სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს
კახეთში 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს

ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ბალ­ში 16 წლის გო­გო­ნა მა­მამ 45 წლის მა­მა­კაც­ზე 10 ძრო­ხის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თხო­ვა, თუმ­ცა იმის გამო, რომ გო­გო­ნა ამ გა­რი­გე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და ცო­ლად სხვას გაჰ­ყვა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ თე­მებ­ში გო­გო­ნა­თა გას­ხვი­სე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, დამ­კვიდ­რე­ბულ პრაქ­ტი­კას წარ­მო­ად­გენს.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში 18 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 14 მი­ლი­ო­ნი გოგო ქორ­წინ­დე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 38 000 ერთ დღეს, 13 გო­გო­ნა კი 30 წამ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არა­ნაკ­ლებ მძი­მეა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის იან­ვრამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა 7 367-მა გო­გო­ნამ შე­წყვი­ტა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეს­წავ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გო­გო­ნა­თა მიერ სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი გა­თხო­ვე­ბაა.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის შე­წყვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში, ასე­ვე კა­ხეთ­ში, ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში, კა­ბალ­ში (ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი); ყა­რა­ჯა­ლა­სა (თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) და იორ­მუ­ღან­ლო­ში (სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი);

სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2013 წლის ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, კა­ბა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ და­დი­ან, რად­გან დი­დია მათი მო­ტა­ცე­ბის რის­კი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კახეთში 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს

კახეთში 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 16 წლის გოგონა მამამ 45 წლის მამაკაცზე 10 ძროხის სანაცვლოდ გაათხოვა, თუმცა იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თემებში გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ, დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი 30 წამში. საქართველოში არსებული სიტუაცია არანაკლებ მძიმეა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შესწავლის შედეგების მიხედვით, გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი გათხოვებაა.

სტატისტიკური მონაცემებით, განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში, კაბალში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი); ყარაჯალასა (თელავის მუნიციპალიტეტი) და იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი);

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლე გოგონები, მაგალითად, კაბალის საჯარო სკოლაში არ დადიან, რადგან დიდია მათი მოტაცების რისკი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა