაზარზე საცალო დეპოზიტების თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ყველაზე სანდო ბანკია საქართველოში. საინტერესოა, რომ "თიბისი ბანკი" უკვე მესამე წელია იღებს ჩვენგან საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ბანკის წოდებას. გარდა ამისა, ვამაყობთ, რომ დავასახელეთ "თიბისი ბანკი" საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით "თიბისი ბანკი" მართლაც გამორჩეულია", - აღნიშნავს ტიმ ბურკი.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე განსაკუთრებით მიესალმება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისათვის მიღებული ჯილდოს. "მოგეხსენებათ,დაარსების დღიდან "თიბისი ბანკი" ხელს უწყობდა საზოგადოებისათვის ღირებული სხვადასხვა კულტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას. ის თავადაა დამაარსებელი და ორგანიზატორი საქართველოში ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ლიტერატურული კონკურსისა "საბა". ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ელექტრონული წიგნების პოპულარიზაციას საქართველოში; ჩვენს სათავო ოფისში ფუნქციონირებს ორი გალერეა ქართველი არტისტების ხელშესაწყობად; ასევე დავაარსეთ "არტარეა" პირველი ქართული ტელევიზია კულტურაზე. ამ ყველაფრის გამო მიმაჩნია, რომ "თიბისი ბანკმა" ნამდვილად დაიმსახურა ამ ჯილდოს მიღება", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი