Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა მოქალაქეობის მიღება გაამარტივა
რუსეთმა მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

რუ­სე­თის დუ­მამ მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნო­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად ფლო­ბენ რუ­სულ ენას, - ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტი" იუ­წყე­ბა.

ახა­ლი კა­ნო­ნით უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქემ ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­მა სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ა­ში უნდა გა­ი­ა­როს გა­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც ად­გენს, არის თუ არა უცხო­ე­ლი რუ­სუ­ლი ენის მცოდ­ნე. ასეთ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა პირი, რო­მე­ლიც ფლობს რუ­სულ ენას და ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნებს მას ოჯახ­ში და "კულ­ტუ­რულ სფე­რო­ში".

გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლა შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თვი­თონ ან რო­მელ­თა ნა­თე­სა­ვე­ბი პირ­და­პი­რი ხა­ზით ცხოვ­რობ­დნენ ან ცხოვ­რო­ბენ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში და თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის სა­ზღვრებ­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ყი­რიმ­საც მო­ი­ცავს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, ეკა­ტე­რი­ნა ეგო­რო­ვას გან­ცხა­დე­ბით, კო­მი­სია არ შე­ა­მოწ­მებს, რამ­დე­ნად გრა­მა­ტი­კუ­ლად სა­უბ­რობს ესა თუ ის პირი, არა­მედ შე­ა­მოწ­მებს იმას, თუ რამ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ენას და იყე­ნებს თუ არა მას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

დო­კუ­მენ­ტში ჩა­წე­რი­ლია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ სხვა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი უნდა გა­ნა­ცხა­დოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?????
0

ეტყობა საზარბაზნე ხორცი არ ყოფნიც, 

aleko
0

გასაგებია ამდენი ჯარისკაცი ეხოცებათ რუსებს ყველგან ეგენი არიან გაჩხერილი, ცდილობენ ხალხი დაიმატონ შემდეგმა მთავრობამ პასუხი რომ არ მოთხოვოს.

რუსეთმა მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

რუსეთმა მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

რუსეთის დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონი რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც თავისუფლად ფლობენ რუსულ ენას, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

ახალი კანონით უცხოეთის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სპეციალურ კომისიაში უნდა გაიაროს გასაუბრება, რომელიც ადგენს, არის თუ არა უცხოელი რუსული ენის მცოდნე. ასეთ ადამიანად მიიჩნევა პირი, რომელიც ფლობს რუსულ ენას და ყოველდღიურად იყენებს მას ოჯახში და "კულტურულ სფეროში".

გასაუბრების გავლა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც თვითონ ან რომელთა ნათესავები პირდაპირი ხაზით ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ან რუსეთის იმპერიაში და თანამედროვე რუსეთის საზღვრებში. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტი ყირიმსაც მოიცავს.

რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ეკატერინა ეგოროვას განცხადებით, კომისია არ შეამოწმებს, რამდენად გრამატიკულად საუბრობს ესა თუ ის პირი, არამედ შეამოწმებს იმას, თუ რამდენად თავისუფლად ფლობს ენას და იყენებს თუ არა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ასეთი ადამიანების კატეგორიამ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს.