სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გააკეთოთ, ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ
რა უნდა გააკეთოთ, ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ

ბევ­რი მა­მა­კა­ცი ცდე­ბა, რო­დე­საც ფიქ­რობს, რომ ქა­ლის მო­სა­ხიბ­ლა­ვად საკ­მა­რი­სია, სა­კუ­თა­რი თავი შეს­თა­ვა­ზოს მას.

ქალს უნდა და­ა­ნახ­ვოთ, რომ თქვე­ნი გაც­ნო­ბით ის შე­ი­ძენს სა­ინ­ტე­რე­სო და გო­ნე­ბა­მახ­ვილ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, ვნე­ბი­ან სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ - სა­ჭი­როა სა­ერ­თო მის­წრა­ფე­ბე­ბიც. ამ­რი­გად, თქვე­ნი ამო­ცა­ნაა, ქალ­ზე სწო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ. უწი­ნა­რე­სად, კარ­გად უნდა იცო­დეთ, რა გინ­დათ ცხოვ­რე­ბი­სა­გან.

მა­გა­ლი­თად, რო­მელ სფე­რო­ში გსურთ კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა, რით აპი­რებთ სა­ხე­ლის დამ­კვიდ­რე­ბას და რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­გიხ­დე­ბათ არ­სე­ბო­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის ცოდ­ნაც, რამ­დე­ნად ამ­ბი­ცი­უ­რი ხართ. და­ბო­ლოს, უნდა გქონ­დეთ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე გეგ­მა. ეს პრინ­ცი­პი ქა­ლებ­თა­ნაც ჭრის: მათ მოს­წონთ მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც მკა­ფიო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გეგ­მე­ბი აქვთ, თუნ­დაც ეს გეგ­მე­ბი რე­ა­ლო­ბის­გან შორს იყოს. ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას იზი­დავს მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ნუ­ლი­დან და­ი­წყო და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წია, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ - "თა­ვად შექ­მნა თა­ვი­სი თავი", ამი­ტომ ისი­ნი იო­ლად ეგე­ბი­ან ან­კესს, რო­დე­საც მა­მა­კა­ცი უხა­ტავს მათ ლაჟ­ვარ­დო­ვან გეგ­მას, რო­გორ გახ­დეს მი­ლი­ო­ნე­რი. ქა­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით ის ხიბ­ლავთ, რომ თუ ასეთ მა­მა­კაცს ცო­ლად გაჰ­ყვე­ბი­ან, თა­ვა­დაც მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გახ­დე­ბი­ან, ხოლო გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღე­ბენ მისი ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვარს. ტკბი­ლი სი­ტყვა "ფული" ყვე­ლას ყურს ესალ­ბუ­ნე­ბა. ხელი მოჰ­კი­დეთ რა­ი­მე საქ­მეს.

თვით­შე­ფა­სე­ბას ისე არა­ფე­რი ვნებს, რო­გორც უსაქ­მუ­რო­ბა. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა აკე­თოთ, უსაქ­მოდ ჯდო­მა და წუ­წუ­ნია, ამი­ტომ ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იტ­ვირ­თოთ სხვა­დას­ხვა საქ­მით, გა­ი­ჩი­ნოთ გა­ტა­ცე­ბა. ური­გო არ იქ­ნე­ბა, თუ, მა­გა­ლი­თად, უცხო ენის ან კუ­ლი­ნა­რი­ულ კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­რე­ბით. ჯერ ერთი, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­მო­ძერ­წოთ და გა­ა­შა­ლა­ში­ნოთ სა­კუ­თარ თავ­ში დონ ჟუ­ა­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი, მე­ო­რე - ამ­გვარ კურ­სებ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ, ბევ­რი გო­გო­ნა და­დის. გარ­წმუ­ნებთ, ნე­ბის­მი­ე­რი სას­წავ­ლო კურ­სის აუ­დი­ტო­რი­ის ორი მე­სა­მე­დი, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბის დი­ზა­ი­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქალი იქ­ნე­ბა, რო­მელ­თა შო­რის ბევ­რს იპო­ვით მომ­ხიბ­ვლელს. ასე­თი თა­ნა­ფარ­დო­ბა მა­მა­კა­ცის­თვის ძალ­ზე ხელ­საყ­რე­ლია, რად­გან რაც უფრო ნაკ­ლე­ბია კონ­კუ­რენ­ტი, მით უფრო მე­ტია წარ­მა­ტე­ბის შან­სი. ამ­გვა­რად, საქ­მი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მიმ­ზიდ­ვე­ლია. ეს აქ­სი­ო­მაა. უსაქ­მუ­რო­ბა კლავს, ამი­ტომ ნუ მო­უშ­ვებთ მას ახ­ლოს. ოღონდ ნურც მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­დე­ბით - შრო­მაჰო­ლი­კად ნუ იქ­ცე­ვით. და­ი­ტო­ვეთ დრო ბარ­ში, კა­ფე­ში, კლუბ­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში სა­სი­ა­რუ­ლო­დაც.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რა უნდა გააკეთოთ, ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ

რა უნდა გააკეთოთ, ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ

ბევრი მამაკაცი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ქალის მოსახიბლავად საკმარისია, საკუთარი თავი შესთავაზოს მას.

ქალს უნდა დაანახვოთ, რომ თქვენი გაცნობით ის შეიძენს საინტერესო და გონებამახვილ თანამოსაუბრეს, ვნებიან სექსუალურ პარტნიორს. გაითვალისწინეთ - საჭიროა საერთო მისწრაფებებიც. ამრიგად, თქვენი ამოცანაა, ქალზე სწორი შთაბეჭდილება მოახდინოთ. უწინარესად, კარგად უნდა იცოდეთ, რა გინდათ ცხოვრებისაგან.

მაგალითად, რომელ სფეროში გსურთ კარიერის გაკეთება, რით აპირებთ სახელის დამკვიდრებას და რა საშუალებებით მოგიხდებათ არსებობა. აუცილებელია იმის ცოდნაც, რამდენად ამბიციური ხართ. დაბოლოს, უნდა გქონდეთ პრობლემის მოგვარების რამდენიმე გეგმა. ეს პრინციპი ქალებთანაც ჭრის: მათ მოსწონთ მამაკაცები, რომლებსაც მკაფიო ცხოვრებისეული გეგმები აქვთ, თუნდაც ეს გეგმები რეალობისგან შორს იყოს. ქალების უმრავლესობას იზიდავს მამაკაცი, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ყველაფერს მიაღწია, სხვაგვარად რომ ვთქვათ - "თავად შექმნა თავისი თავი", ამიტომ ისინი იოლად ეგებიან ანკესს, როდესაც მამაკაცი უხატავს მათ ლაჟვარდოვან გეგმას, როგორ გახდეს მილიონერი. ქალებს განსაკუთრებით ის ხიბლავთ, რომ თუ ასეთ მამაკაცს ცოლად გაჰყვებიან, თავადაც მილიონერები გახდებიან, ხოლო განქორწინების შემთხვევაში მიიღებენ მისი ქონების ნახევარს. ტკბილი სიტყვა "ფული" ყველას ყურს ესალბუნება. ხელი მოჰკიდეთ რაიმე საქმეს.

თვითშეფასებას ისე არაფერი ვნებს, როგორც უსაქმურობა. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება აკეთოთ, უსაქმოდ ჯდომა და წუწუნია, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ სხვადასხვა საქმით, გაიჩინოთ გატაცება. ურიგო არ იქნება, თუ, მაგალითად, უცხო ენის ან კულინარიულ კურსებზე ჩაეწერებით. ჯერ ერთი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გამოძერწოთ და გააშალაშინოთ საკუთარ თავში დონ ჟუანის უნარ-ჩვევები, მეორე - ამგვარ კურსებზე, ჩვეულებრივ, ბევრი გოგონა დადის. გარწმუნებთ, ნებისმიერი სასწავლო კურსის აუდიტორიის ორი მესამედი, პირველადი სამედიცინო დახმარებით დაწყებული, ყვავილების დიზაინით დამთავრებული, ქალი იქნება, რომელთა შორის ბევრს იპოვით მომხიბვლელს. ასეთი თანაფარდობა მამაკაცისთვის ძალზე ხელსაყრელია, რადგან რაც უფრო ნაკლებია კონკურენტი, მით უფრო მეტია წარმატების შანსი. ამგვარად, საქმიანი მამაკაცი მიმზიდველია. ეს აქსიომაა. უსაქმურობა კლავს, ამიტომ ნუ მოუშვებთ მას ახლოს. ოღონდ ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით  - შრომაჰოლიკად ნუ იქცევით. დაიტოვეთ დრო ბარში, კაფეში, კლუბსა და სხვა ადგილებში სასიარულოდაც.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს