ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "კარიერული წინსვლისთვის მოემზადეთ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "კარიერული წინსვლისთვის მოემზადეთ"

მიუხედავად ზაფხულის სიცხისა და დასვენების სურვილისა, პროფესიული წარმატებისა და კარიერული წინსვლისთვის მოემზადეთ. დაისახეთ მიზანი, რომელსაც წარმატებით განახორციელებთ. ახლა გაქვთ შანსი, სასარგებლოდ გამოიყენოთ არსებული ვითარება. იყავით მეტად შრომისმოყვარე, მშრომელი. თქვენდა გასაოცრად, ამბიციურობა მოგემატებათ და გამოგივათ ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებთ. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კარიერაზე ზედმეტმა ჩაციკვლამ შეიძლება ოჯახური ურთიერთობა შეგირყიოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თუ გრძნობთ, რომ წარმატებისთვის დამატებითი სწავლა თქვენთვის მნიშვნელოვანია, ივლისში შანსი არ გაუშვათ. სტუდენტები წარმატებით ჩააბარებთ გამოცდებს, მოგეცემათ წარსული შედეგების გამოსწორების საშუალება. თუ ბიზნესით ხართ დაკავებული, სასურველ კონტაქტებსა და სახელმწიფო უწყებიდან დოკუმენტებს მარტივად მიიღებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. იმათთანც კი, ვისთანაც ადრე ნაჩხუბარი იყავით.

ფული და სიყვარული

მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაგიჩნდებათ. გახშირდება გადაადგილების სურვილიც და შესაძლებლობაც. სასიამოვნო სიურპრიზები გელით მგზავრობისას. ადვილად დაიმეგობრებთ ახალგაცნობილებს. თვის ბოლოს შეიძლება საზღვარგარეთაც კი შეძლოთ გამგზავრება და დასვენება. დაქორწინებულებს შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობა. რაც შეეხება ფინანსებს, შეიძლება ვერ მიიღოთ ის თანხა, რისი იმედიც გქონდათ.

ჯანმრთელობა

ივლისში მოიმატებს ენერგიულობა და შეიძლებთ ადრე ჩაფიქრებულის განხორციელებას. სწორი კვების რეჟიმის დარღვევამ შეიძლება ნაწლავებისა და თირკმლების მუშაობა შეაფერხოს. ზოგიერთი შეიძლება ბრმანაწლავის ან წელის ტკივილმა შეაწუხოს.

ქალებისთვის

ივლისი საუკეთესო თვეა დასვენებისთვის. საშუალება მოგეცემათ, დრო სასურველ საქმიანობას დაუთმოთ. მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრები, ხანდახან თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთანაც კი. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს. მეუღლესთან ურთიერთობისას ეცადეთ, გამონახოთ კომპრომისი და გააუმჯობესოთ ურთიერთობა. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას, ამან შეიძლება უძილობა გამოიწვიოს.

მამაკაცებისთვის

ძველი და გამოცდილი მეგობრების დახმარებით კარგ შედეგს მიაღწევთ საქმეებში, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზებები მიიღოთ. შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი. გელით საჩუქრები, სასიამოვნო სიურპრიზები. ადვილად შეძლებთ რთული სიტუაციიდან გამოსავალს, მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებს. ზოგიერთს გარემოს ცვლილება და პატარ-პატარა მგზავრობები გელით, ზოგიერთი კი საზღვარგარეთ მოგზაურობას დაგეგმავს.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა უნდა იცოდნენ საკუთარ თავზე ქალებმა და მამკაცებმა

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რა ელით "მეისრე" ქალებსა და მამაკაცებს