გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
"სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
"მოდი კარგად ჩამოყალიბდით. მე, ხაზარაძე და ჯაფარიძე იმ რაღაც "კომისიაზე" თუ არ მივალთ კარგი საქციელია და ქარელი, ვაშაძე და გოგავა თუ მივლენ ისიც კარგი საქციელია?
გოგავაზე იცოდეთ, დღემდე ტიპი იარაღს ყიდის და "ქოცებისგან" ყოველთვე ლიცენზიას იღებს, ჩემნაირებს კი რა წნევით შარდავ იმას უკონტროლებენ, გამომიყვანეთ ოცმეთაური გენერლად" - წერს ოქრუაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: